ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა

109
spot_img

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბლინკენი დღეს დილიდან შეხვედრებს გამართავს თურქ ოფიციალურ პირებთან ისრაელ-ჰამასის ომის განსახილველად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თურქეთში ჩასვლამდე ისრაელს, იორდანიას, დასავლეთ სანაპიროს, კვიპროსსა და ერაყსაც ეწვია და ოფიციალურ პირებს შეხვდა.

გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „ჰამასას“ „განმათავისუფლებელი ჯგუფი“ უწოდა და ისრაელი „ომის დანაშაულში“ დაადანაშაულა. საპასუხოდ ისრაელმა თურქეთიდან საკუტარი დიპლომატები გამოიწვია.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.