არ შეიძლება ამ ხალხთან ცალმხრივ დათმობებზე წასვლა, არ შეიძლება! -გიორგი გახარია

30
spot_img

დღევანდელმა ხელისუფლებამ რუსეთის ტერიტორიიდან ისე შემოიყვანა ოჯახები საფლავების მოსანახულებლად, რომ არავის არაფერი უთხრა, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ კახეთში, რეგიონულ გუნდთან შეხვედრისას განაცხადა.

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი ისეთი კეთილია, მოვა და რაღაცას გაჩუქებს, ცდება! არ შეიძლება ამ ხალხთან ცალმხრივ დათმობებზე წასვლა, არ შეიძლება! მარტივ მაგალითს გეტყვით: ჩვენს მთავრობას ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ისე რომ არაფერი უთქვამს, წინაპრების საფლავების მოსანახულებლად, ვლადიკავკაზიდან, თრუსოს ხეობით შემოყვანილი ჰყავს ოჯახები, თავიანთი წინაპრების საფლავების მოსანახულებლად. პატრიოტები თუ არიან, ამდენი ქართველი რომ ვერ გადადის საკუთარი შვილის და მშობლების საფლავების მოსანახულებლად, რატომ არ იყენებენ ამ შესაძლებლობას? რატომ არ უცვლიან ამას იმაში, რომ ჩვენმა მოქალაქეებმაც შეძლონ სამაჩაბლოში თავიანთი მიცვალებულების საფლავებზე მისვლა? თუ დათმობაზე მიდიხარ და ამათ ჰუმანიტარული მიზნებით უშვებ ქვეყანაში, შენ რატომ არ სარგებლობ ამით? სხვათა შორის, რომ გესმოდეთ, ეს უზარმაზარი რისკია საქართველოსთვის, რადგან სამაჩაბლოში ვითომ აღმოჩენილი აქვთ, რაღაც ფეიკი რუკები და პრეტენზიას აცხადებენ  დამატებით ტერიტორიებზე, მათ შორის, თრუსოზეც. ეს ხალხი ისე შემოუშვეს თან, კაციშვილმა ვერ გაიგო! როცა დეპუტატებმა კითხვა დასვეს, გაისუსნენ, სანამ იქიდან ოსებმა პირდაპირ არ დადეს ვიდეოები, როგორ იყვნენ შემოსულები და როგორ ამბობდნენ სადღეგრძელოებს თავისი წინაპრების საფლავებზე. ჰუმანიტარული ნაბიჯი იყო?! მაშინ ჩვენც შეგვიშვან! თუ, ქართველების საფლავები სამაჩაბლოში საფლავები არ არის?! არ შეიძლება ამ ხალხთან ცალმხრივ დათმობებზე წასვლა! ცალმხრივ დათმობებს ისინი სისუსტის ნიშნად აღიქვამენ და უარესად მოგაჭერენ წიხლს”, – განაცხადა გახარიამ.