ამ დღეს ქვეყანაში პრიორიტეტული არა უკრაინის, არამედ საქართველოს ეროვნული სახელმწიფო დროშა იქნება. ხოლო წლევანდელი დღესასწაულის ოფიციალური თემატიკა – თავისუფლებაა.”- წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც 26 მაისის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და განმარტავს, რატომ აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა საზეიმო გაფორმებაში.
ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ სანერვიულო არაფერია – სახალხო დღესასწაული ჩატარდება, რომელშიც დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ლაქიები მონაწილეობას არ მიიღებენ.
“გენმოდიფიცირებულ უსამშობლოთა ლაქიებს ვერც ერთი ჩვენი განმარტება ვერც დააკმაყოფილებს და ვერც გადაარწმუნებს – მათ უბრძანეს “რუსულ პარანოიას” გადაჰყვნენ ბოლომდე, ფსიქიატრიულ აშლილობამდე. მე არ ვაპირებ მათ ამაში ხელი შევუშალო. მათ მორიგ რუსულ ფობიაზე ყველაზე ვრცელი განმარტება იხილეთ ლინკში. დანარჩენზე სანერვიულო არაფერია – სახალხო დღესასწაული ჩატარდება, რომელშიც დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ლაქიები მონაწილეობას არ მიიღებენ. დამოუკიდებელი საქართველო, მათთვის, როგორც ეშმაზე, საცეცხლურის კმევის ეფექტის ტოლფასია. ერთადერთი, რაც ნამდვილად არ მოხდება 26 მაისს – ქალაქში არ დაიღვრება სისხლი, არავის სასიკვდილოდ არ გადაუვლის მანქანა და მეტროს თავზე არ დაალაგებენ “დენით” გარდაცვლილ ადამიანებს. და ერთიც – ამ დღეს ქვეყანაში პრიორიტეტული არა უკრაინის, არამედ საქართველოს ეროვნული სახელმწიფო დროშა იქნება. ხოლო წლევანდელი დღესასწაულის ოფიციალური თემატიკა – თავისუფლებაა. მათ შორის აგენტოკრატებისა და მათი ლაქიებისაგან.