Home Blog Page 1904

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ლარი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოსაა

გასულ კვირაში, ლარის მცირედი გაუფასურება დაფიქსირდა. ამასთან, კვირის ბოლოს დინამიკა შეიცვალა და ლარმა გამყარება დაიწყო. თავისთავად, სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის მიწოდების გარდა, ინტერვენციების საჯარო აუქციონის გზით ჩატარებას, ნეგატიური სენტიმენტების ერთგვარი საპირწონის დატვირთვაც ჰქონდა. მაშინ როდესაც, ტრადიციულად, სენტიმენტები ლარის კურსზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს, სავალუტო შემოდინებები ძლიერი რჩება და ეს აშშ დოლარის ჭარბი მიწოდების გაგრძელების არგუმენტია.

მნიშვნელოვანია, რომ გასულ ერთ წელიწადში ან მცირედით მეტ პერიოდში სებ-მა თითქმის 2 მილიარდი აშშ დოლარი შეისყიდა. სიმარტივისათვის, ეს ოდენობა შეგვიძლია ჭარბ მიწოდებად ჩავთვალოთ. ამდენად, ლარის კურსზე ნეგატიური ზეგავლენისათვის, სამომავლოდ ამ მხრივ მკვეთრი ცვლილებაა საჭირო, რაც თიბისი კაპიტალის მიერსაბაზო სცენარად არ განიხილება.

ამასთან, საყურადღებოა, რომ ლარის მიმდინარე საშუალო გაცვლითი კურსი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოსაა. აღნიშნული არა იმდენად გასულ კვირაში ლარის მცირედი გაუფასურების, რამდენადაც აგვისტოში, საქართველოს ძირითად სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებში მოსალოდნელზე საშუალოდ უფრო მაღალი ინფლაციის შედეგია. შესაბამისად, ლარის საშუალო კურსიდან გამომდინარე, თიბისი კაპიტალი ადრინდელ, გარკვეულწილად მაგრამ მაინც პესიმისტურ, მოლოდინს უფრო ნეიტრალურისაკენ ცვლის. უფრო მეტიც, ნავთობის საერთაშორისო ფასების ბოლოდროინდელი გაძვირება, რუსეთის მიერ ნავთობპროდუქტების ექსპორტის შეზღუდვასთან ერთად, ინფლაციაზე ზეგავლენიდან გამომდინარე, ლარისათვის ახლო მომავალში შედარებით პოზიტიური ფაქტორია. თიბისი კაპიტალის აზრით, არა იმ მასშტაბით, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ციკლი არსებითად შეიცვალოს, არამედ უფრო იმ კუთხით, რომ ინფლაცია სამიზნეს მოსალოდნელზე უფრო მალე დაუბრუნდება. ეს კი, თავის მხრივ, ლარის დამატებით გაუფასურების საწინააღმდეგო არგუმენტია.

მთლიანობაში, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალის აზრით, დღევანდელი გადასახედიდან, მომდევნო დაახლოებით 12 თვეში ჩვენი ადრინდელი, მცირედით, მაგრამ მაინც გაუფასურების საბაზო სცენარი, უფრო ნეიტრალურისაკენ იცვლება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.

R

“სომხეთში ყარაბაღიდან 3000-მდე დევნილი ჩავიდა” – სომხეთის მთავრობა

სომხეთში ყარაბაღიდან 3000-მდე დევნილი ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მთავობა ავრცელებს. მათივე ცნობით, სომხეთში იმ მოქალაქეების ტრანსპორტირება, რომელთაც ყარაბაღის დატოვება სურდათ, გუშინ დაიწყო. პირველი ჯგუფი, რომელიც სომხეთში ჩავიდა, 400 ადამიანისგან შედგებოდა.

ასევე, საგუშაგოზე წითელი ჯვრის მანქანებით მძიმედ დაშავებულებიც გადაიყვანეს.

სომხეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24 სექტემბერს, 22:00 საათისთვის, ყარაბაღიდან სომხეთში ათასზე მეტი ლტოლვილი იყო ჩასული. დილის 06:00 საათისთვის ეს რიცხვი დაახლოებით 2 900-მდე გაიზარდა. ხდებოდა ადამიანების აღრიცხვა და მათი საჭიროებების შეფასება.

“ავერსი” ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

25 სექტემბერი ფარმაცევტთა საერთაშორისო დღეა.

კომპანია “ავერსი” ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

“კომპანია “ავერსმა“ თავისი ისტორია ფარმაცევტული საქმიანობით დაიწყო, ამიტომ თქვენ, ძვირფასო ფარმაცევტებო, ჩვენი კომპანიის სახეს წარმოადგენთ. გმადლობთ, რომ ხართ საუკეთესო ადამიანები და საუკეთესო პროფესიონალები.

გილოცავთ ფარმაცევტთა საერთაშორისო დღეს და გისურვებთ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში”, – აღნიშნულია მილოცვაში.

მილიონი მგზავრით ქუთაისის აეროპორტის ისტორიაში ახალი თავი იწყება -ირაკლი ქარქაშაძე

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მემილიონე მგზავრის მიღებასთან დაკავშირებით, აეროპორტის ტერასაზე ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართა, რომელსაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის წარმომადგენლები და ქუთაისის აეროპორტის ვეტერანი თანამშრომლები ესწრებოდნენ.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე აეროპორტის, თითქმის, 70- წლიანი არსებობის განმავლობაში, ისტორიული მოვლენაა. პირველად, ერთი წლის ჭრილში ქუთაისის აეროპორტმა მემილიონე მგზავრს უმასპინძლა.

„არსებობენ დიდი ქალაქები პატარა ისტორიებით და ქუთაისი, ავიაციის დიდი ისტორიით. დღევანდელი ჩვენი ღონისძიება, სწორედ ამ დიდ ისტორიას, განვლილ გზას და მომავალს ეძღვნება. დღეს, ამ აეროპორტის ისტორიაში ახალი თავი იწყება მილიონი მგზავრი – ეს მგზავრების ის რაოდენობაა, რომელსაც ჩვენ წელს უკვე მოვემსახურეთ და დავისახეთ მიზნად, რომ ამ რიცხვს არასოდეს ჩამოვცდეთ,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდა აეროპორტის 150 ვეტერანი თანამშრომელი, რომლებსაც ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის სახელით ავიაციის ისტორიაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის სპეციალური სიგელები და მედლები გადაეცემათ.

„ქუთაისის აეროპორტმა უკვე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი მსოფლიო ავიაციის რუკაზე და ვხედავთ, თუ რამხელა ინტერესია. თუკი წლების წინ ავიაკომპანიებისათვის ახსნა გვიწევდა თუ სად მდებარეობდა ეს აეროპორტი, დღეს ვხედავთ მათი მხრიდან მზარდ ინტერესს და ფრენების სურვილს. სწორედ ამის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, wizz air-ი მალე აეროპორტში, წარმოდგენილი იქნება 4 ბაზირებული უახლესი ტიპის საჰაერო ხომალდით,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ღონისძიების დასასრულს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საიმიჯო ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა.

„ვიდეორგოლის სლოგანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -მილიონობით მგზავრის მასპინძელი. კომუნიკაციაში პირველად იქნა შემოტანილი ქუთაისის აეროპორტის 70 -წლიანი ისტორია. ის, რომ ქუთაისის აეროპორტი არის რეგიონში მიზიდულობის ცენტრი და აეროპორტში ჩამოსული სტუმრებისთვის ქართული მოგზაურობის საწყისი წერტილი, რომელიც ხელს უწყობს იმერეთის და დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. სწორედ ამ მრავალწლიანი ისტორიის მქონე აეროპორტმა პირველად, წლის ჭრილში, მემილიონე მგზავრს უმასპინძლა და წლის ბოლომდე მილიონ ნახევარ მოგზაურს მოემსახურება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“ეს კიდევ ერთი მაგალითია “ქართულ-უკრაინული” უცნაური მეგობრობის”- დავით ქართველიშვილი უკრაინელ მოციგურავეებზე

რა უნდა მიკვირდეს, კანადის პარლამენტში ამ დღეებში ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეხვდნენ მეორე მსოფლიო ომის 98 წლის უკრაინელ ვეტერან იაროსლავ გუნკას, რომელიც მსახურობდა ნაცისტების Waffen-SS მე-14 დივიზიაში. ტაშით შეხვდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის რუსების წინააღმდეგ იბრძოდა, – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი იუნიორი მოციგურავეების გრან-პრის ტურნირზე უკრაინელი მოციგურავეების საქციელს, როდესაც მათ ქართველ მოციგურავეთა წყვილს ხელი არ ჩამოართვეს.

ქართველიშვილის თქმით, ეს არის სპორტს მიღმა გასული საქციელი, რომელიც დისკვალიფიცირებასაც კი იმსახურებს.

„იუნიორები“ ფაქტობრივად, ჩვენი ბავშვები არიან – ზოგისთვის შვილის, ზოგისთვის შვილიშვილის ასაკის. გამორიცხულია, უკრაინელ ბავშვებს ეს არასპორტული, უღირსი საქციელი საკუთარი ნებით ჩაედინათ. ბუდაპეშტში ფიგურულ სრიალში დასრულებულ გრან-პრის ტურნირზე საქართველოს ნაკრების ეგიდით მოასპარეზე წყვილმა გაიმარჯვა – ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტიოლკინამ.

საქართველოს ჰიმნის გაჟღერების წინ, ქართველმა სპორტსმენებმა ბრინჯაოს მედალოსნებს მიულოცეს და საპასუხო მილოცვა მიიღეს, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა უკრაინულმა წყვილმა (ივან ხობტა და ვიოლეტა სეროვა) ხელის ჩამორთმევაზეც კი უარი განაცხადეს თავის ქართველ თანატოლებთან. ეს არის სპორტს მიღმა გასული საქციელი, რომელიც დისკვალიფიცირებასაც კი იმსახურებს.

ფორმალური მიზეზი, რომ ქართველი სპორტსმენები რუსი მწვრთნელის შეგირდები არიან, არანაირ გამართლებას არ ითვალისწინებს. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი „ქართულ-უკრაინული“ უცნაური მეგობრობის. არ გამიკვირდება, რომ ამ ჟესტის პირდაპირი ინიციატორი ან არახამია, ან პოდოლიაკი ყოფილიყო.

თუმცა რა უნდა მიკვირდეს, კანადის პარლამენტში ამ დღეებში ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეხვდნენ მეორე მსოფლიო ომის 98 წლის უკრაინელ ვეტერან იაროსლავ გუნკას, რომელიც მსახურობდა ნაცისტების Waffen-SS მე-14 დივიზიაში. ტაშით შეხვდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის რუსების წინააღმდეგ იბრძოდა…“, – წერს ქართველიშვილი.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

25 სექტემბერს ქუთაისში +30 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 15. ბათუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით 16 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 16 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 14 გრადუსია ნავარაუდევი. +28 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით 16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +25 გრადუსი, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 11 გრადუსი დაფიქსირდება.ი

ჭიათურაში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 14 გრადუსი. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 8 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +25, ღამის ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, სადაც დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 4 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი 12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი 11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გუდაურში წვიმა და +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +14, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი 12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავშიც მოსალოდნელია წვიმა. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 12 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი 14 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +21 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით 10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 13 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

ომის 579-ე დღე- რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის

გასული ღამის განმავლობაში რუსი ოკუპანტები უკრაინას ორი ტიპის რაკეტებითა და დრონებით დაესხნენ თავს. უკრაინული მედია იუწყება, რომ საოკუპაციო ძალამ ოდესის მიმართულებით მიიტანა იერიში.

ღამით ისევ დაიბომბა ხერსონი და ანტონოვკა. რუსულმა არმიამ საავიაციო ბომბები გამოიყენა. ვრცელდება ცნობები ორი დაღუპულისა და რვა დაშავებულის შესახებ.

რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქს “შაჰედის” დრონებით, ასევე “ონიქსის” და “კალიბრის” რაკეტებით შეუტიეს, საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი და რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო, მაგრამ იყო დარტყმაც, რის შედეგადაც საპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა ღამით ოდესის ოლქში “შაჰედ-136/131” ტიპის 19 დრონი, “ონიქსის” ტიპის 2 რაკეტა და 12 “კალიბრი” გამოიყენეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა მათი უმრავლესობა ჩამოაგდეს, თუმცა, იყო დარტყმაც და პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ოდესის საზღვაო სადგურს, სადგურის სასტუმროს შენობაში, რომელიც რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს, ხანძარი გაჩნდა, რომელიც დროულად ჩააქრეს.გარდა ამისა, “ონიქსის” რაკეტებმა მარცვლეულის შესანახი გაანადგურეს. ამასთან, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ოდესის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთი საწარმოს სასაწყობო შენობები და კერძო სახლი დაზიანდა, რის შედეგადაც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

მთიანი ყარაბაღიდან ევაკუირებული პირების პირველი ჯგუფი სომხეთში ჩავიდა

მთიანი ყარაბაღიდან ევაკუირებული პირების პირველი ჯგუფი სომხეთში ჩავიდა.

„ახლა მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი, მიმდინარეობს მათი პრიორიტეტული საჭიროებების შეფასება“, – დასძინა სიუნიქის პროვინციის ადგილობრივმა წარმომადგენელმა არშალუის ავეტისიანმა.

მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ევაკუირებულია 30 ადამიანი, თუმცა რაოდენობის დაზუსტება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ.

აზერბაიჯანმა ამ კვირის დასაწყისში დაიპყრო ტერიტორია, სადაც დაახლოებით 120 000 ეთნიკური სომეხი ცხოვრობდა და აცხადებს, რომ მათი, როგორც თანასწორი მოქალაქეების ხელახალი ინტეგრაცია სურს.

სომხეთის მთავრობამ კი მოსახლეობა იმის შესახებ გააფრთხილა, რომ ისინი, შესაძლოა, ეთნიკური წმენდის წინაშე აღმოჩნდნენ.

ეთნიკური სომეხი ლიდერები აცხადებენ, რომ ათასობით ადამიანი საკვებისა და თავშესაფრის გარეშეა და სარდაფებში, სკოლის შენობებსა და ღია ცის ქვეშ სძინავს.

პოლონეთმა ბელორუსია საზღვრის გარღვევაში დაადანაშაულა

პოლონეთმა ბელორუსია საზღვრის გარღვევაში და ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ X-ზე [ტვიტერზე] გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მიგრანტების ჯგუფი ცდილობს საზღვარზე ღობეების დანგრევას.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საზღვარზე პოლონეთის არმიის ყოფნის გაძლიერების წყალობით, რუსეთისა და ბელორუსის გეგმა ჩაიშალა.

„პოლონეთის საზღვარზე ბელორუსის მიერ განხორციელებული თავდასხმა მიზნად ისახავდა პოლონეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას. საზღვარზე პოლონეთის არმიის ყოფნის გაძლიერების გამო რუსეთისა და ბელორუსის გეგმა ჩაიშალა“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ამბობენ, ვიდეო პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზეა გადაღებული. მიგრანტები ბელორუსის მხრიდან შეღწევას ცდილობენ, მეორე მხრიდან კი შეიარაღებული ჯარისკაცები აკვირდებიან. კონკრეტულად როდის მოხდა ინციდენტი, უცნობია.

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესანიშნავი დღეა ძალების აღდგენის, გართობისა და სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობისთვის. გადაწყვეტილების მიღების დროს ნუ აჩქარდებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე გრძელვადიან პროექტს ან ფინანსურ ხარჯებს ეხება.

მცირე შესყიდვები წარმატებულები იქნება, მაგრამ თუ ნივთებს საკუთარი თავისთვის კი არა, სხვისთვის შეიძენთ.

კურო

თუ არ იჩქარებთ, წარმატებული და სასიამოვნო დღე გელით. ჩანაფიქრის განხორციელება ისე ადვილი არ იქნება, როგორც გეგონათ. არ ინერვიულოთ. მიზანს აუცილებლად მიაღწევთ, მაგრამ მოგვიანებით.

შემთხვევით ნაცნობობას შეიძლება რომანტიკული გაგრძელება მოჰყვეს.

ტყუპები

დღის დასაწყისში შეიძლება სირთულეებს შეეჯახოთ, რაც განწყობას გაგიფუჭებთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ – ამ დღეს თქვენი მზრუნველობა და მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ.

გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში დაუკავშირდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ბიზნესინტერესებს იზიარებენ. ახალი იდეების არაფორმალურ გარემოში განხილვა თქვენს ურთიერთობას გააუმჯობესებს.

კირჩხიბი

შეხვედრებისა და ახალი ნაცნობობისთვის შესანიშნავი დღეა. სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ, რომელიც მალე აუცილებლად დაგჭირდებათ.

ხელსაყრელი გარიგების წყალობით, ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ნუ ეცდებით, ნებისმიერ ფასად ყურადღების ცენტრში მოხვედრას – ვინც დაინტერესებულია, აუცილებლად შეგნიშნავთ.

ლომი

გსურთ დაისვენოთ, განიტვირთოთ, ბედს მიენდოთ და უბრალოდ დაელოდოთ, სანამ ყველაფერი თავისთავად მოგვარდება, მაგრამ სიტუაცია თქვენს მოქმედებას მოითხოვს.

ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. საერთო ენას მათთანაც კი ვერ პოულობთ, ვისაც კარგად იცნობთ. ფულთან ფრთხილად უნდა იყოთ – იმაზე მეტს ხარჯავთ, ვიდრე საჭიროა.

ქალწული

დატვირთული, ნაყოფიერი და საინტერესო დღეა. ძალითა და ენერგიით ხართ სავსე და შეგიძლიათ ის მიიღოთ, რაც გსურთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის – ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვება არ გიჭირთ.

ბევრი ქალწული ფულის შოვნის საშუალებას იპოვის. საღამო შესანიშნავი დროა გართობისა და სტუმრების მიღებისთვის.

სასწორი

ვერცერთი გაუთვალისწინებელი გარემოება გზიდან ვერ აგაცდენთ. შესაძლოა, რაღაც დაუგეგმავმა მოვლენამ ცოტა ხნით ყურადღება გაგიფანტოთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანას მაინც შეძლებთ.

მთლიანობაში, ეს დღე ნაყოფიერად ჩაივლის, მით უმეტეს, თუ წვრილმან გაუგებრობებზე არ მოცდებით.

მორიელი

მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებებს შეეჯახებით, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოთ – თუ არ იზარმაცებთ, ისეთ შედეგს მიიღებთ, როგორზეც არასოდეს გიოცნებიათ. უშრეტი სასიცოცხლო ენერგია საშუალებას გაძლევთ, რომ ყველა კონკურენტი გზიდან ჩამოიცილოთ.

გაიცნობთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს შესაძლებლობებს ღირსეულად დააფასებენ. მზად ხართ რისკისა და ექსპერიმენტებისთვის და ხშირად აკეთებთ იმას, რასაც თქვენგან არავინ ელის – ამან შეიძლება თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები გამოიწვიოს.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ძველი გეგმებისა განსახორციელებლად. დღეს შეგიძლიათ ის გააკეთოთ, რისი გაკეთებაც ადრე არ შეგეძლოთ და გადაუჭრელი ჩანდა. შესაძლებლობა გექნებათ, რომ საყვარელ ადამიანს დაეხმაროთ.

ზოგი მშვილდოსანი ბიზნესგეგმის განხორციელებისთვის საჭირო ფულს მიიღებს. არ იზარაცოთ – ეს დღე უამრავ შესაძლებლობას გთავაობთ, რომ საკუთარი ან ახობელი ადამიანების ცხოვრება გააუმჯობესოთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, მაგრამ სითამამე ყველა თხის რქას არ ყოფნის.

მეგობრებისა და თანამოაზრეების მხარდაჭერა თავდაჯერებას შეგმატებთ. დღის მეორე ნახევარი ქაოსსა და აურზაურში ჩაივლის. მოულოდნელი პრობლემების მოგვარება დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ.

მერწყული

საინტერესო შეხვედრებისა და სასიამოვნო ნაცნობობის დღეა. შესაძლებლობა გექნებათ, რომ გამოცდილ ადამიანებთან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ და ინფორმაცია გაუზიაროთ.

ხელსაყრელი დღეა ცხოვრების ყველა სფეროში ინიციატივის გამოჩენისთვის. დროა, პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი დაიწყოთ.

თევზები

დროა მნიშვნელოვანი საქმე დაასრულოთ, რასაც დიდი ხანია, აჭიანურებთ. ამ დღეს ნებისმიერი ამოცანის შესრულებას შეძლებთ, თუნდაც გარემოებები თქვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ.

საღამოს ბევრ თევზს მოულოდნელი სასიამოვნო შეხვედრა ელის.

“ქართული “მასადა” კრწანისია- იგი არასოდეს არ უნდა განმეორდეს”- კონსტანტინე გამსახურდია

ქართული “მასადა” კრწანისია. იგი არასოდეს არ უნდა განმეორდეს. ჩვენი კონსენსუსი ამას უნდა დაეუფუძნოს – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რომელიც კრწანისის ომის ისტორიულ თარიღს ეხმაურება.

“1795 წლის 11 სექტემბერს (ძველი სტილით, ხოლო ახალი სტილით დღევანდელ დღეს) კრწანისის ბედის განმსაზღვრელი ბრძოლა მოხდა. სისხლის ამ საშინელ კალოს გარდა გუდამაყრის, ხანდოს და ჭართლის ხეობის სამასი თავგანწირული მეომრისა ბევრი სხვა მებრძოლიც შეეწირა. ამ ბრძოლის შემდეგ ქართული სამეფო ფაქტობრივად ჩამოიშალა, იგი დამპყრობელი რუსეთის მსხვერპლი გახდა ძალიან მალე.

ასეთ პარალელს მოვუხმობ: ახალი წელთაღრიცხვით 73-74 წლებში, ისრაელში რომის ლეგიონებმა ჯერ ალყა შემოარტყეს, შემდეგ კი აიღეს იუდას უდაბნოს შემაღლებაზე მდებარე მასადას ციხესიმაგრე, სადაც გამაგრებულნი იყვნენ ისრაელის პატრიოტები. მათგან არც ერთი არ გადარჩენილა ცოცხალი. ამის შემდეგ იუდეა, როგორც ცალკე ერთეული დასრულდა. დღევანდელი ისრაელის სახელმწიფოს ძირეული დებულებაა, რომ “მასადა არასოდეს არ უნდა განმეორდეს”.. ამის გარანტორია შეიარაღებული ძალები “ცახალი” და საზოგადოებრივი ერთიანობა.

ქართული “მასადა” კრწანისია. იგი არასოდეს არ უნდა განმეორდეს. ჩვენი კონსენსუსი ამას უნდა დაეუფუძნოს”- წერს კონსტანტინე გამსახურდია.

,,ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოახდინონ ხელისუფლების დამხობა, გადატრიალება, სისხლის ღვრა”- კალაძე

მათ ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ და, ცხადია, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ მოახდინონ ხელისუფლების დამხობა, გადატრიალება, სისხლის ღვრა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობის გეგმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაშიფრა. საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით , მოვლენები 2014 წლის მაიდნის სცენარით უნდა განვითარდეს. გეგმის ავტორები საპროტესტო აქციებისას იარაღის გამოყენებასაც განიხილავენ. ამისთვის ამზადებენ ცალკეულ ჯგუფებს და ახალგაზრდებს პოლონეთი-უკრაინის საზღვრის მიმდებარედ წვრთნიან. გეგმის განხორციელება საკუთარ თავზე უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილემ – გია ლორთქიფანიძემ და საააკშვილის დაცვის ყოფილმა წევრმა მიხეილ ბატურინმა აიღეს.

„ვინ იყო ბატურინი, რომელიც ორ თანმხლებ პირთან შემოიპარა ზღვით და შესაბამისად სამსახურმა დააკავა? ვინ იყო ის 7 შეიარაღებული უკრაინელი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს? ისაუბრონ შესაბამისმა უწყებებმა ყველაფერზე – ვისი მოთხოვნით მოხდა მათი შეწყალება და გათავისუფლება? ეს არ არის უბრალოდ საქართველოში ან რადიკალურ ოპოზიციაში დაგეგმილი. ეს იმართება და მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები და მცდელობა აქვთ საქართველოს ხელისუფლება ჩამოაგდონ, იმიტომ რომ არ არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მისაღები მათთვის.

ჩვენ მოვისმინეთ არაერთი აუდიო თუ ვიდეოჩანაწერი, სადაც პირდაპირ არის საუბარი სისხლის ღვრაზე, სისხლზე, გადატრიალებაზე, ქართველების გინებაზე და ა.შ. ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები და რაზე არიან წამსვლელები. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, რას კადრულობდნენ? რა აკადრეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას? ანადგურებდნენ ოჯახებს, ადამიანებს ანადგურებდნენ – ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად. რამეს ხომ არ ვიგონებთ? ხომ გვახსოვს მაშინდელი კასრებში გადამალული კადრები, რომლებიც მთელმა საზოგადოებამ ნახა. შეიძლება ახალგაზრდობას არ ახსოვს, მაშინ პატარები იყვნენ, მაგრამ მათაც უნდა ვუთხრათ, ვინ არიან ეს ადამიანები“, – აცხადებს კალაძე.

სუსის ინფორმაციით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირები მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავენ დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.