“ლიაკა რუბლიაკა” ხოშტარია იყო პროვოკაციის ორგანიზატორი”-ირაკლი კობახიძე

151
spot_img

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ზურაბ აბაშიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას არ გეგმავს.

 

როგორც მან აღნიშნა, ამ პროვოკაციასთან დაკავშირებით პოზიციისა და სინანულის გამოხატვა, ჩვეულებრივი ამბავია, ჯანსაღი მოვლენაა.

 

„რა თქმა უნდა, არავითარ თანამდებობიდან გათავისუფლებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. თავის დროზე იყო აბსოლუტურად მიუღებელი ინციდენტი, რომელიც ხოშტარიამ შეასრულა. ამ ინციდენტთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა ზურაბ აბაშიძემ, რაც იყო აბსოლუტურად სწორი. როცა ელენე ხოშტარია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს, უწყობს პროვოკაციას კონკრეტულ ჯგუფს, ეს არის ორმაგი სტანდარტი, არაეთიკური ქმედება და ა.შ. ამაზე ჰქონდა საუბარი ზურაბ აბაშიძეს. თქვენ კითხვები უნდა დასვათ იმასთან დაკავშირებით, რატომ იღებს ელენე ხოშტარია რუსულ რუბლებს და თან აწყობს პროვოკაციას. ზურაბ აბაშიძე იყო და არის პასუხისმგებელი სავაჭრო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებზე. ამ პროვოკაციასთან დაკავშირებით პოზიციასა და სინანულის რომ გამოხატავ, ჩვეულებრივი ამბავია, ჯანსაღი მოვლენაა.

„ლიაკა რუბლიაკა“ ხოშტარია იყო ამ პროვოკაციის ორგანიზატორი და ამ პროვოკაციაზე შეიძლება ბოდიშიც მოიხადოს ადამიანმა, იმიტომ, რომ იყო უხეში პროვოკაცია და თან ეს პროვოკაცია იყო მოწყობილი „რუბლიაკა“ ხოშტარიას მიერ, რომელიც რუსულ რუბლებს იღებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. არასდროს საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, რომელიც ხელყოფდა ჩვენი სახელმწიფოს, ან ჩვენი საზოგადოების ღირსებას. როცა მიხეილ სააკაშვილი გარბოდა გორში, როცა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები გარბოდნენ წითელი ხიდიდან, როცა ზურა ჯაფარიძე მივიდა საოკუპაციო ზოლთან, „ტრუსიკი” ჩაიხადა და შიშველი უკანალი აჩვენა რუს სამხედროებს, ეს იყო ქართველი ხალხის ღირსების ხელყოფა, არასდროს ჩვენ არ გაგვიკეთებია განცხადება, რომელიც ხელყოფდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ღირსებას. ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებთ, თუმცა, რატომღაც, ამავე „ნაციონალებს“ არ აჟრიალებთ ლიაკა ხოშტარიას მიერ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ რუსულ რუბლებზე. რატომ არ აჟრიალებთ? – იმიტომ, რომ ეს ჟრიალი არის ხელოვნური“, – განაცხადა კობახიძემ.