ჰამბურგის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ავტომობილით შეჭრილი კაცი პოლიციას ჩაბარდა

85
spot_img

კაცი, რომელიც შაბათს ჰამბურგის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ავტომობილით შეიჭრა და ჰაერში ისროდა, პოლიციას ჩაბარდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და ახლა დაპატიმრებულია. ბავშვი, რომელიც მასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა, დაშავებული არ არის.

35 წლის კაცი ასაფრენ ბილიკზე შაბათს საღამოს შეიჭრა და ორჯერ ჰაერში გაისროლა. მასთან ერთად მანქანაში 4 წლის ბავშვი იყო. პოლიციის ვარაუდით, ბავშვი კაცის შვილია და მამა მეურვეობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და ქვეყნის დატოვება სურდა. მისი ავტომობილი Turkish Airlines-ის თვითმფრინავის ქვეშ იდგა. პოლიციელები მას თარჯიმნის მეშვეობით, თურქულად ესაუბრებოდნენ

მანამდე შესაბამის ორგანოებს ბავშვის დედა დაუკავშირდა და განაცხადა, რომ მისი შვილი გატაცებულია.