Home Blog Page 1977

ეს საშუალებას მისცემს მფლობელებს, თავი აარიდონ ძალიან კომპლექსურ პროცედურას, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის აღებასთან და ლეგალიზებასთან – ბექა ოდიშარია სამშენებლო ამნისტიაზე

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია მთავრობის სხდომაზე სამშენებლო ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით,  მნიშვნელოვანია, რომ ამნისტიის პროექტის ძალაში შესვლის შემდეგ,  მფლობელებს არ დასჭირდებათ ლეგალიზაციის პროცედურის გავლა.

„აქ საუბარი არის ინდივიდუალურ სახლებზე და არა კორპუსებზე და ინდივიდუალური პირების საკუთრებაში არსებულ ქონება-ნაგებობებზე. ეს საშუალებას მისცემს მათ, რომ  თავი აარიდონ ძალიან კომპლექსურ  პროცედურას, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის აღებასთან  და ლეგალიზებასთან“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ამნისტიის პროექტი 2024 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გავრცელდება.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ამნისტიის პროექტზე იუსტიციის სამინისტრო იმუშავებს.

ამნისტიის პროექტი  განსახილველად პარლამენტს უახლოეს პერიოდში გადაეცემა.

ამნისტიის პროექტი 2024 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გავრცელდება.

ღაზის სექტორში, ინდონეზიურ საავადმყოფოსთან ისრაელის თავდასხმებს 12 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ინდონეზიის საავადმყოფოზე საარტილერიო იერიში განხორციელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera „ჰამასის“ მიერ მართულ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ისრაელის მხრიდან ნასროლი ჭურვი ინდონეზიის საავადმყოფოს მეორე სართულს მოხვდა, რასაც სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა, აშრაფ ალ-ქუდრამ Aljazeera-ს განუცხადა, რომ „სიტუაცია კატასტროფულია“.

„ინდონეზიის საავადმყოფოს პერსონალი ამტკიცებს, რომ დაჭრილების სამკურნალოდ დარჩებიან. საავადმყოფოში 700-მდე ადამიანია, მათ შორის სამედიცინო პერსონალი და დაშავებულები“, – განაცხადა მან.

ინდონეზიის საავადმყოფოს სამედიცინო მუშაკი, მარვან აბდალაჰი ამბობს, რომ ისრაელის ტანკები საავადმყოფოდან 200 მეტრის (656 ფუტი) დაშორებით ოპერირებდნენ და ისრაელის სნაიპერები ახლომდებარე შენობების სახურავებზე ჩანდნენ.

თუ რაიმე შანსი ჰქონდა დარჩენილი “ნაცმოძრაობას”, თემურ ალასანიამ თავისი გამოსვლით გაუნულა -გურამ მაჭარაშვილი

თემურ ალასანიას განაცხადი არ არის მხოლოდ მისი, არამედ არის აქაური რადიკალებისაც – მართალია, ალასანიას სიტყვები არ გაიმეორეს „ნაცმოძრაობაში“, მაგრამ არც გაემიჯნენ, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თემურ ალასანიამ თავისი განცხადებით, რომლითაც ის ქვეყნის გახლეჩას იწონებს, ხოლო დაკარგული ტერიტორიების ძალადობრივი გზით დაბრუნების მომხრეა, „ნაცმოძრაობას“ ნიღაბი ჩამოხსნა.

„თუ რაიმე შანსი ჰქონდა დარჩენილი „ნაცმოძრაობას“, თემურ ალასანიამ თავისი გამოსვლით, პრაქტიკულად, გაუნულა. მოცელა, როგორც იტყვიან. ალასანია ხომ არ არის მურმან დუმბაძე, რომ მისი გამოსვლა მხოლოდ გააშაყირო, თემურ ალასანია არის მიხეილ სააკაშვილის ბიძა და მას სერიოზული გავლენები ჰქონდა და აქვს „ნაცმოძრაობაზეც“ და – არა მხოლოდ. ვიცით, ჯერ კიდევ რუსული კვოტით როდის იყო დანიშნული გაეროში და იარაღის შესყიდვას კურირებდა. შესაბამისად, თემურ ალასანიას განაცხადი არ არის მხოლოდ მისი, არამედ არის აქაური რადიკალებისაც. მართალია, ალასანიას სიტყვები არ გაიმეორეს „ნაცმოძრაობაში“, მაგრამ არც გაემიჯნენ, იმიტომ, რომ ვერ გაბედეს. ალასანიამ ამ განცხადებით „ნაცმოძრაობას“ ნიღაბი ჩამოხსნა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

თემურ ალასანია თავისი განცხადებებით ადასტურებს, რომ არათუ “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება არ უნდა დავუშვათ, ქვეყნის მართვაში მათი მონაწილეობაც კი უკიდურესად საშიშია -თეა წულუკიანი

ის უბრალოდ თავისი ახალი განცხადებებით და გამონათქვამებით ადასტურებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ არამც თუ მისი ოჯახის წევრების, უფრო ფართოდ „ნაცმოძრაობის“ და მსგავსების დაბრუნება ხელისუფლებაში, არამედ ქვეყნის მართვაში მონაწილეობაც კი უკიდურესად საშიშია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ იცის, რომ თემურ ალასანია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებში მავნებლობით სახელგანთქმულია.

„ამგვარი განცხადებები მიზნად ისახავს მტრობას საკუთარი ქვეყნისადმი, მტრობას საკუთარი სამშობლოს მშვიდობიანი, სტაბილური აწმყოსა და მომავლისადმი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ პოლიტიკურად, რათა ამ ადამიანებს ქვეყნის ბედის მართვაში არავითარი ბერკეტი არ ჰქონდეთ, ვინაიდან ისინი ძალიან, ძალიან საშიშნი არიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე თემურ ალასანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალით წართმეული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნება ისტორიას არ ახსოვს. მან ასევე თქვა, რომ გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო ურჩევნია, რადგან ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია და სხვადასხვა აზრის წახალისება.

უკრაინა აშშ-სგან 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინა ამერიკისგან 100 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს. ოსტინმა აღნიშნული განცხადება უკრაინის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

დიპლომატის თქმით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ისეთ იარაღს, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

„ჩვენი მხარდაჭერა გრძელდება. ნება მომეცით, გითხრათ, რომ ამერიკელებსა და ხალხზე მთელს მსოფლიოში შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა გამბედაობამ, ერთგულებამ და მზადყოფნამ გააკეთო ის, რაც საჭიროა უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად“, – აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას მადლობა გადაუხადა ამერიკას დახმარების ახალი პაკეტისთვის.

„აშშ-სგან გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვის ახალი პაკეტი. ამისთვის მადლიერი ვარ. კერძოდ, იქნება მეტი არტილერია, ჭურვები, რაც ახლა საჭიროა“, – განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას.

“მე და კიდევ ბევრ ადამიანს ვეღარასოდეს დაგვიბრუნდებიან ჩვენი მამები, იმიტომ რომ შენ ისინი მოკალი!”-გიორგი ზერეკიძე მიხეილ სააკაშვილს

გიორგი ზერეკიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 14 წლის ასაკში დააკავეს, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს მის შვილებს მამა.

ზერეკიძის განცხადებით, სააკაშვილი სასჯელის მოხდის შემდეგ შეძლებს შვილებს დაუბრუნდეს, ხოლო მისი პრეზიდენტობის დროს მოკლული მამები ვერასდროს დაუბრუნდებიან შვილებს.

„სამწუხაროდ, შენ მხოლოდ 6 წელი გაქვს მოსჯილი და ადრე თუ გვიან, დაუბრუნდებათ შენ შვილებს მამა, მაგრამ მე და კიდევ ბევრ ადამიანს ვეღარასოდეს დაგვიბრუნდებიან ჩვენი მამები, იმიტომ რომ შენ ისინი მოკალი!”, – წერს გიორგი ზერეკიძე Facebook-ზე.

2011 წელს რუსთავის N 6 დაწესებულებაში, გიორგი ზერეკიძის მამა, პატიმარი მამუკა ზერეკიძე გარდაიცვალა, სიკვდილის მიზეზად დენის დარტყმა დასახელდა. ცხედრისთვის ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზით კი გამოიკვეთა, რომ ცხედარს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა, ხოლო დენის კვალი არსად იყო.

„ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრებისას განაცხადა.

რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც ამ ეტაპზე თავისუფალია -სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც ამ ეტაპზე თავისუფალია და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

„მომხდართან დაკავშირებით კომუნიკაცია მიმდინარეობდა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ სუს-ში.

გასაგებია, რომ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს ნამუსზე აგდებს და ბუა, ბუას ძახილით არის დაკავებული, მაგრამ მე ბუა არ ვარ -თეა წულუკიანი

გასაგებია, რომ სააკაშვილი ქალბატონ სალომეს ნამუსზე აგდებს და ბუა, ბუას ძახილით არის დაკავებული, მაგრამ მე ბუა არ ვარ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანს კითხვა დაუსვეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალების საკითხზე სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაკეთებული იმ განცხადების შესახებ, სადაც სააკაშვილი აღნიშნავს: „არ გაკლიათ გამბედაობა და შეგიძლიათ, ძალიან აქტიური ქმედებების განხორციელებაც, თუ მოინდომებთ და გაქვთ ამის ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა. მათ (ხელისუფლებას) ერთი სული აქვთ, როცა თქვენ აღარ იქნებით პრეზიდენტი. უკვე მომზადებული ჰყავთ წულუკიანი პრეზიდენტობაზე, წულუკიანი სჭირდებათ, რათა არასდროს არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით“.

რაც შეეხება პოლიტიკურ საბჭოსთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებას, თეა წულუკიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს უსურვებს, ნაყოფიერად და შინაარსიანად გაიყვანოს დრო.

„რაც შეეხება მის მოსაზრებებს, რომ ციხიდან უნდა შექმნას პოლიტსაბჭო, უნდა შექმნას პოლიტიკური დოკუმენტები და იბრძოლოს, ამას საკმაოდ მარტივად ვუყურებ – პატიმარმა თავისი დრო უნდა გაიყვანოს და თუკი ის ამას აკეთებს დროის გასაყვანად, ვინაიდან უწევს სასჯელის მოხდა, ნებისმიერი მშვიდობიანი მეთოდით შექმნას მანიფესტები, წაიკითხოს წიგნები, დაწეროს პოლიტიკური ბრძოლის გეგმა, ხაბეიშვილს ასწავლოს რამე, თუ ამის პერსპექტივა არსებობს. რა თქმა უნდა, დრო უნდა გაიყვანოს ყველა პატიმარმა, ამიტომ მე მას ვუსურვებ, რომ დრო გაიყვანოს ნაყოფიერად და შინაარსიანად, რადგან ყველა ადამიანი, ვისაც ადევს ბორკილები, ჩვენთვის არის თანასწორი და მათი უფლებები ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაცულია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა: „ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი, რომელიც რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან, დაბრუნდეს. ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას. დღევანდელი პოლიტსაბჭო კიდევ უფრო ლეგიტიმური გახდება, თუ ადრე არჩეულ ხალხსაც დავაბრუნებთ“.

საარჩევნო ბარიერზე გახარიას პარტიის წარმომადგენელთა დღევანდელი განცხადება არის მცდელობა, საკუთარი თავი დაარწმუნონ, რომ მათ რაიმე შეუძლიათ-მათიკაშვილი

გახარიას პარტიის წარმომადგენელთა დღევანდელი განცხადება არის მცდელობა, საკუთარი თავი დაარწმუნონ იმაში, რომ მათ რაიმე შეუძლიათ, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

იგი ბარიერის გადალახვის საკითხზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, გახარიას პარტიის წარმომადგენელთა დღევანდელი განცხადება ასევე წარმოადგენს მცდელობას, თავიანთი მცირე რაოდენობის მხარდამჭერებიც დაარწმუნონ, რომ ყველაფერს შეძლებენ.

„რა ციფრსაც არ მიუთითებს ხელისუფლება, ჩვენ ყველაფერს გადავლახავთო, ეს ასე არ არის. მათი კარგად იციან, რომ მუშტებს ჰაერში იქნევენ და სინამდვილეში ეს მუშტები არავის მიმართ არ არის განკუთვნილი, გამიზნული და ეს ყველაფერი თვითდაჯერებისთვისაა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, კვლევებმა აჩვენა, თუ ვის ენდობა საზოგადოება და „ქართული ოცნება“ იქნება ის ძალა, რომელიც არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

ისრაელის არმიის ცნობით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით „ჰეზბოლამ“ ბოლო საათების განმავლობაში 25 რაკეტა ისროლა

ლიბანიდან შიიტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ბოლო საათების განმავლობაში 25 რაკეტა ისროლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, „ჰეზბოლამ“ ასევე გაუშვა დანაღმული უპილოტო აპარატები. რამდენიმე რაკეტა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, „რკინის გუმბათმა“ მოიგერია, ნაწილი კი ღია ტერიტორიაზე დაეცა. უპილოტო თვითმფრინავები კი ისრაელის არმიის სასაზღვრო პოსტს შეეჯახა.

თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა. ისრაელის არმიამ კი საპასუხო ცეცხლი არტილერიით გახსნა.

პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 ნოემბერს, თბილისში, ბრალდებულმა დაზარალებულს მისსავე საცხოვრებელ სახლში, დედის თვალწინ, განსაკუთრებული სისასტიკით, ცივი იარაღით გულმკერდის არეში, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. ამის შესახებ ინფრომაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით,ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დაზარალებული მიყენებული ჭრილობებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

“ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“თემურ ალასანია თავისი განცხადებებით ადასტურებს, რომ არათუ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება არ უნდა დავუშვათ, ქვეყნის მართვაში მათი მონაწილეობაც კი უკიდურესად საშიშია”

საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, თემურ ალასანიას განცხადება ადასტურებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება.

წულუკიანმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას იმ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. ეს არ მოხდება“.

თეა წულუკიანის თქმით, ამგვარი განცხადებები მიზნად ისახავს საკუთარი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისადმი მტრობას.

„თემურ ალასანია რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებში მავნებლობით სახელგანთქმულია, ეს უკვე ყველამ იცის ჩვენს ქვეყანაში. ის უბრალოდ თავისი ახალი განცხადებებით და გამონათქვამებით ადასტურებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ არამც თუ მისი ოჯახის წევრების, უფრო ფართოდ „ნაცმოძრაობის“ და მსგავსების დაბრუნება ხელისუფლებაში, არამედ ქვეყნის მართვაში მონაწილეობაც კი უკიდურესად საშიშია. ამგვარი განცხადებები მიზნად ისახავს მტრობას საკუთარი ქვეყნისადმი, მტრობას საკუთარი სამშობლოს მშვიდობიანი, სტაბილური აწმყოსა და მომავლისადმი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ პოლიტიკურად, რათა ამ ადამიანებს ქვეყნის ბედის მართვაში არავითარი ბერკეტი არ ჰქონდეთ, ვინაიდან ისინი ძალიან, ძალიან საშიშნი არიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.