Home Blog Page 1940

“ნატო საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია” – ხავიერ კოლომინა

პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საგანგებო წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტისა და გამართული შეხვედრების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან კარგი მოლაპარაკებები მქონდა საქართველოში სალომე ზურაბიშვილთან, შალვა პაპუაშვილთან, ილია დარჩიაშვილთან, თავდაცვის სამინისტროსა და ოპოზიციასთან. განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, ვილნიუსის სამიტი, ძალისხმევის გაორმაგების საჭიროებაზე რეფორმების, დემოკრატიული სტანდარტებისა და  უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების კუთხით. ნატო საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია“, – წერს კოლომინა „ტვიტერში“.

“50 წელიწადი ველოდი თავის უფლებას!” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგოა ხაინდრავა twitter-ში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

„დღეს ამაღლებაა! გილოცავთ უფლის დღეს სასწაულს! ხვალ, 26 მაისი ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე! გილოცავთ! გაიხარეთ! 50 წელიწადი ველოდი თავის უფლებას! ჩვენს უფლებას! ვიცხოვროთ მამა-პაპათა წესით და არჩევანით, რომელიც ჩვენ გვწადია და არა ბატონებს! მოვესწარი! მადლობა უფალო! დიდება!, – წერს გოგა ხაინდრავა.

“უკრაინელებმა რუსების გაშვებული 36-ვე დრონი გაანადგურეს” – ომის 456-ე დღე

რუსეთ – უკრაინის ომის 456-ე დღე

საომარი მოქმედებების ეპიცენტრში კვლავ ქალაქები – ბახმუტი და მარინკა – რჩებიან. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა, გასულ დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 26 შეტევა მოიგერიეს.

“მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტი, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე – მოხდა 26 სამხედრო შეტაკება. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ბახმუტი და მარინკა რჩებიან“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 53-ჯერ გახსნეს, რის შედეგადაც დაზარალდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, განადგურდა და დაზიანდა კერძო სახლები და სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, მოწინააღმეგის მოქმედებების საპასუხოს, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 24 საათის განმავლობაში 15 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს.

„ასევე, გასული დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს მტრის Ka-52 ვერტმფრენი, Shahed-ის ტიპის 4 უპილოტო საფრენი აპარატი და Zala-ს ტიპის ერთი სადაზვერვო დრონი. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი მტრის 3 სამეთაურო პუნქტს, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 4 უბანს, საბრძოლო მასალის საცავსა და 2 საარტილერიო დანადგარს დაარტყეს, ასევე მტრის კიდევ 3 მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კი, რუსების მიერ წუხანდელი შეტევის დროს გაშვებული Shahed-136/131 ტიპის 36-ვე დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დრონები ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებიდან იყო გაშვებული.

„ერთობლივი ძალისხმევით 36-ვე „შაჰიდი“ განადგურდა!“ – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უწყების განმარტებით, თავდასხმის მიზანი, სავარაუდოდ, ქვეყნის დასავლეთ ოლქებში კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ობიექტების განადგურება იყო.

შეგახსენებთ, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის რამდენიმე ოლქში, რუსების მხრიდან დრონებით თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა.

“მნიშვნელოვანია, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ ყველას გვწამს”

ვფიქრობ, რომ საქართველო არის ქცევის მოდელის ნაწილი, რადგან რუსეთის აგრესიული ქმედებები მეზობლების წინააღმდეგ არ დაწყებულა 2014 წელს უკრაინაში ომით, ის 2008 წელს საქართველოში შეჭრით დაიწყო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში „გერმანიის მარშალის ფონდის“ მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა.

„ასე რომ, ეს ქცევის მოდელი მკაფიო შეხსენებაა, რომ ეს მხოლოდ უკრაინაში ამ ომს არ ეხება, რომ ცივი ომის შემდეგ რუსეთთან უკეთესი, უფრო მეგობრული ურთიერთობების აწყობის მცდელობები ჩავარდა რუსეთის აგრესიული ქცევის გამო. მათ გავლენის სფეროების ხელახლა დამყარება სურდათ, რათა მეზობლები ეკონტროლებინათ. და, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის სამყარო, რომელშიც ჩვენ გვსურს ცხოვრება, რადგან ეს ნიშნავს, რომ ნატო-ს მრავალ მეზობელს, პოსტსაბჭოურ რესპუბლიკებს არ ექნებათ დამოუკიდებლობა, რაც, ჩვენი რწმენით, ყველა ქვეყანას უნდა გააჩნდეს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოსთან რეფორმების გატარების, პრაქტიკული, პოლიტიკური თანამშრომლობის კუთხით.

„რა თქმა უნდა, ომის შემდეგ ვნახეთ, რომ ქვეყნები, რომელთაც ხშირად „შუაში“ მყოფ ქვეყნებს ვუწოდებ, რაც, ჩემი აზრით, საუკეთესო გამოთქმა არ არის, უბრალოდ, ეს ქვეყნები არ არიან ნატოელი მოკავშირეები, თუმცა ცდილობენ, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის ზეწოლას. ასეთი ქვეყნები მოწყვლადები არიან. ასე რომ, მადრიდის სამიტზე გადავწყვიტეთ, გაგვეძლიერებინა ის, რასაც ამ ქვეყნებისთვის ვაკეთებთ, და საქართველო ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია. ვფიქრობ, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ, ყველას, გვწამს და, რა თქმა უნდა, ველით, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას და ორგანიზებას არ გაუადვილებენ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

“ვის სჯერა ამ მართლა ქოსატყუილების”- ნინო ფოჩხუა

ვის სჯერა ამ მართლა ქოსატყუილების ან ამ ნაძირალებს რა უფლება აქვთ საერთოდ ახსენონ 26 მაისი და საქართველოს დამოუკიდებლობა, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოპოზიციის ნაწილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მაისის სადღესასწაულო დეკორაციებში ევროკავშირის დროშის არარსებობა ქვეყნის კურსის ცვლილებაზე მიუთითებს.

მისი თქმით, ადამიანებს, რომლებმაც 2011 წლის 26 მაისი მოაწყვეს ან არ გაუპროტესტებიათ იმდროინდელი მოვლენები, არ აქვთ უფლება დროშების შესახებ ისაუბრონ. ექსპერტი აღნიშნავს იმასაც, რომ “ერთ საათიან ტყუილს” მთავრობის ადმინისტრაციამ უკვე პასუხი გასცა.

„ისევ ერთ საათიანი ტყუილი. ვის სჯერა ამ მართლა ქოსატყუილების ან ამ ნაძირალებს რა უფლება აქვთ საერთოდ ახსენონ 26 მაისი და საქართველოს დამოუკიდებლობა. დააკვირდით, როგორ აღიზიანებთ ქართული, ეროვნული სიმბოლიკა.
რომელ დამოუკიდებლობაზე გველაპარაკებიან, მაშინ როცა თავისი გურუ, უფროსი ბოსების ბრძანებების მონური შემსრულებელი, ქვეყნის საწინააღმდეგო დავალებისაც კი თვალდახუჭული ასრულებდა და დამოუკიდებლობა ახლო მომავალშიც არ ჩანდა?
ან მათ მიერ გამართული სამარცხვინო 26 მაისი, ევროპის დროშებით მოფენილი და სისხლის გუბეებზე ჩატარებული აღლუმი. ამ სისხლზე მორბენალი ზუსტად ეს ადამიანები, რომლებიც ახლა აპროტესტებენ ევროპის დროშების არ ქონას წლევანდელ აღლუმზე, მაშინ სად იყვნენ, როცა ნიკა კვინტაძის და სულიკო ასათიანის ცხედრები ჯერ კიდევ მაღაზიის სახურავზე იყო შემოდებული?
უკვე გაუსაძლისია ამ ყველაფრის ატანა. გასცა პასუხი მთავრობის ადმინისტრაციამ, აქაც ჩაისვარეს.
საქართველოს გზა და მომავალი ევროპისკენაა და რაც არ უნდა უკადრებელი იკადრონ, ვერაფერს შეცვლიან.
დიახ, ზუსტად ამ ხელისუფლების პირობებში მოხდება ეს, თან ღირსეულად და არ მათსავით ცალ ფეხზე“, – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

დღეს ამაღლებაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს.

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღსრულდება. ამაღლება აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღინიშნება.

როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.

იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო. აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ. აქ მათ მაცხოვარი გამოეცხადათ, რომელმაც შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, არ გაშორებოდნენ იერუსალიმს. საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ გამოიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა. შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად მოსილნი რომელთაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქ. მოც. 1, 11), მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის მომლოდინენი, განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს. მაცხოვრის ამაღლების მნიშვნელობა რამდენიმე კუთხით შეიძლება განვიხილოთ. პირველი – მოვლენის ონტოლოგიური მხარეა: ძე ღვთისამ მიიღო ადამიანური ბუნება, რომელიც ზეცად აამაღლა და საღმრთო დიდებას აზიარა. იოანე ოქროპირის თქმით, უფლის ამაღლებამ ადამიანი ანგელოზს მიამსგავსა, ადამიანი შეერთო უხორცოთა დასს, იგი მიწისთვისაც კი უღირსი – ზეცაში დამკვიდრდა.

კაცთა ბუნება, რომლისაგანაც ქერუბიმები სამოთხეს იცავნდნენ, თვით ქერუბინებზე აღმატებული გახდა. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებით მოხდა ცისა და მიწის შეერთება, ზეციურისა და მიწიერის შერიგება. ამაღლებით რეალურად განცხადდა ძველი აღთქმისეული წინასწარმეტყველება: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა“ (ფს. 46, 5); ამაღლების შემდგომ, პავლე მოციქულის თქმით, „ჩუენი მოქალაქეობაი ცათა შინ არს“ (ფილ. 3, 20). უფლის ამაღლებას აქვს ესქატოლოგიური მნიშვნელობაც, რადგან სწორედ ამაღლება იყო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დასასრული, ხოლო მისი მეორედ მოსვლა კაცობრიობის მიწიერი მყოფობის დასასრული იქნება. ამაღლებას ზნეობრივი მნიშნვნელობაც გააჩნია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ მიწას, არამედ ზეცასაც ვეკუთვნით, რომ ჩვენ ვეკუთვნით დროსაც და მარადისობასაც, მატერიასაც და სულსაც და მიწიერი ცხოვრების დროს ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ყოველივე მიწიერზე და მდაბალზე. სარწმუნოების სიმბოლოში (მრწამსში) ვკითხულობთ: „და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღვთისა და მამისა“. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ღმერთი ხომ დროისა და სივრცის მიღმიერია? როგორ უნდა გავიგოთ ეს ანთროპომორფისტული მეტაფორა? როდესაც იმპერატორი თანამმართველს ირჩევდა, ან მისი ვაჟი სრულწლოვანი ხდებოდა – მაშინ განსაკუთრებული რიტუალი – ინტრონიზაცია ტარდებოდა. სასახლის დარბაზში ორ ტახტს დგამდნენ. ერთზე ჯდებოდა იმპერატორი, მეორეზე, მარჯვენა მხარეს თანამმართველი. მარჯვნივ ჯდომა იმპერატორის მსგავს ღირსებასა და ძალაუფლებას ნიშნავდა. ამდენად, აღნიშნული სიტყვები მამა ღმერთისა და ძე ღმერთის თანაბარ ძალაუფლებაზე მიუთითებს. ეს სახე-სიმბოლო კიდევ უფრო წარმოაჩენს ამაღლების აქსიოლოგიურ მნიშვნელობას: ღმერთკაცის სახით მთელ კაცობრიობას დაუსრულებელი სულიერი აღმასვლის შესაძლებლობა მიეცა. ქრისტე გაშლილი, მაკურთხეველი ხელებით ამაღლდა ზეცად. ელეონის მთასთან მდგარი მოწაფეები პირველ ქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდნენ. სიყვარულითა და იმედით აღსავსე ეს ეპიზოდი არის ნიშანი და აღთქმა იმისა, რომ კურთხევა ღვთისა მუდამ ჰგიებს ეკლესიაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

25 მაისს ქუთაისში +31 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში იწვიმებს. დღისით +24 გრადუსია, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია უნალექო დღე.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც. დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ახალციხეში წვიმს, სადაც დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.

იწვიმებს ბორჯომშიც, დღისით +27, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +22 გრადუსია იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში +29 გრადუსია და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერს ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +18 გრადუსი და ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +18, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა თელავშიც, სადაც დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში ნალექიან დღეს ვარაუდობენ. დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +31 გრადუსი და მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში +33 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია წვიმა.

,უსამშობლოებს, რა თქმა უნდა, არ მოგწონთ სახელმწიფო დროშა”- თამთა მეგრელიშვილი

გასულ წელს, 26 მაისის სლოგანი გახლდათ – “ევროპისკენ” და პარლამენტთან საქართველოს დროშასთან ერთად ჩამოიკიდა ევროკავშირის დროშები. წელს ღონისძიების მთავარი სლოგანია “თავისუფლება”, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოს ფასადი და რუსთაველის გამზირი თავისუფლების მთავარი სიმბოლოს – ეროვნული დროშის და 26 მაისის თემატიკით გაფორმდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გაუგებარია, თუ რას აძლევს ამ თემაზე ქილიკი ოპოზიციის წარმომადგენლებს. „დამოუკიდებლობის დღეს ტრადიციულად დედაქალაქის მთავარი გამზირი და პარლამენტის შენობა თემატიკასთან შესაბამისი ატრიბუტიკით ფორმდება.

„გასულ წელს, 26 მაისის სლოგანი გახლდათ – “ევროპისკენ” და პარლამენტთან საქართველოს დროშასთან ერთად ჩამოიკიდა ევროკავშირის დროშები. წელს ღონისძიების მთავარი სლოგანია “თავისუფლება”, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოს ფასადი და რუსთაველის გამზირი თავისუფლების მთავარი სიმბოლოს – ეროვნული დროშის და 26 მაისის თემატიკით გაფორმდა. რას გაძლევთ ამ თემაზე ქილიკი?! უსამშობლოებს რა თქმა უნდა არ მოგწონთ სახელმწიფო დროშა, რა თქმა უნდა არ გეამაყებათ საქართველო ისტორიული ღირსებით, რა თქმა უნდა თქვენს ყურს ხვდება სახელმწიფო ჰიმნი, თქვენი მიზანია დედაქალაქის თავზე ბომბების წვიმა და სისხლში- ქუჩები. თქვენთვის სახელმწიფო ტერიტორიები ადვილი დასათმობია, თქვენ გაყიდეთ 2008 ში საქართველო ომამდე წაგებულ ომში! მოღალატეები ხართ და მოღალატეებად რჩებით უახლესი ისტორიის ფურცლებზე! მიმიფურთხებია თქვენთვის!!!“ – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

,,ყველა სიკეთე გვინდა იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას ჰქონდეს უკეთესი ყოფა ”- სარჯველაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე მედიასთან პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გაკეთებულ განცხადებას აფასებს. ,,ჩვენ გვინდა ზუსტად ის, რაც თქვა პრემიერ-მინისტრმა და სავსებით მართებულად თქვა. ყველა მთავარი, რამ თქვა – ყველა სიკეთე ჩვენ გვინდა იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას ჰქონდეს უკეთესი ყოფა. ჩვენი ქვეყნისთვის გვინდა ეს ყველაფერი. არ შეიძლება არცერთი საშუალება აგვერიოს არცერთ მიზანში და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად გვესმოდეს. ამიტომ, რაც არ უნდა კაზუისტიკური ინტერპრეტაცია ინტერპრეტაცია შემოგვთავაზოს დღეს, ოპოზიციამ, ფაქტია რომ ყველა თითოეული სიტყვა ნათქვამი პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო აბსოლუტური ჭეშმარიტება”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

,,ოცნება” იმიტომაა დღემდე ხელისუფლებაში, რომ საზოგადოება ოპოზიციაში ალტერნატივას ვერ ხედავს – მეგრელიშვილი

“გირჩის” წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” სწორედ იმიტომ ინარჩუნებს დღემდე ხელისუფლებას, რადგან საზოგადოება ოპოზიციაში ალტერნატივას ვერ ხედავს. მისი შეფასებით, ამ გაგებით, სწორედ ოპოზიცია არის “ქართული ოცნების” მთავარი მხარდამჭერი და დამცავი ძალა. “ერთადერთი, რაც ხელისუფლებას იცავს დღეს თავის პოზიციაზე, რომ რაღაც არეულობა არ ხდება და ა.შ. ჩემი აზრით, მთავარი, რასაც ვერ ხედავენ ის ადამიანები, ვისაც შეუძლია, რომ ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ მომენტში “ნახვამდის” უთხრას “ქართულ ოცნებას” ეს არის ის, რომ ეს ხალხი ვერ ხედავს ალტერნატივას ჩვენში. მე იმას ვგულისხმობ, რომ სინამდვილეში, ჩვენ ვართ “ქართული ოცნების” მთავარი მხარდამჭერი თუ ძალა, რომელიც მას იცავს ხალხისგან. ხალხისგან იმიტომ, რომ ჩვენ ამ ხალხს ვერ ავუხსენით, თუ რას ნიშნავს, აი, მაგალითად, “ქართული ოცნება” რომ არ იყოს, კოალიციურად ეს ხალხი საერთოდ უნარიანია თუ არა, რომ ერთად დასხდნენ, რამეზე ილაპარაკონ და რამე მოილაპარაკონ. კოალიცია ხომ იმას ნიშნავს, რომ რაღაც საერთო მაინც აქვთ ამ ადამიანებს და, მინიმუმ, შეუძლიათ ერთმანეთთან მშვიდად საუბარი. პრობლემა იმაშია ზუსტად, რომ ჩვენ, ჯერ-ჯერობით, ამ უნარს ვერ ვამჟღავნებთ, რაც, ფაქტობრივად, დიდი რისკის წინ გვაყენებს ყველას,”- აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

,, ერთადერთი, რაც ნამდვილად არ მოხდება 26 მაისს – ქალაქში არ დაიღვრება სისხლი”- ქართველიშვილი

ამ დღეს ქვეყანაში პრიორიტეტული არა უკრაინის, არამედ საქართველოს ეროვნული სახელმწიფო დროშა იქნება. ხოლო წლევანდელი დღესასწაულის ოფიციალური თემატიკა – თავისუფლებაა.”- წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც 26 მაისის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და განმარტავს, რატომ აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა საზეიმო გაფორმებაში.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ სანერვიულო არაფერია – სახალხო დღესასწაული ჩატარდება, რომელშიც დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ლაქიები მონაწილეობას არ მიიღებენ.

“გენმოდიფიცირებულ უსამშობლოთა ლაქიებს ვერც ერთი ჩვენი განმარტება ვერც დააკმაყოფილებს და ვერც გადაარწმუნებს – მათ უბრძანეს “რუსულ პარანოიას” გადაჰყვნენ ბოლომდე, ფსიქიატრიულ აშლილობამდე. მე არ ვაპირებ მათ ამაში ხელი შევუშალო. მათ მორიგ რუსულ ფობიაზე ყველაზე ვრცელი განმარტება იხილეთ ლინკში. დანარჩენზე სანერვიულო არაფერია – სახალხო დღესასწაული ჩატარდება, რომელშიც დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ლაქიები მონაწილეობას არ მიიღებენ. დამოუკიდებელი საქართველო, მათთვის, როგორც ეშმაზე, საცეცხლურის კმევის ეფექტის ტოლფასია. ერთადერთი, რაც ნამდვილად არ მოხდება 26 მაისს – ქალაქში არ დაიღვრება სისხლი, არავის სასიკვდილოდ არ გადაუვლის მანქანა და მეტროს თავზე არ დაალაგებენ “დენით” გარდაცვლილ ადამიანებს. და ერთიც – ამ დღეს ქვეყანაში პრიორიტეტული არა უკრაინის, არამედ საქართველოს ეროვნული სახელმწიფო დროშა იქნება. ხოლო წლევანდელი დღესასწაულის ოფიციალური თემატიკა – თავისუფლებაა. მათ შორის აგენტოკრატებისა და მათი ლაქიებისაგან.

„ეგ ქარიშხალი ჭიქაში, იმას შეასხით, ვისთვისაც ქართველ ხალხზე ძალადობა არაფერი იყო”- ქადაგიძე

„ეგ ქარიშხალი ჭიქაში, იმას შეასხით, ვისთვისაც ქართველ ხალხზე ძალადობა, ქართული დროშების ფონზე 2011 წელს არაფერი იყო,ხოლო ახლა ატრიბუტიკის თემატური ცვლილება ისტერიაა”- ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე საზოგადოებაში გამოთქმულ პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ დამოუკიდებლობის დღის გაფორმებაში წელს აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა, რაც მთავრობის კურსის ცვლილებას დაუკავშირეს.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, სიცხადისთვის, ყოველი წლის 26 მაისი თემატურად ფორმდება და თუ შარშან სლოგანი „ევროპისკენ“ იყო და შესაბამისად დროშაც ეკიდა, წელს სლოგანი „თავისაუფლებაა“ და ყველაზე ავთენტიკური სიმბოლოთი, ქართული დროშის ატრიბუტიკით გამოიხატება!

„ეს 26 მაისი კარგად გვახსოვს, ქართული დროშის ფონზე, სისხლში როგორ ჩაახშო რეჟიმმა პროტესტი და ასე მიულოცა სააკაშვილმა ხალხს დამოუკიდებლობის დღე… დღეს კი, ნაცმოძრაობა და მისი სატელიტები აპროტესტებენ-რატომ არ არის გამოფენილი ევროკავშირის დროშა პარლამენტთანო. სიცხადისათვის, ყოველი წლის 26 მაისი თემატურად ფორმდება და თუ შარშან სლოგანი „ევროპისკენ“ იყო და შესაბამისად დროშაც ეკიდა, წელს სლოგანი „თავისაუფლებაა“ და ყველაზე ავთენტიკური სიმბოლოთი, ქართული დროშის ატრიბუტიკით გამოიხატება! ასე რომ, ეგ ქარიშხალი ჭიქაში, იმას შეასხით, ვისთვისაც ქართველ ხალხზე ძალადობა, ქართული დროშების ფონზე 2011 წელს არაფერი იყო,ხოლო ახლა ატრიბუტიკის თემატური ცვლილება ისტერიაა..” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.