Home Blog Page 1937

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ ხმაური იყო (ფოტოები)

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“, სადაც, სავარაუდოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილი უნდა გაიმართოს, ხმაური იყო.

კერძოდ, ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც სასტუმროს ტერიტორიაზე რამდენიმე მიკროავტობუსი შევიდა. არსებული ინფორმაციით, სასტუმროში მიკროავტობუსებით, სავარაუდოდ, ქორწილის სტუმრები მივიდნენ.

აქტივისტებმა სასტუმროდან გამოსულ მიკროავტობუსებს კვერცხები დაუშინეს შეძახილებით: „რუსების ადგილი საქართველოში არ არის“

. მათი მანქანები კი ყვარლის ტბის სასტუმრომდე ქართულმა პოლიციამ კორდონით შეაცილა

პოლიცია აქტივისტებს მოუწოდებს, შლაგბაუმი არ გადაკვეთონ.

ინფორმაციისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება. არსებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება!

ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა.

სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

,,უკრაინას მორალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ – ელი კოენი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელი კოენის განცხადებით, მისი რუსეთში ასობით ათასი ებრაელი ცხოვრობს, ხოლო მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ ისრაელი უკრაინასთან მიმართებაში საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და მორალურ მხარდაჭერით შემოიფარგლება, ამის შესახებ მან The Jerusalem Post-თან ინტერვიუში განაცხადა. ისრაელის მთავრობა მხარს უჭერს უკრაინას საერთაშორისო ინსტიტუტებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ზელენსკის პოზიციას მშვიდობიან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, პატივს ვცემთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ისრაელი ერთადერთი ქვეყანაა ახლო აღმოსავლეთში, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრიც კიევში იმყოფებოდა და ეს რაღაცას ნიშნავს, თუმცა რუსეთი ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე ასობით ათასი ებრაელი ცხოვრობს. შესაბამისად, მორალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას, თუმცა ვიცავთ ჩვენს და „რუსეთის ებრაული სააგენტოს“ უსაფრთხოების ინტერესებს. “, – განაცხადა ელი კოენმა.

გალის მეორე საჯარო სკოლაში დირექტორი ბავშვებს აბულინგებს – DRI

14 მაისს გალის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა, ახრა კვეკვესკირმა, პედაგოგებს და ბავშვებს დაავალა, რომ ვლადისლავ არძინბას დაბადების დღის პატივისცემით ნიშნად მისი საფლავი ყვავილებით შეემკოთ. არც ერთი პედაგოგი და მოსწავლე არ მისულა არძინბას საფლავზე. საპასუხოდ, მან, შეკრიბა მასწავლებლები/ბავშვები და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. 17 მაისს გაგრის მეორე საჯარო სკოლაში არძინბას ფოტოებით მოაწყო გამოფენა. კვეკვესკირმა თავის დასაზღვევად, რომ მოსწავლეებს უარი არ ეთქვათ აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, ატესტატების არ გაცემით დაემუქრა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით გალის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, სკოლაში, 11 წელია, ყოველდღიურად, შეურაცხყოფს გალელებს, რა დროსაც, ეთნიკურ ნიშნს და საცხოვრებელ ადგილს უსვამს ხაზს.

,,მტერს და მოყვარეს ვერ არჩევთ?”- მანჯგალაძე ხელისუფლებას

„ეს არის ძალიან სამარცხვინო ამბავი არა იმიტომ, რომ საქართველო სტუმართმოყვარე არაა – ლავროვი და პუტინი საქართველოს სტუმრები არ არიან, ისინი არიან საქართველოს მტრები. ვინმე იტყვის ალბათ ოჯახმა და შვილებმა რა დააშავესო – ყველმა დააშავა. სანქცირებულია ეს ოჯახი. სამარცხვინოა ამ სასტუმროების განცხადება, სადაც ლავროვზე ხდება აპელირება, რომ ლავროვის გვარით არავინ ჰყავთ. ვინოკუროვა ხომ გყავთ? ქმრის გვარზე აქვთ რეგისტრაცია გავლილი. ეს არის სამარცხვინო ქმედება. სულში ჩაფურთხება 2008 წლის გმირი ბიჭების და ანწუხელიძის, რომელიც კახეთიდანაა. რა გჭირთ ხალხო, რა დაგემართათ, გროშების გამო… ყვარელთან პირდაპირ კავშირში იყო ადამიანი, თავისუფლებისთვის იბრძოდა, ილია ჭავჭავაძე გვეუბნებოდა – „მოყვრის მგმობი, მტრის ვერ მცნობი“. მტერს და მოყვარეს ვერ არჩევთ? ასეთს რას გიხდიან, რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა. როგორ შეიძლება ყველაფერი გავყიდოთ იმის გამო, რომ 2 გროშით მეტი მოვაგროვოთ? ეს ქმედება სამარცხვინოა. ხალხში ორივე განცდა არსებობს – გმირობისაც და სილაჩრისაც. ეს წამოწია „ქართულმა ოცნებამ“, რომ შეგიძლია კიკუსავით გროშის ფასად გაიხადო. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. ინფორმაციისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება. არსებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძეს, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.

,,რადიკალურ ოპოზიციას” რევოლუციური სცენარის განვითარება სურს ”- სეფაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, “ხალხის ძალის” წევრი ეკა სეფაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის პროტესტი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მათი “რადიკალური დღის წესრიგის შექმნას ემსახურება”.

მისი შეფასებით, “რადიკალურ ოპოზიციას” რევოლუციური სცენარის განვითარება სურს და ამას ემსახურება მათი ორმაგი სტანდარტები, ვაიპატრიოტიზმი და მიზანმიმართული მავნებლობა.

“ცოტა არ იყოს გასაკვირია “რადიკალური ოპოზიციის” ეს პროტესტი მაშინ, როდესაც საქართველოს სახმელეთო საზღვარი ღია აქვს რუსეთთან და, ასევე, ფრენების საშუალებით, ოღონდ შემოვლითი გზით – სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან თუ სტამბულიდან სხვადასხვა მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან საქართველოს ტერიტორიაზე. მათი ეს ნარატივი, რომ, თურმე, რუსეთთან პირდაპირი ფრენები დაუშვებელია, მხოლოდ და მხოლოდ მათი რადიკალური დღის წესრიგის შექმნას ემსახურება. ასევე, მე მათ შევახსენებ, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ როგორ უხაროდათ, რომ ცალმხრივად მოხსნეს რუსეთთან სავიზო რეჟიმი და როგორი იმედი ჰქონდათ, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების. ასე რომ, მათი ეს ორმაგი სტანდარტები, ვაიპატრიოტიზმი და მიზანმიმართული მავნებლობა საქართველოს სახელმწიფოს და ხალხის წინაშე მხოლოდ და მხოლოდ მათი რევოლუციური მიზნების განხორციელებას ემსახურება და სხვა არაფერს,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა. რუსეთის დედაქალაქიდან ჩამოფრენილმა რეისმა კი საქართველოში პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე მხოლოდ არასანქცირებული რუსული კომპანიებისთვის არის ღია, ოპოზიცია ხელისუფლებას ევროპული ინტეგრაციის გზიდან გადახვევაში ადანაშაულებს. პუტინის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ, მმართველი გუნდის ოპონენტები რუსეთის მოქალაქეების მიმართ სავიზო რეჟიმის დაწესებასაც ითხოვენ.

ომის დაწყების შემდეგ პირველად აშშ-მა მსხვილ რუს ბიზნესმენს სანქციები მოუხსნა

ომის დაწყების შემდეგ პირველად აშშ-მა მსხვილ რუს ბიზნესმენს სანქციები მოუხსნა – აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ცნობით, სასანქციო სიიდან ჯგუფ IBS-ის თანადამფუძნელის, ანატოლი კარაჩინსკის სახელია ამოღებული.

სანქციების მოხსნის მიზეზი უწყებაში არ განუმარტავთ.

კარაჩინსკი სასანქციო სიაში როგორც ბანკ „ოტკრიტიეს“ დამკვირვებელთა საბჭოს წევრი, 2022 წლის აპრილში მოხვდა. რამდენიმე დღეში კარაჩინსკიმ დაკავებული თანამდებობა დატოვა, შემდეგ კი კომპანია IBS-ში საკუთარი წილი გაყიდა.

2021 წელს კარაჩინსკი 800 მილიონი დოლარის ოდენობის ქონებით რუსეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში 149-ე ადგილს იკავებდა. კარაჩინსკი უკრაინის სასანქციო სიაშიც მოხვდა, ხოლო ევროკავშირს მის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია.

,,გავრილოვი არაფერია ამ „სტუმრებთან“, ესენი სტუმრები არ არიან, ესენი ოკუპანტები”- მელია

გავრილოვი არაფერია ამ „სტუმრებთან“, ესენი სტუმრები არ არიან, ესენი ოკუპანტები არიან, ამათთან შედარებით გავრილოვი იყო მარიონეტი. აქ უნდა შეისვას პუტინის სადღეგრძელო, აქ უნდა შეისვას რუსული არმიის სადღეგრძელო, აქ უნდა თქვან, “გაუმარჯოს რუსეთს, ძირს საქართველო და უკრაინა”, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ყვარლის ტბასთან“ განაცხადა, სადაც სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

როგორც მელია აცხადებს, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრს ქორწილის გამართვის საშუალება არ უნდა მისცენ.

„დილის 5 საათისთვის, მეგობრებთან ერთად ჩვენ მოვახერხეთ სასტუმრომდე მისვლა, ვიდრე პოლიციის მობილიზაცია მოხდებოდა, როგორც ჩანს, ყურადღება მოაკლეს და აღმოვჩნდით იქ, სადაც არ უნდა აღმოვჩენილიყავით. სიმართლე გითხრათ, გუშინ, როცა აქციაზე მყოფმა ეს ინფორმაცია მივიღე, სადღაც კიდევ არ მინდოდა დამეშვა, რომ აქ არიან და აქ აპირებენ ტაშ-ფანდურს ტერორისტული სახელმწიფოს, პუტინის მარჯვენა ხელის [ოჯახის წევრები], რომელიც ავტორია 2008 წლის ქართველების ხოცვა-ჟლეტის, დღეს კი, უკრაინელების. ნაწილი მათი დასავლეთის მიერ დასანქცირებულია.

ბავშვსაც ვერავინ დააჯერებს, რომ შეთანხმების გარეშე ხდება ის, რაც ხდება. მთელი აღმოსავლეთ საქართველოს სპეცსამსახურები აქ არიან, წყლის ჭავლის შესაბამისი მანქანა მოჰყავთ, თუკი რამით ახლა ისინი დაკავებული არიან, არის ის, რომ ქორწილი უზრუნველყონ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ქორწილი არ შედგეს. ლავროვის სიძის ძმა არის მთავარი მასპინძელი, მისი ქორწილია, ლავროვის სიძე დასანქცირებულია, ლავროვის ქალიშვილი დასანქცირებულია, ლავროვის სიძის მამაც დასანქცირებულია. აქ უნდა შეისვას პუტინის სადღეგრძელო, აქ უნდა შეისვას რუსული არმიის სადღეგრძელო, აქ უნდა თქვან, „გაუმარჯოს რუსეთს, ძირს საქართველო და ძირს უკრაინა“. ეს ყველაფერი აქ უნდა მოხდეს, თავმოყვარეობის, ღირსების საკითხია, გავრილოვი არაფერია ამ „სტუმრებთან“, ესენი სტუმრები არ არიან, ესენი არიან ოკუპანტები, ამათთან შედარებით გავრილოვი იყო მარიონეტი, პუტინისთვის ვინ იყო – შეიძლება არც იცნობს ნორმალურად, ვინ იყო პოზნერი, არავინ იყო. კრემლის ნაწილია დღეს აქ, ყვარელში, ვლადიკავკაზიდან შემოიყვანეს და აპირებენ ძალიან ბოჰემური საღამოს მოწყობას. ამ სასტუმროში, ვინც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემს და რუსეთი მტრად მიაჩნია სამართლიანად, ერთი საათიც აღარასდროს უნდა გაატაროს“, – განაცხადა მელიამ „ტვ პირველთან“.

ინფორმაციისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება.

მათივე ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძეს, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება!

ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა.

სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, – ნათქვამია განცხადებაში.

,,ყოველ ჯერზე, როგორც აქამდე, ახლაც სრული მარცხი და ფიასკო ელით” – იონათამიშვილი

ნებისმიერი სიტუაციისგან უნდათ რაიმე სახის არეულობა იყოს ჩვენს ქვეყანაში და ამ არეულობით საკუთარი პოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილონ. თუმცა, ყოველ ჯერზე, როგორც აქამდე, ახლაც სრული მარცხი და ფიასკო ელით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. რუსეთთან აღდგენილ ავია-ფრენებთან დაკავშირებით იგი რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. „ნებისმიერი სიტუაციისგან უნდათ რაიმე სახის არეულობა იყოს ჩვენს ქვეყანაში და ამ არეულობით საკუთარი პოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილონ. თუმცა, ყოველ ჯერზე, როგორც აქამდე, ახლაც სრული მარცხი და ფიასკო ელით. ეს ადამიანები გულწრფელები არ არიან და უნდათ, ჩვენი ქვეყანა დაადანაშაულონ იმაში, რაშიც ჩვენი ქვეყანა საერთოდ არ მონაწილეობდა. ამავე დროს, მე არ მახსენდება მათი მხრიდან, როდესაც ჩვენ სტრასბურგში ან ჰააგაში ვუგებდით რუსეთს საერთაშორისო სასამართლოებში, გამოსულიყვნენ და ამ გადაწყვეტილებების პოზიტიური შეფასება მოეხდინათ. იყვნენ ჩუმად დამალულები და აქედანაც ჩანს, ისინი არიან უსამშობლო და არა ეროვნული ხალხი“, – განაცხადა იონათამიშვილმა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი ავიარეისი 19 მაისს საპროტესტო აქციის პარალელურად შესრულდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Азимут-თვის ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 15 მაისს გასცა. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გაფორმების გარეშე შეძლებენ. პუტინის გადაწყვეტილებით, ასევე უქმდება 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება, რომლითაც აიკრძალა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.

რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის. ომის 451-ე დღე

უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსულმა არმიამ 6 სარაკეტო, 62 საავიაციო და 65 საარტილერიო დარტყმა განახორციელა 5 მიმართულებით.

დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა. ფრონტის ხაზის ეპიცენტრად ისევ დონეცკის ოლქი რჩება.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელი კოენის განცხადებას ეხმიანება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელი კოენის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ მისი რუსეთში ასობით ათასი ებრაელი ცხოვრობს, ხოლო მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ ისრაელი უკრაინასთან მიმართებით საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და მორალურ მხარდაჭერით შემოიფარგლება.

ანალიტიკოსის თქმით, ბაიდენი ეცადა ჩარეოდა ისრაელის მართლმსაჯულების რეფორმებში და ხისტი პასუხი მიიღო ისრაელის მთავრობისგან.

„ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა The Jerusalem Post-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთში ასობით ათასი ებრაელი ცხოვრობს, ხოლო მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ ისრაელი უკრაინასთან მიმართებით საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და მორალურ მხარდაჭერით შემოიფარგლება. თუმცა, ისრაელი იცავს „რუსეთის ებრაული სააგენტოს“ უსაფრთხოების ინტერესებს. უკრაინის საკითხზე აშშ-ის მემარცხენე ადმინისტრაცია გაუბედავს ისრაელს რაიმე სახით დამუნათებას? ცხადია ვერ, რადგან სპონსორებისგან საკადრის პასუხს მიიღებს თავად ამერიკაში. ბაიდენი ეცადა ჩარეოდა ისრაელის მართლმსაჯულების რეფორმებში და ‘ზალპური’, ხისტი პასუხი მიიღო ისრაელის მთავრობისგან. მეტიც, პრემიერი ნეთანიაჰუ გაბრაზებულია თეთრ სახლზე, რადგან როდესაც ხელახლა აირჩიეს დეკემბერში, ვაშინგტონიდან მას დღემდე მიწვევა არ მიუღია. შედეგად, ისრაელის მთავრობის მეთაურმა აუკრძალა მინისტრებს ოფიციალური-საქმიანი ვიზიტით ეწვიონ აშშ-ს, სანამ იქიდან მას არ მოუვა მიწვევა.

Foreign Minister Eli Cohen: Russia is a player in the Middle East, and there are hundreds of thousands of Jews in Russia; therefore we express a moral stance of support for Ukraine while preserving our security interests and those of the Jewish Agency in Russia https://www.jpost.com/…/politics-and…/article-743500“- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

დღეს 13 ასურელი მამის ხსენების დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა 13 ასურელი მამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. საპატრიარქოს ცნობით, პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო სადღესასწაულო წირვას სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 10:00 საათზე დაიწყებს.
ეკლესია წმინდა იოანე ზედაზნელთან ერთად, აბიბოს ნეკრესელს, ანტონ მარტყოფელს, დავით გარეჯელს, ზენონ იყალთოელს, თადეოზ სტეფანწმინდელს (თათა მამებელისა), ისე წილკნელს, იოსებ ალავერდელს, ისიდორე (ეზდრიოს) სამთავნელს, მიქაელ ულუმბოელს, პიროს ბრეთელს, სტეფანე ხირსელსა და შიო მღვიმელს (VI-VII) იხსენებს.
წმინდა იოანე ზედაზნელი, 12 ასურელ მამასთან ერთად, მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად, საქართველოში მე-6 საუკუნეში შემოვიდა, ის, მოწაფეებთან ერთად, ზედაზენზე დამკვიდრდა, სადაც ადრე ზედაზნის კერპი იყო. ასევე, ღვთისმშობლის გამოცხადებით, წმ. იოანე ზედაზნელის მოწაფეებმა ზედაზენი დატოვეს და სამოღვაწეოდ საქართველოს სხვადასხვა ადგილი აირჩიეს. დღეს, ასევე, წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ხსენების დღეა, რომელიც გარდამავალია და აღდგომიდან მე–7 კვირას აღინიშნება.

რუსეთ-საქართველოს მიმართულებით ფრენები ორმხრივად აღდგა

რუსეთ-საქართველოს მიმართულებით ფრენები ორმხრივად აღდგა.

დღეს, 08:00 საათზე, მოსკოვის მიმართულებით ფრენა „ჯორჯიან ეარვეისმა“ შეასრულა.

„კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განახორციელა პირველი რეისი თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. პირველ რეისზე 85 მგზავრი გვყავდა. „ჯორჯიან ეარვეის“ გეგმავს ყოველდღიურად ფრენების შესრულებას კვირაში შვიდი სიხშირით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი ავიარეისი 19 მაისს საპროტესტო აქციის პარალელურად შესრულდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Азимут-თვის ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 15 მაისს გასცა.

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გაფორმების გარეშე შეძლებენ. პუტინის გადაწყვეტილებით, ასევე უქმდება 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება, რომლითაც აიკრძალა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.