Home Blog Page 1982

15 ივნისს სამხედრო პოლიციის დღე აღინიშნება

საქართველოს თავდაცვის ძალები 15 ივნისს სამხედრო პოლიციის დღეს აღნიშნავს.

სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუბუნაურმა მიულოცეს.

ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. სიტყვით გამომსვლელებმა თავდაცვის ძალებში სამხედრო პოლიციის კომპონენტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამხედროებს წარმატებები უსურვეს.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები – ლელა ჩიქოვანი, გრიგოლ გიორგაძე, დავით სუჯაშვილი, გიორგი ხაინდრავა, სამხედრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი კახაბერ პეტრიაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამხედრო პოლიციის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები სამსახურებრივი საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. სამხედრო პოლიციის პირადმა შემადგენლობამ საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მადლობის სიგელებიც მიიღო.

სამხედრო პოლიციის განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ერთ-ერთი ინიციატივაა. განხორციელებული რეფორმებისა და მოდერნიზაციის შედეგად სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი ნატოსთან თავსებად სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა, რომელიც მხარს უჭერს სამანევრო ქვედანაყოფებს, როგორც დისციპლინის, ასევე საბრძოლო ამოცანის შესრულებაში.

Между Государственной службой по делам ветеранов и “Клубом генералов Грузии” подписан меморандум о взаимном сотрудничестве

15 июня этого года между Государственной службой по делам ветеранов и “Клубом генералов Грузии” был подписан меморандум о взаимном сотрудничестве. По информации Государственной службой по делам ветеранов, цель меморандума установить между сторонами тесные, партнерские отношения, которые обеспечат планирование и осуществление тех мероприятий, которые будут связаны с развитием силовых ведомств и популяризации в подрастающих поколениях высшего государственного звания “Генерал”; будут способствовать ознакомлению истории (биографии) грузинских генералов, которые живут и ведут свою деятельность как в Грузии, так и за ее пределами; активному участию генералов в запасе и изучению и обмену с их опытом в вопросах развития военной сферы Грузии; участию (привлечению) генералов в изучении существующего военно-исторического и научного потенциала; активному участию генералов в создании, осуществлении  научных, исследовательских, образовательных, информационно-аналитических проектов, связанных с проблемами военной истории, и в их реализации; встречам генералов с учениками в школах, с кадетами в лицеях и студентами в ВУЗах в целях военно-патриотического воспитания подрастающих поколений.

 

Меморандум о взаимном сотрудничестве подписали директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе и исполнительный директор “Клуба генералов Грузии”, Малхаз Чихладзе. Меморандум вступает в силу со дня его подписания и действует бессрочно.

“ლიაკა რუბლიაკა” ხოშტარია იყო პროვოკაციის ორგანიზატორი”-ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ზურაბ აბაშიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას არ გეგმავს.

 

როგორც მან აღნიშნა, ამ პროვოკაციასთან დაკავშირებით პოზიციისა და სინანულის გამოხატვა, ჩვეულებრივი ამბავია, ჯანსაღი მოვლენაა.

 

„რა თქმა უნდა, არავითარ თანამდებობიდან გათავისუფლებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. თავის დროზე იყო აბსოლუტურად მიუღებელი ინციდენტი, რომელიც ხოშტარიამ შეასრულა. ამ ინციდენტთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა ზურაბ აბაშიძემ, რაც იყო აბსოლუტურად სწორი. როცა ელენე ხოშტარია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს, უწყობს პროვოკაციას კონკრეტულ ჯგუფს, ეს არის ორმაგი სტანდარტი, არაეთიკური ქმედება და ა.შ. ამაზე ჰქონდა საუბარი ზურაბ აბაშიძეს. თქვენ კითხვები უნდა დასვათ იმასთან დაკავშირებით, რატომ იღებს ელენე ხოშტარია რუსულ რუბლებს და თან აწყობს პროვოკაციას. ზურაბ აბაშიძე იყო და არის პასუხისმგებელი სავაჭრო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებზე. ამ პროვოკაციასთან დაკავშირებით პოზიციასა და სინანულის რომ გამოხატავ, ჩვეულებრივი ამბავია, ჯანსაღი მოვლენაა.

„ლიაკა რუბლიაკა“ ხოშტარია იყო ამ პროვოკაციის ორგანიზატორი და ამ პროვოკაციაზე შეიძლება ბოდიშიც მოიხადოს ადამიანმა, იმიტომ, რომ იყო უხეში პროვოკაცია და თან ეს პროვოკაცია იყო მოწყობილი „რუბლიაკა“ ხოშტარიას მიერ, რომელიც რუსულ რუბლებს იღებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. არასდროს საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, რომელიც ხელყოფდა ჩვენი სახელმწიფოს, ან ჩვენი საზოგადოების ღირსებას. როცა მიხეილ სააკაშვილი გარბოდა გორში, როცა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები გარბოდნენ წითელი ხიდიდან, როცა ზურა ჯაფარიძე მივიდა საოკუპაციო ზოლთან, „ტრუსიკი” ჩაიხადა და შიშველი უკანალი აჩვენა რუს სამხედროებს, ეს იყო ქართველი ხალხის ღირსების ხელყოფა, არასდროს ჩვენ არ გაგვიკეთებია განცხადება, რომელიც ხელყოფდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ღირსებას. ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებთ, თუმცა, რატომღაც, ამავე „ნაციონალებს“ არ აჟრიალებთ ლიაკა ხოშტარიას მიერ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ რუსულ რუბლებზე. რატომ არ აჟრიალებთ? – იმიტომ, რომ ეს ჟრიალი არის ხელოვნური“, – განაცხადა კობახიძემ.

“გლობალური ომის პარტიას არ აქვს ხაბეიშვილის, მელიას, ხოშტარიას, ჯაფარიძის, ხაზარაძის იმედი”- ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი მაინც არ ლახავს გარკვეულ წითელ ხაზებს, რაც ძალიან მისასალმებელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

კობახიძის თმით, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება მისასალმებელია და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების მაგალითია, რაც აღნიშვნას იმსახურებს.

„ჩვენ ვთქვით, რომ არ შევდივართ პოლემიკაში სალომე ზურაბიშვილთან, არცერთ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებთ. ასევე ვთქვით, რომ თუ პრეზიდენტი გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ამას სათანადოდ აღვნიშნავთ. ეს არის ერთ-ერთი განცხადება, რომელიც სათანადო აღნიშვნის ღირსია. ჩვენ ვთქვით, რომ სალომე ზურაბიშვილი მაინც არ ლახავს გარკვეულ წითელ ხაზებს, რაც ძალიან მისასალმებელია და ეს არის ამის მორიგი მაგალითი, ანუ სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც იმსახურებს სათანადო აღნიშვნას ჩვენი მხრიდან. ყოველთვის დავუფასებთ სალომე ზურაბიშვილს ნებისმიერ განცხადებას და მოქმედებას, რომელიც გამომდინარეობს და შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მას ბევრმა ადამიანმა სთხოვა სააკაშვილის შეწყალება, ირაკლი კობახიძის თქმით, „გლობალური ომის პარტიამ დააორგანიზა ლამის ნახევარი მსოფლიო“, რათა სააკაშვილის გათავისუფლების მიზნისთვის მიეღწია.

„რა თქმა უნდა, ჩვენც ხომ ვიცით, ვინ იყო ჩართული ამ ყველაფერში. გლობალური ომის პარტიამ დააორგანიზა ლამის ნახევარი მსოფლიო, რათა მიზნისთვის მიეღწია. გლობალური ომის პარტიას არ აქვს არც ხაბეიშვილის იმედი, არც მელიას იმედი, არც ხოშტარიას, არც ზურა ჯაფარიძის, არც ხაზარაძის, არც სხვების იმედი და რაღაცნაირად იმედი ჰქონდათ, რომ სააკაშვილის გათავისუფლებით ააყირავებდნენ აქ ვითარებას, ამიტომ ჩართეს ლამის ნახევარი მსოფლიო, რომ გაეთავისუფლებინათ მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს და ვერც მიაღწევენ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

“თან მოგიწოდებენ მეორე ფრონტისკენ, თან გაიწვიეს ელჩი – ეს სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს”- ირაკლი კობახიძე

დღემდე, უკრაინას საქართველოში ელჩი არ ჰყავს დანიშნული, მაშინ, როდესაც ბელარუსიდანაც კი არ გაუწვევიათ ელჩი. აქ, რა თქმა უნდა, ჩანს გლობალური ომის პარტიის გავლენები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა, საქართველოში მღელვარების გამოწვევისკენ იყო მიმართული.

“როდესაც ელჩი გამოიწვიეს აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით გაუგებარ დროს, მაშინაც გლობალური ომის პარტიის გათვლა იყო, რომ ზელენსკის ეს გადაწყვეტილებასაქართველოში გამოიწვევდა ვნებათაღელვას , თუმცა, რეალურად ეს ასე არ მოხდა. გაუგებარი მიზეზების გამო, დღემდე არ არის ელჩი საქართველოში, ასეთ დროს, ძალიან ბევრი რამის ახსნა არის ძალიან რთული.” – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

კობახიძის თქმით, უკრაინელი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მეორე ფრონტის გახსნისკენ მოწოდებებიც ისმის, რაც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინელი ხალხის და მათი ინტერესების ერთგული რჩება.

გაგახსენებთ, რომ ჩვენ გვესმის მეორე ფრონტისკენ მოწოდებები და ამას აკეთებს არა ვიღაც რიგითი უკრაინელი პარლამენტარი, ამას აკეთებს უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც არის მესამე-მეოთხე კაცი უკრაინის ხელისუფლებაში, ამას აკეთებს უკრაინის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი – პოდოლიაკმა გააკეთა ეს განცხადება. თან მოგიწოდებენ მეორე ფრონტისკენ, თან გაიწვიეს ელჩი, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევისკენ იყო მიმართული, თან არ აგზავნიან მოწვევებს – ეს აბსოლუტურად გაუგებარია და ბუნებრივია, სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. ჩვენ ვრჩებით უკრაინელი ხალხის, ამ ქვეყნის ერთგული, ჩვენ ვართ იმ იდეის ერთგული, რასაც ჰქვია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ბოლომდე დავიცავთ ამ ინტერესებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„კავკასიის ძლიერი ქალები: მედეა, ნინო და თამარი – მათ საქართველოს ისტორიაში უდიდესი როლები შეასრულეს“

გერმანული გაზეთი „ნოიე ვესტფალიშე“ (Neue Westfälische – იბეჭდება გერმანიის ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მხარის ქალაქ ბილეფილდში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „კავკასიის ძლიერი ქალები: მედეა, ნინო და თამარი – ამ ლეგენდარულმა ადამიანებმა საქართველოს ისტორიაში უდიდესი როლები შეასრულეს“ (ავტორი – ეკხარტ ეიხლერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ოქრო საწმისი – ყველას თუ არა, ბევრს მაინც წაუკითხავს და მოუსმენია მითი ვერძის  ტყავზე, მოოქროვილი მატყლით. ძველი ბერძნები იმდენად იყვნენ გატაცებული მისი ხელში ჩაგდებისათვის, რომ იაზონი და 50 ზღვაოსანი ხომალდ „არგოს“ მეშვეობით ლეგენდარულ ოქროს ქვეყანა კოლხეთში გაგზავნეს. იაზონი კოლხიდის მეფის ასულმა მედეამ შეიყვარა და ოქროს საწმისის დაუფლებაში დაეხმარა – თავისი მაგიური უნარი გამოიყენა.

მითების თანახმად, ოქროს საწმისი, სავარაუდოდ, ქუთაისში ინახებოდა. აქ, დასავლეთ საქართველოში მდებარეობდა კოლხეთის სამეფო, რომელიც თავისი სიმდიდრით უამრავ მტერ-მოყვარეს იზიდავდა, განსაკუთრებით კი ცხვრის ტყავებით ოქროს მოპოვების წესით, რომელიც კავკასიის მდინარეების ნაპირებზე მრავლად იყო. ალბათ, ესეც სტიმულს აძლევდა ბერძნების სიხარბეს. თუ როგორ იყო განვითარებული საიუველირო საქმე – ოქრომჭედლობა – ძველ კოლხეთში, ამაში დავრწმუნდებით, თუ თბილისის მუზეუმების სიმდიდრეს დავათვალიერებთ, ან თვით ქუთაისის ცენტრში მდებარე დიდი შადრევანით, სადაც მოოქროვილი ლომია გამოსახული, როგორც სიმბოლო უძველესი ოქრომჭედლური ხელოვნებისა. კოლხელი ქალის მედეას ძეგლი დგას ბათუმში – საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქში.

დასავლეთ საქართველოში არგონავტების ყოფნიდან ორი ათასი წლის შემდეგ, მეოთხე საუკუნეში ქვეყნის სცენაზე გამოდის კიდევ ერთი ქალი, სახელად ნინო, რომელსაც უდიდესი დამსახურება მიუძღვის ქრისტიანობის გავრცელებაში – იგი იბერიაში (ასე ერქვა მაშინ აღმოსავლეთ საქართველოს) ფეხით მივიდა კაპადოკიიდან. წმინდა ნინო იყო სამედიცინო საქმის მცოდნეც, რომელმაც იბერიის მეფე მირიანი მძიმე ავადმყოფობისგან განკურნა. მეფე იმდენად იყო აღფრთოვანებული ნინოს მისიონერული საქმიანობით, რომ მან 337 წელს ჩვენი წელთაღრიცხვით ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთაში მდებარე ორი ტაძარი – სვეტიცხოველი და კვრის მონასტერი – წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება, ისინი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში არიან შეტანილნი. ჯვრის მონასტრიდან თუ გადმოიხედავთ, ღვთიური პეიზაჟის მომსწრენი გახდებით. წმინდა ნინო საქართველოში საკულტო ფიგურას წარმოადგენს: ათასობით წლის განმავლობაში ვაზი და ღვინო ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და როცა ნინომ ქართველებში ქრისტიანობა გაავრცელა, ამას ვაზის ჯვრით ხელში აკეთებდა. ნინო დაკრძალულია სოფელ ბოდბეში, სადაც მისი სახელობის ქალთა მონასტერი მოქმედებს.

საქართველოს მესამე ლეგენდარული ქალია თამარ მეფე, რომლის მმართველობის პერიოდში – 1184-1213 წლებში – ქვეყანა რეგიონში უძლიერეს და უმდიდრეს სახელმწიფოდ გადაიქცა. თამარ მეფის პიროვნება ლეგენდებითაა მოსილი, იგი წარმოდგენილია როგორც ბრძენი და სამართლიანი, ენერგიული და გაწონასწორებული მმართველი. მან გარდაქმნა სახელმწიფო მმართველობის სისტემა, შექმნა სამოქალაქო სამართლის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საფუძველი. თამარ მეფის ბიოგრაფად ითვლება პოეტი შოთა რუსთაველი, რომელმაც, დიდი მეფის მალული სიყვარულით, დაწერა ქართული ეროვნული ეპოსის სიმბოლო – პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომლის სტრიქონები და აფორიზმები ყოველმა ქართველმა ზეპირად იცის.

თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს კიდევ ერთი ისტორიული არქიტექტურული მარგალიტი – კლდეში გამოკვეთილი ქალაქი ვარძია. აქ, მდინარე მტკვრის ზემოთ 500 მეტრი სიმაღლის ტუფის კლდეში 13-სართილიანი 5 ათასი მღვიმეა გამოკვეთილი, რომლის მშენებლობა გიორგი III-მ დაიწყო და მისმა შვილმა თამარმა დაასრულა. საჭიროების შემთხვევაში ვარძიაში თავის შეფარება 50 ათას ადამიანს შეეძლო. ყველა სათავსოში არის ვენტილაცია და წყალსადენი… ვარძიაშივეა გიორგი მესამისა და თამარის მშვენიერი ფრესკები“.

სტატიაში საუბარია აგრეთვე „ქართვლის დედის“ ძეგლზე, რომელიც სიმბოლურად ქართველ ქალს, ქართველ დედას ანსახიერებს – „მას ერთ ხელში ღვინის თასი უჭირავს – მოყვრისათვის, მეორეში კი ხანჯალი – მტრისათვის“. მოხსენიებულია აგრეთვე ცნობილი კინომსახიობი ქალი სოფიკო ჭიაურელი („მარლენ დიტრიხი საქართველოდან“),  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ა.შ.

 

წყარო

პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ ახალი კანონი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც 2023 წლის 30 აგვისტოდან ამოქმედდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ახალი კანონის მიღება მიზნად ისახავდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკის სფეროში არსებული კანონმდებლობის მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროპულ კანონმდებლობასთან.

მათივე ცნობით, კანონის მომზადებას წინ უძღვოდა სტატისტიკის ეროვნული სისტემის ძირეული შეფასება, რომელიც განახორციელა ევროსტატმა (Eurostat), ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციამ (EFTA) და გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ (UNECE). შეფასების მისიის 20-მდე რეკომენდაცია უკავშირდებოდა კანონმდებლობას და ითხოვდა მის არსობრივ ცვლილებებს.

შესაბამისად, ახალ კანონში სრულადაა ასახული სტატისტიკის სისტემის გლობალური შეფასების რეკომენდაციები, იგი ეფუძნება ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსს და ოფიციალური სტატისტიკის შესახებ მოდელური კანონის (GLOS) სტრუქტურას, რომელიც UNECE-ს ეგიდით მიღებულ იქნა 2016 წელს და განკუთვნილია ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის.

იგი სრულ შესაბამისობაშია ასოცირების შესახებ შეთანხმების მე-4 თავის 286-ე მუხლთან და უზრუნველყოფს საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტატისტიკური მეთოდოლოგიების საფუძველზე, საქართველოში დამოუკიდებელი, ობიექტური და სანდო ოფიციალური სტატისტიკის წარმოებას და გავრცელებას.

ახალი კანონით კიდევ უფრო იზრდება საქსტატის პროფესიული დამოუკიდებლობის ხარისხი. იგი შედგება 14 თავისგან. მასში უფრო ვრცლად არის წარმოდგენილი ოფიციალური სტატისტიკის წარმოების ფუნდამენტური პრინციპები; გამოკვეთილია საქსტატის როლი და მნიშვნელობა სტატისტიკის ეროვნული სისტემის კოორდინაციის პროცესში; დადგენილია, ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის წესი და მათი როლი. ახალი კანონით იცვლება აღმასრულებელი დირექტორის არჩევისა და დანიშვნის წესი, ასევე იზრდება მისი ფუნქციები. გარდა ამისა კანონში უფრო დეტალურად არის აღწერილი საქსტატის მმართველის საბჭოსა და მრჩეველთა საბჭოს როლი და უფლებამოსილებები.

აღნიშნულ კანონზე მუშაობა 2020 წლიდან მიმდინარეობს. მისი შემუშავებისას იმართებოდა კონსულტაციები საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ბიზნეს ასოციაციასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ევროპის მოწინავე ქვეყნების პრაქტიკა, როგორიცაა: იტალია, საფრანგეთი, ლიეტუვა, უნგრეთი და დანია.

ახალი კანონის შემუშავება განხორციელდა ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის მხარდაჭერით, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ევროსტატის მიერ დაქირავებული ექსპერტები.

„ოფიციალური სტისტიკის შესახებ“ ახალი კანონი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

“27 ქვეყნიდან ერთს რომ ათქმევინო უარი, ქვეყანას არ მიეცემა კანდიდატის სტატუს”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსები კვლავ 50/50-ზეა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილებას იღებს 27 ქვეყანა და თუ ერთმა მაინც თქვა უარი, საქართველოს არ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს, იმავეს გავიმეორებ, რომ შანსები არის 50/50-ზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოველთვის არის 50/50-ზე. რა თქმა უნდა, რისკები ისევ მაღალია. საკმარისია, 27 ქვეყნიდან ერთს ათქმევინო უარი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ქვეყანას უკვე არ მიეცემა კანდიდატის სტატუსი. აქედან გამომდინარე, გლობალური ომის პარტიისთვის ძალიან მარტივია მანიპულირება ევროკავშირის გადაწყვეტილებების სფეროში, შესაბამისად, რისკები არის მაღალი. მაგრამ ჩვენ თუ დავანახებთ გლობალური ომის პარტიას, რომ ქვეყნის შიგნით არის სიმყარე, ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები ქვეყნის შიგნით – ეს უნდა აჩვენოს გლობალური ომის პარტიას როგორც ხელისუფლებამ, ასევე საზოგადოებამ – ამ შემთხვევაში გაიზრდება ჩვენი შანსები, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. საბოლოო ჯამში, მაქვს იმედი, რომ ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი დეკემბერში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ი.ც. პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ დაქირავებულ სალონში დასაქმებული პირები კლიენტებს თანხის სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ, მიღებულ ანაზღაურებას კი ი.ც.-ს სისტემატურად უნაწილებდნენ“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„განადგურებული დასავლური ტანკები და ჯავშანტექნიკა“ – არასასიამოვნო სიურპრიზი კიევისათვის“

ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“ (Le Figaro) სათაურით „განადგურებული დასავლური ტანკები და ჯავშანტექნიკა“ – არასასიამოვნო სიურპრიზი კიევისათვის“, რომელშიც კორესპონდენტი მაი ჰიუგო სტრატეგიული კვლევების ფონდის სამხედრო ექსპერტს ოლივიე კამპფს ესაუბრება.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როგორც აღმოჩნდა, რუსებს ტანკსაწინააღმდეგო იარაღის ბევრი სახეობა ჰქონიათ, რომელიც მათ საშუალებას აძლევს ერთ კვირაზე მეტ ხანს მოიგერიონ უკრაინის არმიის ტანკების შეტევა, უფრო მეტიც – ხელთ იგდონ დასავლური მძიმე ტექნიკა: გერმანული ტანკები „ლეოპარდები“ და ამერიკული ჯავშნიანი მანქანები „ბრედლები“. კომპეტენტური წყაროების მონაცემების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა [მხოლოდ ერთ ბრძოლაში] დაკარგეს – და ეს ვიდეოკადრებითაც დასტურდება – ოთხი თანამედროვე ტანკი „ლეოპარდი“ და 16 ამერიკული „ბრედლი“. რუსები დასავლური ტექნიკის შესაჩერებლად და გასანადგურებლად იყენებენ როგორც დამკვრელ ვერტმფრენებს (Ка-52) ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით, ასევე არტილერიას და ყველაზე საიმედო იარაღს – „ლანცეტის“ ტიპის დრონებს.

ჩვენ ვესაუბრებით სტრატეგიული კვლევების ფონდის სამხედრო ექსპერტს ოლივიე კამპფს, რომელიც ყურადღებით აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას.

– რამდენიმე დღის წინ დასავლური მძიმე ტექნიკის ხელში ჩაგდების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოიყენა ტერმინი – „ომის ალაფი“ (War trophy – „ომის ტროფეი“). თქვენი აზრით, ისარგებლებს თუ არა მოსკოვი ამ ფაქტით პროპაგანდისათვის?

– რა თქმა უნდა, ნამდვილად ისარგებლებს. შესაძლოა, რუსებმა ეს ტანკები ვერ გაარემონტონ, რადგან მათ სათადარიგო ნაწილები არ ექნებათ, მაგრამ მოსკოვში წაიღებენ და იქ გამოფენენ მოსახლეობის საჩვენებლად… ასეთი ფაქტები ხომ პიარის ძლიერ საშუალებას წარმოადგენს. რასაკვირველია, ამერიკელებისათვის და გერმანელებისათვის სასიამოვნო არ იქნება თავიანთი „ლეოპარდებისა“ და „ბრედლების“ ჩვენება მათივე საელჩოების წინ მოსკოვში…

– უკრაინამ ეს დანაკარგები კონტრშეტევის პირველივე ეტაპზე განიცადა. როგორ იქნება აღქმული ეს სამხედრო დანაკლისი დასავლელი მოკავშირეების მიერ – ისინი სამომავლოდ იძუნწებენ უკრაინისათვის იარაღით დახმარების საქმეში?

– იცით, მე დარწმუნებული არა ვარ, რომ დასავლეთს კიდევ ბევრი ტექნიკა აქვს რეზერვში უკრაინისათვის გასაგზავნად… ეს დანაკარგები ნამდვილად სიურპრიზი აღმოჩნდა. შეტევა ისე არ მიდის, როგორც დასავლეთი თავდაპირველად ვარაუდობდა, ანუ დასავლური გეგმის მიხედვით. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონტრშეტევამ კრახი განიცადა, თუმცა დებიუტი მაინცდამაინც დიდად დამარწმუნებელი არ არის… იცით, ყველაზე არასასიამოვნო მომენტი ის ფაქტი კი არ არის, რომ რუსებმა ჩვენი ტექნიკა ხელთ იგდეს, არამედ მათ მიერ განადგურებული და დაზიანებული ტექნიკის რაოდენობა. საკმაოდ ბევრი „ლეოპარდი“, „ბრედლი“ და „М113“ იქნა მწყობრიდან გამოყვანილი. ყველაზე მეტად სწორედ ესაა შემაშფოთებელი – ათ დღეში ამდენი მძიმე ტექნიკის დაკარგვა? რაც უკან მოათრიეს, მათი რემონტიც ადგილზე შეუძლებელია. ამას დრო ჭირდება.

– გამოდის, რომ კონტრშეტევის პირველი დღეები ოპტიმიზმს არ იწვევს?

– მთავარი არასასიამოვნო მოულოდნელობა ის გახდა, რომ უკრაინელებს იმედი ჰქონდათ, რომ იოლად მიანგრ-მოანგრევდნენ რუსების თავდაცვითი პოზიციების პირველ ხაზს და ფიქრობდნენ, რომ რუსებს უფრო გამაგრებული პოზიციები სიღრმეში ექნებოდათ, მაგრამ შეცდნენ. როგორც აღმოჩნდა, მათ კარგად გაამაგრეს პირველიც და შემდგომი ხაზებიც. ჩვენ აღმოვჩნდით არა მსუბუქი „თავდაცვითი ფარდის“ წინ, არამედ ნამდვილი სამხედრო ხელოვნებით შექმნილი თავდაცვითი ხაზის წინ“.

წყარო

“უკრაინისთვის დასავლური ავიაგამანადგურებლების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია”

უკრაინისთვის დასავლური ავიაგამანადგურებლების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ნატო-ს რამდენიმე მოკავშირის გადაწყვეტილება, რომ უკრაინელი მფრინავებისთვის სასწავლო პროგრამები უზრუნველყონ, ალიანსს საშუალებას მისცემს, შემდეგ ეტაპზე მიიღოს გადაწყვეტილება მეოთხე თაობის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრაზე მოკავშირეები ყურადღებას გაამახვილებენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს მიწოდებული იარაღის სისტემების ფუნქციონირება.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის პარალელურად, 15 ივნისს „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრაზე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ მეტ დაპირებებს ელოდება.

“ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის” – აქვს თუ არა ომში გამარჯვების შანსი უკრაინას

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის არმიის კონტრშეტევა არაერთგვაროვანი პროგრესით“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის არმიის კონტრშეტევა უკვე მეორე კვირაა გრძელდება, მისი კონტურები სულ უფრო მკაფიო ხდება: ერთი მიმართულებაა ქალაქ ბახმუტისკენ – ლუგანსკის ოლქში, მეორე – ქალაქ სოლედარისკენ – დონეცკის ოლქში და მესამე – ქალაქ ორეხოვ-ტოკმაკისკენ – ზაპოროჟიეს ოლქში, რომელიც, მიზნის გათვალისწინებით, კონტრშეტევის ცენტრალურ მიმართულებად შეიძლება ჩაითვალოს (ყირიმ-დონბასის დერეფნის გაჭრა და აზოვის ზღვის ნაპირზე გასვლა).

რადგან მოწინააღმდეგეებს ჯერ-ჯერობით თავიანთი რეზერვები მთლიანად არ გამოუყენებიათ, ამიტომ მთავარ ბრძოლებს სადღაც ორი ან სამი კვირის შემდეგ უნდა ველოდოთ“, – ნათქვამია სტატიაში.

დღეისათვის უკვე ჩანს, რომ ყველაზე წარმატებული შეტევა დონეცკის ოლქში განხორციელდა, სადაც უკრაინის არმიის შვიდმა ბრიგადამ ოთხი დღის ბრძოლებით რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა (ბლაგოდატნოე, სტოროჟევო, მაკაროვკა და სხვები), 60 კვადრატული კილომეტრის ფართობით. ეს პროგრესი დაჩრდილა ზაპოროჟიეს ოლქში განხორციელებულმა წარუმატებელმა შეტევამ, ორეხოვ-ტოკმაკისაკენ, რომლებიც მძიმე ბრძოლებით აღინიშნა – უკრაინის არმიამ ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დიდი დანაკლისი განიცადა. რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა უკვე გამოაქვეყნეს დაზიანებული და აფეთქებული დასავლური ჯავშანტექნიკის ფოტოები და ვიდეოკადრები. ერთ-ერთ ვიდეოკადრში ჩანს, რომ გერმანული „ლოპარდის“ ძრავა მუშაობდა და მის ირგვლივ რუსი ჯარისკაცი დადიოდა. რა თქმა უნდა, რუსებიც ზარალდებიან: როგორც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ რუსეთის არმიამ კიევის კონტრშეტევის დაწყების დღიდან 54 ტანკი დაკარგა [მისი თქმით, უკრაინამ ბევრად მეტი – 160 ტანკი და 360 ჯავშანმანქანა].

დასავლელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინას ჯერ-ჯერობით კონტრშეტევა მთელი ძალებით არ აქვს დაწყებული – თავდაპირველად მხოლოდ რუსული თავდაცვითი პოზიციების სუსტი ადგილები გამოვლინდა, ნამდვილი საომარი მოქმედებები მალე იქნება. „ვხედავ, რომ კონტრშეტევა დაიწყო, მაგრამ ჯერ სრული ძალებით არ მიმდინარეობს“, – ამბობს გადამდგარი გენერალი ფედერიკ ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილი სარდალი., – როცა ჩვენ მსხვილი მექანიზებული ქვედანაყოფების შტურმის მოწმენი გავხდებით, მაშინ უკვე ნათელი გახდება, რომ კონტრშეტევის მთავარი აქტი დაიწყო“. ფედერიკ ბენ ჰოჯესს ეთანხმება კონრად მუზიკაც – ექსპერტი Rochan Consulting-დან, რომელიც ომს თვალყურს ადევნებს. მისი თქმით, უკრაინის ძირითადი ძალები ჯერ კიდევ არ არიან ბრძოლებში ჩაბმული და ამიტომ წინ კიდევ შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. „ზაპოროჟიეს ოლქში მხოლოდ სამი ბრიგადა იბრძვის, ამიტომ დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია“, – ამბობს კონრად მუზიკა.
ავიაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს: განსაკუთრებით საშიშია უკრაინელებისათვის რუსული დამკვრელი ვერტმფრენების მოქმედება. კიევის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა სუსტია და რაც არის, ისიც შეიძლება განადგურდეს „ლანცეტის“ ტიპის დრონებით.

უკრაინელებისათვის საკმაოდ მომგებიანი სიტუაცია შეიქმნა კახოვკის ჰესის კაშხლის დანგრევით: მართალია, რუსეთმა ისარგებლა და თავისი ძალები კახოვკიდან ჩრდილოეთით გადააჯგუფა, მაგრამ უკრაინელებისთვისაც მომგებიანი სიტუაცია შეიქმნა – უეცრად მოვარდნილმა წყალმა დნეპრის მარცხენა ნაპირზე არსებული რუსული თავდაცვითი სისტემა მთლიანად გაანადგურა და წყლის დაკლების შემდეგ უკრაინის ქვედანაყოფებს შეუძლიათ ნაკლები დანაკარგებით გადაადგილდნენ.

დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის არმიას ყველაფერი აქვს მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად: რაკეტებით შეიძლება ყირიმსაც მისწვდნენ და აზოვის ზღვის ნაპირზე განლაგებულ ქალაქებსაც, მაგრამ ისინი ასევე ამბობენ, რომ წარმატებისთვის საჭირო იქნება აგრეთვე „იღბალიც“ – რუსების მიერ დაშვებული უხეში შეცდომები. ბუნებასაც შეუძლია თავისი როლი შეასრულოს: მომავალ კვირაში წვიმებია მოსალოდნელი, რაც, მართალია, უკრაინის წინსვლას შეაფერხებს, მაგრამ რუსული ავიაციის მოქმედებაც შეყოვნდება.

„რასაც მე ვხედავ, მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“, – განაცხადა 13 ივნისს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, – უკრაინელები წარმატებას აღწევენ“. უფრო რადიკალურ პროგნოზს აკეთებს ჯეკ უოტლინგი ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტიდან (RUSI): „რუსებს ნამდვილი გამოცდა ჯერ კიდევ წინ ელოდებათ, ისინი სულ მალე ჯოჯოხეთში მოხვდებიან“.

წყარო