Home Blog Page 1870

“ავერსი” განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება არის მცდარი, ცილისმწამებლური და ემსახურება მომხმარებლების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ავერსი” ავრცელებს.

როგორც “ავერსის” განცხადებაშია აღნიშნული, “იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტრო ფლობს სრულ და დეტალურ ინფორმაციას, მისი მხრიდან კიდევ უფრო უსამართლო და დისკრედიტაციულია, დიდი ფარმაცევტული ქსელების მიმართ უსაფუძვლო ეჭვების გამოთქმა”.

“ვეხმაურებით ფარმაცევტული კომპანიების მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) 2023 წლის 19 დეკემბრის განცხადებას.

სამინისტროს განცხადება არის მცდარი, ცილისმწამებლური და ემსახურება მომხმარებლების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას.

როგორც ცნობილია, სამინისტროს რეალურ (online) რეჟიმში სრულად მიუწვდება ხელი ყველა კომპანიის ინფორმაციაზე, როგორც იმპორტის და მარაგების დეტალურ მონაცემებზე, ისე საცალო და საბითუმო გაყიდვებსა და გასაყიდ ფასებზე. იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტრო ფლობს სრულ და დეტალურ ინფორმაციას, მისი მხრიდან კიდევ უფრო უსამართლო და დისკრედიტაციულია, დიდი ფარმაცევტული ქსელების მიმართ უსაფუძვლო ეჭვების გამოთქმა, რომელშიც მოიაზრება შპს “ავერსი-ფარმაც“.

დასახელებული 20 მედიკამენტიდან, შპს “ავერსის-ფარმას“ მიერ იმპორტირებულია მხოლოდ ერთი მედიკამენტი (დიოვანი 160მგ #14 ტაბ). ასევე აღვნიშნავთ, რომ შპს “ავერსი-ფარმას“ აქვს თურქული წარმოების “დიოვანიც 160მგ #28“, რომლის ტაბლეტების რაოდენობა ორჯერ მეტია ესპანეთიდან იმპორტირებულთან შედარებით, ხოლო სამინისტროს მიერ მითითებულ 31.7 ლართან მიმართებით, “ავერსის” ქსელში ამ მედიკამენტის ღირებულება თითქმის მესამედია და  შეადგენს 11.13 ლარს.

ყველა სხვა დანარჩენი მედიკამენტი არის ადგილობრივი მომწოდებლებისგან შესყიდული.

სამინისტრომ ძალიან კარგად იცის, რომ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან არც ერთზე არ აქვს ჩვენს კომპანიას განცხადებაში მითითებული 1000, 2000 და 3000%-იანი დარიცხვები. შპს “ავერსი-ფარმას“აღნიშნულ მედიკამენტებზე საშუალო ფასნამატი ფასდაკლების დღეებში არ აღემატება 11.28%, ხოლო სიიდან ერთ მედიკამენტს (ლუთეინა 200მგ, N30) ვყიდით თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “ავერსი” ფასნამატების სპეციალურ ცხრილთან ერთად ავრცელებს.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად იყიდება.

 

„თეგეტა ჰოლდინგმა”, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 20 000 000 ლარის ობლიგაციები განათავსა

თეგეტას შეთავაზებამ ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი გამოიწვია. 20 000 000 ლარის ობლიგაციები 86-მა ფიზიკურმა პირმა შეიძინა

„თეგეტა ჰოლდინგმა”, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში პირველად, ლარში დენომინირებული, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი ობლიგაციების ემისია წარმატებით განახორციელა. ობლიგაციების მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტრანზაქციის განთავსების ექსკლუზიური აგენტია თიბისი კაპიტალი.

ტრანზაქციამ, ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი გამოიწვია. შედეგად, ობლიგაციები სრულად ათვისებულია 86 ფიზიკური პირის მიერ, რომელთაგან 21 არარეზიდენტია. ლარში დენომინირებული ობლიგაციების შესყიდვის მინიმალური მოცულობა 1 000 ერთეული ლარით განისაზღვრა.  ობლიგაციონერები სარგებელს 6 თვეში ერთხელ მიიღებენ, საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებული 14.5%-ია. ობლიგაციების ძირი თანხა კი 2 წლის თავზე დაიფარება.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის” აღმასრულებელი დირექტორი: ეს უნიკალური ტრანზაქცია თეგეტას მიერ 2023 წელს განხორციელებული მე-5 ემისიაა. კაპიტალის ბაზარზე პირველად ჩვენი შეთავაზება ხელმისაწვდომი იყო ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში. „თეგეტა ჰოლდინგის” შეთავაზებამ ინვესტორების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია და 86 ინვესტორისაგან წარმატებით მოვიზიდეთ 20 000 000 ლარი. ობლიგაციონერები არიან როგორც საქართველოს რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რაც ინვესტორთა ბაზის მაღალ დივერსიფიკაციაზე მიუთითებს. 20 000 000 ლარის ობლიგაციების ემისია საცალო მომხმარებლებისთვის მაღალი მოთხოვნისა და იმ გამოცდილების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომელიც დოლარსა და ევროში გამოშვებული ობლიგაციებით მივიღეთ. გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ემისია ეროვნულ ვალუტაში ყოფილიყო, ეხმიანება ჩვენი ქვეყნის ლარიზაციის პოლიტიკას. ამასთანავე, „თეგეტასათვის”, მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა”.

„თეგეტა ჰოლდინგის” გეგმით, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა სრულად მოხმარდება არსებული სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას, რის შემდეგაც გაუმჯობესდება კომპანიის ვალდებულებების ვადიანობის პროფილი და კომპანიის ლიკვიდურობა.

ყველა დოკუმენტი, რომელიც საჯარო ობლიგაციების ემისიის ფარგლებში მომზადდა, საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის. აღნიშნული ტრანზაქციის ფარგლებში, ემისიის მთელ პროცესი „თეგეტა ჰოლდინგის” პარტნიორმა და მხარდამჭერმა თიბისი კაპიტალმა წარმართა.

მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში ლარის პირველი, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი ობლიგაციები „თეგეტა ჰოლდინგმა” თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით გამოუშვა.  ეს ტრანზაქცია „თეგეტა ჰოლდინგისა” და თიბისი კაპიტალისთვის  მე-4 ერთობლივი განთავსებაა. ობლიგაციებით, „თეგეტა ჰოლდინგთან” ერთად, დაბანდების ალტერნატიული შესაძლებლობა შევქმენით – ფიზიკურ პირებს საშუალება მივეცით, ხარჯები და დანაზოგი ერთ ვალუტაში ჰქონდეთ და გონივრულად დაზოგონ ფინანსური სახსრები. თიბისი კაპიტალი, როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკი, ხელს უწყობს ბაზარზე ინოვაციური ტრანზაქციების განხორციელებასა და საინვესტიციო პროდუქტების დანერგვას. მინდა, აღვნიშნო, რომ ეს თიბისი კაპიტალისთვის წელს მე-15 განთავსებაა და კაპიტალის ბაზარზე ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას”.

ინფორმაციისთვის, პირველი წარმატებული ემისია „თეგეტამ” 2019 წელს განახორციელა და 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა შეიძინა.

დღევანდელი მდგომარეობით „თეგეტა ჰოლდინგს” საქართველოს საფონდო ბირჟის ლისტინგში განთავსებული აქვს 260 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები, რომლის ინვესტორები არიან ადგილობრივი ბანკები, ფიზიკური რეზიდენტი და არარეზიდენტი პირები, კერძო კომპანიები და, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი. ერთ-ერთი გამორჩეული ტრანზაქცია, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგმა” ქართული კაპიტალის ბაზარზე განახორციელა, 2023 წლის ივნისში 20 მილიონი ლარის მწვანე ობლიგაციების გამოშვება იყო. აღნიშნული ტრანზაქცია ეროვნულ ვალუტაში დაასევერეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში პირველი მწვანე ობლიგაციის განთავსებაა. ობლიგაციის ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა მთლიანად მწვანე პროექტებს მოხმარდება და დაფინანსდება ნულოვანი ემისიის მქონე, მსუბუქი, საგზაო და არასაგზაო ელექტროტრანსპორტის იმპორტიამასთანავე, საქართველოს დასამუხტი სადგურების ქსელს 70 ახალი სადგური შეემატება. აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების აგენტიც თიბისი კაპიტალი იყო.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

R

“ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მესამე პრეზიდენტი მონაწილეობდა აქციის დაშლაში, მოწმეებს არ გაუჟღერებიათ”

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით მოწმეთა დაკითხვამ დაადასტურა, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

როგორც ადვოკატმა დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმეებს კვლავ მოუწევთ ჩვენების მიცემა.

„მოწმეებს მოუწევთ ჩვენებების ხელახლა მიცემა. მათ ევალებათ, რომ სიმართლე ისაუბრონ. ყველა მოწმესთან მიმართებით მაქვს იმედი, რომ სიმართლეს ისაუბრებენ, რაც არის იმის გარანტია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი გამოირიცხება”, – განაცხადა ადვოკატმა.

შოთა თუთბერიძემ იმედი გამოთქვა, რომ მოწმეები არ დაემორჩილებიან შესაძლო წნეხს.

„დღევანდელ პროცესზე გამოკითხულ მოწმეებს ინფორმაცია წამების შესახებ ნამდვილად არ მიუწოდებიათ, მიაწოდეს ინფორმაცია აქციის დაშლის ეპიზოდის შესახებ, რომელიც მათ საკუთარი თვალით ნახეს. ამ მოწმეებმა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დაადასტურეს, არის ის, რომ საქართველოში ხორციელდება შერჩევითი მართლმსაჯულება. ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ ის არა აქციის დაშლის ფარგლებში, არამედ პოლიციის მიერ უკანონოდ დაკავების დროს არის ნაწამები. აღნიშნა, რომ ეს ადამიანები დღემდე არ არიან დასჯილები. საუბარია პოლიციის უფროსის და მისი მოადგილეების მიერ ჩადენილ დანაშაულზე. მოწმეებმა ისაუბრეს აქციის დაშლის ზოგიერთ ეპიზოდზე, მათ შორის, სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებაზე. არავითარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რომელიმე პირი, ან მესამე პრეზიდენტი რაიმე ფორმით მონაწილეობდა აქციის დაშლაში, არცერთ მოწმეს არ გაუჟღერებია. მოწმეთა დაკითხვამ დაადასტურა, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და შერჩევითი მართლმსაჯულება”, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

“გთავაზობთ პოლიტიკური აქტივობებისა და ერთობის კომიტეტის შექმნას” – მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ინიციატივით მიმართავს, შეიქმნას პოლიტიკური აქტივობების და ერთობის კომიტეტი.

როგორს სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას აღნიშნა, ეს უნდა იყოს პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ეროვნული თანხმობისა და კონსენსუსის გზით იქნება ახალი იდეების გენერატორი. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ სათათბიროში 20-25 წევრი უნდა შევიდეს. მან თავადაც გამოთქვა მსგავსი გაერთიანების წევრობის სურვილი.

„გარდა იმისა, რომ ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის სრული კოორდინაცია, მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა, ამ კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება. ძალა ერთობაშია! მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. მე ასევე მინდა შევთავაზო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პოლიტიკური აქტივობებისა და ერთობის კომიტეტის შექმნა, როგორც არის ამერიკაში. აქ უნდა შევიდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ ასევე უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, უნდა შევიდეს სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი ამ კომიტეტში. მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ ამ კომიტეტის “სუპერ პაკტთან” ერთად, ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი, ეს უნდა იყოს, პრაქტიკულად, ყოველგვარი ბიუროკრატიისგან თავისუფალი, მოქნილი, ეროვნული თანხმობის სტრუქტურა, პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ეროვნული თანხმობის და კონსენსუსის გზით იქნება ახალი იდეების გენერატორი, ჩქარი რეაგირებისა და სხვებთან დიალოგის ადგილი, იმიტომ, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩავიკეტოთ. მე მინდა, რომ შევიდე თქვენთან ერთად ამ კომიტეტში, თქვენთან ერთად ვითათბირო და თქვენთან ერთად შევქმნა ის სიტუაცია, რომელიც სრულად არაორაზროვანს ხდის ჩვენს ბრძოლისუნარიანობას და ამ მიმართულებით ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ და ძალიან სწრაფად წავიწევთ წინ. 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს მასში და იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალში თავმჯდომარეც ავირჩიოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მან მომავალი არჩევნების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიზანია ძალაუფლება შეინარჩუნოს, თუმცა ევროპა სწორედ ხელისუფლების ცვლაა.

„ჩვენ ვიცით მათი განზრახვები რა არის – მათი განზრახვაა, რომ ნებისმიერ ფასად მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ევროპა ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას. ამიტომ, მე წარმომიდგენია შემდეგი არჩევნები ძალიან კონკრეტულად, ჯერ ერთი ეს უნდა იყოს ოპოზიციის სრულ კოორდინაციაში. ეს არის ყველაზე ისტორიული არჩევნები 1990 წლის შემდეგ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

“მიხარია, რომ სააკაშვილი ჯანზეა, სუპერ პაკ-ზე ფიქრობს და ხელმოცარულებს გაერთიანების შესახებ მიმართავს, ჭიჭე, ხაბე, ხოშტარა და ჯაფარა, მიაწექით სუპერ პაკ-ს”

მიხარია, რომ ჯანზეა, სუპერ პაკ-ზე ფიქრობს და ხელმოცარულებს გაერთიანების შესახებ მიმართავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს მიუთითებს, რომ ჯიგარი ჯანზეა და მადლობა „ვივამედს“, რადგან გამოაჯანმრთელეს ისე, რომ პოლიტიკაზე ფიქრობს, ამ ხელმოცარულებს სტრატეგიასა და სუპერ პაკ-ს უმუშავებს. მივესალმები, მოვუწოდებ, რომ ყურად იღონ მათი ბელადის დაკვეთა და ეს ლუზერები გაერთიანდნენ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ამასთან, ზარქუას თქმით, ქართველ ამომრჩეველს გაუმარტივდება არჩევანის გაკეთება ხელმოცარულებსა და „ქართულ ოცნებას“, სიბნელესა და განვითარებას, ქაოსსა და მშვიდობას, ლუზერებსა და „გამარჯვების პლატფორმას“ შორის.

„უპირველეს ყოვლისა, ქართველი ამომრჩევლის ინტერესშია ორ ბანაკად დაყოფა, სადაც იქნება „ქართული ოცნება“, ხოლო იქეთ – გაერთიანება სუპერ პაკ-ი. გაერთიანდით სუპერ პაკ-ში, ბელადის დაკვეთაა – გაერთიანდით, შემოდით სუპერ პაკ-ში, ბიჭებო – ჭიჭე, ხაბე, დანარჩები, ხოშტარა და გიჟი ჯაფარა, მიაწექით სუპერ პაკ-ს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს. „ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი“, – განაცხადა სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.

“უნდა გავუშვათ ხალხი, რომელმაც ამდენი ხანი გვაჭიდავა და ძლივს მივაღწიეთ კანდიდატის სტატუსს” – გიორგი ვაშაძე

ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა „ქართულ ოცნებაზე“, ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ამაზე იყო ხაზგასმული სააკაშვილის განცხადებაშიც. ახლა ან არასდროს, ნამდვილად ასეა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ქართულმა ოცნებამ“ მტკიცება დაიწყო, რომ ევროკავშირმა არ იცის, რა არის საარჩევნო რეფორმა, ანტიკორუფციული რეფორმა და თურმე მიქანაძემ, კობახიძემ იციან საარჩევნო და ანტიკორუფციული რეფორმები. ასე ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ. ეს არის ცალსახა. იმისთვის, რომ სწრაფად, უმოკლეს ვადებში გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, უნდა გავუშვათ ეს ხალხი, ვინც ამდენი ხანი გვაჭიდავა და ძლივს მივაღწიეთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“2020 წელს ამომრჩეველს დავპირდით, რომ სტატუსის მიღების მიზნით მოთხოვნას გავგზავნიდით, 2023 წელს ეს პირობა არათუ შევასრულეთ, არამედ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ”

2020 წელს ამომრჩეველს დავპირდით, რომ სტატუსის მიღების მიზნით მოთხოვნას გავაგზავნიდით, 2023 წელს კი, ეს პირობა არათუ შევასრულეთ, არამედ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში აღნიშნული მიზნის ჩაწერისთანავე, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დაიწყო პროცესების განსაკუთრებული რადიკალიზაცია.

„2020 წელს ამომრჩეველს დავპირდით, რომ სტატუსის მიღების მიზნით მოთხოვნას გავაგზავნიდით, 2023 წელს კი, ეს პირობა არათუ შევასრულეთ, არამედ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. საარჩევნო პროგრამაში როცა ჩავსვით ეს საკითხი, სწორედ იმ დღიდან დაიწყო პროცესების განსაკუთრებული რადიკალიზაცია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიის შემდეგ გაძლიერდა და ეს ადამიანები ომისა და ღალატის პარტიის წევრები გახდნენ. როგორ რთულ გზაზე გავიარეთ, საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის. ვინმეს თუ ჰგონია, რომ პასუხისმგებლობას ასცდება, ასე ნამდვილად არ იქნება და 2024 წელს ყველა საკადრისს პასუხს მიიღებს,“ – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

“კობახიძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე ამბობდა, ადრე ცუდი სისტემა შემოგვტენეს და არ მივიღებთო” – იაგო ხვიჩია

ირაკლი კობახიძეს მოვუსმინე, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ამბობდა, ადრე ცუდი სისტემა შემოგვტენეს და ამ შემოტენილ ცუდ სისტემას არ მივიღებთო, კორექტული არ არის, რომ იმ ხალხს, ვინც ეს-ესაა კანდიდატის სტატუსი მოგვცა, უთხრა, შენ რომ ცოტა ხნის წინ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მეხმარებოდი და პირობებს მიყენებდი, თურმე ის უპრეცედენტოდ უვარგისი ყოფილა და მის გამოსწორებაზე ვზრუნავთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ეს არც ერთი ნორმალური ადამიანისთვის მისაღები არგუმენტი არ არის.

„პრობლემას იმაში ვხედავ, რომ სხვადასხვა თანამდებობის პირები, რომელთაც სხვადასხვა პარტიების მხრიდან მაღალი ნდობა სჭირდება, კონსენსუსის გარეშე ინიშნებიან. საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი პრობლემა არის არის ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნის წესი, მთავარი პრობლემაა 5%-იანი ბარიერი და პარტიების დაფინანსების არსებული წესი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

“გთავაზობთ პოლიტიკური აქტივობებისა და ერთობის კომიტეტის შექმნას” – სააკაშვილი ოპოზიციას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ინიციატივით მიმართავს, შეიქმნას პოლიტიკური აქტივობების და ერთობის კომიტეტი.

როგორს სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას აღნიშნა, ეს უნდა იყოს პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ეროვნული თანხმობისა და კონსენსუსის გზით იქნება ახალი იდეების გენერატორი. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ სათათბიროში 20-25 წევრი უნდა შევიდეს. მან თავადაც გამოთქვა მსგავსი გაერთიანების წევრობის სურვილი.

„გარდა იმისა, რომ ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის სრული კოორდინაცია, მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა, ამ კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება. ძალა ერთობაშია! მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. მე ასევე მინდა შევთავაზო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პოლიტიკური აქტივობებისა და ერთობის კომიტეტის შექმნა, როგორც არის ამერიკაში. აქ უნდა შევიდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ ასევე უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, უნდა შევიდეს სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი ამ კომიტეტში. მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ ამ კომიტეტის სუპერპაკეტთან ერთად, ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი, ეს უნდა იყოს, პრაქტიკულად, ყოველგვარი ბიუროკრატიისგან თავისუფალი, მოქნილი, ეროვნული თანხმობის სტრუქტურა, პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ეროვნული თანხმობის და კონსენსუსის გზით იქნება ახალი იდეების გენერატორი, ჩქარი რეაგირებისა და სხვებთან დიალოგის ადგილი, იმიტომ, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩავიკეტოთ. მე მინდა, რომ შევიდე თქვენთან ერთად ამ კომიტეტში, თქვენთან ერთად ვითათბირო და თქვენთან ერთად შევქმნა ის სიტუაცია, რომელიც სრულად არაორაზროვანს ხდის ჩვენს ბრძოლისუნარიანობას და ამ მიმართულებით ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ და ძალიან სწრაფად წავიწევთ წინ. 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს მასში და იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალში თავმჯდომარეც ავირჩიოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მან მომავალი არჩევნების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიზანია ძალაუფლება შეინარჩუნოს, თუმცა ევროპა სწორედ ხელისუფლების ცვლაა.

„ჩვენ ვიცით მათი განზრახვები რა არის – მათი განზრახვაა, რომ ნებისმიერ ფასად მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ევროპა ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას. ამიტომ, მე წარმომიდგენია შემდეგი არჩევნები ძალიან კონკრეტულად, ჯერ ერთი ეს უნდა იყოს ოპოზიციის სრულ კოორდინაციაში. ეს არის ყველაზე ისტორიული არჩევნები 1990 წლის შემდეგ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

„უკრაინის არმია, საარტილერიო ჭურვების დეფიციტის გამო, საომარ ოპერაციებს ზღუდავს“ – სააგენტო „როიტერი

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ (Reuters) აქვეყნებს ინტერვიუს უკრაინელ გენერალთან სათაურით „უკრაინის არმია, საარტილერიო ჭურვების დეფიციტის გამო, საომარ ოპერაციებს ზღუდავს“ (ავტორები – ელენე გარმაში და ტომ ბალმფორტი). მასალაშია გადმოცემულია უკრაინის არმიის ქვედანაყოფების მდგომარეობა საბრძოლო მასალების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

გთავაზობთ ინტერვიუს შინაარსს:

„ფრონტის ხაზზე განლაგებული უკრაინის ჯარები, საარტილერიო ჭურვების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიზღუდა ზოგიერთი სამხედრო ოპერაციის წარმოება“, – უთხრა საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტებს უკრაინის არმიის მაღალჩინოსანმა.

ბრიგადის გენერალი ალექსანდრე ტარნავსკი საინფორმაციო სააგენტოს მას შემდეგ ესაუბრა, რაც რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა შეაჩერეს $60-მილიარდიანი დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად, კონგრესში თეთრმა სახლმა წარადგინა. ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების პარალელურად, უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს (54,5 მილიარდი დოლარი) ოდენობის დაფინანსება კიევისთვის, რომელიც უკვე თითქმის ორი წელია, რუსეთის თავდასხმას უმკლავდება.

„პრობლემაა საბრძოლო მასალის, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა [ჭურვების], ესა 122, 152 მილიმეტრიანები. დღეს ეს პრობლემები ფრონტის მთელ ხაზზე აღინიშნება”, – თქვა ინტერვიუში გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ. მისი თქმით, საარტილერიო ჭურვების დეფიციტი “ძალიან დიდი პრობლემაა” და უცხოური სამხედრო დახმარების შემცირება სათანადო გავლენას ახდენს ბრძოლის ველზე. “მოცულობა, რაც დღეს გვაქვს, ჩვენი საჭიროებების გათვალისწინებით, საკმარისი არ არის. გვიწევს თავიდან დაგეგმილი და დასახული ამოცანების შემცირება, რადგან მათი უზრუნველყოფა ვერ ხერხდება”, – თქვა მან კონკრეტული დეტალების მითითების გარეშე.

ალექსანდრე ტარნავსკის თქმით, საბრძოლო მასალებით მომარაგების პრობლემას ასევე განიცდის რუსეთის ძალები, თუმცა არც ეს განცხადება დაუზუსტებია. გენერალი ამბობს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე, უკრაინის ჯარები ზოგ რაიონში თავდაცვაზე გადავიდა, ზოგიერთ რაიონში კი შეტევას ცდილობს.

გენერალ ალექსანდრე ტარნავსკის კომენტარები ხაზს უსვამს კიევის დამოკიდებულებას დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე, რათა უკრაინა სუვერენულ ქვეყანაში შეჭრილ რუსეთის ჯარებს 1000 კილომეტრის მანძილზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე ებრძოლოს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე დიდი კონფლიქტის დაწყებიდან 22 თვე გადის. უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას კი, ომის ფონზე, უკვე მეორე მკაცრი ზამთრის პირობებში უწევს ცხოვრება.

წყარო

 

თიბისის განათლების პროგრამის ერთი წელი

თიბისის ტექგანათლების პროგრამა – ეს არის ტექნოლოგიური განათლების მიმართულების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა საქართველოში, რომელიც ათასობით ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით და მხარდაჭერით, თიბისის მიზანია, ხარისხიანი ცოდნა მისცეს როგორც უფროსკლასელებს, ასევე ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ყველა ადამიანს, შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.

19 დეკემბერს თიბისის ტექსკოლის პროგრამების შემაჯამებელი, საახალწლო ღონისძიება თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა, რომელსაც თიბისის ტექსკოლის მოსწავლეები, კურსდამთავრებულები, მათი მშობლები, მასწავლებლები და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე წარადგინეს ტექსკოლის მიღწევები, კურსდამთავრებულებმა თავიანთი წარმატებული პროექტები და გამოცდილება გაუზიარეს თანატოლებს, დამსწრეებმა მონაწილეობა მიიღეს წამახალისებელ თამაშში; ღონისძიება საახალწლო ფესტივალით და კონცერტით დასრულდა.

თიბისის, როგორც ქვეყნის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუციისა და ტექნოლოგიური კომპანიის მასშტაბიდან გამომდინარე, კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გავლენის მოხდება შეგვიძლია ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის საქმიანობით ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებაზე. თიბისი, თავისი არსებობის 31 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას. ჩვენთვის ახალი თაობის ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა პრიორიტეტია. თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით და მათი პრაქტიკაში გამოყენებით, თიბისი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და იდეების რეალობად გადაქცევა“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

ზუსტად ერთი წლის წინ თიბისიმ განათლება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად აქცია. პროგრამის ფარგლებში, თიბისი, ყველა უფროსკლასელს სრულად დაფინანსებულ 9 ტექნოლოგიურ ონლაინ კურსს სთავაზობს.

2023 წელს მთელი საქართველოდან 1200-ზე მეტი უფროსკლასელი უკვე დაეუფლა მომავლის პროფესიებს, მათ შეისწავლეს – ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნა, ციფრული კომუნიკაცია, გრაფიკული დიზაინი, ვიზუალური კომუნიკაცია და UI/UX დიზაინი. გარდა ონლაინ კურსებისა, თიბისი უფროსკლასელებს კომუნიკაციების სახელოსნოში მონაწილეობის შესაძლებლობასაც აძლევს.

თიბისის განათლების მიმართულებებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია თიბისის რისკების და თიბისი IT აკადემია. რისკების აკადემია – საბანკო სექტორით და რისკების მართვით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს ახალი უნარების შესწავლას და განვითარების შესაძლებლობას. IT აკადემიაში კი ამჟამად, ინფორმაციული ტექნოლოგიების შემსწავლელი ცხრა ახალი კურსი მიმდინარეობს, რომლებიც USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს.

თიბისი ასევე აქტიურად უჭერდა მხარს პარტნიორი ორგანიზაციების საგანმანათლებლო პროექტებს: Data bootcamp-ი გურჯაანში, ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში, რობოტიქსის ოლიმპიადა, ინოვაციების ბანაკი, Technovation Girls და სხვა.

თიბისი აგრძელებს ახალი თაობის მხარდაჭერას და მომავალი წლიდან კიდევ უფრო მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამებს შესთავაზებს ტექნოლოებით დაინტერესებულ ადამიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

R

“1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ” – მიხეილ სააკაშვილი

მინდა ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსი მივულოცო – 1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველო ევროკავშირისკენ სწრაფი ტემპით წავა.

„მინდა ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსი მივულოცო. მინდა, რომ ვუთხრა 1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ. იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცით, მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, ჩვენ ეს სტატუსი რომ არ მიგვეღო. ისინი მიდიოდნენ პროვოკაციაზე მუდმივად. რუსული „აგენტების კანონი“ შემოაგდეს, რომელიც პრაქტიკულად კეტავდა ჩვენს გზას ევროკავშირში და ისევ ქართველმა ხალხმა აიძულა ამ დოკუმენტის უკან გახმობა, რამაც ჩვენს ხალხს ევროკავშირში გაუხსნა გზა.

ჩვენი ამოცანა დღეს არის ერთად გამოვგლიჯოთ ეს პერსპექტივა მთავრობას. ან ახლა ან არასდროს! ისინი აპირებენ ჩვენი გზის მუდმივად საბოტირებას. ქართველი ხალხისთვის არის ორი არჩევანი – ან ესენი დატოვოს ხელისუფლებაში და მაშინ ჩვენი გზა ევროპისკენ უსაშველოდ გაგრძელდება, შეიძლება გადავიჩეხოთ, ან ისინი ჩამოშორდებიან ხელისუფლებას და მაშინ საქართველო სწრაფი ტემპით წავა ევროკავშირისკენ, გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ჩვენს ხალხს ბევრად უკეთეს ცხოვრებას მოუტანს“, – განაცხადა სააკაშვილმა.