თურქეთი ისრაელიდან ელჩს გაიწვევს

112
spot_img

თურქეთი აცხადებს, რომ იწვევს თავის ელჩს ისრაელიდან კონსულტაციებისთვის იმის გამო, რომ ისრაელმა უარი თქვა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე.

 

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საკირ ოზქან ტორუნლარი გაიწვიეს „ღაზაში განვითარებული ჰუმანიტარული ტრაგედიის გამო, რომელიც გამოწვეული იყო ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებითა და ცეცხლის შეწყვეტაზე ისრაელის უარით“.

 

ისრაელი აცხადებს, რომ აპირებს ომის გაგრძელებას, ვიდრე არ გაანადგურებს „ჰამასის“ ძალაუფლებას ღაზაში. ასევე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ცეცხლი არ შეწყდება, ვიდრე ღაზაში მყოფი 240-ზე მეტი მძევალი არ გათავისუფლდება.