Home Blog Page 1943

,,აშშ-ის მიერ რუსეთიდან ზოგიერთი საქონლის იმპორტი 2023 წლის მარტში უფრო მაღალი იყო”- statista.com (ფოტო)

აშშ-ის მიერ რუსეთიდან ზოგიერთი საქონლის იმპორტი 2023 წლის მარტში უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2022 წლის თებერვალში, როგორიცაა არაორგანული ქიმიკატებისა და ელექტროენერგიის წარმომქმნელი დანადგარების იმპორტი. შესაბამის მონაცემებს საიტი statista.com-ი ავრცელებს.

კერძოდ, აშშ-ის მიერ რუსეთიდან იმპორტირებული ძირითადი პროდუქტები 2023 წლის მარტის თვის მდგომარეობით შემდეგია:

  • ფერადი ლითონები – 145 მილიონი დოლარი
  • სასუქები – 101 მილიონი დოლარი
  • არაორგანული ქიმიკატები – 247 მილიონი დოლარი

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მარტში 2022 წლის თებერვალთან შედარებით, არაორგანული ქიმიკატების იმპორტი 71 მილიონი დოლარიდან 247 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

,,ვიფიქრე, რომ გონებაჩლუნგობით მოუვიდა ეს, მაგრამ არ არის გონებაჩლუნგი”- ვოლსკი ვაშაძეზე

როდესაც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ სხდომათა დარბაზში „ქართული ოცნების“ რიგებში მყოფი მოჭიდავეების მას ფიზიკურად გაუსწორდებიან, ვიფიქრე, რომ გონებაჩლუნგობით მოუვიდა ეს, მაგრამ არ არის გონებაჩლუნგი. დროთა განმავლობაში ანალოგიური მოსაზრებები მოვისმინე რამდენიმე ევროპარლამენტარისაგან, რომლებმაც თავისი გულუბრყვილობით თუ თავისი პოლიტიკური მიკერძოებით დაიჯერეს, რომ აბა პოლიტიკური პარტიის ლიდერი ხომ არ მოიტყუება, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. „განაცხადა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება „ქართული ოცნება“ და სადღაც მსოფლიოში, თუნდაც იმ პროპაგანდისტულ სივრცეში, სადაც უშველებელი ფული ჩაყარა სააკაშვილის გარემოცვამ, გაიჟღერა ამ თემამ და „ქართული ოცნების“ მიმართულებით რაღაც ბნელი ბუნდოვანება შეიქმნა, რომ თურმე, ჩვენ შეიძლება ფიზიკურად გვანადგუროთ პოლიტიკური ოპონენტები. ახლა კიდევ ომის თემა მოიგონა. ჯერ ერთი, მთელი რესურსი არის მიმართული იმისკენ, რომ ის სტრატეგიული საომარი დაპირისპირება თავიდან ავირიდოთ. მეორე, განა ასეთი გონებაჩლუნგია, რომ არ იცის რუსეთმა რისთვის მოახდინა იმ ტერიტორიების ოკუპაცია. შეიძლება არც აქვს წაკითხული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც რუსეთმა გამოაქვეყნა. იქ პირდაპირ წერია, რომ რუსეთი იარაღს მოიხმარს იმისათვის, რათა გავლენა შეინარჩუნოს ენერგო რესურსების მოპოვებისა და ტრანზიტის რეგიონზე. და რომ მისი ინტერესის სრულად დაკმაყოფილება მოახდინა იმ ხელისუფლებამ, რომელშიც გიორგი ვაშაძე იყო საკმაოდ სერიოზულ პოსტზე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

,,გივი თარგამაძე არის ჩვეულებრივი კრიმინალი, თუნდაც ამ განცხადებების გამო” – სუბარი

გივი თარგამაძე არის ჩვეულებრივი კრიმინალი, თუნდაც იმ განცხადებების გამო, რასაც აკეთებს. კარგად გვახსოვს მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს როგორ ექცეოდნენ მოძალადეებს კი არა, ნებისმიერ მომიტინგეს, რომელიც მშვიდობიანად გამოვიდოდა რუსთაველზე და როგორ უყვიროდა ქართველ ხალხს მაშინ, სულს ამოგხდით, თქვე ნაძირალებოო. დღეს საპირისპირო, ხელისუფლების საწინააღმდეგო ძალადობის კულტურის დანერგავს ცდილობს, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვა და დაისჯება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.

სუბარმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები შეაფსა, რომელიც ქვეყანაში მუდმივად არეულობას უკავშირდება.

„თუ გივი თარგამაძეს აქვს რაიმეს თავი, სხვას კი ნუ მოუწოდებს, გამოვიდეს და თვითონ დაწვას პოლიციის მანქანა. ნახავს, რაც მოუვა და როგორც აგებს პასუხს. იქ ერთი მანქანა კი არ დაიწვა, იქ სამოცამდე პოლიციელს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს და შემთხვევით მოხდა, რომ არავინ არ მოკვდა. იქ პარლამენტზე იყო შტურმი და პარლამენტის მინებს ამსხვრევდნენ ქვებით. მართლა ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთ ადამიანზე რომ არის საქმე აღძრული, სწორი არ უნდა იყოს – ყველამ უნდა აგოს პასუხის, ისევე, როგორც ეს ევროპაში ხდება.

რაც შეეხება იმ მოწოდებებს, რომ რაც მარტში ვერ გააკეთეს, ახლა უნდა გააკეთონ, ამის მცდელობა სულ ექნებათ, მაგრამ ცნობილი გამოთქმაა, რომ შეიძლება მოატყუო ბევრი ადამიანი ერთხელ ორჯერ, ცოტა ადამიანი – ბევრჯერ, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ მოატყუებ. ხალხი მიხვდა უკვე, რომ ასე ადვილად არ უნდა წამოეგოს ამათ ცრუ პათოსს, ამ ტყუილებს, „რუსეთი-რუსეთის“ ძახილს და შედეგიც მივიღეთ – როცა ყვარლის ამბებზე თბილისში მიტინგი გამართეს, მაქსიმუმ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო. ასე იქნება ყოველთვის“, – განაცხადა სუბარმა.

,,აშშ განიხილავს ცეცხლის შეწყვეტის ვარიანტს სამშვიდობო მოლაპარაკებების გარეშე” – Politico

თეთრი სახლი შეშფოთებულია, რომ უკრაინის კონტრშეტევა არ გაამართლებს მოლოდინს – და განიხილავს ცეცხლის შეწყვეტის ვარიანტს სამშვიდობო მოლაპარაკებების გარეშე, წერს Politico აშშ-ს ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. „თეთრი სახლის ბოლო შეფასებით უკრაინამ შესაძლოა გარკვეული პროგრესი მიაღწიოს სამხრეთ და აღმოსავლეთში, მაგრამ ვერ შეძლებს გასული წლის წარმატების გამეორებას“, – ნათქვამია სტატიაში. აშშ-ს ოფიციალური პირები სკეპტიკურად უყურებენ, რომ უკრაინა ყირიმთან სახმელეთო დერეფანს გაწყვეტს. ამავდროულად, პენტაგონში ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ უკრაინას შეუძლია მიუახლოვდეს რუსეთის მიწოდების მარშრუტებს სამხრეთში – “მაშინაც კი, თუ სრული გამარჯვება ახლად გაძლიერებულ რუსულ ძალებზე ძალიან რთული აღმოჩნდება”. მაგრამ ზოგადად, აშშ-ს დაზვერვა მიუთითებს, რომ უკრაინას უბრალოდ „არ აქვს უნარი, გაიყვანოს სრულად გაწმინდოს ტერიტორია რუსული ჯარებისგან “. ასე რომ, ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება კრიტიკის ტალღებისთვის  თეთრ სახლში და საზღვარგარეთ მოკავშირეებისგან, რომ ამერიკამ  ვერ გაამართლა მოლოდინი.

,,ქორები” იტყვიან, რომ უკრაინა წარმატებული იქნებოდა, თუ ბაიდენის ადმინისტრაცია კიევს მისცემდა ყველაფერს,  – უფრო გრძელი რადიუსის რაკეტებს, მოიერიშე თვითმფრინავებს და საჰაერო თავდაცვას. თეთრ სახლში საუბრობენ იმაზეც რომ უკრაინის ბოლო კონტრშეტევიდან გამომდინარე ნათელი გახდა უკრაინული არმია ვერ შეძლებს რუსეთის სრულად განდევნას ტერიტორიიდან. ეს არც კი ითვალისწინებს ამერიკის მოკავშირეების რეაქციას, ძირითადად ევროპაში, რომლებმაც შესაძლოა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები უფრო მიმზიდველ ვარიანტად მიიჩნიონ. გამოცემა წერს, რომ კიევი, რიგი შეფასებების მიხედვით, მზადაა განიხილოს მიზნების კორექტირება, „და უფრო მოკრძალებული მიზანი შეიძლება უფრო ადვილი იყოს გამარჯვებად წარმოაჩინოს“. შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს დისკუსია უკრაინელებისთვის ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე, მაგრამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გარეშე – ეს “უტოვებს შესაძლებლობას უკრაინას მომავალში დაუბრუნოს თავისი ტერიტორიის დიდი ნაწილი”. ამ ვარიანტზე დათანხმებისთვის, „კიევს უნდა მიეცეს სტიმული: შესაძლოა უსაფრთხოების გარანტიები, როგორიცაა ნატო, ეკონომიკური დახმარება ევროკავშირისგან, დამატებითი სამხედრო დახმარება უკრაინული ძალების შესავსებად და გასაძლიერებლად და ა.შ. თეთრმა სახლში იმედოვნებენ, ჩინეთი შეეცდება დაითანხმოს პუტინი და დაიწყოს მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

“უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ომის დროს დღის წესრიგში არაა” – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ომის დროს დღის წესრიგში არაა.

სტოლტენბერგმა აღნიშნული განცხადება ბრიუსელში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა, რომლის ორგანიზატორიც აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდია.

როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ ივლისში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად დაესწრება ნატოს ვილნიუსის სამიტს.

მანამდე, ამერიკული გამოცემა Washington Post-ი წერდა, რომ ალიანსში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ მიწვევას უკრაინა, 11-12 ივლისის ვილნიუსის სამიტზე, არ მიიღებს.

“აშშ-ის მხრიდან ქართული კომპანიების წინააღმდეგ სანქციებით მუქარა ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში ჩარევა და ზეწოლაა”

აშშ-ის მხრიდან ქართული კომპანიების წინააღმდეგ სანქციებით მუქარა ორი სუვერენული სახელმწიფოს ურთიერთობაში ჩარევა და დაუფარავი ზეწოლაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, ორი სუვერენული სახელმწიფოს ურთიერთობაში ჩარევა და დაუფარავი ზეწოლაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გამო საქართველოს აეროპორტებში მოქმედი კომპანიები შესაძლოა დასანქცირდეს.

„სხვა არანაირი კვალიფიცირება არ შეიძლება იყოს. ვაშინგტონის ასეთი მენტორული გაცხადებები სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში და მესამე ქვეყნებთან მათ ურთიერთობებში ჩარევად და დაუფარავ ზეწოლად მიგვაჩნია”, – განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, აშშ-ის კომენტარებისთვის „საღი ახსნა” არ შეიძლება არსებობდეს.

„აშშ ყველგან საკუთარი პოლიტიკის ქვაკუთხედად თუ ადამიანის უფლებებს აყენებს, მაშინ, ალბათ, ამ კონკრეტულ ჰუმანიტარულ ვითარებაში ადამიანის უფლებებით უნდა ხელმძღვანელობდნენ. არ არის რამე უფრო რთული, ვიდრე დიდი ხნის განმავლობაში პირდაპირი ავიამიმოსვლის გარეშე ორი ქვეყნის საზღვარი გადაკვეთო, რომლებთანაც ახლო კავშირები გქონდა, მათ შორის ნათესავური, ჰუმანიტარული”, – განაცხადა ზახაროვამ.

“ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების კუთხით საუდის არაბეთთან თანამშრომლობა” -ლევან დავითაშვილი

თანამშრომლობის ძალიან კომპლექსური დღის წესრიგი დგება საუდის არაბეთთან. საუდის არაბეთი სპარსეთის ყურეში წამყვანი ეკონომიკაა, ეს ყველაზე დიდი ქვეყანაა 40 მილიოლევან დავითაშვილი – ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების კუთხით საუდის არაბეთთან თანამშრომლობანიანი მოსახლეობით, შესაბამისად, ჩვენთვის სავაჭრო ურთიერთობების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით,  ძალიან მნიშვნელოვანია საუდის არაბეთთან თანამშრომლობა ინვესტიციების კუთხით, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ეკონომიკის ქვეყანა, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ.

 

„საუდის არაბეთი ცალკე, დამოუკიდებლად სავაჭრო ურთიერთობებს, სავაჭრო შეთანხმებას არ განიხილავს, მაგრამ განხილული იქნება ეს აუცილებლად სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების კუთხით და ამაზე საუბარი საუდის არაბეთის ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე დავიწყეთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების კუთხით საუდის არაბეთთან თანამშრომლობა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ეკონომიკა, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით საქართველოს ბოლო დღეების და ბოლოდროინდელი პროგრესი არის შთამბეჭდავი, საუდის არაბეთის მთავრობისთვის და შესაბამისად ჩვენ სხვადასხვა დარგობრივი კუთხით თანამშრომლობის მიმართულებებზე ვიმსჯელეთ. დაიგეგმა, შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფები და კომისიები, რომლებიც იდენტიფიცირებას მოახდენენ საინვესტიციო პროექტების, ეს იქნება როგორც ენერგეტიკის მიმართულებით, ისე ეს იქნება უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით. აქ ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა საუდის არაბეთის სხვადასხვა სამინისტროსთან, ეს იქნება ეკონომიკის დაგეგმარების სამინისტრო, ინვესტიციების სამინისტრო, ტურიზმის სამინისტრო, თუ ტრანსპორტის სამინისტრო და ამ მიმართულებებით ჩვენ ნამდვილად ველოდებით ძალიან დიდ პროგრესს საუდის არაბეთთან თანამშრომლობის კუთხით,”- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ქვეყანაში შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალ კალენდარზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც მორწმუნეები შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ.

როგორც მედია წერს, იცვლება ზოგიერთი სხვა დღესასწაულის თარიღებიც, მაგალითად, წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს 19 დეკემბრის ნაცვლად, 6 დეკემბერს იზეიმებენ.

გადაწყვეტილება ეპისკოპოსთა საბჭომ მიიღო, რომელსაც კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე თავმჯდომარეობდა.

მედიის ცნობით, ახალი იულიუსის კალენდარზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ამა წლის 1 სექტემბრიდან გადავა, როდესაც ახალი საეკლესიო წელი იწყება. ამასთან, ეკლესია უფლებას მისცემს სამრევლოებსა და მონასტრებს, სურვილის შემთხვევაში, ძველი კალენდარი გამოიყენონ.

გლდანში მე-9 სართულიდან ლიფტი მოწყდა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა

გლდანში, მესამე მიკრორაიონის მე-11 კორპუსის სადარბაზოში მე-9 სართულიდან ლიფტი მოწყდა.

შემთხვევის დროს ლიფტში ახალგაზრდა ქალი ქმარ-შვილთან ერთად იმყოფებოდა.

„დღეს სიკვდილს ჩავხედე თვალებში ჩემი ერთი წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად, მესამე მიკროს 11 კორპუსის მე-4 სადარბაზოში მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა და შახტში ჩავარდა, გული თუ არ გაგვისკდებოდა არ მეგონა. ჩემი წივილი ყველას ესმოდა, არ ვიცი ლიფტში კიდევ როდის შევალ და ამ შიშს როდის გადავლახავ. სანამ ვინმეს იმსხვერპლებს, იქნებ მოგვიგვაროთ ეს პრობლემა. არ ვიცი კომენტარს რამდენად მიაქცევენ ყურადღებას და აქაც დავდე“, – წერს მოქალაქე გლდანის ფეისბუკ ჯგუფში.

 

საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ როდესაც მიდის ხელისუფლება, ხალხი ბრაზდება – ხატია დეკანოიძე

ნებისმიერი აქცია, მანიფესტაცია, ადამიანების უფლებების დაცვის კონტექსტში პოლიციის მხრიდან არაძალადობრივი უნდა იყოს. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ როდესაც მიდის ხელისუფლება, ხალხი ბრაზდება. ეს არის რეალური მოცემულობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ყველაფერი ეხება ევროატლანტიკურ მომავალს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ხატია დეკანოიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ შეაფასებდა გივი თარგამაძის იმ განცხადებას, სადაც თარგამაძე აცხადებს: „მარტის პროტესტის დროს ამბობდნენ, პოლიციის მანქანა როგორ დაწვესო, იმ დღეებში ნახევარი პარიზი გადაწვეს პენსიების გამო, ამაში არაფერია საშინელი, მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს“.

დეკანოიძის თქმით, მრავლად იყო არაძალადობრივი აქციები, როდესაც ადამიანები მშვიდობიანად იდგნენ და პოლიცია მაინც იყენებდა ძალას.

„ძალალდობრივი ცალკეული, ლოკალური შემთხვევა როცა არის, მე, როგორც პროფესიონალს, შემიძლია გიპასუხოთ, ამ ლოკალური შემთხვევის ლოკალიზება შეუძლია პოლიციას და არა – განზოგადება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დკანოიძე ამბობს, რომ „ყველაზე რადიკალური ახლა არის „ოცნება“, რომელიც ასე დაჟინებით მიათრევს ქვეყანას რუსეთისკენ“.

„რადიკალიზმი, რომელიც რეალურად არის საქართველოს მოქალაქეებისგან რადიკალურად დაპირისპირებული პოზიცია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის წევრებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა

ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კონკრეტული საკითხები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრთან ხალიდ ალფაილთან და ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრთან ფაისალ ფადილ ალ-იბრაჰიმთან შეხვედრაზე.

ხაზი გაესვა გასულ წელს საუდის არაბეთის სამეფოში ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ ვიზიტს. როგორც საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის წევრებმა აღნიშნეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის, პრემიერ-მინისტრის, მისი სამეფო უდიდებულესობა პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდთან შეხვედრის შემდეგ, მათთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს საქართველოში ინვესტირება. მათი თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით ბოლო დროს მიღწეული პროგრესის გამო, საუდის არაბეთის სამეფოსთვის საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების მქონე ქვეყანაა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობა აქვს.

მხარეები მიმდინარე წელს თბილისში ორი ქვეყნის ბიზნესფორუმის ჩატარების თობაზე შეთანხმდნენ.

ასევე, გამოითქვა მზადყოფნა, რომ საუდის არაბეთის სამეფოს ენერგეტიკის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სამინისტროების თანამშრომლებისგან შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლის.

“ეს ორი სუვერენული სახელმწიფოს საქმეა, რა შუაშია აქ აშშ?” – ზახაროვა ფრენების აღდგენაზე

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ თვლის ვაშინგტონი, რომ ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმებებზე კომენტარს უნდა აკეთებდეს. ამის შესახებ ზახაროვამ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ აშშ-ის პოზიციის შეფასებისას განაცხადა.

„ამას არ შეიძლება მიეცეს სხვა კვალიფიკაცია, გარდა სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევისა. ეს იმ ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლაა, რომლებიც არა მხოლოდ გეოგრაფიული თვალსაზრისით არიან მეზობლები – ჩვენ ძალიან ბევრი გვაკავშირებს ისტორიულ კონტექსტში. რა შუაშია აქ აშშ, საერთოდ გაუგებარია“, – აცხადებს ზახაროვა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ შტატებმა სანქციები დაუწესოს კონკრეტულ ავიაკომპანიებს, თუ ისინი სანქცირებულ რუსულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის შემდეგ, მოსკოვიდან თბილისში პირველი პირდაპირი რეისი 19 მაისს განხორციელდა.