“უნდა გავუშვათ ხალხი, რომელმაც ამდენი ხანი გვაჭიდავა და ძლივს მივაღწიეთ კანდიდატის სტატუსს” – გიორგი ვაშაძე

19
spot_img

ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა „ქართულ ოცნებაზე“, ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ამაზე იყო ხაზგასმული სააკაშვილის განცხადებაშიც. ახლა ან არასდროს, ნამდვილად ასეა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ქართულმა ოცნებამ“ მტკიცება დაიწყო, რომ ევროკავშირმა არ იცის, რა არის საარჩევნო რეფორმა, ანტიკორუფციული რეფორმა და თურმე მიქანაძემ, კობახიძემ იციან საარჩევნო და ანტიკორუფციული რეფორმები. ასე ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ. ეს არის ცალსახა. იმისთვის, რომ სწრაფად, უმოკლეს ვადებში გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, უნდა გავუშვათ ეს ხალხი, ვინც ამდენი ხანი გვაჭიდავა და ძლივს მივაღწიეთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.