ოთხშაბათი, ივნისი 7, 2023
spot_img
Homeსიახლეებიპოლიტიკა"ნატო საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია" - ხავიერ კოლომინა

“ნატო საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია” – ხავიერ კოლომინა

spot_img

პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საგანგებო წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტისა და გამართული შეხვედრების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან კარგი მოლაპარაკებები მქონდა საქართველოში სალომე ზურაბიშვილთან, შალვა პაპუაშვილთან, ილია დარჩიაშვილთან, თავდაცვის სამინისტროსა და ოპოზიციასთან. განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, ვილნიუსის სამიტი, ძალისხმევის გაორმაგების საჭიროებაზე რეფორმების, დემოკრატიული სტანდარტებისა და  უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების კუთხით. ნატო საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია“, – წერს კოლომინა „ტვიტერში“.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები