Home Blog Page 1941

5 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო”5 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, 6 ნოემბრამდე კი კვლავ თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

“ქ. თბილისში ღამის საათებში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):  6 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 6 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 6 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 6 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა იწვიმოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება,”- ნათქვამია “გარემოს ეროვნული სააგენტოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

,,ჰამასი“თავისი დაჭრილი მებრძოლების ეგვიპტეში გადაყვანას ცდილობდა”- The New York Times

ღაზის სექტორისა და ეგვიპტის საზღვართან მდებარე რაფაჰის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება გარკვეული დროით შეზღუდული იყო. როგორც The New York Times-ი წერს, ამის მიზეზი ის გახდა, რომ „ჰამასი“ შეეცადა თავისი დაჭრილი მებრძოლები ანკლავიდან გაეყვანა. გაზეთს ამის შესახებ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განუცხადა.

მისი თქმით, დაჯგუფებამ ისრაელს, აშშ-სა და ეგვიპტეს, ლტოლვილებთან და უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ევაკუაციისთვის, დაჭრილი პალესტინელების სია არაერთხელ წარუდგინა, თუმცა შემოწმებამ აჩვენა, რომ „ჰამასის“ სიიდან ბევრი ადამიანი ტერორისტია.

,,ჯერ მიხეილ სააკაშვილი იმაში უნდა გაერკვეს, თავის პარტიაში რა როლი აქვს”- ჩიქოვანი

დღეს მიხეილ სააკაშვილი იმაში უნდა გაერკვეს, თავის პარტიაში რა როლი აქვს, ამის შემდეგ შეიძლება საუბარი ქართულ პოლიტიკაში მის როლზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც მარტივად თმობს საკუთარი სახელმწიფოს მოქალაქეობას, პოლიტიკური ცხოვრებისა და აქტივობის დიდი მორალური საფუძვლები არ უნდა გააჩნდეს“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის მცდელობა, ჩამოირეცხონ ის სირცხვილი, რომელიც თავიანთი მმართველობის პერიოდში დააგროვეს.

„ჩვენ დღეს ცხადად ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ვანო მერაბიშვილი მართავს, ფინანსდება დავით კეზერაშვილის კრიმინალური ფულით. ვინ სად გარბის, რას იძახის და რას ლაპარაკობს არავინ იცის“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

პატიმარი სააკაშვილის განცხადება, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, ახალმა სახეებმა უნდა მიიღონ, განხილვის თემაა ოპოზიციაში. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პარტიას განახლება მართლაც ჭირდება. ნაწილისთვის, კი სააკაშვილის ეს განცხადება, არაფერს ცვლის.

5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გაიზრდება თქვენი ფიზიკური და ემოციური აქტიურობა, ამის მეშვეობით კი შესაძლოა, ბევრ საქმეს გაართვათ თავი. ნუ ეცდებით, ყველა და ყველაფერი აკონტროლოთ, რადგან ამით ბევრ უსიამოვნებას გადააწყდებით. ოჯახის წევრებთან მეტი მზრუნველობა გამოიჩინეთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა კი გაცილებით გაუმჯობესდება, თუ მის წინაშე გულახდილი იქნებით და თქვენს გეგმებსაც მეტად გაანდობთ.

კურო

ამ დღეს წარმატება მხოლოდ თქვენს უნარებზე იქნება დამოკიდებული. მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კარგი იქნება, თუ მოახერხებთ რამდენიმე სფეროში ერთდროულად მუშაობას. ახალი საქმიანი კავშირების დამყარება თქვენს საქმეებს სასიკეთოდ წაადგება. მარტოხელა კუროებს ახალი სასიყვარულო კავშირის დაიწყება და სწრაფად განვითარება ელით.

ტყუპები

ეცადეთ, ცოდნა გაიღრმაოთ და საჭირო ინფორმაცია მიიღოთ. ნუ გაგიცრუვდებათ იმედი, თუ საქმეებში წინსვლა ან შემოსავალი დროებით დააგვიანებს. საყვარელი ადამიანის და ახლო ნათესავების დახმარებით, არ არის გამორიცხული, ახალ საქმეზე დაიწყოთ ფიქრი. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, რადგან ეს მომავალში მოგებას მოგიტანთ. პირად ურთიერთობაში კი მეტად თავდაჯერებული იყავით.

კირჩხიბი

გარემოებების მეშვეობით უკეთ შეიცნობთ საკუთარ შესაძლებლობებს, რაც რთულ სიტუაციებში მანევრირებას გაგიადვილებთ. აქტიურად მიიღეთ მონაწილეობა საზოგადოებრივ და ჯგუფურ პროექტებში – ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენასაც ბრწყინვალედ შეძლებთ და შემოსავალიც გაიზრდება. ახალი ნივთების შეძენა და მოგზაურობა სჯობს, რამდენიმე დღით გადადოთ. საყვარელ ადამიანს კი მეტი გულისყურით მოეპყარით.

ლომი

იზრდება თქვენი შრომისუნარიანობა. კარგი იქნება, თუ ნებისმიერ საკითხს შემოქმედებითად მიუდგებით. ახალი გეგმები და პროექტები სრულიად დაიკავებს თქვენს გონებას. ასეთი პროექტები ჯგუფურად მუშაობას მოითხოვს. შესაძლოა, მოგიწიოთ ბევრ ხალხთან ურთიერთობა, ამიტომ დროულად იზრუნეთ გარეგნულ იმიჯზე.

ქალწული

თქვენი შრომისმოყვარეობა და კეთილსინდისიერება ხელმძღვანელ პირთა დიდ სიმპათიას იმსახურებს, თუმცა ნებისმიერ სფეროში ერიდეთ ფანატიზმსა და წვრილმანებზე ყურადღების გამახვილებას. დღეს სასიკეთო შედეგს გამოიღებს ფიზიკური ვარჯიში. თუ უცხოელებთან საქმიან ურთიერთობას გეგმავთ, ის მოგებნიანი იქნება. საყვარელ ადამიანთან ყველაფერი იდეალურად იქნება.

სასწორი

დაღლილობის მიუხედავად, ეცადეთ, გარშემომყოფთა მიმართ თბილი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება შეინარჩუნოთ, რადგან მცირე კონფლიქტიც კი ემოციურად ძალიან დაგაზარალებთ და წყობიდან გამოგიყვანთ, ეს კი თქვენ ირგვლივ ყველაზე იმოქმედებს უარყოფითად. ამ დღეს საუკეთესო რელაქსი იქნება მსუბუქი ვარჯიში ან წყლის პროცედურები (ცურვა ან წყლის აერობიკა).

მორიელი

დღეს მოერიდეთ ბევრ ხალხთან ურთიერთობას და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ამ პერიოდში ჩატარებული მკურნალობა კარგ შედეგებს გამოიღებს. პირად ურთიერთობაში მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ, რათა არ აეჭვიანოთ პარტნიორი. თუ არ გსურთ ოჯახში კონფლიქტი, მოგიწევთ, მაქსიმალურად მომთმენი იყოთ. არახელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და ახალი საქმეების დასაწყებად.

მშვილდოსანი

ყაირათაიანად ხარჯეთ ფული და ეცადეთ, არ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები, რათა ვალების აღება არ მოგიწიოთ. ნუ ენდობით ინფორმაციას, სანამ არ გადაამოწმებთ. თქვენ გარშემო მოვლენები სწრაფად განვითარდება, ამიტომ ხშირად დაისვენეთ და ეცადეთ, არ გადაიღალოთ, რათა ავად არ გახდეთ. უცხოეთიდან მიღებული ინფორმაცია კი მოგებიანიც იქნება და დამაინტრიგებელიც.

თხის რქა

მდგრადი ჯანმრთელობა და კარგი განწყობა დაგეხმარებათ ახალი კავშირების დამყარებასა და თქვენი იდეების განხორციელებაში. მეგობრებისთვის დახმარების ხელის გამართვა არამარტო თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს, არამედ პროფესიონალურ სფეროშიც გაგწევთ წინ. მარტოხელა თხის რქებს პირად ცხოვრებაში ცვლილებები ელით, თუმცა იყავით ფრთხილად და წინდახედულად.

მერწყული

დღეს მაქსიმალურად მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. ფული ზედმეტად არ დახარჯოთ და ყურადღება მიაქციეთ ხარჯებს, რათა შემდეგ ვალის აღება არ მოგიწიოთ. სამსახურში პრობლემების აღმოჩენისას აუცილებლად მიმართეთ გამოცდილ ადამიანებს. გაუმჯობესდება პირადი ურთიერთობა. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს.

თევზები

ყურადღებით გადაამოწმეთ ამ დღეებში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, რათა შეცდომები არ დაუშვათ. სირთულეებს ადვილად გაართმევთ თავს და თქვენი თავდაჯერებულობა ერთიორად გაიზრდება. ამ პერიოდში ხანმოკლე მოგზაურობა განსაკუთებულად დასამახსოვრებელი იქნება.

თურქეთი ისრაელიდან ელჩს გაიწვევს

თურქეთი აცხადებს, რომ იწვევს თავის ელჩს ისრაელიდან კონსულტაციებისთვის იმის გამო, რომ ისრაელმა უარი თქვა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე.

 

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საკირ ოზქან ტორუნლარი გაიწვიეს „ღაზაში განვითარებული ჰუმანიტარული ტრაგედიის გამო, რომელიც გამოწვეული იყო ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებითა და ცეცხლის შეწყვეტაზე ისრაელის უარით“.

 

ისრაელი აცხადებს, რომ აპირებს ომის გაგრძელებას, ვიდრე არ გაანადგურებს „ჰამასის“ ძალაუფლებას ღაზაში. ასევე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ცეცხლი არ შეწყდება, ვიდრე ღაზაში მყოფი 240-ზე მეტი მძევალი არ გათავისუფლდება.

,,ისრაელში ზელენსკის ვიზიტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა” – The Times of Israel

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნამდვილად გეგმავდა მომავალ კვირას ისრაელში ჩასვლას, მაგრამ Channel 12-ის მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ზელენსკის ვიზიტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამის შესახებ The Times of Israel-ს უკრაინელმა დიპლომატმა განუცხადა.

„მას {ზელენსკის} სურდა ვიზიტი გამხდარიყო საჯარო მაშინ, როდესაც ფეხს ისრაელის მიწაზე დადგამდა. ის ძალიან იმედგაცრუებულია“, – ამბობს უკრაინელი დიპლომატი.

„2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ არც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩასულა კიევში და ზელენსკი ისრაელში. ზელენსკის და ნეთანიაჰუს ერთმანეთს, ნიუ-იორკში შეხვდნენ ერთმანეთს“, – წერს ისრაელის მედია.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სინოდის განჩინებაში ნათლობის წესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სინოდის განჩინებაში ნათლობის წესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ „მიმდინარე წლის 2 ნოემბრის სინოდის განჩინებაში არ იგულისხმება უკუქმედება ანუ აქამდე შესრულებულ ნათლობაში მონაწილეთა მიმართ რაიმე ცვლილება არ იგულისხმება“.

ამასთან, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნათლობასთან დაკავშირებულ ძველ წესსაც აქვეყნებს.

ინფორმაციისთვის, სინოდის განჩინების თანახმად, ნათლია უნდა იყოს ერთი, დასაშვებია ორიც, სამამდე გაზრდა ნებადართულია პატრიარქის ნათლიად დადგომის შემთხვევაში.

სინოდის სხდომა ილია II-ს თავმჯდომარეობით გაიმართა. სხდომა კათოლიკოს-პატრიარქმა გახსნა და მისმა მოსაყდრემ, ეპისკოპოსმა შიო მუჯირმა წარმართა.

ესპანეთში ქარიშხალმა ტყის ხანძარი გამოიწვია

აღმოსავლეთ ესპანეთში ქარიშხლის შედეგად გამოწვეულმა ხანძარმა ტყის დიდი მასშტაბი გაანადგურა. ესპანეთის 4 ქალაქიდან ევაკუირებულია 850 ადამიანი. ამის შესახებ AP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

დაახლოებით 200 მეხანძრე და ჯარისკაცი არმიის საგანგებო რეაგირების განყოფილებიდან ხანძრის ჩასაქრობად იყო მობილიზებული.

ვალენსიის რეგიონალური მთავრობა აცხადებს, რომ ტყის ხანძრის ლოკალიზების პროცესში ჩართული იქნება ხუთი სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

რეგიონის ხელმძღვანელმა კარლოს მეისონმა მოსახლეობას მოუწოდა, თავი აარიდონ მოგზაურობას და ტყეებში აქტივობებს.

მეისონის თქმით, მთიან და ტყიან ადგილებში ხანძრის გავრცელება ძირითადად ქარის გამო ხდება.

ბერლინში პალესტინის მხარდამჭერი აქცია იმართება

ბერლინში პალესტინის მხარდამჭერი აქცია იმართება. ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელი” ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დაახლოებით 6 000 დემონსტრანტი შეიკრიბა ბერლინის ქუჩებში და ითხოვს ღაზის სექტორში ისრაელის დარტყმების შეწყვეტას.
ჟურნალისტების ცნობით, აქციის მონაწილეები გამოდიან ლოზუნგებით – „გადავარჩინოთ ღაზა“ და „შეაჩერე გენოციდი“.

დემონსტრაციაზე დაახლოებით 1 000 პოლიციელი მორიგეობს, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო შეტაკებები. პოლიციამ აკრძალა ნებისმიერი სახის საჯარო ან წერილობითი განცხადება, რომელიც არის ანტისემიტური ან ძალადობის მხარდამჭერი.

როგორც მედია წერს, პალესტინელების მხარდასაჭერად რამდენიმე ათასი მომიტინგე დასავლეთ გერმანიის ქალაქ დუსელდორფშიც შეიკრიბა.

,,მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად აუცილებელია ზომების მიღება”- ბლინკენი

არც ერთი ქვეყანა არ შეეგუება მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტს, რომელმაც შემდეგი კითხვა დასვა: „რას მიაღწია ისრაელმა თავისი ოპერაციით, გარდა იმისა, რომ დაახლოებით 10 000 ადამიანი მოკლა?“.

ამასთან, ენტონი ბლინკენის თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად აუცილებელია ზომების მიღება და აღნიშნა, რომ ისრაელის ხელისუფლებასთან საუბრისას, ხაზი გაესვა იმ ნაბიჯებს, რომლებიც მათ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების შესამცირებლად უნდა გადადგან.

,,ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინამ შესანიშნავ შედეგს მიაღწია”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინამ შესანიშნავ შედეგს მიაღწია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უნდა ვთქვა, რომ შესანიშნავს პროგრესს მიაღწიეთ. მომავალ კვირას ამას დავადასტურებთ, როდესაც ევროკომისია გაფართოების შესახებ თავის ანგარიშს წარადგენს,” – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ რეფორმებმა, რომლებსაც უკრაინა შუაგულ ომში ატარებს.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკუთარი არსებობისთვის იბრძვით და ამავდროულად, ღრმა რეფორმებს ატარებთ საკუთარ ქვეყანაში. სასამართლო სისტემის რეფორმას ახდენთ, ოლიგარქების გავლენას ებრძვით, ფულის გათეთრებას ებრძვით…

ვიცი, რომ გამორჩეული რეფორმების დასრულების პროცესში იმყოფებით. თუ ეს მოხდება, ამაში დარწმუნებული ვარ, მაშინ გაწევრიანების პროცესის შემდგომ ეტაპზე გადასვლის უკრაინული ამბიციური მიზანი მიღწეული იქნება,” – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

,,რუსეთთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ზეწოლას არავინ ახორციელებს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირიდან და აშშ-დან უკრაინაზე რუსეთთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ზეწოლას არავინ ახორციელებს. ამის შესახებ მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების არც ერთი ლიდერი არ ახორციელებს ჩემზე ზეწოლას {რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვაზე} ჩვენ რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ რუსეთთან, ეს არ მოხდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

NBC News იტყობინება, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა უკრაინასთან დაიწყეს მსჯელობა რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობის შესახებ.

ტელეკომპანიის ცნობით, ამ დისკუსიებში, კერძოდ, ისაუბრეს იმაზე, თუ რაზე შეიძლება უარი თქვას უკრაინამ შეთანხმებების მისაღწევად.