Home Blog Page 1945

„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გათავისუფლდეს სიმძიმეებისგან, რომელიც აქვს“- დოლიძე

„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გათავისუფლდეს სიმძიმეებისგან, რომელიც დღეს კიდევ აქვს“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გათავისუფლდეს სიმძიმეებისგან, რომელიც  აქვს.

მისი თქმით, შიდაპარტიული კინკლაობა, დაპირისპირება და დაკნინდა დასრულდეს.

„ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი ვინც დღეს მენეჯმენტში იმყოფება, რომ პარტია დაგვეტოვებინა. კომფორტულია მათთვის, ის, რომ შიგნიდან ნაკლები კრიტიკა მოდიოდეს. „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გათავისუფლდეს სიმძიმეებისგან, რომელიც დღეს კიდევ აქვს. „ნაცმოძრაობის“ კონფიგურაციაზე იქნება დამოკიდებული პარტიის მომავალი. პარტიაში არიან ადამიანები, რომელიც ყაბულს არიან  ოღონდ იყვნენ პარლამენტში და მზად არიან მთელი ცხოვრება ოპოზიციაში იყვნენ, ეს ტრაგედიაა. იქ სადაც ვანო მერაბიშვილი და დანარჩენები არიან წინა ხაზზე ეს დამარცხების ფორმულაა „ნაცმოძრაობისთვის“, – აცხადებს ბაჩო დოლიძე.

,,დესტრუქციულნო, არც გაკეთება უკითხავს თქვენთვის არავის და არც ჩუქება/ გაჩუქებაა თქვენი საქმე” – მეგრელიშვილი

დენდროლოგიური პარკი უნიკალურია წარმოდგენილი ფლორითა და ფაუნით და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, რომელიც საკუთარ თავზე ისევ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა აიღო – თამთა მეგრელიშვილი

“ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი დენდროლოგიური პარკის ბიძინა ივანიშვილის მეუღლის მფლობელობაში გადასვლის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ  შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, ბიძინა ივანიშვილის ხალხისადმი საჩუქარია და პარკი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უფასოდ დაათვალიეროს, მისი მოვლა პატრონობა კი ბიძინა ივანიშვილის პირადი ხარჯია და სახელმწიფოს მძიმე ტვირთად არ აწევს.

მისივე თქმით, დესტრუქციულთათვის, არც გაკეთება უკითხავს არავის და არც ჩუქება/ გაჩუქებაა მათი საქმე. სპეკულაციებს სჯობს ჩავიდნენ ადგილზე  და დატკბნენ ამ დიდი სიმდიდრით.

“შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის საუკეთესო გარემო პირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში.

60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას მთელი სრულყოფილებით წარმოგვიდგენს.

18 ჰექტარზე გაშენდა საქართველოში მოძიებული ენდემური ჯიშის ხეები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაა გადმორგული.

კოლექცია 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ნიმუშისგან შედგება;
დარჩენილი 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასწოლოვანი მცენარეა წარმოდგენილი.
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ბიძინა ივანიშვილის მიერ რეგიონისთვის განხორციელებული კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტია.

მანამდე იყო ციცინათელების პარკი, მინიატურების პარკი, მუსიკოსების პარკი, ბლექ სი არენა, სასტუმრო პარაგრაფი და ახლა უკვე დენდროლოგიური პარკი – ეს ყველაფერი ერთად მთელ ქვეყანას, განსაკუთრებით კი გურიის რეგიონს, უფრო მეტად მიმზიდველს ხდის.

დიახ, დენდროლოგიური პარკი უნიკალურია წარმოდგენილი ფლორითა და ფაუნით და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, რომელიც საკუთარ თავზე ისევ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა აიღო.

ამ უნიკალური პარკის შექმნიდან დღემდე, პარკი დამთვალიერებელთათვის უფასოა და ასე დარჩება.
ოპოზიციურ სპექტრში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ
– დენდროლოგიურ პარკს ბერა ივანიშვილი დედას ჩუქნისო.

დესტრუქციულნო, არც გაკეთება უკითხავს თქვენთვის არავის და არც ჩუქება/ გაჩუქებაა თქვენი საქმე.
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი უნიკალურია და ამ სიკეთით სარგებლობა ყველას შეუძლია, მათ შორის თქვენც, ვინც ამ უნიკალური პარკის მშენებლობას თავგამოდებით აპროტესტებდით.
მიბრძანდით, დაათვალიერეთ, დატკბით და უხერხული სპეკულაციებისთვის ნაკლები დრო დაგრჩებათ.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში და ეს უნიკალური პროექტი ბიძინა ივანიშვილის ხალხისადმი საჩუქარია, დიახ, საჩუქარია რადგან პარკი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უფასოდ დაათვალიეროს, მისი მოვლა პატრონობა კი ბიძინა ივანიშვილის პირადი ხარჯია და სახელმწიფოს მძიმე ტვირთად არ აწევს.
მორჩით სპეკულაციებს და ამ დიდი სიმდიდრით, ჩაბრძანდით და ადგილზე დატკბით,” – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე

,,სანქციების აღსრულების ნაწილში აქტიურად ვთანამშრომლობთ, ამერიკულ მხარესთან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან”- ხუციშვილი

სანქციების აღსრულების ნაწილში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც ამერიკულ მხარესთან, ისე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და შევთანხმდით, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, დევიდ ო’სალივანთან და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელთან, ჯეიმს ო’ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა ფინანსთა სამინისტროს, კერძოდ, კი შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები სანქციების აღსრულების მიმართულებით, რამაც მაღალი შეფასება დაიმსახურა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებით ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში და ის ღონისძიებები, რომელიც შემოსავლების სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს აქვს განხორციელებული აღსრულების მიმართულებით, ნამდვილად სანიმუშოა მსოფლიოში“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ, “ქურდული სამყაროს” წევრობისთვის, “ქურდული სამყაროს წევრისთვის” მიმართვისა და “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ მეორესთან არსებული ფინანსური დავის მის სასარგებლოდ გადასაწყვეტად “ქურდული სამყაროს” წევრს მიმართა, რომელმაც 2023 წლის გაზაფხულზე, მოაწყო “ქურდული გარჩევა”, რასაც ასევე ესწრებოდა და აქტიურად მონაწილეობდა „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდამჭერი ბრალდებული. მხარეებს შორის არსებული დავა ბრალდებულმა ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად განიხილა და თანხის გადახდა ერთ-ერთ მხარეს დააკისრა.

„ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს” წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორეს 2233-ე მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მესამე პირს ბრალდება 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყარო წევრისათვის” მიმართვა) წარედგინა, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Коба Кобаладзе и члены грузинской делегации продолжают встречи в рамках рабочего визита в Королевстве Нидерландов

В рамках рабочего визита в Королевстве Нидерландов директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе вместе с представителями ведомства, членами грузинской делегации хозяевами – руководством Института ветеранов Нидерландов посетил Центр реабилитации военнослужащих  в городе Аарденбург.

Информацию об этом сообщает пресс-служба Государственной службы по дедам ветеранов. По их же информации, руководитель центра полковник Леон Йанс ознакомил гостей со структурой работы центра, показал протезные цеха. “Коба Кобаладзе т представители центра по реабилитации военнослужащих имени Маро Макашвили и голландская сторона обменялись опытом, были намечены планы будущего сотрудничества.

Позже грузинская делегация вместе с хозяевами и чрезвычайным и полномочным послом Грузии в Королевстве Нидерландов, Давидом Соломония, посетили военное кладбище города Лоусден, где возложили венок и цветы у могил соотечественников, погибших в борьбе против фашизма и почтили их память.

На военном кладбище Лоусдена захоронены в общей сложности 865 солдат. Среди них в одном ряду могила 15 грузинских солдат. Эти 15 грузин нацистами были захвачены за связь с голландскими партизанами и при попытке передать им боеприпасы (88 гранат) и  той же ночью их расстреляли в форте Бевервейк. За военным кладбищем Лоусдена в Нидерландах местное население особенно следит и ухаживает. Каждый год 4 мая, в день освобождения страны, кладбище украшено цветами. Следует отметить, что могилу №2104, которая принадлежит нашему соотечественнику Константину Схиртладзе, командир резерва морских сил Нидерландов, военный ветеран Сесилия Джоанна Ван Пески взяла под свое покровительство. Она связалась с потомками солдата в Чиатура, в селе Зоди и встретилась с ними во время своего визита в Грузию.

Голландская сторона грузинскую делегацию также пригласила в пансион военных ветеранов города Бронбек и действующий там же музей. Директор пансиона, полковник Карел Ван Дреумел показал гостям пансион, рассказал им о программах, которые осуществляются для психологической реабилитации ветеранов. Грузинская и голландская стороны обсудили перспективы сотрудничества. Коба Кобаладзе и члены грузинской делегации встретились с голландскими ветеранами, побеседовали с ними. Голландским ветеранам преклонного возраста, нескольким из них почти 100 лет, встреча с грузинскими ветеранами доставила радость.

Пансион Бронбека является историческим зданием, которое было построено в XIX веке и до 1845 года было королевским дворцом Нидерландов.

Напомним, что директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе и представители ведомства по официальному приглашению института ветеранов Королевства Нидерландов находятся с рабочим визитом в Королевстве Нидерландов. В состав делегации также входят члены комитета по обороне и безопасности Парламента Грузии – Гия Бенашвили и Александр Табатадзе, Народный Защитник Леван Иоселиани, представители Центра реабилитации военнослужащих имени Маро Макашвили и Гражданского Совета обороны и безопасности.

Рабочий визит Кобы Кобаладзе и грузинской делегации в Королевстве Нидерландов продолжается”, – указано в сообщении пресс-релизе Государственной службы по делам ветеранов.

 

ეს პოსტი ეძღვნება პრიგოჟინის მაქებრებს – დიმიტრი სამხარაძე

ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე კერძო სამხედრო დაჯგუფების „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, ევგენი პრიგოჟინი აკონტროლებს ვაგნერის ჯგუფს, რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ დაქირავებულ სტრუქტურას, რომელიც მონაწილეობს სამხედრო კონფლიქტებში აფრიკაში, სირიაში, უკრაინასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში.

მისივე თქმით, პრიგოჟინი აკონტროლებს კომპანიებს, რომლებსაც ბრალი ედებათ 2016 და 2018 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევაში:

„ეს პოსტი ეძღვნება, ამერიკული კანონის რუსულად შესაღებულებს, ოფიციალურად პუტინის პარტიის ოპოზიციაში მყოფ გავრილოვზე აღშფოთებულებს და პრიგოჟინის მაქებრებს. დატკბით თქვენი სუფლიორი ოპოზიციის რჩეულის ბიოგრაფიით. თითქოს ევროპელ-ამერიკელები რომ ხართ და ვაგნერს ლექსებს უწერდით, Go Go Zhenia.

ევგენი პრიგოჟინი აკონტროლებს ვაგნერის ჯგუფს, რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ დაქირავებულ სტრუქტურას, რომელიც მონაწილეობს სამხედრო კონფლიქტებში აფრიკაში, სირიაში, უკრაინასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში.

ასევე, კომპანიებს, რომლებსაც ბრალი ედებათ 2016 და 2018 წლებში აშშ-ს არჩევნებში ჩარევაში. პრიგოჟინის ოპერაციები მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და ГРУ-სთან. რუსეთში კომპანია „კონკორდი“ ეწეოდა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების კვებას, რისი წყალობითაც მან მიიღო მეტსახელი „პუტინის მზარეული“ მედიაში. გამოცემა „ბიზნეს-პეტერბურგის“ მონაცემებით 2019 წელს „მილიარდერთა რეიტინგში“ პრიგოჟინი 72-ე ადგილს იკავებდა, 14,6 მილიარდი რუბლით. 2016 წლიდან ის ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ იმყოფება, 2020 წლიდან – ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ, 2022 წლიდან – ავსტრალიის, კანადის, ახალი ზელანდიის და იაპონიის. 2022 წლის ივლისში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა 10 მილიონი დოლარის ჯილდო პრიგოჟინის შესახებ ინფორმაციისთვის, რომელიც დაკავშირებულია შეერთებულ შტატებში პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ჩარევასთან.

პრიგოჟინმა და ვაგნერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს რუსეთსა და უკრაინას შორის ომში. 2022 წელს, პრიგოჟინი პირადად ეწვია რუსეთის კოლონიებს, რათა პატიმრები ჩაერთო ომში. 2023 წლის მაისში პრიგოჟინმა გამოაცხადა ბახმუტის (უკრაინა) აღება, მისი დაქირავებული ჯარისკაცების მიერ, ასევე აქტიურად მონაწილეობდა ბუჩაში, მარიუპოლში და სოლედარში მშვიდობიანი მოსახლეობის წამება/ლიკვიდაციაში. ВЧК ნაციონალი „ვაგნერელები“ მომიკითხეთ. Go Go Zhenia,“ – წერს დიმიტრი სამხარაძე ფეისბუკზე.

,,მიღებული იყო სასტიკი გადაწყვეტილება, დაეხოცათ”- ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, “ვაგნერის” ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკებების თაობაზე ისაუბრა.

ლუკაშენკოს თქმით, პუტინს სასტიკი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, თუმცა, მან ურჩია, რომ არ ეჩქარა.

“ყველაზე სახიფათო რამ, როგორც მივხვდი, იმაში არ იყო თუ როგორი ვითარება იყო, არამედ როგორ შეიძლება განვითარებულიყო – მისი შედეგები. ეს იყო ყველაზე სახიფათო. ასევე გავიგე: მიღებულია სასტიკი გადაწყვეტილება (იგი ქვეტექსტად პუტინის გამოსვლაშიც გაისმა) – დახოცონ. პუტინს შევთავაზე არ ეჩქარა. მოდი, ვეუბნები, პრიგოჟინს, მის მეთაურებს დაველაპარაკოთ. რაზეც მითხრა: “მისმინე, საშა, უსარგებლოა. ყურმილსაც არ იღებს, არავისთან საუბარი არ უნდა”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთან, ლუკაშენკოს თქმით, პრიგოჟინმა მის ზარს მალევე უპასუხა და საუბრის პირველი რაუნდი 30 წუთი გაგრძელდა, რომელშიც “უცენზურო სიტყვები 10-ჯერ აღემატებოდა ნორმალურ ლექსიკას.”

ლუკაშენკოს განცხადებით, საუბარში პრიგოჟინი მისთვის რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს და რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ვალერი გერასიმოვის გადაცემას, ასევე პუტინთან შეხვედრას ითხოვდა.

“ვეუბნები: “ჟენია, არავინ მოგცემს არც შოიგუს, არც გერასიმოვს, არავის არ მოგცემს, მითუმეტეს ასეთ ვითარებაში. პუტინს ხომ ჩემზე არანაკლებად იცნობ. მეორე, იგი ახლა შეგხვდება კი არა – ტელეფონზეც არ დაგელაპარაკება, ვითარებიდან გამომდინარე… ვეუბნები: “[მოსკოვამდე] ნახევარ გზაზე ბუზივით გაგჭყლეტენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯარებს (ამაზე პუტინი დიდ ხანს მელაპარაკებოდა) ყურადღება შესაბამის ფრონტზე აქვთ გადატანილი”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

,,დენდროლოგიური პარკი ღიაა ქართული საზოგადოების ყველა წევრისათვის”- ბაჩო ოდიშარია

დენდროლოგიური პარკი არის უნიკალური სივრცე, რომელიც კერძო პირმა, ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი სახსრებით ააშენა და საკუთარი სახსრებითვე ზრუნავს ამ პარკის საკმაოდ სპეციფიკური მოვლისა და მართვის საკითხებზე, – ამის შესახებ კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, დენდროლოგიური პარკი ღიაა ქართული საზოგადოების ყველა წევრისათვის, ხოლო ის გარემოება, რომ კერძო საკუთრებაში მყოფი უნიკალური პარკი საჯარო სიკეთეა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების მნიშვნელობაზე მეტყველებს.

„ტერმინის – საჯარო სიკეთე – განმარტება არის ძალიან კონკრეტული, ესაა ნებისმიერი ტიპის სერვისი (მათ შორის პარკი), რომელიც ყოველგვარი ფინანსური მოგების გარეშე მიეწოდება საზოგადოების აბსოლუტურად ყველა წევრს და ამ სერვისის პროვაიდერი სახელმწიფო იქნება თუ კერძო პირი, მნიშვნელობა არ აქვს. დენდროლოგიური პარკი, არის უნიკალური სივრცე, რომელიც კერძო პირმა, ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი სახსრებით ააშენა და საკუთარი სახსრებითვე ზრუნავს ამ პარკის საკმაოდ სპეციფიკური მოვლისა და მართვის საკითხებზე. ეს არის საჯარო სიკეთე, რომლის შენარჩუნების ძვირადღირებული ფინანსური ტვირთი არა სახელმწიფოს, არამედ კერძო პირს აქვს საკუთარ თავზე აღებული და ეს არის ქველმოქმედების ის ნიმუში, რომელიც ყოველთვის იყო ივანიშვილების ოჯახის ხელწერა – საჯარო სიკეთეების შექმნა ყოველგვარი ფინანსური დივიდენდის გარეშე. ვინც რამდენი არ უნდა აფრიალოს ის გარემოება, რომ პარკი კერძო საკუთრებაშია, გვერდს ვერავინ აუვლის ფაქტობრივ მოცემულობას, რომ დენდროპარკი არის საჯარო სიკეთე, რომელიც ღიაა ქართული საზოგადოების ყველა წევრისათვის; და ის, რომ კერძო საკუთრებაში მყოფი უნიკალური პარკი საჯარო სიკეთეა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. საპირისპიროდ ამის წარმოჩენა, ან მიზანმიმართულ პოლიტიკურ ტყუილს ემსახურება, ან საჯარო სიკეთის, როგორც სოციალური მოვლენის შინაარსის არ ცოდნას“, – წერს ოდიშარია Facebook-ზე.

“2022 წელს მსოფლიოში 4.1 მილიონი ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა” – მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი

მსოფლიო რესურსების ინსტიტუტისა და მერილენდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად მსოფლიოში ტყეების განადგურება სულ უფრო ინტენსიური ხდება. კვლევის მიხედვით, მხოლოდ 2022 წელს მსოფლიოში 4.1 მილიონი ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა, რაც შვეიცარიის ფართობს აღემატება.

ექსპერტების შეფასებით, 2021 წელთან შედარებით, გასულ წელს ტყეების გაჩეხვა მსოფლიოში დაახლოებით 10%-ით გაიზარდა.

მათი თქმით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ბრაზილიაში, ამაზონის ტროპიკულ ჯუნგლებშია, სადაც ყოველ ერთ წუთში დაახლოებით 11 ფეხბურთის მოედნის ზომის ტყის მასივი ნადგურდება.

მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი მსოფლიო ლიდერებს მოქმედებისკენ მოუწოდებს, რათა გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების დამაზიანებელი შედეგების შემცირება მოხდეს.

“შეთანხმების შედეგად ქართული ხორბლის მხოლოდ 10 პროცენტი გავყიდეთ, ახლა პროცესი ისევ შეჩერებულია” – ასოციაცია

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, 12 ივნისიდან საქართველოში იმპორტირებულ ფქვილთან მიმართებით დროებითი მოსაკრებლის დაწესების შემდეგ, ადგილობრივმა წისქვილკომბინატებმა ამოქმედება და ქართული ხორბლის ჩაბარება დაიწყეს.

მათივე ცნობით, ფასი 650 ლარია /ტონის ფარგლებში მერყეობს.

მემარცვლე ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ შეთანხმების შემდეგ 1 თვის წინ მათ ნამდვილად გაყიდეს 1 000 ტონა ხორბალი, რაც მოსავლის მხოლოდ 10%-ია. მას შემდეგ კი, პროცესი შეჩერდა.

„პირველი შეთანხმების შემდეგ, ჩვენ შარშანდელი მოსავლის 10%, ანუ 1 000 ტონა ხორბალი ჩავაბარეთ. მას შემდეგ კი პროცესი შეჩერებულია.

წისქვილების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სიმძლავრეებს ჯერ ვერ ზრდიან, რადგან ბაზარზე ისევ არის დიდი რაოდენობით დაბალ ფასად შემოტანილი ფქვილი დარჩენილი. შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით, როდის და რა ფასად, ან რა მექანიზმით შევძლებთ, როგორც გასული წლის, ასევე ახალი მოსავლის ჩაბარებას”, – განაცხადა ბენიაიძემ.

ინფორმაციისთვის, ფქვილზე, ე.წ. ამრეკლი გადასახადის დაწესებამდე, მემარცვლე ფერმერები აცხადებდნენ, რომ მიწების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან. მიზეზი კი ადგილობრივი მარცვლეული კულტურების დაბალი გასაყიდი ფასი იყო, რაც რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდამ განაპირობა. შედეგად, ადგილობრივ მემარცვლეებს ხორბლის რეალიზაციის პრობლემა დაუდგათ.

წყარო

“ოლიგარქმა ივანიშვილმა, დენდროლოგიური პარკი, რომელიც ხალხისთვის უნდა ეჩუქებინა, ცოლს აჩუქა” – გიორგი კაპანაძე

ოლიგარქმა ივანიშვილმა, დენდროლოგიური პარკი, რომელიც ხალხისთვის უნდა ეჩუქებინა, ცოლს აჩუქა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მიზანი, “ხალხის გაღარიბების პარალელურად, რაც შეიძლება მეტი ფულის გამომუშავება, სახელმწიფოსგან ქონების მიტაცება და გამდიდრებაა”.

„შესაბამისად, ივანიშვილი რომ გეუბნებოდათ, ხეებს იმიტომ ვთხრი, გზებს და ველებს იმიტომ ვაჩანაგებ, ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებს იმიტომ ვჭრი, რომ ეს ხეები პარკამდე მივიტანო, დენდროლოგიური გავაკეთო და შემდეგ თქვენ – ხალხს გადმოგცეთო, მოგატყუათ, მეგობრებო.

სინამდვილეში, კომპანია, რომელიც დენდროლოგიურ პარკს ფლობს, ჯერ თავის შვილს გადასცა, ახლახან, 2023 წლის 6 ივნისს კი, მეუღლეს გადაუფორმა. არაფერს ეს ადამიანი არ დათმობს, იქამდე, ვიდრე იძულებული არ გახდება და არ შევცვლით „რუსულ ოცნებას“.

მოვიდა ტყუილებით, რომ გაანახევრებდა ტარიფებს, შეამცირებდა საწვავის ფასს, დაარიგებდა უფასო ფულს და აგრძელებს ტყუილებით.

მისი მიზანი, ხალხის გაღარიბების პარალელურად, რაც შეიძლება მეტი ფულის გამომუშავება, სახელმწიფოსგან ქონების მიტაცება და გამდიდრებაა. ხოლო თქვენი ყოველდღიური საზრუნავი, ოჯახების გამოკვება და ლუკმა-პურის შოვნაა.

ეს უსამართლობა და დამცირება უნდა დასრულდეს. საქართველოს მოქალაქეები უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ, რაც შესაძლებელია ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული ცვლილებებით,” – განაცხადა გიორგი კაპანაძემ, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6285 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6285 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6285 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6284 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8774 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8663 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0111 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.