,,დენდროლოგიური პარკი ღიაა ქართული საზოგადოების ყველა წევრისათვის”- ბაჩო ოდიშარია

228
spot_img

დენდროლოგიური პარკი არის უნიკალური სივრცე, რომელიც კერძო პირმა, ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი სახსრებით ააშენა და საკუთარი სახსრებითვე ზრუნავს ამ პარკის საკმაოდ სპეციფიკური მოვლისა და მართვის საკითხებზე, – ამის შესახებ კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, დენდროლოგიური პარკი ღიაა ქართული საზოგადოების ყველა წევრისათვის, ხოლო ის გარემოება, რომ კერძო საკუთრებაში მყოფი უნიკალური პარკი საჯარო სიკეთეა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების მნიშვნელობაზე მეტყველებს.

„ტერმინის – საჯარო სიკეთე – განმარტება არის ძალიან კონკრეტული, ესაა ნებისმიერი ტიპის სერვისი (მათ შორის პარკი), რომელიც ყოველგვარი ფინანსური მოგების გარეშე მიეწოდება საზოგადოების აბსოლუტურად ყველა წევრს და ამ სერვისის პროვაიდერი სახელმწიფო იქნება თუ კერძო პირი, მნიშვნელობა არ აქვს. დენდროლოგიური პარკი, არის უნიკალური სივრცე, რომელიც კერძო პირმა, ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი სახსრებით ააშენა და საკუთარი სახსრებითვე ზრუნავს ამ პარკის საკმაოდ სპეციფიკური მოვლისა და მართვის საკითხებზე. ეს არის საჯარო სიკეთე, რომლის შენარჩუნების ძვირადღირებული ფინანსური ტვირთი არა სახელმწიფოს, არამედ კერძო პირს აქვს საკუთარ თავზე აღებული და ეს არის ქველმოქმედების ის ნიმუში, რომელიც ყოველთვის იყო ივანიშვილების ოჯახის ხელწერა – საჯარო სიკეთეების შექმნა ყოველგვარი ფინანსური დივიდენდის გარეშე. ვინც რამდენი არ უნდა აფრიალოს ის გარემოება, რომ პარკი კერძო საკუთრებაშია, გვერდს ვერავინ აუვლის ფაქტობრივ მოცემულობას, რომ დენდროპარკი არის საჯარო სიკეთე, რომელიც ღიაა ქართული საზოგადოების ყველა წევრისათვის; და ის, რომ კერძო საკუთრებაში მყოფი უნიკალური პარკი საჯარო სიკეთეა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. საპირისპიროდ ამის წარმოჩენა, ან მიზანმიმართულ პოლიტიკურ ტყუილს ემსახურება, ან საჯარო სიკეთის, როგორც სოციალური მოვლენის შინაარსის არ ცოდნას“, – წერს ოდიშარია Facebook-ზე.