თემურ ალასანია თავისი განცხადებებით ადასტურებს, რომ არათუ “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება არ უნდა დავუშვათ, ქვეყნის მართვაში მათი მონაწილეობაც კი უკიდურესად საშიშია -თეა წულუკიანი

92
spot_img

ის უბრალოდ თავისი ახალი განცხადებებით და გამონათქვამებით ადასტურებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ არამც თუ მისი ოჯახის წევრების, უფრო ფართოდ „ნაცმოძრაობის“ და მსგავსების დაბრუნება ხელისუფლებაში, არამედ ქვეყნის მართვაში მონაწილეობაც კი უკიდურესად საშიშია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ იცის, რომ თემურ ალასანია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებში მავნებლობით სახელგანთქმულია.

„ამგვარი განცხადებები მიზნად ისახავს მტრობას საკუთარი ქვეყნისადმი, მტრობას საკუთარი სამშობლოს მშვიდობიანი, სტაბილური აწმყოსა და მომავლისადმი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ პოლიტიკურად, რათა ამ ადამიანებს ქვეყნის ბედის მართვაში არავითარი ბერკეტი არ ჰქონდეთ, ვინაიდან ისინი ძალიან, ძალიან საშიშნი არიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე თემურ ალასანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალით წართმეული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნება ისტორიას არ ახსოვს. მან ასევე თქვა, რომ გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო ურჩევნია, რადგან ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია და სხვადასხვა აზრის წახალისება.