,,ქურქუმალ ვაითის” მიერ დაანონსებულ აქციებზე ვინ აწვდის ზელენსკის და სანდუს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორ ინფორმაციას ერთი საკითხია, მეორე საკითხია ამ დეზინფორმაციაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტი ღრმად რომ არის შეწუხებული და არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ყველაზე კარგად სწორედ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა იციან, რომ ყოფილ პრეზიდენტს არავინ აწამებს, სწორედ ამიტომ არ დადიანი მისი სიცოცხლის გადარჩენის მოთხოვნით გამართულ აქციებზე. ის იმედს გამოთქვამს, რომ აქციის მცირერიცხოვნობა დააფიქრებს უკრაინის პრეზიდენტს თავისი გადაწყვეტილების სისწორეზე. “ვინ აწვდის ზელენსკის და სანდუს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორ ინფორმაციას ერთი საკითხია, მეორე საკითხია ამ დეზინფორმაციაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტი ღრმად რომ არის შეწუხებული და არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ, განსაკუთრებით მიუღებელია საქართველოს ელჩის დაბარება და ფაქტობრივად ქვეყნიდან გაძევება.
ის რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, ის რომ მას არავინ აწამებს(საკუთარი ოჯახის და გარემოცვის გარდა) ეს ყველაზე კარგად ნაცმოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა იციან, ამიტომაც არ დადიან ბელადის სიცოცხლის გადარჩენის მოთხოვნით, ,,ქურქუმალ ვაითის” მიერ დაანონსებულ აქციებზე, ასეთ აქციაზე დადის რამდენიმე ათეული ადამიანი, იმდენი რამდენი კაციც უკრაინის დროშის გაშლას და ,,მასოვკის” აღქმას ჭირდება. ცალკე საკითხია რამდენად ნორმალურია საავადმყოფოს წინ პოლიტიკური აქციის ჩატარება, ყვირილი, ღრიალი, სტვენა და ხმაური, ავადმყოფების და ექიმების უფლებების ფეხქვეშ გათელვა. იქნებ დღევანდელმა ,,მრავალრიცხოვანმა” აქციამ მაინც დააფიქროს ზელენსკი იმ გადაწყვეტილების სისწორეზე რომელიც ვითომ სააკაშვილის წამების გამო, სრულიად უსამართლოდ მიიღო საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ელჩის და ქართველი ხალხის მიმართ.” – წერს ბოჟაძე Facebook-ზე.