,,ოცნება” იმიტომაა დღემდე ხელისუფლებაში, რომ საზოგადოება ოპოზიციაში ალტერნატივას ვერ ხედავს – მეგრელიშვილი

53
spot_img

“გირჩის” წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” სწორედ იმიტომ ინარჩუნებს დღემდე ხელისუფლებას, რადგან საზოგადოება ოპოზიციაში ალტერნატივას ვერ ხედავს. მისი შეფასებით, ამ გაგებით, სწორედ ოპოზიცია არის “ქართული ოცნების” მთავარი მხარდამჭერი და დამცავი ძალა. “ერთადერთი, რაც ხელისუფლებას იცავს დღეს თავის პოზიციაზე, რომ რაღაც არეულობა არ ხდება და ა.შ. ჩემი აზრით, მთავარი, რასაც ვერ ხედავენ ის ადამიანები, ვისაც შეუძლია, რომ ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ მომენტში “ნახვამდის” უთხრას “ქართულ ოცნებას” ეს არის ის, რომ ეს ხალხი ვერ ხედავს ალტერნატივას ჩვენში. მე იმას ვგულისხმობ, რომ სინამდვილეში, ჩვენ ვართ “ქართული ოცნების” მთავარი მხარდამჭერი თუ ძალა, რომელიც მას იცავს ხალხისგან. ხალხისგან იმიტომ, რომ ჩვენ ამ ხალხს ვერ ავუხსენით, თუ რას ნიშნავს, აი, მაგალითად, “ქართული ოცნება” რომ არ იყოს, კოალიციურად ეს ხალხი საერთოდ უნარიანია თუ არა, რომ ერთად დასხდნენ, რამეზე ილაპარაკონ და რამე მოილაპარაკონ. კოალიცია ხომ იმას ნიშნავს, რომ რაღაც საერთო მაინც აქვთ ამ ადამიანებს და, მინიმუმ, შეუძლიათ ერთმანეთთან მშვიდად საუბარი. პრობლემა იმაშია ზუსტად, რომ ჩვენ, ჯერ-ჯერობით, ამ უნარს ვერ ვამჟღავნებთ, რაც, ფაქტობრივად, დიდი რისკის წინ გვაყენებს ყველას,”- აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.