ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა -ვოლოდიმირ ზელენსკი 128-ე ბრიგადის ჯარისკაცების დაღუპვაზე

109
spot_img

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ 128-ე სამთო თავდასხმის ბრიგადაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება, რის შედეგადაც ათობით უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

“ეს არის ტრაგედია, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. ტრაგედიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. მიმდინარეობს შესაბამისი გამოძიება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა მას მოახსენა ტრაგედიის ყველა გარემოების გასარკვევად მიღებული ზომების შესახებ.

ცნობისათვის, 3 ნოემბერს, ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ზარეჩნოეს მახლობლად, რუსები დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ უკრაინის შეიარაღებული ძალების 128-ე ბრიგადის ჯარისკაცებს „ისკანდერ-მ“ ტიპის რაკეტის დაესხნენ თავს. მედიის ინფორმაციით, ათობით უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა.