“2020 წელს ამომრჩეველს დავპირდით, რომ სტატუსის მიღების მიზნით მოთხოვნას გავგზავნიდით, 2023 წელს ეს პირობა არათუ შევასრულეთ, არამედ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ”

22
spot_img

2020 წელს ამომრჩეველს დავპირდით, რომ სტატუსის მიღების მიზნით მოთხოვნას გავაგზავნიდით, 2023 წელს კი, ეს პირობა არათუ შევასრულეთ, არამედ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში აღნიშნული მიზნის ჩაწერისთანავე, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დაიწყო პროცესების განსაკუთრებული რადიკალიზაცია.

„2020 წელს ამომრჩეველს დავპირდით, რომ სტატუსის მიღების მიზნით მოთხოვნას გავაგზავნიდით, 2023 წელს კი, ეს პირობა არათუ შევასრულეთ, არამედ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. საარჩევნო პროგრამაში როცა ჩავსვით ეს საკითხი, სწორედ იმ დღიდან დაიწყო პროცესების განსაკუთრებული რადიკალიზაცია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიის შემდეგ გაძლიერდა და ეს ადამიანები ომისა და ღალატის პარტიის წევრები გახდნენ. როგორ რთულ გზაზე გავიარეთ, საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის. ვინმეს თუ ჰგონია, რომ პასუხისმგებლობას ასცდება, ასე ნამდვილად არ იქნება და 2024 წელს ყველა საკადრისს პასუხს მიიღებს,“ – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.