Home Blog Page 1918

“გვარამიას მაგრად ეშლება” – თამარ ჩერგოლეიშვილი

გვარამიას მაგრად ეშლება. შეცდომა არ იყო ბიძინასთვის მუდარა “ოღონდ ციხიდან გამიშვი და პარტიას გავაჩერებ, პოლიტიკიდან წავალ, 100 პროცენტით უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ” ეს იყო ჩასვრა! და ეს ჩასვრა გარდაუვალი იყო მიშას ბუნების პირობებში, – წერს “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, შეცდომა იყო მედიაშანტაჟით, ცილისწამებით და პოპულიზმით ვირტუალური რეალობის შექმნის მცდელობა, რომლის შემოქმედიც ნიკა გვარამია იყო.

“გვარამიას მაგრად ეშლება.

შეცდომა არ იყო ბიძინასთვის მუდარა “ოღონდ ციხიდან გამიშვი და პარტიას გავაჩერებ, პოლიტიკიდან წავალ, 100 პროცენტით უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ”

ეს იყო ჩასვრა!

და ეს ჩასვრა გარდაუვალი იყო მიშას ბუნების პირობებში.

შეცდომა, თანაც კატასტროფული, რაშიც გვარამიამ უდიდესი როლი ითამაშა იყო ვირტუალური რეალობის შექმნა მიშასთვის თითქოს მესიაა – მასზე აცოცების სანაცვლოდ.

ანუ შეცდომა იყო მედია შანტაჟით, ცილისწამებით, შავრაზმული პოპულიზმით ვირტუალური რეალობის შექმნის მცდელობა, რამაც მიშა არაჟნის კონტეინერით საქართველოში ჩამოაქანა და გააფარჩაკა – ხოლო დემოკრატიული პროცესი ბოლომდე დაანგრია.

და ეს შეცდომა გვარამიას შეცდომაა პირველ რიგში (მიშას შემდეგ).

ეგ იყო ამ ვირტუალური რეალობის შემოქმედი რამაც სააკაშვილი ასე გააფარჩაკა. (დღესაც იგივეს აკეთებს მისი არხი)

ასე რომ ახლა იპროფესოროს და იყოს … ის იდიოტები, ვინც ახლა მის პოსტებს ალაიქებენ (ზუსტად ასეთივე თანხმობის ბღავილი ჰქონდათ საწინააღმდეგო შინაარსის პოსტებზეც) მაინც ვერაფერს მიხვდებიან და მათ მიუხედავად უნდა მოხდეს პროგრესი ამ ქვეყანაში.

პ.ს. ბოდიში მაგრამ, ყველას იდიოტად გთვლით ვისაც გვარამია მიშას და ამ ქვეყნის უბედურების მთავარი შემოქმედი არ გგონიათ ოპო ფლანგიდან – მიშას შემდეგ.

გულწრფელად გეუბნებით, მართლა კრეტინებად გთვლით..”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა, „ვაგნერი“ კი – ტერორისტულ ორგანიზაციად

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ კი – ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა, – ამის შესახებ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დასკვნით დეკლარაციაშია ნათქვამი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეუთოს წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები ვაგნერის ჯგუფის და მისი შვილობილი სტრუქტურების წინააღმდეგ. დეკლარაცია მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, გამკაცრდეს საერთაშორისო ნორმები, რომელიც ნათლად აღიარებს „ვაგნერის“ ტერორისტულ ხასიათს და რუსეთის ფედერაციის, როგორც ამ ტერორისტული ორგანიზაციის სპონსორი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში უსაფრთხოების წესები დაიცვან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია; შესაბამისად, გაზრდილია ტყის ხანძრების რისკები.

„სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში“, – აცხადებენ სამინისტროში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500-ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

იყავით ფრთხილად, შესაძლოა, ძველმა მეგობარმა თქვენზე შური იძიოს. სერიოზულს ნურაფერს დაგეგმავთ, ყველაფერი, შესაძლოა, მომენტალურად შეიცვალოს.

კურო

მთავარი საკითხები სახლსა და ოჯახს უკავშირდება. ბევრ სიახლეს ელოდეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ცვლილებები კარგია გონიერების ფარგლებში. თვალი გაუსწორეთ რეალობას.

ტყუპები

საინტერესო საქმიან წინადადებებს შემოქმედებითად მიუდექით და რისკს ნუ შეუშინდებით. ახლა ყველაფერს შეძლებთ და მცდელობა ღირსეულად დაგიფასდებათ.

კირჩხიბი

ელოდეთ პერსპექტიულ, საქმიან ნაცნობობას, მაგრამ საჭიროა, გათავისუფლდეთ შინაგანი დაძაბულობისგან, ამისთვის კი თვითშეფასების ამაღლება აუცილებელია.

ლომი

შესაძლოა, დღეს, რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხი საკმაოდ წარმატებულად გადაჭრათ. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს.

ქალწული

შესაძლოა, დღეს, მძაფრი გარჩევების წინაშე აღმოჩნდეთ, თუმცა, საბოლოოდ, პირად თუ საქმიან საკითხებში, შეთანხმებასა და ურთიერთობების გაუმჯობესებას ელოდეთ.

სასწორი

კარდინალური ცვლილებების დიდი ალბათობაა, ოჯახური მდგომარეობა უმჯობესდება, ნუ დაიშურებთ  კეთილგანწყობის გამოხატვას ირგვლივ მყოფთა მიმართ.

მორიელი

ნაკლები დრო დაუთმეთ ყოყმანს და ეჭვებს, იმოქმედეთ, იყავით დარწმუნებული, რომ თქვენ ყველაფერს მოაგვარებთ, გამოყავით დრო დასვენებისა და გართობისთვის.

მშვილდოსანი

თავი შეიკავეთ გადამეტებული გართობისგან, განსაკუთრებით კი, ალკოჰოლისგან, ასევე, სპორტის ექსტრემალური სახეობებისგან. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს.

თხის რქა

მკაცრად დაიცავით ჰიგიენის წესები, ამასთან, სჯობს, დღეს, თავი შეიკავოთ სალონებსა და სხვადასხვა ესთეტიკურ დაწესებულებებისგან.

მერწყული

ნუ დაუპირისპირდებით მეგობრებს და მაქსიმალურად შეეცადეთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ დოკუმენტებთან მუშაობას, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები და წარმატებით განახორციელოთ მოგებიანი პროექტი.

თევზები

დააფასეთ და პატივი ეცით თქვენს შრომას, მეტი ოპტიმიზმით და თავდაჯერებით იმოქმედეთ. ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ წარიმართება.

„ჩვენ უნდა დავფიქრდეთ სოციალური ქსელების გამოყენებაზე ახალგაზრდებში”- მაკრონი

საფრანგეთის ქალაქების მერებთან შეხვედრის დროს ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კრიზისის შემთხვევაში, არ გამორიცხავს სოციალური ქსელების გათიშვას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია BFMTV ავრცელებს.

„ჩვენ უნდა დავფიქრდეთ სოციალური ქსელების გამოყენებაზე ახალგაზრდებში. […] იმ აკრძალვებზე, რომელიც უნდა დავაყენოთ. […] შეიძლება საჭირო გახდეს რეგულირება ან გათიშვა. თუმცა, მიხარია, რომ ამის გაკეთება არ მოგვიწია“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

„მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის დებატები, რომელიც ჩვენ უნდა გვქონდეს, ცივი გონებით. იმიტომ, რომ როდესაც ის ხდება შეკრების ან [ვინმეს] მოკვლის მცდელობის ინსტრუმენტად, ეს რეალური თემაა“, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა ქვეყანაში განვითარებული არეულობების თემაზე საუბრისას.

,,ელჩი იმის გამო გაიწვიეს, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში არ ჩაერთო”- ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ პოლიტიკურ და სამართლებრივ მხარდაჭერას არ შეწყვეტს. ამის შესახებ ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ყველანაირი კითხვა დღის წესრიგიდან მოხსნილია, რომ ვინმე სააკაშვილს აწამებს ან მოწამლულია, მაგრამ არ შენებულა ის ძალისხმევა, რაც უკრაინის ლიდერშიფს სულ ჰქონდა. ელჩი იმის გამო გაიწვიეს, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში არ ჩაერთო. ახლა ეს პროცესი კვლავ გრძელდება და სხვა სტადიაა. გრძელდება მათი ძალისხმევა, რათა საქართველო დაისაჯოს იმისათვის, რომ არ აკეთებს იმას, რაც უკრაინის ხელმძღვანელობას სჭირდება.

სააკაშვილმა სხვა ფუნქცია იკისრა, მაგრამ უკრაინელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მიმართ არც პოლიტიკურ და არც სამართლებრივ მხარდაჭერას არ შევწყვეტთ, ჩვენი პოზიცია უცვლელია – უკრაინას საკმაოდ რთული დღეები უდგას იმისათვის, რომ მას პოლიტიკური დემარშებით დავუპირისპირდეთ“, – აცხადებს ვოლსკი.

,,სახეზეა მორიგი ტალღა”- მიხეილ სარჯველაძე

სახეზეა მორიგი ტალღა, რომ პიარული ხერხებით ისე წარმოაჩინონ სიტუაცია, რომ თითქოს ადგილი აქვს კვლავ არაადამიანურ მოპყრობას სააკაშვილის მიმართ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მედიას განუცხადა.

„სინამდვილეში სიტუაცია კვლავ უცვლელია. სააკაშვილმა დაიკლო წონაში, რისი მიზეზიც გახლავთ სავარაუდოდ ქირურგიული ჩარევა, რაზედაც საუბარი იყო და ასევე მის მიერ გამოცხადებული შიმშილობა და ის დიეტის რეჟიმი, რასაც ის თვითდაზიანებისთვის მიმართავდა. თუ ის დაემორჩილება იმ რეკომენდაციებს, რომელსაც აძლევენ, რასაკვირველია მას ჯანმრთელობის არავითარი პრობლემა არ ექნება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

,,ზელენსკის გადაწყვეტილებამ ძალიან გამაბრაზა”- ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე მედიასთან უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მან უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათი მისცა ქვეყნის დასატოვებლად და თბილისთან საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თემაზე კონსულტაციებისთვის.

ელისაშვილი ამბობს, რომ ზელენსკის გადაწყვეტილებამ ძალიან გააბრაზა.

„ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე ძალიან გავბრაზდი. ჩემთვის ძალიან მიუღებელი გადაწყვეტილებაა. ქვეყნიდან ელჩის გამოგდება რას ნიშნავს? მერე ქვეყნებს შორის ომი იწყება ხოლმე. აიღეთ და წაიკითხეთ სტრასბურგის გადაწყვეტილება. ზელენსკის ეს მანამდე რომ გაეკეთებინა, გავიგებდი. მეც გული გამისკდა, არ გამოიყურება მხნედ და შეუპოვრად, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს. რაღაც ფოტოს მიხედვით ხომ არ უნდა იღებდე სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას, ცოტა სიღრმეში ხომ უნდა ჩახვიდე. სიღრმეში არ ჩავიდა ზელენსკი. როგორც ჩანს, არახამიაა მისი ერთადერთი მრჩეველი საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა ელისაშვილმა.

,,ჩვენ არ გვახასიათებს პირადი წყენების გამო ვინმესთან ურთიერთობის გაფუჭება”- ხაბეიშვილი

ჩვენ ზოგადად ღია ვართ ამ მიმართულებით, რომ თანამშრომლობა იყოს, მეტიც, ინიციატორებიც ვართ, ვიყავით, ვიქნებით, ჩვენ არ გვახასიათებს პირადი წყენების გამო ვინმესთან ურთიერთობის გაფუჭება, ამიტომ ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის მთავარი საფრთხე არის ამ ქვეყნის რუსეთიზაცია, ჩვენ გინდა ევროპაში, ხალხს უნდა ევროპაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეის გარშემო, რასაც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ჰქვია, პროდასავლური, პროქართული პარტიები გაერთიანდნენ რუსული პარტიის წინააღმდეგ. 

ჩვენ ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ სათანამშრომლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებებთან იმისთვის, რომ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი.“ 

განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას, პროდასავლური პარტიების
გაერთიანებასთან დაკავშირებით.

,,ყველაზე კარგად სწორედ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა იციან, რომ ყოფილ პრეზიდენტს არავინ აწამებს”- ბოჟაძე

,,ქურქუმალ ვაითის” მიერ დაანონსებულ აქციებზე ვინ აწვდის ზელენსკის და სანდუს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორ ინფორმაციას ერთი საკითხია, მეორე საკითხია ამ დეზინფორმაციაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტი ღრმად რომ არის შეწუხებული და არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ, –  ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ყველაზე კარგად სწორედ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა იციან, რომ ყოფილ პრეზიდენტს არავინ აწამებს, სწორედ ამიტომ არ დადიანი მისი სიცოცხლის გადარჩენის მოთხოვნით გამართულ აქციებზე. ის იმედს გამოთქვამს, რომ აქციის მცირერიცხოვნობა დააფიქრებს უკრაინის პრეზიდენტს თავისი გადაწყვეტილების სისწორეზე. “ვინ აწვდის ზელენსკის და სანდუს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორ ინფორმაციას ერთი საკითხია, მეორე საკითხია ამ დეზინფორმაციაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტი ღრმად რომ არის შეწუხებული და არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ, განსაკუთრებით მიუღებელია საქართველოს ელჩის დაბარება და ფაქტობრივად ქვეყნიდან გაძევება.

ის რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, ის რომ მას არავინ აწამებს(საკუთარი ოჯახის და გარემოცვის გარდა) ეს ყველაზე კარგად ნაცმოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა იციან, ამიტომაც არ დადიან ბელადის სიცოცხლის გადარჩენის მოთხოვნით, ,,ქურქუმალ ვაითის” მიერ დაანონსებულ აქციებზე, ასეთ აქციაზე დადის რამდენიმე ათეული ადამიანი, იმდენი რამდენი კაციც უკრაინის დროშის გაშლას და ,,მასოვკის” აღქმას ჭირდება. ცალკე საკითხია რამდენად ნორმალურია საავადმყოფოს წინ პოლიტიკური აქციის ჩატარება, ყვირილი, ღრიალი, სტვენა და ხმაური, ავადმყოფების და ექიმების უფლებების ფეხქვეშ გათელვა. იქნებ დღევანდელმა ,,მრავალრიცხოვანმა” აქციამ მაინც დააფიქროს ზელენსკი იმ გადაწყვეტილების სისწორეზე რომელიც ვითომ სააკაშვილის წამების გამო, სრულიად უსამართლოდ მიიღო საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ელჩის და ქართველი ხალხის მიმართ.” – წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

კრეატიულ აქციებსაც ვერ ატარებენ და “ვივამედთან” ღრიალებენ 20-25 მიშმადიდებელნი – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კლინიკა „ვივამედთან“ გამართულ აქციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “ვივამედთან” ღრიალებს 20-25 მიშმადიდებელი და აწუხებენ კლინიკაში მყოფ პაციენტებსა და მათ ახლობლებს, მედიკოსებს. ანალიტიკოსის თქმით, მდუმარე აქციის ჩატარება ისე, რომ არ მოიმდურონ შენობაში მყოფნი, არ ძალუძთ ყველაფერში ჭკუათხელ რევანშისტებს. „პოზიტიურ, ალტერნატიულ პოლიტიკურ დღის წესრიგს რომ ვერ ქმნის გაუბედურებული ნაცსექტა, ცნობილია. კრეატიულ აქციებსაც ვერ ატარებენ. “ვივამედთან” ღრიალებს 20-25 მიშმადიდებელი და აწუხებენ კლინიკაში მყოფ პაციენტებსა და მათ ახლობლებს, მედიკოსებს. მდუმარე აქციის ჩატარება ისე, რომ არ მოიმდურონ შენობაში მყოფნი, არ ძალუძთ ყველაფერში ჭკუათხელ რევანშისტებს“-წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

შავ ზღვაში დელფინები შეიძლება გაქრნენ – რუმინული მედია

რუმინეთში მეცნიერებმა შავ ზღვაში დელფინების შესაძლო გაქრობასთან დაკავშირებით განგაში ატეხეს. მკვლევარები ამ პროცესს რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებენ. ინფორმაციას fanatik.ro ავრცელებს.

რუმინელი მეცნიერების ინფორმაციით, 2023 წლის დასაწყისიდან დელფინების დიდმა რაოდენობამ დუნაის შესართავთან მიგრირება დაიწყო. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ შავ ზღვაში დელფინების შეიძლება საერთოდ გაქრეს.

ომის დაწყებამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, შავ ზღვაში 253 000 დელფინი ბინადრობდა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთში აგრესიის დაწყების შემდეგ მათი რაოდენობა 5000-მდე შემცირდა.

დუნაის შესართავთან დელფინების მიგრირება მათ მიერ საკვების მოძიებასთან არის დაკავშირებული. რომლებიც საკვებს ვერ პოულობენ, იღუპებიან.

„ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. დუნაისთან მათი მიგრირება საკვების ძებნასთან არის დაკავშირებული, “ – ამბობს კონსტანცას ინსტიტუტის საზღვაო კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-სპეციალისტი ადრიან ფილიმონი. ამასთანავე, საუბარი არ არის მარტო დელფინებზე, არამედ ზღვის სხვა ცხოველებზე.

„დუნაიში ადრე არ შემჩნეულა ისეთი თევზი, როგორიცაა, მაგალითად სკუმბრია. ახლა კი მისი დაჭერა დუნაის შესართავთან არის შესაძლებელი. შეიძლება ეს გლობალურ დათბობაზეც იყოს დამოკიდებული, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომიც ერთ-ერთი მიზეზია“, ამბობს ექსპერტი ედუარდ აქსენტე.

რუმინეთის სანაპიროზე სულ უფრო ხშირად დაღუპულ დელფინებს პოულობენ. ბოლო კვირებში 45 მკვდარი დელფინი აღმოაჩინეს.

ეკოლოგიური არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი კოსტინ ტიმოფტე ამბობს, რომ დელფინების დიდი რაოდენობა ბრაკონიერობის გამო იღუპება. მათ სხეულებზე მებადურეების ბადეები აღმოჩენილი.