დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სინოდის განჩინებაში ნათლობის წესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

103
spot_img

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სინოდის განჩინებაში ნათლობის წესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ „მიმდინარე წლის 2 ნოემბრის სინოდის განჩინებაში არ იგულისხმება უკუქმედება ანუ აქამდე შესრულებულ ნათლობაში მონაწილეთა მიმართ რაიმე ცვლილება არ იგულისხმება“.

ამასთან, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნათლობასთან დაკავშირებულ ძველ წესსაც აქვეყნებს.

ინფორმაციისთვის, სინოდის განჩინების თანახმად, ნათლია უნდა იყოს ერთი, დასაშვებია ორიც, სამამდე გაზრდა ნებადართულია პატრიარქის ნათლიად დადგომის შემთხვევაში.

სინოდის სხდომა ილია II-ს თავმჯდომარეობით გაიმართა. სხდომა კათოლიკოს-პატრიარქმა გახსნა და მისმა მოსაყდრემ, ეპისკოპოსმა შიო მუჯირმა წარმართა.