“ალექსეი ნავალნის იძულებითი გაუჩინარება შემაშფოთებელია” – გაერო-ს ექსპერტი ადამიანის უფლებების საკითხებში

45
spot_img

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი რუსეთში ადამიანის უფლებების საკითხებში, მარიანა კაცაროვა აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის იძულებითი გაუჩინარება შემაშფოთებელია და რომ ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.

„დიდად შეშფოთებული ვარ, რომ რუსეთის ხელისუფლება არ ამჟღავნებს ბ-ნი ნავალნის ადგილსამყოფლისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რაც იძულებით გაუჩინარებას წარმოადგენს“, – აღნიშნულია მარიანა კაცაროვას განცხადებაში.

ცნობისთვის, კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ადვოკატებს მასთან შეხვედრა 6 დეკემბრიდან აეკრძალათ. აღსანიშნავია, რომ ნავალნი გასულ პარასკევს დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.