Home Blog Page 1940

ღაზაში გაერო-ს 88 თანამშრომელი დაიღუპა -გაერო

ღაზას სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს 88 თანამშრომელი დაიღუპა, რაც ერთი კონფლიქტის დროს დაფიქსირებული გაერო-ს ყველაზე დიდი დანაკარგია, – ამის შესახებ გაერო-ს ჰუმანიტარული სამსახურის ხელმძღვანელების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების ხელმომწერები ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდიან.

„ვიმეორებთ ჩვენს თხოვნას, რომ მხარეებმა პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას. ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მძევლად მყოფი ყველა მშვიდობიანი მოქალაქის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ. მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საავადმყოფოები, თავშესაფრები და სკოლები, დაცული უნდა იყოს. გვჭირდება ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. გავიდა 30 დღე. ყველაფერს საზღვარი აქვს. ეს ახლავე უნდა შეწყდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტს ხელს აწერენ : გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფიტსი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი, გაერო-ს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორი კეტრინ რასელი და სხვები.

ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა -ვოლოდიმირ ზელენსკი 128-ე ბრიგადის ჯარისკაცების დაღუპვაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ 128-ე სამთო თავდასხმის ბრიგადაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება, რის შედეგადაც ათობით უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

“ეს არის ტრაგედია, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. ტრაგედიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. მიმდინარეობს შესაბამისი გამოძიება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა მას მოახსენა ტრაგედიის ყველა გარემოების გასარკვევად მიღებული ზომების შესახებ.

ცნობისათვის, 3 ნოემბერს, ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ზარეჩნოეს მახლობლად, რუსები დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ უკრაინის შეიარაღებული ძალების 128-ე ბრიგადის ჯარისკაცებს „ისკანდერ-მ“ ტიპის რაკეტის დაესხნენ თავს. მედიის ინფორმაციით, ათობით უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა.

ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბლინკენი დღეს დილიდან შეხვედრებს გამართავს თურქ ოფიციალურ პირებთან ისრაელ-ჰამასის ომის განსახილველად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თურქეთში ჩასვლამდე ისრაელს, იორდანიას, დასავლეთ სანაპიროს, კვიპროსსა და ერაყსაც ეწვია და ოფიციალურ პირებს შეხვდა.

გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „ჰამასას“ „განმათავისუფლებელი ჯგუფი“ უწოდა და ისრაელი „ომის დანაშაულში“ დაადანაშაულა. საპასუხოდ ისრაელმა თურქეთიდან საკუტარი დიპლომატები გამოიწვია.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

6 ნოემბერს ქუთაისში +25 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. +23 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვციმებს მესტიაშიც, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით წვიმა და +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 12 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +23, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში წვიმაა მოსალოდნელი, სადაც დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში წვიმიანი დღე და +24 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება. უნალექო იქნება დღე ვომალოში, სადაც დღისით +13, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +24 იქნება გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +22 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. იწვიმებს.

ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით ერაყში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით ერაყს ეწვია.

ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, სახელმწიფო მდივანის და ერაყის პრემიერ-მინისტრ მუჰამედ შია ალ-სუდანის შეხვედრა ბაღდადში საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

როგორც ბლინკენმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ განუცხადა, მისი შეხვედრა ერაყის პრემიერ-მინისტრთან კარგი და პროდუქტიული იყო.

ბლინკენის თქმით, ერაყის პრემიერმა ნათლად აჩვენა, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების მიერ აშშ-ის სამხედროების წინააღმდეგ თავდასხმები სრულიად მიუღებელია.

როგორც მედია წერს, ენტონი ბლინკენი ასევე ეწვია აშშ-ის საელჩოს, სადაც მას მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რა საფრთხე ემუქრება აშშ-ის ობიექტებს.

6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ფინანსურ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, საფულეს არსებობა დაივიწყოთ, რადგან თუ გახსნით, შეიძლება უამრავი უხარისხო და უსარგებლო ნივთი შეიძინოთ. ყველაფრის მიუხედავად, დაწყებული საქმე აუცილებლად დაასრულეთ და უკან არ დაიხიოთ.

კურო

ძველი კავშირები მომავალში ძალიან გამოგადგებათ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობა არავისთან გაწყვიტოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს ძალიან უნდა იფრთხილოთ. ნუ გარისკავთ და საკუთარ ცხოვრებას რადიკალურად ნუ შეცვლით. ამან შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ.

ტყუპები

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა, თუმცა სასურველი შედეგის მიღება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. რაც უფრო იაქტიურებთ, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ გეგმების განხორციელება და მოგების მიღება შეძლოთ. თუმცა ნუ გარისკავთ, ეს დღე ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ წესები ზედმიწევნით უნდა დაიცვათ.

კირჩხიბი

კარგი იქნება, თუ ამ კვირის გეგმას ჩამოწერთ და ეტაპობრივად განხორციელებას შეუდგებით. ეს გადაწყვეტილების მიღებას და სწორ გზების არჩევას გაგიადვილებთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას – დღეს ის სწორ რჩევას მოგცემთ. სამწუხაროდ, შეიძლება ახლო მეგობარმა იმედები გაგიცრუოთ.

ლომი

გირჩევთ, ფინანსურ საკითხებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. უმჯობესია, რომ საშოპინგოდ გასვლა სამომავლოდ გადადოთ, რადგან ამ დღეს შეიძლება ისეთი ნივთები იყიდოთ, რომლებსაც არასოდეს გამოიყენებთ. საქმიანი ურთიერთობა არაფორმალურ გარემოში უფრო წარმატებული იქნება.

ქალწული

მეტი საუბარი, მეტი ურთიერთობა, შეხვედრები – ეს დღე დიდხანს დაგამახსოვრდებათ. შესაძლოა, სასიხარულო ამბავი გაიგოთ, რაც განწყობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ. ის, რაზედაც ბოლო დროს მუშაობდით, მალე ნაყოფს გამოიღებს. ეცადეთ, მეტი ტაქტი და თავაზიანობა გამოიჩინოთ, რათა უმნიშვნელო წყენის გამო ჩხუბში არ გაეხვიოთ.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს მეტისმეტად ნუ გაჯიუტდებით იმ საქმეში, სადაც სირთულეს წააწყდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევთ არასაიმედო დასკვნის გაკეთება ან უარის თქმა ზოგიერთ ურთიერთობაზე. გაითვალისწინეთ, რომ თუ გეგმების შეცვლა მოგიწევთ, ამისგან შეიძლება სარგებელი მიიღოთ.

მორიელი

აქტიური და მოვლენებით მდიდარი დღეა. გადაიღლებით, სამაგიეროდ, ასეთი აქტიურობა თქვენს კარიერულ ზრდაზე დადებითად აისახება. ყურადღებით უსმინეთ საუბრებს – შესაძლოა, თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ. შეწყვიტეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად პრობლემებს გიქმნიან და თქვენი ცხოვრება გაცილებით ლაღი და ბედნიერი გახდება.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეცდომების გამოსწორება ან წარსულიდან დაბრუნებულ ადამიანებთან ურთიერთობა დიდ დროს წაგართმევთ. შესაძლოა, ყოფილ პარტნიორებს ან კოლეგებს შეხვდეთ და მათგან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალი თანამოაზრე იპოვოთ და საინტერესო შეთავაზება მიიღოთ.

თხის რქა

სიახლეები, რომლებსაც დღეს შეიტყობთ, გეგმების შეცვლას გაიძულებთ. შესაძლოა, ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ – ამ მხრივ ვარსკვლავები სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებიან. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და სარისკო ინვესტიციებს. ნუ მოახდენთ თანამოსაუბრეზე ზეწოლას, ეცადეთ კომპრომისი მოძებნოთ.

მერწყული

მოემზადეთ ცვლილებებისთვის, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ნელ-ნელა დაიწყება. ახლობელი ადამიანის თანადგომა და გამოცდილება ახალ რეალობასთან შეგუებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, სანამ საბუთებს ხელს მოაწერთ, ყურადღებით წაიკითხოთ. ამ დღეს დებატებში ზეწოლის მოხდენას კომპრომისის პოვნა სჯობს.

თევზები

შანსი გექნებათ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ყურადღებით დააკვირდეთ გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ეცადეთ, სიტუაციის მიხედვით იმოქმედოთ. ჯობს მოსაწყენი, რუტინული სამუშაოს კეთება სამომავლოდ გადადოთ, რადგან დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გელით.

როდის ამოქმედდება სინოდის განჩინება ნათლობასთან დაკავშირებით

რას ითვალისწინებს წმინდა სინოდის გადაწყვეტილება, რომელიც ორ ნათლიაზე მეტს კრძალავს. ამ საკითხით „იმედის კვირა“ დაინტერესდა და კითხვებზე პასუხების მისაღებად დეკანოზ ლონგინოზ სუარიშვილს მიმართა. მან ნათლიის ისტორიულ როლსა და სინოდის გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

მან ასევე განმარტა როდის ამოქმედდება სინოდის განჩინება და ძალაში რჩება თუ არა იმ ადამიანების ნათლიების ფუნქცია, რომლებსაც 2-ზე მეტი ნათლია ჰყავთ.

„სინოდის წევრებისგან და პატრიარქისგანაც არის კურთხევა, რომ ვისაც უკვე ჩანიშნული ჰქონდა ნათლობა ან უკვე დაგეგმილი ჰქონდა სინოდის განჩინების შემდეგ უახლოეს მომავალში ნათლობები, გამონაკლისი არის დაშვებული. თუ შეზღუდავენ [ნათლიების რაოდენობას], კარგია. თუ არა, ეს გამონაკლისი დაშვებულია უახლოესი 1, მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში.

კითხვა გაჩნდა იმაზე, ვისაც უკვე ჰყავს მრავალი ნათლია – 5, 7 ან უფრო მეტი, დაკარგა თუ არა იმ ნათლიების ფუნქციამ ძალა. რა თქმა უნდა, ძალა არ დაუკარგია. ეს ყველაფერი ძალაშია. ეს ნორმა დანერგილი იქნება სინოდის განჩინების შემდეგ“, – განმარტა დეკანოზმა.

წმინდა სინოდის სხდომის განჩინებაში ნათქვამია, რომ ნათლია უნდა იყოს ერთი, დასაშვებია ორიც, სამამდე გაზრდა კი ნებადართულია პატრიარქის ნათლიად დადგომის შემთხვევაში.

,,კანდიდატის სტატუსის თემა გახდა პოლიტიკური სპექტრის კიდევ უფრო გახლეჩის საფუძველი”- კობახიძე

[ზელენსკის მიერ კანდიდატის სტატუსზე განაცხადის] შემდეგ აქტუალური გახდა ეს საკითხი ჩვენთვისაც, ასევე მოლდოვისთვის. ჩვენ გვქონდა მათ შორის მოლდოველ კოლეგებთან კონსულტაციები და ამ კონსულტაციების საფუძველზე საბოლოო ჯამში მივიღეთ გადაწყვეტილება განაცხადის შეტანის თაობაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

„თავიდანვე ვფიქრობდით იმაზე, რომ შეიძლება ეს ყველაფერი გარკვეულ რისკებთან ყოფილიყო დაკავშირებული და მათ შორის რისკი იყო იმაში, რაც მოხდა, რომ ორ ქვეყანას მიანიჭეს სტატუსი და საქართველოს – არა. გახსოვთ, ამ საკითხზე დაყრდნობით, მაშინ, ივნისში რადიკალურმა ოპოზიციამ რევოლუციის მოწყობა სცადა. თემა, რომელიც გაერთიანების საფუძველი უნდა გამხდარიყო, გახდა პოლიტიკური სპექტრის კიდევ უფრო გახლეჩის საფუძველი. ამისთვის ისინი ქმნიდნენ ჭარბ მოლოდინებს, გახსოვთ საუბრობდნენ მილიარდობით დოლარზე, რომელიც გამოიყოფოდა საქართველოსთვის სტატუსის მიღების შემდეგ, საუბრობდნენ იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებისთანავე, ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება რადიკალურად შეიცვლებოდა და ა.შ.

სალომე ზურაბიშვილი ცდილობდა თავის თავზე მიეწერა კანდიდატის სტატუსი და ამისთვის კონსტიტუციასაც არღვევდა. რადიკალური ოპოზიციური პარტიები კი პირდაპირ ამბობენ, ომ სტატუსი თურმე აღარაფერს ნიშნავს, მაშინ როდესაც კანდიდატის სტატუსი შარშან ქვეყნის განვითარებისთვის საოცრება იყო. რაც შეეხება ენჯეოებს, მათ მიმართეს ევროკავშირს თხოვნით, რომ ყველაფრის მიუხედავად მოგვანიჭონ სტატუსი. ეს მესიჯი, რომ ყველაფრის მიუხედავად მიანიჭეთ სტატუსი, თავისთავად არის მესიჯი, რომ ქვეყანას არ მიანიჭოთ კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა კობახიძემ.

,ჯირითობას ვაპირებ ახლა”- სალომე ზურაბიშვილი

,ჯირითობას ვაპირებ ახლა”. ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეკითხვას, აპირებს თუ არა საზღვარგარეთ ვიზიტით წასვლას.

მან ასევე არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რა მოლოდინი აქვს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც უწყებამ 8 ნოემბერს უნდა წარადგინოს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ამის შესახებ “ამ დღეებში” ისაუბრებს.

ცნობისთვის, ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდის რაიონში ისაუბრა, სადაც ის დოღზე დასასწრებად ჩავიდა.

,,როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ასევე ევროკავშირს სჭირდება საქართველო”- ცაგარეიშვილი

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის ორმხრივი პროცესი – როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ასევე ევროკავშირს სჭირდება საქართველო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ყველაფერი გააკეთა.

„მე ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ისევე, როგორც მთელ გუნდს. საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენი მოლოდინი სრულად დაკმაყოფილდება. რაც შეეხება იმ ადამიანების მოლოდინებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ სტატუსს ვერ მივიღებდით, შევფერხდებოდით ამ გზაზე – მათ დიდი იმედგაცრუება ელოდებათ.

ოპოზიციამ ერთი წელი მოანდომა იმას, რომ როგორმე ჩაეშალათ კანდიდატის სტატუსის მინიჭება, შეეფერხებინათ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე და ამისთვის აკეთეს ყველაფერი და უკადრებელიც იკადრეს. უზარმაზარი თანხები დახარჯეს ამ უგვანო ლობისტურ საქმიანობაში.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის ორმხრივი პროცესი – როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ასევე ევროკავშირს სჭირდება საქართველო სტრატეგიული მოკავშირის სახით. მე ვფიქრობ, საქართველო არის ის პატარა ფანჯარა, რომელიც ევროპას ახლა გაჭრილი აქვს და დიდი უგუნურება იქნება ამ ფანჯრის დახურვა“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ჰამბურგის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ავტომობილით შეჭრილი კაცი პოლიციას ჩაბარდა

კაცი, რომელიც შაბათს ჰამბურგის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ავტომობილით შეიჭრა და ჰაერში ისროდა, პოლიციას ჩაბარდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და ახლა დაპატიმრებულია. ბავშვი, რომელიც მასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა, დაშავებული არ არის.

35 წლის კაცი ასაფრენ ბილიკზე შაბათს საღამოს შეიჭრა და ორჯერ ჰაერში გაისროლა. მასთან ერთად მანქანაში 4 წლის ბავშვი იყო. პოლიციის ვარაუდით, ბავშვი კაცის შვილია და მამა მეურვეობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და ქვეყნის დატოვება სურდა. მისი ავტომობილი Turkish Airlines-ის თვითმფრინავის ქვეშ იდგა. პოლიციელები მას თარჯიმნის მეშვეობით, თურქულად ესაუბრებოდნენ

მანამდე შესაბამის ორგანოებს ბავშვის დედა დაუკავშირდა და განაცხადა, რომ მისი შვილი გატაცებულია.

,,არავითარი სხვაობა არ იქნება იმაში, ახალგაზრდა ადამიანები იქნებიან თუ ძველგაზრდები”- ცაგარეიშვილი

არავითარი სხვაობა არ იქნება იმაში, ახალგაზრდა ადამიანები იქნებიან თუ ძველგაზრდები. ისინი იქნებიან ბელადის მიმბაძველები, მისი მემორიალური ოთახის თაყვანისმცემლები, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ პარტიაში ახალი სახეებია საჭირო.

„ბელადომანიაში ჩაძირული ხალხი, რომელიც სააკაშვილმა ბრბოდ გადააქცია და დაარქვა პარტია, აქედან ვინ უნდა გამოხშიროთ და თქვათ, რომ ახალი სახეა? ისინი არიან მარგინალური ჯგუფი, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალებაზე, ხელისუფლების დამხობაზე, ქვეყნის ამოტრიალებაზე და განადგურებაზე ფიქრობს დაარსების დღიდან“, – აცხადებს ცაგარეიშვილი.