Home Blog Page 1964

,,ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ უკვე ყველანაირი რესურსი გახარჯა”- ქადაგიძე

მიმდინარეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ დემონტაჟი, უბრალოდ ხაბეიშვილმა ეს ყველაფერი დააჩქარა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან განაცხადა. „ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ უკვე ყველანაირი რესურსი გახარჯა. მას არანაირი არც მორალური, არც საზოგადოებრივი და ფიზიკური რესურსიც კი აღარ აქვს“, – განაცხადა ქადაგიძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტიის მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

,,ხაბეიშვილს არავითარი რესურსი გააჩნია, რომ საზოგადოებას რამით თავი მოაწონოს”- ვოლსკი

„ნაცმოძრაობა“ ხაბეიშვილის ფიქციური თავმჯდომარეობით და მერაბიშვილის, კეზერაშვილის, ადეიშვილის მონაწილეობით ჩამოყალიბდა, როგორც გარკვეული რევოლუციური კომიტეტი, რომელიც ამავე დროს რევოლუციას ვერ ახდენს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ხაბეიშვილს არავითარი რესურსი არ გააჩნია, რომ საზოგადოებას რამით თავი მოაწონოს. „ზოგადად, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს ლევან ხაბეიშვილი. ფაქტები, პროცესები, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ „ნაცმოძრაობა“ ხაბეიშვილის ფიქციური თავმჯდომარეობით და მერაბიშვილის, კეზერაშვილის, ადეიშვილის მონაწილეობით ჩამოყალიბდა, როგორც გარკვეული რევოლუციური კომიტეტი, რომელიც ამავე დროს რევოლუციას ვერ ახდენს. ვერც ფიზიკურ შეტევას ახორციელებს ციხეზე, როგორც ის ამას საზოგადოებას დაჰპირდა. არავითარი სხვა რესურსი, რომ რამით თავი მოაწონოს საზოგადოებას ან პროგრამით, ან ხედვით, ან თუნდაც ფილოსოფიურად ღრმა მსჯელობით, ხაბეიშვილს არ გააჩნია. ერთი დარჩა მელია, რომ პერიოდულად შეაგინოს ხოლმე და რა თქმა უნდა, თავის მხრივ მელიაც ვალში არ რჩება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„რუსეთი შეიძლება ომში დამარცხდეს და მას ახალი 1917 წელი ემუქრება“ – გირკინი

ე.წ. „დონეცკის რესპუბლიკის“ სეპარატისტების ყოფილმა მეთაურმა იგორ სტრელკოვ-გირკინმა განაცხადა, რომ მისი მოძრაობა „გაბრაზებულ პატრიოტთა კლუბი“ პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს. ამის შესახებ გირკინმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

გირკინმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება და თავდაცვის სამინისტრო. მისი თქმით, რუსეთი ამჟამად სტაგნაციაში იმყოფება და ქვეყანას ახალი 1917 წელი ემუქრება. მან უკრაინის ომში რუსეთის დამარცხებას სავსებით რეალური უწოდა.

მან ასევე გააკრიტიკა „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი და მას რუსეთის საკონსტიტუციო წყობისთვის არსებული საფრთხე უწოდა. გირკინმა და პრიგოჟინმა ერთმანეთს არაერთხელ შეურაცხყოფა მიაყენეს  სოციალურ ქსელებში.

ევროკავშირს თუ არ შეუძლია, შეასრულოს თავისი ორი თავდაპირველი მისია,მაშინ რა აზრი აქვს მის არსებობას? – ორბანი

ევროკავშირს თუ არ შეუძლია, შეასრულოს თავისი ორი თავდაპირველი მისია, მშვიდობა და კეთილდღეობა, მაშინ რა აზრი აქვს მის არსებობას? – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის სანქციებმა გამოიწვია რეცესიის გაღრმავება უნგრეთში. „ევროპული თანამშრომლობის თანამედროვე ფორმა ევროკავშირი დაიბადა ორი მიზნით, ორი მისიით: მშვიდობა და კეთილდღეობა. დღეს ჩვენ კისრამდე ომში ვართ და ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები სულ უფრო შემაშფოთებელი და ბნელია. თუ მას არ შეუძლია შეასრულოს თავისი თავდაპირველი მისია, რა აზრი აქვს ევროკავშირს?“ – აღნიშნავს უნგრეთის პრემიერი.

,,დროებითი დაჯგუფებაა, რომელიც ტკბება რამდენიმე სკამით გარკვეული პერიოდი” – ბაჩო დოლიძე ხაბეიშვილზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ახლა პარტიის სათავეში დროებითი დაჯგუფებაა, რომელიც ტკბება რამდენიმე სკამით რაღაც გარკვეული პერიოდი. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პარტიაში ჩრდილოვანი მმართველობას აქვს ადგილი. „ხაბეიშვილი არ მგონია დანარჩენ 2 ფიგურანტთანაც ახლო ურთიერთობაში იყოს, მაგრამ რეალურად აკეთებს იმას, რასაც ავალებენ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩრდილოვანი მმართველობა, რომელსაც აქვს ადგილი პარტიაში, ეს არ უნდა ხდებოდეს. რა აძლევთ საფუძველს ასე ომახიანად იყვნენ, ცოტა მიკვირს იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც ისინი არიან. დროებითი დაჯგუფებაა, რომელიც ტკბება რამდენიმე სკამით რაღაც გარკვეული პერიოდი იმიტომ, რომ იციან სხვა შესაძლებლობა ამის არ მიეცემათ. ხელისუფლებაში ამ ადამიანებს ვერავინ იხილავს და ოპოზიციის სკამები თუ ვინმეს ათბობს, რაღაც დროის განმავლობაში, კი ბატონო“, – აცხადებს ბაჩო დოლიძე.

ზემფირამ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უჩივლა

ზემ­ფი­რამ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. მომ­ღე­რა­ლი უცხო­ე­თის აგენ­ტის სტა­ტუ­სის მოხ­სნას ითხოვს. ამის შე­სა­ხებ TASS მოს­კო­ვის ზა­მოსკვო­რეც­კის სა­სა­მარ­თლოს პრეს­სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა.

მომ­ღე­რა­ლი უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის სი­ა­ში 10 თე­ბერ­ვალს მოხ­ვდა. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ზემ­ფი­რა, რომ­ლის სრუ­ლი სა­ხე­ლია ზემ­ფი­რა რა­მა­ზა­ნო­ვა, ღიად უჭერ­და მხარს უკ­რა­ი­ნას, ის მარ­თავ­და კონ­ცერ­ტებს არა­მე­გობ­რულ ქვეყ­ნებ­ში, სა­უბ­რობ­და სპე­ცო­პე­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და მას მხარს უჭერ­დნენ უცხო­უ­რი წყა­რო­ე­ბი.

სარ­ჩელ­ში მომ­ღე­რა­ლი სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღი­ა­რე­ბას ითხოვს. რო­დის გა­ი­მარ­თე­ბა საქ­მის სხდო­მა, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვის თა­რი­ღი ჯერ­ჯე­რო­ბით დად­გე­ნი­ლი არ არის.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ზემ­ფი­რამ მე­გო­ბარ­თან რე­ნა­ტა ლიტ­ვი­ნო­ვას­თან ერ­თად რუ­სე­თი ომისს და­წყე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა. ის ღიად გმობს რუ­სე­თის მიერ და­წყე­ბულ სა­ო­მარ ქმე­დე­ბებს უკ­რა­ი­ნა­ში. პა­რიზ­ში მცხოვ­რე­ბი მომ­ღე­რა­ლი აქ­ტი­უ­რად გა­მო­დის კონ­ცერ­ტე­ბით სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. გა­სულ წელს, ლონ­დონ­ში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე, ზემ­ფი­რამ აღი­ა­რა თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლი რუ­სე­თის მი­მართ, რო­მე­ლიც, მისი აზ­რით, “თა­ვის თავს ინად­გუ­რებს” და უკ­რა­ი­ნას მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და.

ბოდიში აქვთ მოსახდელი ევროპარლამენტარებს – ირაკლი კობახიძე

 

“ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე თვლის, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითო ღონისძიების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ბოდიში აქვთ მოსახდელი შესაბამის ევროპარლამენტარებს, რომლებმაც სამ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, ყოფილ სახალხო დამცველს, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას და ა.შ:

“გახსოვთ, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები – და არა მარტო შიდა მხარდამჭერები, ეს იყო ევროპარლამენტის რეზოლუციებში ასახული, სახალხო დამცველი მონაწილეობდა ამ კამპანიაში, ისინი ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველდღე იყო სიკვდილის პირას, ეს იყო მათი გზავნილი – ისინი ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, სხვა ქვეყანაში გადაყვანას, ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური კამპანია, რომელსაც ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნები. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ის იცავს ადამიანის უფლებებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე დანაშაული შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი კონკრეტულ პატიმარს. ეს დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, შესაბამისად, ყოველგვარ სპეკულაციებს – მოწამვლას, აბსოლუტურად აბსურდულ ბრალდებებს, სტრასბურგის სასამართლომ გასცა სათანადო და ძალიან მკაფიო პასუხი…

მათ ბოდიში აქვთ მოსახდელი, თუმცა ჩვენ მაინც და მაინც მათგან ბოდიშს არ ველოდებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მაშინაც იყო მათი პოლიტიკური არჩევანი და დღესაც ისინი მოქმედებენ პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. ისინი რომ იყვნენ ობიექტური დამკვირვებლები, ბოდიშს მოიხდიდნენ, თუმცა ამის მოლოდინი, სამწუხაროდ, არ გვაქვს“, – განაცხადა კობახიძემ “პირველ არხთან” საუბარში.

შეგახსენებთ, ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ზვავი საგაზაფხულო საძოვრებისკენ მიმავალ გზაზე – დახოცილია ას სულზე მეტი ცხვარი

თუშეთის მთებში მოსულმა სტიქიამ მეცხვარეები დააზარალა. საგაზაფხულო საძოვრებისკენ მიმავალ გზაზე ზვავი ჩამოწვა და ცხვრის ფარებს დაეცა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მეცხვარეებს საქონელი შირაქის ველიდან, მთისკენ გადაჰყავდათ.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, თავად მეცხვარეები არ დაშავებულან.

დახოცილ საქონელს მწყემსები გზადაგზა პოულობენ, თუმცა უამინდობის გამო, ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენა ვერ ხერხდება.

,,მერაბიშვილის, კეზერაშვილის და ადეიშვილის სურვილია, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიბრუნონ”- ხვიჩია

პარტია „გირჩის“ წევრი და ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩიას განაცხადებით, მერაბიშვილის, კეზერაშვილის და ადეიშვილის სურვილია, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიბრუნონ. „ნაცმოძრაობის“ ვერტიკალი ისევ იგივე ხდება, რაც ადრე იყო. არავის ეს არ გაუკვირდება, გასაკვირი უფრო ის იქნებოდა სხვანაირად, რომ მომხდარიყო. იქნება ეს კეზერაშვილი, მერაბიშვილი თუ ადეიშვილი, ისინი „ნაცმოძრაობის“ წევრები არიან. შეიძლება ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას ან „ქართული ოცნებას“ ისინი არ მოსწონს, მაგრამ ისინი ყოველთვის იყვნენ ამ პარტიის წევრები და არაფერია გასაკვირი იმაში არაა, რომ მათ „ნაცმოძრაობა“ დაიბრუნონ და ხელში აიღონ სადავეები“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

,,სააკაშვილის როგორც შემოყვანა, ისე გაყვანის მცდელობა იყო შეცდომაზე მეტი მისთვისაც და ქვეყნისთვისაც”- ხუნდაძე

„მიხეილ სააკაშვილის როგორც შემოყვანა, ისე მისი გაყვანის მცდელობა იყო შეცდომაზე მეტი მისთვისაც და ქვეყნისთვისაც, რადგან შესაძლო დამდგარი შედეგი საქართველოში, სტაბილურობის წინააღმდეგ იყო მიმართული“, – ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე. მისი თქმით, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა რომ ჩვენთან არათუ „დემოკრატიის უკუსვლაა“, არამედ დემოკრატიის სახელით უსამართლოდ ებრძვიან სამართალს. „სტრასბურგის სასამართლომ გარდა იმისა, რომ დაადგინა ქართული მხარის კანონიერი ქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ასევე ცხადყო რომ 27 ელჩის “მარში” თუ “დემარში” აბსოლუტურად უსაფუძვლო და უარგუმენტო იყო, რითაც ოპოზიციას სპეკულაციის საშუალება მიეცა. მიხეილ სააკაშვილის როგორც შემოყვანა, ისე მისი გაყვანის მცდელობა იყო შეცდომაზე მეტი მისთვისაც და ქვეყნისთვისაც, რადგან შესაძლო დამდგარი შედეგი საქართველოში, სტაბილურობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა რომ ჩვენთან არათუ „დემოკრატიის უკუსვლაა“, არამედ დემოკრატიის სახელით უსამართლოდ ებრძვიან სამართალს, რომელიც თავად დასავლეთში დადასტურდა. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილით სპეკულაციები მისმა „პოლიტიკურმა მეგობრებმა“, ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც უნდა დაასრულონ, რადგან ის ზიანს აყენებს დემოკრატიასაც, სამართალსაც, სტაბილურობასაც და თავად მიხეილ სააკაშვილსაც“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

“სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ სააკაშვილის ვარშავაში დაუყოვნებლივ არგადაყვანასთან დაკავშირებით” – ლევან ხაბეიშვილი

მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგმა მიიღო წარმოებაში მიხეილ სააკაშვილის საქმე და სამართლებრივად ეს დავა გაგრძელდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, „რუსული პარტია საქართველოში ცდილობს, სხვადასხვა სახის ინფორმაცია საზოგადოებას შეასაღოს ისე, როგორც მათ ეს სურთ“.

„დღეს ეს გააკეთა იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ზუსტად ისე, როგორც რუსულ პროპაგანდას სჩვევია. საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და ეს მდგომარეობს შემდეგში – სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო, მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში არგადაყვანასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ, სხვა რამეზე სტრასბურგის სასამართლოს ამ დროისთვის არ უმსჯელია. მნიშვნელოვანია, სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატების დასაბუთებული მტკიცებულებები მიიღო და თქვა, რომ ამ საკითხზე არსებითად იმსჯელებს. მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგმა მიიღო წარმოებაში საქმე და სამართლებრივად ეს დავა გაგრძელდება. რასაც ასაღებს რუსული პარტია, თითქოს რაიმე დოზით, რაიმე სახით მსჯელობა ყოფილიყო პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ან როგორ მკურნალობენ მას, ეს არის ტყუილი და ნებისმიერ ადამიანს ამ გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ შეეძლება, რომ დარწმუნდეს და, ცხადია, ეს ვერ და არ დაიმალება. ყველას შეეძლება ამ ინფორმაციის გადამოწმება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაზეც სტრასბურგმა იმსჯელა ამ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე იყო მხოლოდ ვარშავაში გადაყვანის საკითხი.

„იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ  სხვა საავადმყოფოში გადაყვანაც  არ დაავალა. მსგავსი მოთხოვნა დაცვის მხარეს არ ჰქონია. მნიშვნელოვანია, როცა საუბრობენ ევროპულ გადაწყვეტილებებზე, ეს არის შუალედური გადაწყვეტილება და საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება. შევახსენებ რუსულ ხელისუფლებას, რომ არსებობს დასაბუთებული, ხელმოწერილი მტკიცებულებები და დოკუმენტაციები, რეზოლუციები ევროპიდან და ეს არის რეზოლუცია სადაც წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს პირად ვენდეტას სააკაშვილზე, ასევე ამ რეზოლუციებში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი არის საფრთხე ევროკავშირის გზაზე.

ასევე შეგახსენებთ, რომ ჰააგამ მიიღო გადაწყვეტილება და პუტინი არის ძებნილი, როგორც სამხედრო დამნაშავე. ამ სამხედრო დამნაშავესთან რუსული ოცნება აპირებს პარტნიორობას და ფრენების აღდგენას.

„ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ლაზარეს თავისუფლებისთვის, ჩვენი დაკავებული ოფიცრების გათავისუფლებისთვის, მათ შორის რომა შამათავას და სხვა სამხედრო ბიჭების, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით ჰყავთ გასამართლებული და, ცხადია, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხვდებით, რომ ჩიხში შეხვედით, მაგრამ გეშინიათ საკუთარ თავს გამოუტყდეთ. თავის მოტყუების დრო დასრულდა, ეცადეთ სიმართლეს თვალი გაუსწოროთ და ილუზიებისგან გათავისუფლდეთ. ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტიდან სწორი გზა აირჩიოთ.

კურო

ეცადეთ, გვერდით მყოფი ადამიანი უკეთ გაიცნოთ. ის შეიძლება კოლეგა, ნაცნობი ან შემთხვევითი თანამგზავრი იყოს. თუ ურთიერთობებში, ემოციების ნაცვლად, ლოგიკით იხელმძღვანელებთ, შანსი გექნებათ, რომ ამ ადამიანის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიძიოთ და მომავალში ეს ინფორმაცია თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

ტყუპები

ეცადეთ, ქაოსს გაექცეთ და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩეთ. განმარტოება საშუალებას მოგცემთ, რომ სულიერი სიმშვიდე და მტკივნეულ კითხვებზე პასუხი იპოვოთ. შესაძლოა, სულის სიღრმეში ეს პასუხები უკვე იცით, მთავარია, რომ აღიაროთ.

კირჩხიბი

საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასების უნარი წარმატებას მოგიტანთ. დღის განმავლობაში შეიძლება ამა თუ იმ დარგის სპეციალისტის რჩევა დაგჭირდეთ – ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი უკეთესი.

ლომი

ამ დღეს ლომები, განსაკუთრებით ქალები, კამათის ხასიათზე დადგებიან. ცდილობთ, გარშემომყოფებს თქვენი სიმართლე დაუმტკიცოთ და მათ, მორჩილების გარდა, სხვა გზას არ დაუტოვებთ. თქვენი ინტელექტუალური უპირატესობის აღიარება შინაგან კმაყოფილებას მოგიტანთ.

ქალწული

მთელ დღეს ეჭვებსა და გაურკვევლობაში გაატარებთ, რაც მიმდინარე საქმეებზე არასახარბიელოდ აისახება. პრობლემების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, საქმიანი განწყობა დილიდან ვარჯიშით და კონტრასტული შხაპით შეიქმნათ. როგორც კი გაურკვევლობიდან გათავისუფლდებით, ცხოვრება ახალ ფერებს შეიძენს.

სასწორი

ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ ახალი ვალდებულებები აიღოთ, რაც ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ. სავარაუდოდ, საქმე ქორწინების შეთავაზებას, ახალ სამსახურს ან კარიერის ახალ ეტაპს ეხება. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახალი პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების არ შეგეშინდეთ – ვინც არ რისკავს, შამპანურსაც არ სვამს.

მორიელი

თუ მოინდომებთ, ნებისმიერ დებატებში გაიმარჯვებთ. დღეს საკუთარი ერუდიციის დემონსტრირებას განსაკუთრებულად წარმატებით შეძლებთ და თანამოსაუბრეს მარტივად დაიმორჩილებთ. ინტელექტუალურ პაექრობაში ბადალი არ გყავთ, რასაც ყველა ერთხმად აღნიშნავს.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ამ დღეს სახლის, აგარაკის ან სხვა სივრცის კეთილმოწყობას შეუდგეთ. უფრო მეტიც, ხვდებით, რომ თქვენს გლობალურ გეგმებს მარტო ვერ გაუმკლავდებით და ცდილობთ თქვენს საქმიანობაში სხვებიც ჩართოთ. თქვენს ახლობლებს ძალიან გაუმართლებთ, თუ ზოგად დასუფთავებას დასჯერდით და კაპიტალური რემონტი არ დაიწყეთ.

თხის რქა

ამ დღეს ინტელექტუალური და ფილოსოფიური საუბრების მოთხოვნილებას გრძნობთ, ამიტომ თქვენი მთავარი მიზანი ღირსეული თანამოსაუბრის ძიებაა. ცდილობთ, უბრალო მეგობრული საუბარიც კი ინტელექტუალურ კამათად აქციოთ, მაგრამ თქვენთვის მნიშვნელოვანი მისი შედეგი კი არა, აზრების ემოციური გაცვლის პროცესია.

მერწყული

პერსპექტიული ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. სავარაუდოდ, ეს რომანტიკული ურთიერთობა იქნება, თუმცა უყურადღებოდ არც მეგობრული და საქმიანი კავშირები უნდა დატოვოთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღემ შეიძლება, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

თევზები

სურვილის შემთხვევაში ამ დღეს ნებისმიერი საკითხის გარკვევა შეგიძლიათ. ლოგიკური აზროვნება და ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერი ამოცანა გადაჭრათ. საკმარისია ფაქტების შეგროვებას და სწორი დასკვნების გამოტანას მარტივად შეძლებთ. გამჭრიახობა გარშემო მყოფთა თვალში განსაკუთრებულ ხიბლს განიჭებთ, რაც სრულიად გასაგებია – არაფერი ამშვენებს ადამიანს ისე, როგორც საკუთარი ჭკუა.