,,ყოველ ჯერზე, როგორც აქამდე, ახლაც სრული მარცხი და ფიასკო ელით” – იონათამიშვილი

70
spot_img

ნებისმიერი სიტუაციისგან უნდათ რაიმე სახის არეულობა იყოს ჩვენს ქვეყანაში და ამ არეულობით საკუთარი პოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილონ. თუმცა, ყოველ ჯერზე, როგორც აქამდე, ახლაც სრული მარცხი და ფიასკო ელით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. რუსეთთან აღდგენილ ავია-ფრენებთან დაკავშირებით იგი რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. „ნებისმიერი სიტუაციისგან უნდათ რაიმე სახის არეულობა იყოს ჩვენს ქვეყანაში და ამ არეულობით საკუთარი პოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილონ. თუმცა, ყოველ ჯერზე, როგორც აქამდე, ახლაც სრული მარცხი და ფიასკო ელით. ეს ადამიანები გულწრფელები არ არიან და უნდათ, ჩვენი ქვეყანა დაადანაშაულონ იმაში, რაშიც ჩვენი ქვეყანა საერთოდ არ მონაწილეობდა. ამავე დროს, მე არ მახსენდება მათი მხრიდან, როდესაც ჩვენ სტრასბურგში ან ჰააგაში ვუგებდით რუსეთს საერთაშორისო სასამართლოებში, გამოსულიყვნენ და ამ გადაწყვეტილებების პოზიტიური შეფასება მოეხდინათ. იყვნენ ჩუმად დამალულები და აქედანაც ჩანს, ისინი არიან უსამშობლო და არა ეროვნული ხალხი“, – განაცხადა იონათამიშვილმა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი ავიარეისი 19 მაისს საპროტესტო აქციის პარალელურად შესრულდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Азимут-თვის ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 15 მაისს გასცა. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გაფორმების გარეშე შეძლებენ. პუტინის გადაწყვეტილებით, ასევე უქმდება 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება, რომლითაც აიკრძალა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.