,,სააკაშვილი რუსეთის ციხეში რომ იჯდეს, დარწმუნებული ვარ პუტინსაც სთხოვდა შეწყალებას ”- ბექა დავითულიანი

62
spot_img

სააკაშვილი რუსეთის ციხეში რომ იჯდეს, დარწმუნებული ვარ პუტინსაც სთხოვდა შეწყალებას ისე, რომ ნამუსი არ შეაწუხებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„სააკაშვილმა ჩუმად მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და სხვა ქვეყნის თანამდებობის პირი გახდა. იმ დანაშაულებზე რომ აღარაფერი ვთქვა, რაც მან თავისი პრეზიდენტობის პერიოდში ჩაიდინა და რაზეც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული, ეს უცხო ქვეყნის მოქალაქე უკანონოდ ცდილობდა ქართულ პოლიტიკაში ჩარევას. შემოიარა საზღვარზე კანონ დარღვევით, კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩაიდინა და ახლა იხდის სასჯელს. ეს არის ის ადამიანი, ვინც სალომე ზურაბიშვილს პირადად ხან აგენტს ეძახდა და ხან უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა და დღეს შეწყალებას სთხოვს. მისი სიტყვები სასამართლოზე, რომ შვილებს მამა დაუბრუნეთო, სხვას არაფერს ნიშნავდა. სააკაშვილისგან პრინციპულობას და მაღალ მორალს რომ ამ ქვეყანაში აღარავინ ელის. სააკაშვილი რუსეთის ციხეში რომ იჯდეს, დარწმუნებული ვარ პუტინსაც სთხოვდა შეწყალებას ისე, რომ ნამუსი არ შეაწუხებდა. მე საარჩევნო კამპანიას ციხიდან ვერ ვაწარმოებო, რომ ამბობს, მოქალაქეობა არ აქვს და რას ეუბნება სალომე ზურაბიშვილს, გამომიშვი რომ კიდევ ერთი უკანონობა დავამატო ჩემ საქმესო?!“ – აღნიშნა დავითულიანმა.