Home Blog Page 1875

“ცხრა საკითხზე უწყვეტად მიმდინარეობს მუშაობა” – მიხეილ სარჯველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ევრორეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა მომზადებულია და უახლოეს მომავალში საჯარო გახდება.

სარჯველაძის თქმით, რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა უწყვეტად მიმდინარეობს, თუმცა საკმაოდ რთულია წინასწარ საუბარი კონკრეტულ ვადებსა და თარიღებთან დაკავშირებით.

„თავისი შინაარსიის გათვალისწინებით, ცხრა საკითხზე მუშაობა არ გახლავთ ისეთი რამ, რომელზეც შეიძლება, ზუსტ თარიღებზე შევთანხმდეთ. ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც შეიძლება, მიმდინარე პროცესის გარკვეულ ფაზაში გადაყვანას ეხებოდეს. მაგალითად, ეს ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას და ა.შ. 2022 წლის ივნისის შემდეგ ოპოზიციის მხრიდან დაშვებული შეცდომის, იმის გათვალისწინებით, რა მწარედ მოსაგონებელი გაუხდა ოპოზიციას მის მიერ დაშვებული შეცდომა, რადგან საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებაში არამც თუ ნულოვანი, არამედ მინუს ნიშნით აქვს მონაწილეობა მიღებული, ამ ფონზე ალბათ პერსონალურად ამ პასუხისმგებლობის ზიდვა, ამ შეცდომის გამეორება ყველას არ ენდომება. თუმცა, დღეს მოქმედ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის ალბათ არის უდიდესი უმრავლესობა, რომლებისთვისაც ეს არ იყო შეცდომა, რომელიც უნებლიედ მოუვიდათ. ეს იყო წინასწარ გამიზნული პოლიტიკა, რომელსაც, როგორც ჩანს, კვლავაც აგრძელებენ. მცირე ნაწილთან მიმართებით ალბათ მოლოდინი პოზიტიურია, მაგრამ ძირითადი რაოდენობა კვლავ ფსევდო და მათ მიერ მოგონილი, უმიზეზო ბოიკოტის რეჟიმში დარჩება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები განიხილეს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს.

“ხავიერ კოლომინამ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. პრემიერ-მინისტრმა ხავიერ კოლომინას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს, როგორც ალიანსის მტკიცე და სანდო პარტნიორის, როლი და მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია როგორც გლობალური, ისე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედუნარიანი პარტნიორი.

განსახილველ საკითხებს შორის იყო მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხავიერ კოლომინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდერ ვინიკოვი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე და ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი, ვიქტორ დოლიძე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“ქართული ოცნება” მძიმე დღეშია, რადგან იცის, რომ აუცილებლად დამარცხდება -გიორგი ვაშაძე

ვერც ერთ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ ვერ დააბრკოლებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება“ მძიმე დღეშია, რადგან იცის, რომ ის აუცილებლად დამარცხდება.

„ქართული ოცნება“ მძიმე დღეშია, რადგან იცის, რომ ის აუცილებლად დამარცხდება. მისთვის მაშველი რგოლი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენაა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირისკენ ჩვენს ვერც სწრაფვას შეაჩერებს და ვერც იმ დიდი გამარჯვების ჟინს, რომელიც გვაქვს. ჩვენი გამარჯვება ნიშნავს სწრაფად, სრულუფლებიან წევრობას ევროკავშირში, მშვიდობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას საქართველოში, მათი გამარჯვება ნიშნავს საქართველო – არსაითკენ, ამიტომ ვერც ერთ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ ვერ დააბრკოლებს.

ეს არის მოსამზადებელი ფაზა, აბსოლუტურად ყველა რაიონში ჩავდივართ, რადგან ჩვენი ამოცანა მარტო ამ არჩევნებში გამარჯვება კი არ არის, ჩვენი ამოცანაა სწრაფად ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც სწრაფი რეფორმები სჭირდება და ამას ჭირდება ის, რომ 1:0 რომელიც ახლა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ მოუგო, ბოლომდე მივიყვანოთ. ამისთვის აუცილებელია ერთიანობა და სისტემური მუშაობა, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

“ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში გახდა შესაძლებელი ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცებულიყო სიმართლე – გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე”-რატი ბრეგაძე

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, ეს წარმატება მნიშვნელოვანწილად განპირობებულია წინა მოგებული საქმეებით, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მსიივე თქმით, ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სახელმწიფო ჩართული იყო მესამე მხარედ და ეხმარებოდა მტკიცებულებების მოპოვებაში.

ამასთან, როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში გახდა შესაძლებელი, ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცებულიყო სიმართლე და საქართველომ მოიგო ყველა სახელმწიფოთაშორისი სარჩელი.

„სულ ცოტახნის წინ განახლდა წარმოება ე.წ. მცოცავი ოკუპაციის საქმეზე და დღეს სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება ოთხოზორიას საქმეზე, რომლის თანახმადაც, დადგინდა სიცოცხლის უფლების დარღვევა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა დაეკისრა რუსეთს, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის გარემოება, რაზეც სასამართლო საუბრობდა წინა გადაწყვეტილებებში და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი დამსახურება საქართველოში მომუშავე იმ ადამიანებისა, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს.

ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა უწყებას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მტკიცებულებების მოძიების საქმეში, რამაც, როგორც უკვე ვნახეთ, ჩვენს საერთაშორისო არენაზე არაერთი წარმატება მოგვიტანა. კონკრეტულად ამ საქმეს რაც შეეხება, სახელმწიფო ჩართული იყო მესამე მხარედ და ეხმარებოდა მტკიცებულებების მოპოვებაში. ეს გადაწყვეტილება და ეს წარმატებაც მნიშვნელოვანწილად განპირობებულია წინა მოგებული საქმეებით.

რაც შეეხება კომპენსაციის საკითხს, ეს არის სამართლებრივი პროცედურები. რა თქმა უნდა, აღსრულების ნაწილი, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფო, შედარებით გართულებულია, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ მაქსიმალურად, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გავატარებთ ყველა ღონისძიებას, რათა სამართლიანობა დადგეს და თითოეული ადამიანის უფლებები იყოს სრული მოცულობით აღდგენილი. დარწმუნებული ვარ, ამას ერთობლივად აუცილებლად შევძლებთ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე: „ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი და სეპარატისტული რეჟიმი ცდილობს, ქართველებისთვის ეროვნების, გვარების შეცვლას და მათი ეროვნების არა ქართველად, არამედ აფხაზებად გადაკეთებას. ცენტრალური ხელისუფლების პასუხი როგორი შეიძლება, იყოს, ასევე რა შეუძლია საქართველოს მთავრობას და რატომ პასუხობს რუსეთი ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას ასეთი ნაბიჯებით“, რატი ბრეგაძემ განაცხადა:

„ეს ყველაფერი არის ოკუპაციის შედეგი და რა თქმა უნდა, როდესაც სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, საქართველო ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე, იქ ხდება არაერთი დანაშაული, სამწუხაროდ. აქ ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, რომლისთვისაც აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რათა ეს საკითხი მშვიდობიანად მოგვარდეს.

რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულებს, ამ დანაშაულების როგორც გამოძიების, ასევე შესაბამისი შესაძლო დანაშაულების როგორც გამოძიების, ასევე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან არსებულ ფორმატში გავატარებთ ყველა საჭირო ღონისძიებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობა დააკისრა და ოჯახის სასარგებლოდ 130 000 ევროს გადახდის გადაწყვეტილება მიიღო.

“ოპოზიციის მიმართ არსებობს „ტყუილის პრეზუმფცია“, რაიმეს როცა იტყვიან, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ტყუილია” – შალვა პაპუაშვილი

ოპოზიციის მიმართ არსებობს „ტყუილის პრეზუმფცია“, რაიმეს როდესაც იტყვიან, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ტყუილია და შემდეგ ვნახოთ, რამდენად დაგვარწმუნებენ, არის თუ არა სიმართლე – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას სურს, სასურველი რეალობად წარმოადგინოს.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ოპოზიციის განცხადებებს მიგრაციის მაჩვენებლის გაზრდასთან დაკავშირებით.

„რამდენიმე საათი, რამდენიმე დღე, კვირა, თვეები სჭირდება ხოლმე, რომ აღმოჩნდეს, ყველაფერს, რაზეც ისინი საუბრობენ, არის ტყუილი. გახსოვთ, სანქციების გვერდის ავლაზე, სხვადასხვა საკითხზე როგორ დარწმუნებით საუბრობდნენ, ჩირქს სცხებდნენ საქართველოს, აკნინებდნენ ჩვენს მიღწევებს. საბოლოო ჯამში ხომ ყველაფერი გაირკვა. ოპოზიციას სურს, სასურველი წარმოადგინოს რეალობად. მათ სურვილი აქვთ, იყოს ეკონომიკური სტაგნაცია, გადინება და ასე შემდეგ. რაც შეეხება მიგრაციას, ეს ნაწილია იმ პროცესის, რასაც ჰქვია ევროპასთან ინტეგრაცია. მათ შორის, რაც მეტად ვხდებით გლობალური სამყაროს ნაწილი, უფრო თავისუფლად ხდება სამუშაო ძალის მიმოსვლა. მთავარია, ჩვენთან ეკონომიკური ზრდა უსწრებდეს ამ ტენდენციებს და აქ მეტად ეძებდეს ადამიანი საკუთარ ბედნიერებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა კიდევ ერთი კითხვის საპასუხოდ განმარტა, რის საფუძველზე იყო წინა ხელისუფლების პირობებში მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი.

„სისტემა როდესაც გაქვს, სადაც ბიზნესი არის რეკეტის ქვეშ, ადამიანი ყოველდღიური შიშის ქვეშ, რომ ქონებას წაართმევენ, ციხეში ჩასვამენ, შემდეგ იმ ციხეში აწამებენ, რა თქმა უნდა, ასეთ ხელისუფლებას ყველა გაურბის. გუშინ პრემიერმა ახსენა მონაცემი, 2012 წლამდე სტრასბურგის სასამართლოში ყველაზე მეტი საჩივარი შედიოდა პენიტენციური დაწესებულებიდან. 2012 წლის შემდეგ არათუ იკლო, არცერთი არ მიუღია წარმოებაში სტრასბურგის სასამართლოს. ესეც ხომ აჩვენებს, სად არის სიმართლე, სად არის ფაქტები და სად პროგნოზი, ვინ გაიმარჯვებს 2024 წლის არჩევნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“არსებული ინსტიტუციური პროექტი არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს” – ვენეციის კომისია

ვენეციის კომისია აცხადებს, რომ არსებული ინსტიტუციური პროექტი არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობისა და მაღალი დონის თანამდებობის პირების ქონებრივი და ინტერესების დეკლარაციების მონიტორინგთან დაკავშირებით მისი კომპეტენციები კანონში დამატებით გარანტიების შეტანას მოითხოვს, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია აღნიშნული.

„2023 წლის 22 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოითხოვა ვენეციის კომისიის მოსაზრება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებულ დებულებებზე. ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია კანონის ახალი დებულებების სხვადასხვა დადებითი მახასიათებელი, კერძოდ ის, რომ ანტიკორუფციულ ბიურო ჩამოყალიბდა, როგორც ცალკე სტრუქტურა, ფინანსური დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით. მიუხედავად ამისა, ვენეციის კომისია აცხადებს, რომ არსებული ინსტიტუციური პროექტი არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობისა და მაღალი დონის თანამდებობის პირების ქონებრივი და ინტერესების დეკლარაციების მონიტორინგთან დაკავშირებით მისი კომპეტენციები კანონში დამატებით გარანტიების შეტანას მოითხოვს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ვენეციის კომისიის დასკვნით, ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლება დიდწილად პრემიერ-მინისტრის ხელშია.

„დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის აღქმის გასაზრდელად და, შესაბამისად, ამ ორგანოს მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით, ვენეციის კომისია შემდეგ ძირითად რეკომენდაციებს წარმოადგენს:

კანონი შეიცვალოს, რათა ბიუროს ხელმძღვანელის დასანიშნად მრავალპარტიული მხარდაჭერა გახდეს საჭირო და მისი დანიშვნა მოხდეს პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობით, ან შესაბამისი ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმით (რაც მოითხოვს ჩვეულებრივ უმრავლესობაზე მეტს) ან შესაბამისი ალტერნატივით, რომელიც ასახავს ფართო, მრავალპარტიულ შეთანხმებას პარლამენტში (მაგალითად, ორმაგი უმრავლესობით, რაც ითვალისწინებს უმრავლესობას პარლამენტარებს შორის, როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან), და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბიურო ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე – ნებისმიერი გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღოს პარლამენტმა და არა პრემიერ-მინისტრმა;

ვენეციის კომისია ასევე იძლევა რეკომენდაციას, კანონში შევიდეს შემდგომი ცვლილებები თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებთან დაკავშირებით, რითაც შეიზღუდება გათავისუფლებაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დისკრეცია.

„კანონში შევიდეს შემდგომი ცვლილებები თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებთან დაკავშირებით, რაც ზღუდავს ამ კუთხით გათავისუფლების გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დისკრეციას, კერძოდ, კერძოდ, „მოვალეობის შეუსრულებლობის“ საფუძველი ფიზიკური ან გონებრივი ქმედუუნარობის ჩვეულებრივი შემთხვევებით შემოიფარგლოს და დაზუსტდეს/ განისაზღვროს დებულებები ნასამართლობის, ნარკოტიკების მოხმარებისა და შეუსაბამობის შესახებ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე, ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას 2022 წლის ნოემბრის დებულებების ზოგიერთი სხვა ელემენტის გადახედვის შესახებ, კერძოდ:

„განხილულ იქნას ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების ფუნქციური იმუნიტეტის უზრუნველყოფა; ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე პროფესიული მოთხოვნების გაძლიერება; დაზუსტდეს დებულებები თანამდებობის პირების სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ, ამასთან, ნარკოლოგიური ტესტის შედეგების გამოქვეყნების მოთხოვნა წაიშალოს კანონიდან და ბიუროს ხელმძღვანელის შესაძლო ტესტირებისთვის მკაფიო სამართლებრივი საფუძველი უნდა არსებობდეს; მიღებულ უნდა იქნას ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბიურომ განახორციელოს ქონების დეკლარაციების არსებითი შემოწმება და დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევის გარდა, გამოიყენოს რისკებზე დაფუძნებული მიდგომა, რათა უზრუნველყოს ყველაზე შესაფერისი დეკლარაციების შეფასება თანამდებობის პირების კანონიერ შემოსავლებთან მიმართებაში, იმისთვის, რომ გამოავლინოს დაუსაბუთებელი სიმდიდრის შემთხვევები ან ინტერესთა პოტენციური კონფლიქტი; შეტანილ იქნას ზუსტი და მკაფიო მინიშნებები კანონში მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამის დებულებებზე; განისაზღვროს უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს როლი უფრო მეტი სიცხადით და სიზუსტით, რათა არ მოხდეს ბიუროს ფუნქციების დამთხვევა და მოიხსნას ბიუროს ანგარიშვალდებულება უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე; ამასთან, ბიუროს უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ საკუთარი მრჩეველთა საბჭო შექმნას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ჯო ბაიდენის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმზეა

ჯო ბაიდენის რეიტინგმა რეკორდულ მინიმუმს მიაღწია. მონმუთის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მუშაობით კმაყოფილია გამოკითხულთა მხოლოდ 34 პროცენტი.

სამი წლის წინ, პოსტის დაკავების პირველ თვეებში, ანალოგიურ კვლევაში ბაიდენს 54 პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდა. მონმუთის უნივერსისტეტის კვლევის თანახმად, ბაიდენის რეიტინგის ვარდნა მაღალი სამომხმარებლო ფასებით, ცალკეულ შტატებში უმუშევრობის მაღალი დონით და სასაზღვრო უსაფრთხოებით ამერიკელების უკმაყოფილებამ გამოიწვია.

“ჩვენ პროაქტიულად ავიღებთ დამატებით ვალდებულებებს, რომ გარკვეული მიმართულებით რეფორმები დაჩქარდეს” – ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განახლება მოხდება.

მისივე თქმით, ხელისუფლება პროაქტიულად აიღებს დამატებით ვალდებულებებს, რომ გარკვეული მიმართულებით რეფორმები დაჩქარდეს.

„ერთი არის, 9 პრიორიტეტი, რომელიც ევროკავშირმა განსაზღვრა საქართველოსთან დაკავშირებით და რომელიც უკვე მთავრობის მიერ არის შემუშავებული – მკაფიოდ გაწერილი პასუხისმგებელი უწყებებით, პირებით და „დედლაინებით“. მეორე არის, ევროპასთან მეგაყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაბამისად განსაზღვრული პირობები და ვალდებულებები, რომელსაც თანმიმდევრულად ვასრულებთ, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მოხდება ამ დოკუმენტის განახლება – რევიზია. ჩვენ პროაქტიულად ავიღებთ დამატებით ვალდებულებებს, რომ გარკვეული მიმართულებით რეფორმები დაჩქარდეს. ამაზე ახლა მიდის ევროკომისიასთან ერთად მუშაობა იმისთვის, რომ ეს იყოს შეჯერებული დოკუმენტი, რომელსაც საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

არ შეიძლება ამ ხალხთან ცალმხრივ დათმობებზე წასვლა, არ შეიძლება! -გიორგი გახარია

დღევანდელმა ხელისუფლებამ რუსეთის ტერიტორიიდან ისე შემოიყვანა ოჯახები საფლავების მოსანახულებლად, რომ არავის არაფერი უთხრა, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ კახეთში, რეგიონულ გუნდთან შეხვედრისას განაცხადა.

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი ისეთი კეთილია, მოვა და რაღაცას გაჩუქებს, ცდება! არ შეიძლება ამ ხალხთან ცალმხრივ დათმობებზე წასვლა, არ შეიძლება! მარტივ მაგალითს გეტყვით: ჩვენს მთავრობას ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ისე რომ არაფერი უთქვამს, წინაპრების საფლავების მოსანახულებლად, ვლადიკავკაზიდან, თრუსოს ხეობით შემოყვანილი ჰყავს ოჯახები, თავიანთი წინაპრების საფლავების მოსანახულებლად. პატრიოტები თუ არიან, ამდენი ქართველი რომ ვერ გადადის საკუთარი შვილის და მშობლების საფლავების მოსანახულებლად, რატომ არ იყენებენ ამ შესაძლებლობას? რატომ არ უცვლიან ამას იმაში, რომ ჩვენმა მოქალაქეებმაც შეძლონ სამაჩაბლოში თავიანთი მიცვალებულების საფლავებზე მისვლა? თუ დათმობაზე მიდიხარ და ამათ ჰუმანიტარული მიზნებით უშვებ ქვეყანაში, შენ რატომ არ სარგებლობ ამით? სხვათა შორის, რომ გესმოდეთ, ეს უზარმაზარი რისკია საქართველოსთვის, რადგან სამაჩაბლოში ვითომ აღმოჩენილი აქვთ, რაღაც ფეიკი რუკები და პრეტენზიას აცხადებენ  დამატებით ტერიტორიებზე, მათ შორის, თრუსოზეც. ეს ხალხი ისე შემოუშვეს თან, კაციშვილმა ვერ გაიგო! როცა დეპუტატებმა კითხვა დასვეს, გაისუსნენ, სანამ იქიდან ოსებმა პირდაპირ არ დადეს ვიდეოები, როგორ იყვნენ შემოსულები და როგორ ამბობდნენ სადღეგრძელოებს თავისი წინაპრების საფლავებზე. ჰუმანიტარული ნაბიჯი იყო?! მაშინ ჩვენც შეგვიშვან! თუ, ქართველების საფლავები სამაჩაბლოში საფლავები არ არის?! არ შეიძლება ამ ხალხთან ცალმხრივ დათმობებზე წასვლა! ცალმხრივ დათმობებს ისინი სისუსტის ნიშნად აღიქვამენ და უარესად მოგაჭერენ წიხლს”, – განაცხადა გახარიამ.

“ქუთაისში მოიაზრებოდა თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, რაზეც მთავრობა მომავალშიც იმსჯელებს” – ლევან დავითაშვილი

თავისუფალი ეკონომიკური ზონა მოიაზრებოდა ქუთაისში, ამაზე მთავრობა მომავალშიც იმსჯელებს, ეს საკითხი გადაიდო, დამატებით დეტალებს წარვადგენთ და ამის შემდეგ მიიღებს მთავრობა გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, პროექტის მიხედვით ქუთაისში ახალი სამრეწველო ზონის შექმნა მოიაზრებოდა, რომელიც ძირითადად სამშენებლო მასალების წარმოებას და საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებას გულისხმობდა.

„თავისუფალი ეკონომიკური ზონა მოიაზრებოდა ქუთაისში, თუმცა მთავრობა მომავალშიც იმსჯელებს, ეს საკითხი გადაიდო, დამატებით დეტალებს წარვადგენთ კოლეგებთან და ამის შემდეგ მიიღებს მთავრობა გადაწყვეტილებას. პროექტის მიხედვით მოიაზრებოდა ქუთაისში ახალი სამრეწველო ზონის შექმნა, რომელიც ძირითადად სამშენებლო მასალების წარმოებას და საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებას გულისხმობდა“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

“რუსეთი არ აპირებს სპეცოპერაციის მიზნებზე უარი თქვას” – პუტინი

დასავლეთი უკრაინაში თავის აგრესიულ მიზნებზე უარს არ ამბობს, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ უარი ვთქვათ სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებულ ჩვენს მიზნებზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.

„დასავლეთი უარს არ ამბობს რუსეთის შეკავების სტრატეგიაზე და უკრაინაში მის აგრესიულ მიზნებზე, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ უარი ვთქვათ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებზე“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ე.წ. „სპეცოპერაციის“ მიმდინარეობისას მთელი რიგი პრობლემები გამოვლინდა, მათ შორის ის, რომ აუცილებელია საკომუნიკაციო სისტემის აღდგენა და თანამედროვე სადაზვერვო ტექნოლოგიების უფრო ეფექტური გამოყენება.

„სპეცოპერაციამ გამოავლინა პრობლემები, ამდენად, ჩვენ გვჭირდება სერიოზული რესტრუქტურიზაცია საკომუნიკაციო სისტემის მუშაობაში, დაზვერვის თანამედროვე საშუალებების გაცილებით ეფექტური გამოყენება, ჩვენი ხელოვნური თანამგზავრების შესაძლებლობების გაზრდა არა მხოლოდ სპეცოპერაციის ზონაში, არამედ გლობალურ დონეზე“, – განაცხადა პუტინმა.

თიბისის მხარდაჭერით, ,,თეგეტას” ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერში ,,თეგეტას” ახალი კომპლექსი აშენდა. ერთ ჰექტარზე „ვოლვო ქარ საქართველოსა” და „თეგეტა მოტორსის” შოურუმებია განთავსებული.

„თეგეტა მოტორსის” ახალი სერვისცენტრის ტერიტორიაზე სრულიად ახალი შოურუმი, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი, განახლებული სერვისცენტრი და სასაწყობე სივრცეა განთავსებული.

ეს მასშტაბური მულტიფუნქციური სივრცე პირველია რეგიონის საავტომობილო სექტორში, რომელიც მომხმარებელს ახალი კონცეფციით მოემსახურება. კომფორტულ გარემოში მომხმარებელი მსუბუქი ავტომობილისათვის საჭირო სრული სერვისის მიღებას შეძლებს, მათ შორის – ელექტრომობილებისთვის. მეტი ხელმისაწვდომობისთვის კი შოურუმის ეზოში ხუთი ელექტროდამტენი განთავსდა.

შენობისა და ავტომობილების სადგომის გადახურვაზე 700-ზე მეტი მზის პანელია დამონტაჟებული, რომლებიც წლის განმავლობაში ნახევარ მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს.

საავტომობილო კომპლექსის განახლება-მშენებლობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ვახტანგ კაჭარავა, ,,თეგეტა ჰოლდინგის” აღმასრულებელი დირექტორი: ,,ავტომომსახურების ეს ცენტრი გამორჩეულია როგორც კონცეფციით, ასევე ინვესტიციის მოცულობით, რაც 60 მილიონ ლარამდე თანხას შეადგენს. უკვე თითქმის სამი ათეული წელია, ბაზარზე ვართ და ჩვენი პრიორიტეტია,  საავტომობილო სერვისის სრული სპექტრის შეთავაზებით, მომხმარებელს ავტომობილის ფლობა გავუმარტივოთ. ამავე დროს მუდმივად მივყვებით ცვლილებებს მსოფლიო ავტოინდუსტრიაში, ვნერგავთ მათ ჩვენს ყოველდღიურობაში და მაღალი დონის მომსახურებით ვპასუხობთ მომხმარებლის მოლოდინებს. ეს, პირველ რიგში, მომავლის კონცეფციებზე აგებული სერვისცენტრების და შოურუმების მშენებლობაა. სწორედ ასეთია ახალი სივრცე ვაკეში, სადაც 100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით. შენობა სრულად პასუხობს ენერგოეფექტურობის სტანდარტებს და აქვს შესაბამისი ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი. აღსანიშნავია ისიც, რომ მასზე დამონტაჟებული მზის პანელები საჭირო ენერგიის 75%-ს გამოიმუშავებს. შენობის ტერიტორიაზეა განთავსებული ელექტროდამტენები, რაც სრულად პასუხობს თეგეტას მდგრადი განვითარების სტრატეგიას. ვფიქრობთ, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა აყალიბებს ნდობას და ხელს უწყობს გრძელვადიან ურთიერთობებს კომპანიასა და მომხმარებელს შორის. მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვით დღეს ამიერკავკასიაში სერვისის პირველი ჰაბი და მსოფლიო მასშტაბით სანდო ბიზნესპარტნიორები ვართ.”

გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე: „მოხარული ვარ რომ 1 თვის განმავლობაში, „თეგეტამ” ჩვენი მხარდაჭერით ჯერ „ვოლვოს” ინოვაციური შოურუმი, ახლა კი მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი გახსნა. 25 წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, “თეგეტამ” თიბისისთან პარტნიორობით, ქართული ავტოსერვისი განავითარა და საერთაშორისო დონეზე აიყვანა. თუმცა, ჩვენი თანამშრლმლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ავტოინდუსტრიით. „თეგეტა ჰოლდინგს”, თიბისი კაპიტალის დახმარებით, ჯამში 4-ჯერ აქვს ობლიგაციები განთავსებული. თიბისითვის, როგორც ქართული ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, წარმატების ინდიკატორი სწორედ ბიზნესის განვითარებაზე და საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებული პროექტებია.”

ახალი შოურუმი და განახლებული სერვისი გამორჩეულია ,,თეგეტა მოტორსის” იმ 29 სერვისცენტრს შორის, რომელსაც კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ფლობს.

 მულტიფუნქციური სივრცე მომხმარებელს კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. სერვისცენტრში ერთდროულად 50-მდე, დღის განმავლობაში კი, ჯამურად, 250-ზე მეტი ავტომობილის მიღებაა შესაძლებელი. თანამედროვე, უახლესი დანადგარების გამოყენებით მომხმარებელს ,,თეგეტას” მაღალკვალიფიციური მექანიკოსები ემსახურებიან. ცენტრში როგორც სწრაფი, ასევე სრული სერვისია ხელმისაწვდომი.

სერვისში საგანგებოდ მოეწყო ფუნდამენტები მაღალი სიზუსტის მქონე, თანამედროვე დანადგარებისთვის. მათი გამოყენებით მნიშვნელოვნად მცირდება სერვისის დრო.

განახლებული სერვისცენტრი მეტი უსაფრთხოებისთვის CO2-ის დეტექტორებით აღიჭურვა. დაქოქილი ავტომობილებისგან გამოყოფილი გამონაბოლქვის მომატებისთანავე ტექნიკური გამწოვები გაძლიერებულ რეჟიმში იწყებს მუშაობას.

 „თეგეტა ჰოლდინგი” ბაზარზე უკვე 28 წელია, ოპერირებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ არა მხოლოდ გააფართოვა საქმიანობის არეალი, არამედ რეგიონის მასშტაბით ავტომომსახურების მაღალი სტანდარტი შექმნა, რომელიც ტრანსპორტის სფეროში ხარისხის საზომად იქცა.

(R)