“2012 წელს, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი, რაც, 1850 ლარამდეა გაზრდილი” – პრემიერი

17
spot_img

2012 წელს, საშუალო ხელფასი, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი. 1850 ლარამდე არის გაზრდილი ანუ 2.5-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო 11 წელში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიზნესსექტორში, საშუალო ხელფასი 2012 წელთან შედარებით ასევე 2.5-ჯერ არის გაზრდილი.

„მინდა გითხრათ, რომ მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით საქართველო გადავიდა საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყნებს შორის. პროგნოზების თანახმად, უკვე 2028-2030 წლებში საქართველო დაუახლოვდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ე.წ. მედიანურ სტანდარტს, ანუ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების იმ დონეს მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, რაც დაახლოებით საშუალოდ დღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს აქვთ.

რაც შეეხება ზოგადად დასაქმებულთა რაოდენობას და ხელფასებს. ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა აქაც შედარება გავაკეთოთ აქაც. 2012 წელს, საშუალო ხელფასი, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი. 1850 ლარამდე არის გაზრდილი ანუ 2.5-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო 11 წელში.

ასევე ანალოგიურ პერიოდში, ბიზნესსექტორში, საშუალო ხელფასი 2012 წელთან შედარებით ასევე 2.5-ჯერ არის გაზრდილი, 780 ლარიდან 2000 ლარამდე.

მთავრობის ვალის მაჩვენებელი 38.2%-მდე ჩამოვიდა. მე შეგახსენეთ, რომ 3 წლის წინ უკვე 60%-ს გადააჭარბა მთავრობის ვალმა და ჩვენ ეს ბოლო სამ წელიწადში, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში, შევძელით მთავრობის ვალის მკვეთრი შემცირება.

ბიუჯეტის დეფიციტს, ჩვენ რა თქმა უნდა ვინარჩუნებთ, დაბალ დეფიციტს ვინარჩუნებთ, წელს იყო 2.8%, გაისად იქნება 2.5%.

ასევე მინდა მოსახლეობას, ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ ზოგადად მოსახლეობის შემოსავლების ზრდის მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის შემდეგი მონაცემი, აი მაგალითისთვის 2012 წლის დეკემბერში, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები შეადგენდა 14.4 მილიარდ ლარს, ხოლო წელს, სექტემბრის თვეში, 75 მილიარდი ლარი იყო საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები, 75 მილიარდი ლარი. 14 მილიარდიდან 75 მილიარდამდე გაიზარდა სულ რაღაც 11 წელიწადში. ეს არის 400%-ზე მეტით ზრდა, რა თქმა უნდა კურსის ეფექტის ჩათვლით. ასევე 2012 წლის დეკემბრისთვის, საქართველოს კომერციულ ბაკებში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა, ეს ძალიან საინტერესო მონაცემებია სხვათა შორის, ეროვნული ვალუტით შეადგენდა 2,8 მილიარდ ლარს, ხოლო უცხოური ვალუტით, 4,9 მილიარდ ლარს.

წელს ოქტომბერში, ეროვნული ვალუტით, 24.7 მილიარდი ლარი და უცხოური ვალუტით 25 მილიარდი ლარით არის შეფასებული. დეპოზიტები ეროვნული ვალუტით 800%-ით არის გაზრდილი და უცხოური ვალუტით 400%-ით გაიზარდა, ჩვენი მოქალაქეების შემოსავლები და დეპოზიტები.

ეს რას ნიშნავს, ძვირფასო მეგობრებო, ჩემო კოლეგებო, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი გზით, ქვეყნის ეკონომიკა იზრდება სწრაფად, ქვეყანა მდიდრდება და ჩვენი მოსახლეობა მდიდრდება“, – განაცხადა პრემიერმა