,,მიღებული იყო სასტიკი გადაწყვეტილება, დაეხოცათ”- ალექსანდრე ლუკაშენკო

125
spot_img

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, “ვაგნერის” ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკებების თაობაზე ისაუბრა.

ლუკაშენკოს თქმით, პუტინს სასტიკი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, თუმცა, მან ურჩია, რომ არ ეჩქარა.

“ყველაზე სახიფათო რამ, როგორც მივხვდი, იმაში არ იყო თუ როგორი ვითარება იყო, არამედ როგორ შეიძლება განვითარებულიყო – მისი შედეგები. ეს იყო ყველაზე სახიფათო. ასევე გავიგე: მიღებულია სასტიკი გადაწყვეტილება (იგი ქვეტექსტად პუტინის გამოსვლაშიც გაისმა) – დახოცონ. პუტინს შევთავაზე არ ეჩქარა. მოდი, ვეუბნები, პრიგოჟინს, მის მეთაურებს დაველაპარაკოთ. რაზეც მითხრა: “მისმინე, საშა, უსარგებლოა. ყურმილსაც არ იღებს, არავისთან საუბარი არ უნდა”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთან, ლუკაშენკოს თქმით, პრიგოჟინმა მის ზარს მალევე უპასუხა და საუბრის პირველი რაუნდი 30 წუთი გაგრძელდა, რომელშიც “უცენზურო სიტყვები 10-ჯერ აღემატებოდა ნორმალურ ლექსიკას.”

ლუკაშენკოს განცხადებით, საუბარში პრიგოჟინი მისთვის რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს და რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ვალერი გერასიმოვის გადაცემას, ასევე პუტინთან შეხვედრას ითხოვდა.

“ვეუბნები: “ჟენია, არავინ მოგცემს არც შოიგუს, არც გერასიმოვს, არავის არ მოგცემს, მითუმეტეს ასეთ ვითარებაში. პუტინს ხომ ჩემზე არანაკლებად იცნობ. მეორე, იგი ახლა შეგხვდება კი არა – ტელეფონზეც არ დაგელაპარაკება, ვითარებიდან გამომდინარე… ვეუბნები: “[მოსკოვამდე] ნახევარ გზაზე ბუზივით გაგჭყლეტენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯარებს (ამაზე პუტინი დიდ ხანს მელაპარაკებოდა) ყურადღება შესაბამის ფრონტზე აქვთ გადატანილი”, – განაცხადა ლუკაშენკომ.