“გასულ წელს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2.5-ჯერ გაიზარდა”
“ალექსეი ნავალნის იძულებითი გაუჩინარება შემაშფოთებელია” – გაერო-ს ექსპერტი ადამიანის უფლებების საკითხებში
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი რუსეთში ადამიანის უფლებების საკითხებში, მარიანა კაცაროვა აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის იძულებითი გაუჩინარება შემაშფოთებელია და რომ ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.
„დიდად შეშფოთებული ვარ, რომ რუსეთის ხელისუფლება არ ამჟღავნებს ბ-ნი ნავალნის ადგილსამყოფლისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რაც იძულებით გაუჩინარებას წარმოადგენს“, – აღნიშნულია მარიანა კაცაროვას განცხადებაში.
ცნობისთვის, კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ადვოკატებს მასთან შეხვედრა 6 დეკემბრიდან აეკრძალათ. აღსანიშნავია, რომ ნავალნი გასულ პარასკევს დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
“2012 წელს, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი, რაც, 1850 ლარამდეა გაზრდილი” – პრემიერი
2012 წელს, საშუალო ხელფასი, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი. 1850 ლარამდე არის გაზრდილი ანუ 2.5-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო 11 წელში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბიზნესსექტორში, საშუალო ხელფასი 2012 წელთან შედარებით ასევე 2.5-ჯერ არის გაზრდილი.
„მინდა გითხრათ, რომ მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით საქართველო გადავიდა საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყნებს შორის. პროგნოზების თანახმად, უკვე 2028-2030 წლებში საქართველო დაუახლოვდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ე.წ. მედიანურ სტანდარტს, ანუ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების იმ დონეს მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, რაც დაახლოებით საშუალოდ დღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს აქვთ.
რაც შეეხება ზოგადად დასაქმებულთა რაოდენობას და ხელფასებს. ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა აქაც შედარება გავაკეთოთ აქაც. 2012 წელს, საშუალო ხელფასი, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი. 1850 ლარამდე არის გაზრდილი ანუ 2.5-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო 11 წელში.
ასევე ანალოგიურ პერიოდში, ბიზნესსექტორში, საშუალო ხელფასი 2012 წელთან შედარებით ასევე 2.5-ჯერ არის გაზრდილი, 780 ლარიდან 2000 ლარამდე.
მთავრობის ვალის მაჩვენებელი 38.2%-მდე ჩამოვიდა. მე შეგახსენეთ, რომ 3 წლის წინ უკვე 60%-ს გადააჭარბა მთავრობის ვალმა და ჩვენ ეს ბოლო სამ წელიწადში, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში, შევძელით მთავრობის ვალის მკვეთრი შემცირება.
ბიუჯეტის დეფიციტს, ჩვენ რა თქმა უნდა ვინარჩუნებთ, დაბალ დეფიციტს ვინარჩუნებთ, წელს იყო 2.8%, გაისად იქნება 2.5%.
ასევე მინდა მოსახლეობას, ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ ზოგადად მოსახლეობის შემოსავლების ზრდის მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის შემდეგი მონაცემი, აი მაგალითისთვის 2012 წლის დეკემბერში, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები შეადგენდა 14.4 მილიარდ ლარს, ხოლო წელს, სექტემბრის თვეში, 75 მილიარდი ლარი იყო საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები, 75 მილიარდი ლარი. 14 მილიარდიდან 75 მილიარდამდე გაიზარდა სულ რაღაც 11 წელიწადში. ეს არის 400%-ზე მეტით ზრდა, რა თქმა უნდა კურსის ეფექტის ჩათვლით. ასევე 2012 წლის დეკემბრისთვის, საქართველოს კომერციულ ბაკებში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა, ეს ძალიან საინტერესო მონაცემებია სხვათა შორის, ეროვნული ვალუტით შეადგენდა 2,8 მილიარდ ლარს, ხოლო უცხოური ვალუტით, 4,9 მილიარდ ლარს.
წელს ოქტომბერში, ეროვნული ვალუტით, 24.7 მილიარდი ლარი და უცხოური ვალუტით 25 მილიარდი ლარით არის შეფასებული. დეპოზიტები ეროვნული ვალუტით 800%-ით არის გაზრდილი და უცხოური ვალუტით 400%-ით გაიზარდა, ჩვენი მოქალაქეების შემოსავლები და დეპოზიტები.
ეს რას ნიშნავს, ძვირფასო მეგობრებო, ჩემო კოლეგებო, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი გზით, ქვეყნის ეკონომიკა იზრდება სწრაფად, ქვეყანა მდიდრდება და ჩვენი მოსახლეობა მდიდრდება“, – განაცხადა პრემიერმა
2012 წლამდე ქვეყანაში იყო ავტოკრატიული, უსამართლო რეჟიმი, რომელიც ჩაგრავდა ჩვენს ომგამოვლილ მოქალაქეებს -პრემიერი
მინდა, საზოგადოებას შევახსენო, როგორი ეკონომიკა ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს, მაშინ ბიუჯეტის შევსების უმთავრესი გზა იყო ბიზნესის რეკეტი, მაღალი იყო სიღარიბე, 30 პროცენტზე მეტი იყო სიღარიბე, უმუშევრობაც ამდენივე, არავითარი პერსპექტივა ქვეყანაში არ არსებობდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბიზნესი იყო აბსოლუტურად დემოტივირებული და არავითარი განჭვრეტადობა არ არსებობდა.
„ბიზნესს ჰქონდა მხოლოდ ნეგატიური პროგნოზები და მოლოდინები. ქვეყანაში იყო დამყარებული ავტოკრატიული, უსამართლო რეჟიმი, რომელიც ჩაგრავდა ჩვენს მოქალაქეებს, ომგამოვლილ მოქალაქეებს. იმ ომგამოვლილ მოქალაქეებს, რომელიც თავად იმ ხელისუფლებამ ვერ აარიდა საკუთარ ხალხს, შედეგად, დღეს 20 პროცენტი არის ოკუპირებული. მაშინ მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 27 მილიარდი ლარი, წელს 80 მილიარდი ლარი იყო მთლიანი შიდა პროდუქტი და 2024 წელს გახდება 86 მილიარდი. ბოლო 11 წელიწადში „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
“ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა” – ირაკლი ღარიბაშვილი
ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა. 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, 17%-მდე შემცირდა.
„2012 წელს, უმუშევრობის დონე იყო 27% დაახლოებით. შარშან, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, 17%-მდე შემცირდა, ასევე შემცირდა სიღარიბე და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს, 15%-მდე ჩამოვიდა სიღარიბე. წელს, სამივე კვარტალში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია გაგრძელდა. და მესამე კვარტლის მდგომარეობით, კვარტალურ ჭრილში რომ ვთქვათ, დასაქმების მაქსიმალური მაჩვენებელი და უმუშევრობის მინიმალური დონე ფიქსირდება. უმუშევრობის დონე მცირდება სამუშაო ძალის და დასაქმების ზრდის პარალელურად; წელს, მაგალითად, მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე 15.6% იყო, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე რეკორდული, მილიონ 366 ათასს მიაღწია.
ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა. 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს.
ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლების მმართველობის კიდევ ერთი კონკრეტული შედეგი.
ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით, გაზრდილია 1.5-ჯერ – 245 ათასით.
მესამე კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა ასევე გაიზარდა. მოქმედი ბიზნესსუბიექტების რაოდენობა 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით, 71%-ით არის გაზრდილი – 119 ათასიდან 205 ათასამდე გაიზარდა.
ახლად რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა რაოდენობა, შარშან, 2012 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა 40 ათასიდან 77 ათასამდე.
ბიზნესსექტორის ბრუნვის მონაცემები მინდა გაგიზიაროთ, 2012 წელთან შედარებით 4-ჯერ გაიზარდა ბიზნესსექტორის ბრუნვა, 42 მილიარდი ლარიდან 181 მილიარდ ლარამდე.
ეს არის ბოლო 10-11 წლის მონაცემები, შედარება რომ გავაკეთოთ.
ასევე, 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 3-ჯერ ბიზნესსექტორის გამოშვება, 23 მილიარდი ლარიდან 71 მილიარდ ლარამდე.
უკვე წელს, იანვარ-სექტემბერში ბიზნესსექტორის ბრუნვა 12.6%-ით გაიზარდა, 143 მლრდ. ლარი შეადგინა ბიზნესსექტორის ბრუნვამ, ხოლო ბიზნესსექტორის გამოშვებამ 54 მლრდ. ლარი”, – განაცხადა პრემიერმა.
ყველაზე დიდი განსაცდელი ავარიდეთ ხალხს და ქვეყანას, ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად, მტკიცედ გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე -პრემიერი
სიამაყით უნდა ითქვას, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები, ყველაზე დიდი განსაცდელი ავარიდეთ ჩვენს ხალხს და ქვეყანას, ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად და მტკიცედ გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„ჩვენ კარგად ვიცით და ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებას ღიად ვესაუბრებოდით იმ რისკების შესახებ, რომლის წინაშეც გვიწევდა ჩვენ გამკლავება. საფრთხე იყო საკმაოდ რეალური, ეს არ იყო მოგონილი, იყო საფრთხე ქვეყნის დესტაბილიზაციის. ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ჯგუფები და მტრული ძალები, მე არ მოვერიდები ამის თქმას, პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო ამ საომარ ვითარებაში. ფაქტებს აღარ გაგახსენებთ, ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი.
ამიტომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ძვირფასო მეგობრებო, საზოგადოებავ, მინდა, გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ უნდა ითქვას სიამაყით, ჩვენ ვინაიდან და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები, ჩვენ ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ერს, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას დაატყდეს თავს, არის ომი, ეს ყველაზე დიდი განსაცდელი თავიდან ავარიდეთ და ავირიდეთ. ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად და მტკიცედ გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე. ჩვენ ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რისკები მთლიანად არის განეიტრალებული, ბუნებრივია ეს რისკები არსად არ წასულა, ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით და გონიერებით ვაფასებთ რისკებს, ვახდენთ საფრთხეების იდენტიფიცირებას, შესაბამის პრევენციებს ვახორციელებთ და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას.
ამავდროულად, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ არცერთი წუთით არ დაგვიკლია მცდელობა, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციაში არ ვყოფილიყავით, პირიქით. ჩვენ შეიძლება ითქვას, 24 საათიან რეჟიმში ღიად ვთანამშრომლობდით ჩვენს მეგობარ პარტნიორ სახელმწიფოებთან. ვიყავით სრულ კოორდინაციაში და ვფიქრობ, რომ დღეს შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყნის რეალური მხარდამჭერები, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, ევროპელი დასავლელი ამერიკელი მეგობრები არიან სრულად ინფორმირებულები ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ამოცანისა და მიზნების შესახებ და არავითარი კითხვები აღარ არსებობს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
“2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო, ომი არ მოხდებოდა” – პრემიერი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, აგვისტოს ომი არ მოხდებოდა.
როგორც პრემიერმა მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, „მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება“.
„აგვისტოს ომი, რა თქმა უნდა უდიდესი ტრაგედია იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება. არაერთხელ მითქვამს, 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებას ღიად ვესაუბრებოდით იმ რისკების შესახებ, რომელთანაც გამკლავებაც გვიწევდა. საფრთხე საკმაოდ რეალური იყო. ეს არ იყო მოგონილი. ქვეყნის დესტაბილიზაციის საფრთხე იყო, ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ჯგუფები და მტრული ძალები პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო ამ საომარ ვითარებაში. მე ფაქტებს აღარ გაგახსენებთ, ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი. სიამაყით უნდა ითქვას, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები. ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას და ხალხს დაატყდეს თავს, ეს არის ომი და ჩვენ ეს ყველაზე დიდი განსაცდელი თავიდან ავირიდეთ. ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს. ჩვენ ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რისკები მთლიანად არის განეიტრალებული. ბუნებრივია, ეს რისკები არსად წასულა, მაგრამ ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით და გონიერებით ვაფასებთ რისკებს, ვახდენთ საფრთხეების იდენტიფიცირებას, შესაბამის პრევენციას ვახორციელებთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ჩვენს ქვეყანას ვიცავთ“,-განაცხადა პრემიერმა.
ბიუჯეტი 2012 წელს იყო დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი -ირაკლი ღარიბაშვილი
ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8 მილიარდზე მეტი დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი აქაც თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში, 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 3 წელიწადში მთელი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 30 მილიარდი ლარით.
„ახლა რაც შეეხება კონკრეტულ შედეგებს, მე მინდა საზოგადოებას შევახსენო თუ როგორი ეკონომიკა ჩაიბარა ქართულმა ოცნებამ 2012 წელს. შეგახსენებთ, რომ მაშინ კარგად გახსოვთ, რომ ბიუჯეტის შევსების უმთავრესი გზა იყო ბიზნესის რეკეტი, მაღალი იყო სიღარიბე, თითქმის 30 პროცენტზე მეტი იყო სიღარიბე და უმუშევრობაც ამდენივე.
და არავითარი პერსპექტივა ქვეყანაში არ არსებობდა, დემოკრატიაზე ჩვენ რა თქმა უნდა ცალკე ვისაუბრებთ, მაგრამ ეკონომიკით რომ დავიწყოთ და პირველი თავი მიეძღვნება ეკონომიკას, ერთგვარი ანალიზი და შედარებითი ანალიზი მინდა გავაკეთო, მაშინ არავითარი პერსპექტივა არ არსებობდა. ბიზნესი იყო აბსოლუტურად დე მოტივირებული, არავითარი პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა არ არსებობდა, პირიქით, ბიზნესს ჰქონდა მხოლოდ ნეგატიური პროგნოზები და მოლოდინები, ქვეყანაში იყო დამყარებული რეალურად ავტოკრატიული რეჟიმი, უსამართლო რეჟიმი რომელიც ჩაგრავდა ჩვენს მოქალაქეებს, ომ გამოვლილ მოქალაქეებს. იმ ომ გამოვლილ მოქალაქეებს, რომელიც თავად იმ ხელისუფლებამ ვერ აარიდა საკუთარ ხალხს და შედეგად დღეს 20 პროცენტი არის ოკუპირებული. შეგახსენებთ, რომ მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 27 მილიარდი ლარი, დღეს, წელს 80 მილიარდი ლარი იყო მთლიანი შიდა პროდუქტი და 2024 წელს გახდება 86 მილიარდი ლარი, ბოლო 11 წელიწადში, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა 3 ჯერ გაიზარდა, 27 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდ ლარამდე, ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8 მილიარდზე მეტი დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი აქაც თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში, 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი.
ბოლო 11 წელიწადში, ეს არის კონკრეტული შედეგი, რომელზეც მინდა ვისაუბრო დღეს თქვენთან ერთად, ასევე მინდა გითხრათ რომ მხოლოდ 3 წელიწადში, ბოლო 3 წელიწადში გაიზარდა 30 მილიარდი ლარით, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით წელს უკვე 8100 დოლარს შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე და 2024 წელს 8500 დოლარს გადააჭარბებს, ბოლო ორი წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი რადგან ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა, წელსაც მიუხედავად აი ამ დიდი გამოწვევებისა და კატაკლიზმებისა, რომელიც ხდება აი ამ ჩვენს რეგიონში და მთელს მსოფლიოში, მაშინ როცა წამყვანი ეკონომიკების ეკონომიკა მცირდება და ბევრგან ვარდნაა სერიოზული, ჩვენ მოვახერხეთ ბოლო ორი წელი 10 პროცენტით მეტით გაგვეზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, წელს 7 პროცენტის ფარგლებში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ინფლაციის სრული ასე ვთქვათ კონტროლი მოვახერხეთ, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ არის 1 პროცენტზე ქვემოთ ჩამოვიდა ინფლაცია, ეს წნეხი მთლიანად მოიხსნა და შარშან რაც გვქონდა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ფასები და ინფლაციის ზრდა, ეს რისკებიც ეს საფრთხეც მთლიანად მოხსნილია, შეიძლება ამაყად ითქვას, ამ წლის მუშაობის შედეგი არის სწორედ ინფლაციის მართვა და კონტროლი, ასევე მინდა გითხრათ რომ მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით“, – განაცხადა პრემიერმა.
2012 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციას, დემოკრატიზაციას -პრემიერი
2012 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციას, დემოკრატიზაციას. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების გზას დაადგა ჩვენი ხელისუფლება, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ” გადაიბარა ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ რომელიმე ხელისუფალმა მიაღწია ძალიან კონკრეტულ შედეგს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება”.
„მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები ჩვენს საზოგადოებას, ჩემს კოლეგებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარეს, თბილისის მერს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სასამართლოების ხელმძღვანელებს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს. პატივცემულ ელჩებს, ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივის, წარმოგიდგინოთ ამ წლის საქმიანობის ანგარიში. მე შევეცდები თავიდან, ერთგვარი შესავალის სახით ჩვენი ანალიზი გაგიზიაროთ. ასევე გაგიზიაროთ ჩემი შეფასებები იმ ძირითად მოვლენებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად, რეგიონში. ასევე, ჩემს ანგარიშში შევეხები იმ მიღწევებს, რომელსაც ჩვენ, მთელმა გუნდმა, მთავრობამ და პარლამენტმა ერთად, მთელმა ხელისუფლებამ, ყველამ ერთად მივაღწიეთ. ასევე მინდა შევეხო გეოპოლიტიკურ ვითარებას, რეგიონში არსებულ მდგომარეობას.
პირველ რიგში, მინდა , დავიწყო მოლოცვით, კიდევ ერთხელ, ვინაიდან ჩვენმა გუნდმა და მთლიანად ხელისუფლებამ, ჩვენს ხალხთან ერთად მივაღწიეთ უდიდეს გამარჯვებას – ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ეს არის მრავალი თაობის ოცნების ახდენა. ეს ბუნებრივია, არ ყოფილა მარტივი და ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევის აღსავსე პერიოდები, ეტაპები გავიარეთ, ძალიან ბევრი სირთულე გავიარეთ ერთად, ბევრი განსაცდელები, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიხელმძღვანელეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ მივაღწიეთ ამ შედეგს მეგობრებო. მხოლოდ ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედეთ და მოვედით დღევანდელობამდე.
2012 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციას, დემოკრატიზაციას. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების გზას დაადგა ჩვენი ხელისუფლება, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ” გადაიბარა ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები. მე ადრეც მითქვამს ძალიან ბევრჯერ, რომ თუ ვინმემ, რომელიმე ხელისუფალმა მიაღწია ძალიან კონკრეტულ შედეგს, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება”. დაწყებული ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, შემდეგ კონსტიტუციაშიც კი აისახა ჩვენი გაცხადებული საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი და დაგვირგვინდა ჯერ შარშან, ევროპული პერსპექტივის აღიარებით და უკვე წელს ერთგვარი დამაგვირგვინებელი შედეგი იყო კანდიდატის სტატუსის მოპოვება”, – განაცხადა პრემიერმა.
მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს. უხვი ნალექის გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა.
„მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ავტომობილების თოვლის საფარიდან გამოთავისუფლება და მოქალაქეების, უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხდა“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს -პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე წელს ერთგვარი დამაგვირგვინებელი შედეგი იყო კანდიდატის სტატუსის მოპოვება.
როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, მადლობას უხდის ევროპელ და ემერიკელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, პარტნიორებს. თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული თქვენი ხმა, თქვენი მხარდაჭერა. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ევროკომისიის პრეზიდენტს, მთლიანად ევროპელ ლიდერებს, ბატონ შარლ მიშელს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს. მადლობა მინდა, ვუთხრა ბატონ ვარჰეის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გვეხმარებოდა ჩვენ და ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი იყო ჩვენი მისწრაფების, რა თქმა უნდა, 27-ვე ქვეყნის ლიდერებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მინდა, ვუთხრა მადლობა და მათ ელჩებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან ჩვენთან, ამ დარბაზში. გულწფრელად მინდა, ვუთხრა მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს. ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო აშშ-ის მთავრობას, მინდა, განსაკუთებული მადლობა გადავუხადო ბატონ სალივანს. მე რამდენიმე კვირის წინ, როდესაც უკვე რეკომენდაცია გაიცა ევროკომისიის მიერ, ვთქვი, რომ ბატონი სალივანი იყო ერთ-ერთი მხარდამჭერი, გამოკვეთილი მხარდამჭერი ევროპულ გზაზე ჩვენი ქვეეყნის წარმატების. მქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა მასთან, ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ და გადავწყვიტეთ ბევრი საკითხი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას და ჩვენს ქვეყანას, პარტნიორობას შეეხება. რა თქმა უნდა, მინდა, მადლობა ვუთხრა აშშ-ის ახალ ელჩს, რომელიც პირადად იყო ჩასული ბრიუსელში და ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერი იყო ამ წარმატების“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.















