ესპანეთში ქარიშხალმა ტყის ხანძარი გამოიწვია

88
spot_img

აღმოსავლეთ ესპანეთში ქარიშხლის შედეგად გამოწვეულმა ხანძარმა ტყის დიდი მასშტაბი გაანადგურა. ესპანეთის 4 ქალაქიდან ევაკუირებულია 850 ადამიანი. ამის შესახებ AP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

დაახლოებით 200 მეხანძრე და ჯარისკაცი არმიის საგანგებო რეაგირების განყოფილებიდან ხანძრის ჩასაქრობად იყო მობილიზებული.

ვალენსიის რეგიონალური მთავრობა აცხადებს, რომ ტყის ხანძრის ლოკალიზების პროცესში ჩართული იქნება ხუთი სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

რეგიონის ხელმძღვანელმა კარლოს მეისონმა მოსახლეობას მოუწოდა, თავი აარიდონ მოგზაურობას და ტყეებში აქტივობებს.

მეისონის თქმით, მთიან და ტყიან ადგილებში ხანძრის გავრცელება ძირითადად ქარის გამო ხდება.