Home Blog Page 1888

„საახალწლო სოფელი“ სტუმრებს შვიდი იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს

„საახალწლო სოფელმა“ დღეს უკვე პირველ სტუმრებს უმასპინძლა. სოფელში მიმდინარე ღონისძიებებსა და განახლებულ საახალწლო დეკორაციებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

„ჯადოსნური და ულამაზესია ჩვენი დედაქალაქი. ხედავთ, როგორ არის მორთული საახალწლოდ. უკვე ავანთეთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ჩავიფიქრეთ სურვილები. 7 იანვრის ჩათვლით ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. გარდა ამისა, აქ არის განთავსებული ყინულის საციგურაო მოედანი, რომლითაც ბევრი ადამიანი სარგებლობს. ხუთასამდე მეწარმე და მათი პროდუქციაა წარმოდგენილი „საახალწლო სოფელში“. მობრძანდით, მეგობრებო. მერწმუნეთ, სასიამოვნო დღეები გელით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„საახალწლო სოფელში“ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შოუები, პერფორმანსები და სხვა სახის ღონისძიებები, საღამო კი სტეფანესა და SALIO-ს კონცერტებით გაგრძელდა.

„საახალწლო სოფელში“, რომელიც ორბელიანის მოედანს, მიმდებარე ქუჩებსა და დედაენის ბაღს მოიცავს, 16 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება გამოფენა-გაყიდვა „საშობაო ბაზარი“, გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტები, „საახალწლო ქალაქის“ პავილიონი, სახელოსნო და თეატრი, თეატრალიზებული მსვლელობები და წარმოდგენები, საბავშვო ვორქშოფები, ილუზიონისტების შოუ, თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი, გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი, თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა, მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი, გარდა ამისა, იფუნქციონირებს ყინულის საციგურაო მოედანი და თემატური ფოტოზონები. საღამოობით გაიმართება სხვადასხვა ბენდების, ვოკალისტების, ჯგუფებისა და ანსამბლების კონცერტები, რის შემდეგაც საახალწლო სოფლის სტუმრების წინაშე წარდგება DJ ელექტრონული მუსიკით.

რაც შეეხება თოვლის ბაბუას, ის პატარებს თავის სახლში დახვდება, რომელიც დედაენის ბაღში განთავსდა. ბავშვებს აქ ელფები, გასართობი ზონა და საბავშვო სტუდიების კონცერტებიც ელით.

,,თუ, ჩვენი ოპონენტები არ დაფიქრდებიან და არ მოახდენენ ადაპტირებას, ჩაიძირებიან ”- მაკა ბოჭორიშვილი

თუ ჩვენი ოპონენტები არ დაფიქრდებიან და არ მოახდენენ ადაპტირებას, ჩაიძირებიან. სასაცილოა ის, რაზეც ისინი პოლიტიკურ ნარატივებს აშენებენ, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ქართველი ხალხი არის აზრიანი და ბრძენი. შეიძლება მას არ მოსწონდეს „ქართული ოცნება“, მაგრამ იმასაც ხვდება, რა არის ალტერნატივა. რაღაცების გადაფასება ყველას მოუწევს და იმედი, მაქვს რომ ეს მოხდება და რამდენიმე წელში სულ სხვა პოლიტიკური სივრცე გვექნება საქართველოში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში განმარტებულია გადაცემების დახურვის მიზეზი და ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კატეგორიულად მიუღებლად რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, რესტრუქტურიზაცია მოცემული ფინანსური ცვლილებებიდან გამომდინარე დაიგეგმა.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით შეიცვალა მაუწყებლის დაფინანსების მოდელი და წესი. ასევე ცნობილია, რომ 2024 წელს მაუწყებელი იცვლის შენობას და გადადის ახალ მისამართზე, ეს კი უკავშირდება ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ ცვლილებას, რაც, თავის მხრივ, ზრდის ორგანიზაციის კაპიტალურ ხარჯებს.

არსებული მოცემულობა ახალი რეალობის წინაშე აყენებს ორგანიზაციას, რომელიც ვალდებულია, ერთი მხრივ, შეინარჩუნოს უწყვეტი მაუწყებლობა, შეასრულოს ნაკისრი შინაარსობრივი ვალდებულებები და, მეორე მხრივ, ახალი გარემოებიდან გამომდინარე, შეცვალოს დაგეგმილი პროგრამირება.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებული ყველა გადაცემა ერთნაირად ღირებული, ხარისხიანი და მნიშვნელოვანია. მრავალფეროვნება – ინფორმირება, შემეცნება, გართობა და სპორტი, რომელიც ნებისმიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის ქვაკუთხედია, ითვალისწინებს ყველა ტიპის მაყურებლის გემოვნების დაკმაყოფილებას და გამორიცხავს გადაცემების პოლიტიზებას.

არხზე წლების განმავლობაში არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული შინაარსის პროგრამები და ეს მიდგომა უცვლელი რჩება, რესტრუქტურიზაცია დაიგეგმა მოცემული ფინანსური ცვლილებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს, ასევე ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს.

კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება, რადგან ამ ეტაპისთვის არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე, თითოეულ გადაცემაზე დანაკლისი ექნება სხვადასხვა ტიპის მაყურებელს, საკუთარი გემოვნებისა და პრეფერენციების მიხედვით.

იხურება სრულად არხი „ტელესკოლა“;

„დღის კოდი“;

„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“;

„ფერმა“;

„თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“;

„ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ“;

„ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“;

„კაცები PLAY“;

ასევე ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა გარეწარმოების (6 კომპანია) კომპანიასთან.

გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა 14 დეკემბერს, გუშინ კი დასრულდა ყველა პროექტის შემოქმედებით ჯგუფებთან პირისპირ კომუნიკაცია, დღეს გაცნობებთ არსებულ ვითარებას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რადგან ინტერპრეტაცია მხოლოდ ხელს შეუშლის რეალური სურათის დანახვას.“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინული არტილერია იძულებულია დაზოგოს საბრძოლო მასალა მარაგების შემცირების გამო – BBC

უკრაინელი მსროლელები უკვე იძულებულნი არიან დაზოგონ საბრძოლო მასალა დასავლეთის სამხედრო დახმარების შემცირების გამო, – განუცხადეს უკრაინელმა სამხედროებმა BBC-ის ჟურნალისტებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე იმყოფებოდნენ.

ჟურნალისტები 93-ე ბრიგადის არტილერისტებს ესაუბრნენ, რომლებიც ბახმუტთან რუსების ყოველდღიურ თავდასხმებს იგერიებენ. უკრაინელი ჯარისკაცები ძალიან კმაყოფილნი არიან ამერიკული M109 თვითმავალი ჰაუბიცებით. თუმცა მებრძოლები იმედოვნებენ, რომ ეს ზამთარი ფრონტის ხაზზე მშვიდი არ იქნება.

„ეს რუსული ზეწოლა გაგრძელდება მინიმუმ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე“ – ამბობს მსროლელი საშკო. მას მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინის ბრძოლის ველზე გამარჯვება სჭირდება, რათა გააძლიეროს თავისი კამპანია 2024 წლის მარტის არჩევნების წინ.

BBC აღნიშნავს, რომ კონტრშეტევის მნიშვნელოვანი პროგრესის ნაკლებობის შემდეგ უკრაინელმა ჯარისკაცებმა გააცნობიერეს, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება. მათ იციან, რომ წინ რთული ზამთარია.

ჯარებმა BBC-ს განუცხადეს, რომ მათ სჭირდებათ მხარდაჭერა, ვიდრე ოდესმე, რათა შეცვალონ ომის მიმდინარეობა.

„თუ არ იქნება დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერა, მაშინ ყველაფერი ძალიან ცუდად იქნება. ჯერ რუსეთი ჩაიგდებს უკრაინას, მერე ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის ჯერი დადგება. ვფიქრობ, რუსეთი აქ არ გაჩერდება“ – აცხადებს საშკო.

უკრაინელმა სამხედრომ, რომელიც ხელმძღვანელობს საარტილერიო სროლას სამხრეთ ფრონტის ხაზზე განუცხადა BBC-ს, რომ სამხრეთში უკრაინული მხრიდან საარტილერიო ცეცხლის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.

„კონტრშეტევის პიკის დროს და კიდევ რამდენიმე თვის წინ, რუსული და ჩვენი არტილერიის ცეცხლს შორის თანაფარდობა ძირითადად 1:1 იყო ან უფრო მეტიც ჩვენს სასარგებლოდ. ახლა რუსეთის მიერ გასროლილ ყოველ ოთხიდან ხუთ ჭურვზე თითო ჭურვია“, – ამბობს ის.

„ვითარება შეიძლება კრიტიკული გახდეს, თუ დასავლეთის სახელმწიფოები შეწყვეტენ მხარდაჭერას და დახმარება გაქრება“, – აცხადებენ ჯარისკაცები.

„ტყვია-წამლის გარეშე ეს მხოლოდ ლითონის ჯართი იქნება“, – აღნიშნავს საშკო და მიუთითებს ამერიკულ ჰაუბიცაზე.

22-ე ბრიგადის ერთ-ერთი მეთაური გორნი აღნიშნავს, რომ  უკრაინას აქვს საბრძოლო მასალის დეფიციტი.

„ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს საკმარისი საბრძოლო მასალა. მეტი ჭურვი რომ გვქონდეს, კლიშჩიივკას შორს გავიდოდით“ – აცხადებს 22-ე ბრიგადის ერთ-ერთი მეთაური.

როგორც მედია წერს, დახმარების არარსებობა უკრაინისთვის უფრო დიდ დანაკარგს ნიშნავს. ისინი გაბრაზებულები არიან, რომ მათი სიცოცხლე და მსხვერპლი შეიძლება ფუჭად დაიკარგოს, რადგან, მათი თქმით, ევროპასა და აშშ-ს ბოლომდე არ ესმით უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მნიშვნელობა.

„ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა გააცნობიერონ, რომ თუ ჩვენ არ შევაჩერებთ რუსებს, ისინი უფრო შორს წავლენ. მაშინ [ევროპა და ამერიკა], ნაცვლად იმისა, რომ დაგვეხმარონ, დაიცავენ საკუთარ მიწებს და მათი ხალხი დაიღუპება“, – დასძინა უკრაინელმა საარტილერიო მსროლელმა კენტმა.

„ბი-ბი-სი“ წერს, რომ საბრძოლო მასალის გარეშე, უკრაინა ვერ შეაჩერებს რუსეთის თავდასხმებს და შეიძლება საბოლოოდ წააგოს ეს ომი.

შეგახსენებთ, შემოდგომის დასაწყისიდან აშშ-ის კონგრესმა ვერ შეძლო უკრაინის სამხედრო დახმარების შემდეგი პროგრამის მიღება. ვოლოდიმირ ზელენსკი ამ კვირაში ეწვია ვაშინგტონს, რათა უბიძგოს კონგრესს, სწრაფად მიიღოს პროგრამა უკრაინის დასახმარებლად. იქ მან გამართა შეხვედრები, კერძოდ, რესპუბლიკელებთან, რომლებიც ბლოკავენ დახმარებას, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.

ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყო

დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია Wizz Air-მა საჰაერო ხომალდების რაოდენობა ოთხამდე გაზარდა და ქუთაისი-კოპენჰაგენი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo საჰაერო ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები დანიის დედაქალაქის მიმართულებით ქუთაისიდან კვირაში ორი სიხშირით სრულდება.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ დღესთან დაკავშირებით დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა ლომინაძე და DMO იმერეთის ხელმძღვანელი მარიამ დევიძე დაესწრნენ. პირველ რეისს კოპენჰაგენიდან 165 მგზავრი ჩამოჰყვა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, რეისის პირველ მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ამ დრომდე, საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობდა. მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში სიხშირეები გაიზარდა სხვადასხვა მიმართულებებზე და ზოგიერთი მიმართულება კვირაში 3 და 4 სიხშირით სრულდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დროებით ოკუპირებულ გალში მოკლული ვიტალი კარბაია დღეს სოფელ წარჩეში დაკრძალეს

დროებით ოკუპირებულ გალში მოკლული ვიტალი კარბაიას ცხედარს ექსპერტიზა გუშინ ჩაუტარდა. „მოძრაობა აფხაზეთისთის“ წერს, რომ კაცი ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
„დღეს აფხაზეთში, გალში – სოფელ წარჩეში მიწას მიაბარეს ე.წ. მილიციელების – ზარაქუა, კვეკვესქირი და აბშილავას მიერ ცემით მოკლულ ვიტალი კარბაია. ჩვენი ინფორმაციით გუშინ საღამოს გალის რაიონის ხელმძღვანელის მიერ იყო მოთხოვნა, ჩატარებულიყო ექსპერტიზა, რომელიც ჩაუტარდა. ექსპერტიზამ დაამტკიცა ცემის შემდგომ მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაცვალება”, – ვკითხულობთ მოძრაობის ფეისბუკგვერდზე.

ცნობისთვის, 9 დეკემბერს ოკუპირებულ გალში საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა ჩხრეკის მიზნით გააჩერეს და სასტიკად სცემეს საქართველოს მოქალაქე,თემურ (ვიტალი) კარბაია.მოგვიანებით ის ე.წ. მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც, სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორება გაგრძელდა.მიყენებული დაზიანებების გამო, კარბაია სოხუმის საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.

ისრაელი შეცდომით მოკლულ საკუთარ მოქალაქეებზე განმარტებებს აკეთებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ჩრდილოეთ ღაზაში, შეცდომით მოკლულ ისრაელელ მძევლებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

სამხრეთ სარდლობის უფროსი ოფიცრის თქმით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილი ბიჭები შენობიდან გამოდიოდნენ, ისინი ტანს ზემოთ შიშვლები იყვნენ და თეთრ დროშას აფრიალებდნენ.

ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ისრაელელმა ჯარისკაცმა ეს ფაქტი იხილა „საშიშროება იგრძნო, ცეცხლი გახსნა და დაიყვირა ტერორისტები“.

გამოძიების თანახმად, ამ ჯარისკაცმა ორი კაცი მოკლა, ხოლო მესამე, რომელიც  დაიჭრა, ისევ შენობაში დაბრუნდა, თუმცა, მოგვიანებით, ისიც გარდაიცვალა.

„ისრაელელმა ჯარისკაცებმა მოგვიანებით გაიგონეს, როგორ ითხოვდა ვიღაც დახმარებას ებრაულად და მეთაურმა მაშინვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება“, – აცხადებენ ისრაელის შეიარაღებულ ძალებში და ირწმუნებიან, რომ სამხედრო პირს ბიჭები ტერორისტები ეგონა.

ისრაელელი ოფიცრის თქმით, ბოლო დღეებში შეჯაიაში ჯარებმა მოკლეს სულ მცირე 38 პალესტინელი ტერორისტი.

,,ხანდახან მის ამ ქმედებებს უფრო პროვოკაციის სუნი ასდის, ვიდრე რაიმე რეალური სიკეთის”- ირაკლი ქადაგიშვილი

ხანდახან მის ამ ქმედებებს უფრო პროვოკაციის სუნი ასდის, ვიდრე რაიმე რეალური სიკეთის. ჩვენ გვახსოვს, წინა პერიოდშიც ამბობდა, საქართველო არ იმსახურებს [კანდიდატის სტატუსს], ახლაც, ბოლო პერიოდშიც, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ერთსულოვნება, რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე იჯდა და ამბობდა, რომ არ იმსახურებს [კანდიდატის სტატუსს], – ასე შეაფასა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, მთავრობის მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისვლა.

ქადაგიშვილის თქმით, ზურაბიშვილს არასდროს აღუნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულა და ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებდა.

„რაც ევროკომისიამ დადებითი დასკვნა მოგვცა, ამის შემდეგაც, ერთხელაც არ დასცდენია, რომ სახელმწიფომ, მთავრობამ სამუშაო შეასრულა, პროგრესი დაგვანახა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მან თვითონვე აუკრძალა საკუთარ თავს და არ მისცა თავის თავს საშუალება, რომ ამ საქმეში ყოფილიყო საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად და დარჩა რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

,,ჩვენ ყველა დავპატიჟეთ, მთელი საქართველო, მათ შორის ხელმოცარულები ოპოზიციიდანაც”- ზარქუა

მმართველმა გუნდმა ჩანიშნა დიდი ზეიმი, სადაც განსაზღვრული იყვნენ მონაწილეები. ჩვენ ყველა დავპატიჟეთ, მთელი საქართველო, მათ შორის ხელმოცარულები ოპოზიციიდან , – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„რამდენადაც ვიცი, ქალბატონი ზურაბიშვილი იყო ადგილზე და ესწრებოდა აქციას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქალბატონი ჩვენს სახელმწიფოს ებრძოდა. ხომ გახსოვთ მისი განცხადება პარლამენტში: ეს ფსევდორეფორმაა და არ იმსახურებს ეს ხელისუფლება კანდიდატის სტატუსსო. შემდეგ ჩავიდა ევროპაში და თქვა, რომ არ ვარ დარწმუნებული, ამ ხელისუფლებას უნდა თუ არა ევროპული პერსპექტივაო. ჩვენ ვთქვით, რომ ზეიმი განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მხარს უჭერდა და გვერდში ედგა ხელისუფლებას, ქართველ ხალხს ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, ქალბატონი ზურაბიშვილი ამ სიაში არ ეწერა“, -აღნიშნა ზარქუამ.

მიცკევიჩის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. 18 დეკემბრიდან ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი; მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი.

ამ ეტაპისათვის, 7800 კვ. მ გზის სავალ ნაწილზე სრულდება ასფალტის საფარის დაგება და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა. გარდა ამისა, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მთლიანად ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები, რომლის ფართობი ჯამში 19 800 კვადრატული მეტრია.

პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. პროექტისათვის ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი გამოიყო.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია განცხადებას ავრცელებს

15 დეკემბრიდან იმ აბონენტებს, რომლებსაც „სილქსატის“ მომსახურეობა გაეთიშებათ, სატელევიზიო მაუწყებლობის მიღება „აზერსპეისის“ (Azerspace 46E) თანამგზავრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უფასოდ შეეძლებათ.

კერძოდ, „აზერსპეისის“ თანამგზავრიდან შემდეგი ქართული არხების მიღებაა შესაძლებელი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, აჭარა ტვ, იმედი, GDS, ტვ პირველი, მთავარი არხი, ფორმულა, რუსთავი 2, მარაო, კომედი არხი, POS TV, ობიექტივი, ტვ 25, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი და მარნეული ტვ.

იმისთვის, რომ აბონენტებმა „აზერსპეისის“ თანამგზავრიდან სიგნალის მიღება შეძლონ, საჭიროა რამდენიმე ტექნიკური საკითხის უზრუნველყოფაა, კერძოდ, „აზერსპეისის“ სამაუწყებლო სიგნალის მისაღებად, აუცილებელია თანამგზავრული ანტენის (თეფშისა) და მიმღების (ე.წ. Set Top Box) შეძენა და მონტაჟი. იმ შემთხვევაში, თუ თეფშს რაიმე შენობა ან მთა ფარავს, საჭირო იქნება მისი ისე განთავსება, რომ სიგნალი დაიჭიროს. ხოლო, იმ აბონენტებს, რომელთაც თეფში უკვე აქვთ, ერთჯერადად მხოლოდ მიმღების შეძენა დასჭირდებათ.

„აზერსპეისის“ თანამგზავრის სამაუწყებლო სიგნალის მისაღებად აუცილებელია შემდეგი ტექნიკური პარამეტრების გამოყენება: თანამგზავრი Azerspace 1 აღმოსავლეთ განედის 46 გრადუსი /East 46°, მიღების სიხშირე/Downlink Frequency: 11095Mhz, პოლარიზაცია/Polarization: ჰორიზონტალური/Horizontal, სიმბოლური სიჩქარე/Symbol Rate: 30000 KBit/s, შესწორების კოდი/FEC Rate: 5/6.

გარდა „აზერსპეისისა“, აბონენტების ნაწილს „სილქსატის“ ჩანაცვლება „სტერეო +“-ის ციფრული ტელევიზიის სისტემითაც შეუძლიათ, თუმცა, „სტერეო+“ ყველა იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც „სილქსატის“ მიღება იყო შესაძლებელი, არ იჭერს. „სტერეო+“-ის სისტემაში ჩასართავად, საჭიროა ციფრული ტელევიზიის მიმღებისა (DVB-T2 სტანდარტის ე.წ „სეთობოქსი“) და ანტენის კომპლექტის შეძენა. ანტენის დამონტაჟება უმჯობესია აივანზე ან სახურავზე. მონტაჟის შემდეგ, ანტენა კაბელით (კოქსიალური) მიმღებს, ხოლო მიმღები ტელევიზორს უნდა შეუერთდეს.

უკრაინამ რუსეთის პატრიარქი კირილი ძებნილად გამოაცხადა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილზე (ვლადიმერ გუნდიაევი) ძებნა გამოაცხადა.

უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფას გულისხმობს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური კირილი (გუნდიაევი) ძებნილად გამოაცხადეს.

„უკრაინის შსს-ს მონაცემთა ბაზის მიხედვით, პატრიარქ კირილს უკრაინის უშიშროების სამსახური ეძებს და ის ძებნილთა სიაში 11 ნოემბრის შემდეგ არის, ანკეტაში კი ინფორმაცია 15 დეკემბერს განახლდა. იქ ასევე მითითებულია აღკვეთის ღონისძიება – დაკავება. ძებნილის ანკეტას დართული აქვს პატრიარქის ფოტო და მისი  ერისკაცობის სახელი ვლადიმერ გუნდიაევი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის ერთობლივი გამოძიების შედეგად შეგროვდა მტკიცებულებათა ბაზა, რომელიც ადასტურებს, რომ მოსკოვის პატრიარქი რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიდა წრის ნაწილია და საჯაროდ უჭერს მხარს რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ.