Home Blog Page 1857

24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ პირად ან საქმიან ურთიერთობებში რაღაც არ მოგწონთ, ნუ ეცდებით, გარშემო მყოფებს საკუთარი აზრი მოახვიოთ, ამან შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, კრიტიკულ მომენტში განყენებულ თემაზე გადაიტანოთ საუბარი. უფროს ნათესავებთან ურთიერთობამ შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისა და იმპულსური ქმედებებისგან დაგიცავთ.

კურო

ახალი, საინტერესო ურთიერთობების დასაწყებად შესანიშნავი დღეა, ამიტომ სახლში ნუ ჩაიკეტებით და ხალხმრავალ ადგილებს ეწვიეთ. თქვენი ქარიზმატული ბუნება ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს. სხვა ადამიანების პრობლემებში შესანიშნავად ერკვევით და მათი დახმარებაც მშვენივრად გამოგდით. ამ თვისებების წყალობით, რომელიღაც მეგობარს ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევთ.

ტყუპები

შეგიძლიათ, ეს დღე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დაუთმოთ. სავარაუდოდ, თქვენს მრავალმხრივ ნიჭს უამრავ გამოყენებას მოუძებნით. საქმეს ჩვეულზე ადვილად უმკლავდებით, ხოლო თქვენი გადაწყვეტილებები მარტივი და ეფექტიანია. ეცადეთ, ურთიერთობისას მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ, რადგან თქვენმა მახვილგონივრულმა შენიშვნებმა შეიძლება პრობლემა შეგიქმნათ.

კირჩხიბი

ამ დღეს ნებისმიერ კამათში ძლიერი არგუმენტები გაქვთ, რაც მოწინააღმდეგეს ფარ-ხმალს დააყრევინებს. ლოგიკური მსჯელობით გარშემო მყოფებს გააოცებთ. შესაძლოა, მენეჯმენტის ქებაც კი დაიმსახუროთ. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ საუბარში დაუფიქრებელ სიტყვებს მოერიდოთ. ბევრისთვის სიმართლე ძალიან მტკივნეულია და შესაძლოა, თქვენი პირდაპირობა სანანებლად გაგიხდეთ. არახელსაყრელი დღეა ვარჯიშისა და ფიზიკური აქტივობისთვის, ამიტომ ეცადეთ, საღამო მშვიდად გაატაროთ და ორშაბათისთვის ძალები მოიკრიბოთ.

ლომი

დილიდან დადებითი ემოციებითა და შესანიშნავი იდეებით ხარ სავსე. მიმზიდველი გარეგნობისა და გამორჩეული პიროვნული თვისებების წყალობით გარშემო მყოფთა ყურადღებას იქცევთ. ხელსაყრელი დროა თვითგანათლებისთვის, ამიტომ შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო კურსებზე დარეგისტრირდეთ. მთავარია სიტუაცია არ გაართულოთ – თქვენი წარმატების საიდუმლო მონდომებასა და სიმარტივეშია.

ქალწული

ამ დღეს ყურადღება, ძირითადად, საკუთარ თავსა და საჭიროებებზე გაქვთ გადატანილი. ეს დღე ხელსაყრელია ძველი პრობლემების მოგვარებისთვის. თუ შესაძლებლობა გაქვთ, სასურველია, რომ ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე გახვიდეთ. ყურადღება მიაქციეთ უფროს ნათესავებს, სავარაუდოდ, მათგან ერთ-ერთ ექიმთან ვიზიტი და ხანმოკლე მკურნალობა სჭირდება.

სასწორი

დღეს მაქსიმალურად მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობას და მათ შეფარულ პროვოკაციებს სიმშვიდით უპასუხეთ. არახელსაყრელი დღეა უძრავი ქონების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. უმჯობესია, საოჯახო საქმეებზე კონცენტრირდეთ. დღის განმავლობაში შეგიძლიათ, ხალხმრავალი ადგილები მოინახულოთ – ეს განწყობას აგიმაღლებთ.

მორიელი

მეგობრების მესაიდუმლე და დამხმარე ხართ, ამიტომ თქვენთან ურთიერთობას ბევრი ცდილობს. ადამიანები თქვენს მხარდაჭერას გრძნობენ და მადლიერებით გპასუხობენ. თქვენი გაწონასწორებული ხასიათი სამსახურშიც გეხმარებათ და პირად ცხოვრებაშიც. ვარსკვლავები ენერგიას მოგცემენ, რაც ამ ეტაპზე ძალიან გჭირდებათ და თქვენს მოტივაციას აამაღლებს.

მშვილდოსანი

მოახლოვებული დღესასწაულის წინ სახლის განახლების დაუძლეველ სურვილს გრძნობთ. სულ ერთია, მარტო ცხოვრობთ თუ ოჯახთან ერთად, ახალ წლამდე ახალი იდეების განხორციელება გსურთ. მათგან ზოგი საინტერესოა, მაგრამ ზოგადად, ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალურად იაზროვნოთ.

თხის რქა

ამ დღეს საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. მნიშვნელოვანი საუბარი ან საქმიანი მივლინება წარმატებული იქნება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი საუბარი გელით, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს.

მერწყული

დღეს მიეცით თავს დასვენების უფლება. გაერთეთ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად, ან გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ, უყურეთ ფილმს, წაიკითხეთ წიგნი… მარტოხელა მერწყულებს ექნებათ შანსი, რომ სიახლე შეიტანონ პირად ცხოვრებაში. ხელსაყრელი დღეა რომანტიკული ნაცნობობისა და პაემნისთვის.

თევზები

ამ დღეს საკუთარი თავისგან ძალიან ბევრს ითხოვთ. ეცადეთ გააცნობიეროთ, რომ აჩქარება და ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება არაფერში გჭირდებათ. გადახედეთ თქვენს პრიორიტეტებს და ყურადღება ყველაზე მთავარ საკითხებზე გაამახვილეთ, მეორეხარისხოვანი პრობლემების მოგვარება შეგიძლიათ სამომავლოდ შემოინახოთ.

,,37-მა ბავშვმა უკვე ისარგებლა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით”- თამარ გაბუნია

37-მა ბავშვმა უკვე ისარგებლა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით, ეს ოჯახებისთვის დიდი შეღავათია და ვფიქრობ ეს მოდელი თავის შედეგებს დაგვანახებს მომავალში, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, პარალელურად, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, მაღალხარისხიანი სერვისების მიღება ადგილზე, საქართველოშიც შეეძლოთ.

„ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს პერსონალის გადამზადება, კლინიკური ბაზების ჩამოყალიბება და ეს რა თქმა უნდა ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ყველას გვესმის, რომ საქართველოში უნდა განვითარდეს ეს სერვისი და მუდმივად დამოკიდებული არ ვიყოთ უცხო ქვეყნის კლინიკებზე. ვმუშაობთ სამედიცინო პერსონალის ტრენინგის მიმართულებით,

რასაც დიდი დრო ჭირდება. ხდება კლინიკების მოძიება და აქედან რეზიდენტურის პროგრამაზე ახალგაზრდა კადრების გაგზავნის მიმართულებით მუშაობა”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავარი მიზანია, საქართველოში შეიქმნას გამართული, პედიატრიული ონკოლოგიური სერვისი, რისთვისაც სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მიმართავს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები.

ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე)

ეტიკეტი განთავსებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას; ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია ხორცის წარმომავლობისა და სარეალიზაციო ვადების შესახებ.

ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სურსათის (რძე და რძის პროდუქტები, თევზი და თევზ-პროდუტები) გამოყენებით, ადამიანის დაავადების რისკი მაღალია. ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები“, – აღნიშნულია სესის განცხადებაში.

,,სოფლის მეურნეობის დარგში არსებული ყველა პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება” – შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის დარგში არსებული ყველა პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება.

„წელს ჩვენ გვქონდა ახალი პროგრამები და ყველა მოქმედი პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ სადაც ვხედავთ მხარდაჭერის მეტი საჭიროებაა იქ განვახორციელოთ. ყველაფერს ფერმერებთან და ასოციაციებთან ერთად განვიხილავთ, ასევე ვისმენთ მათ მოსაზრებებს და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომ იყოს სიახლეები. არსებული ყველა პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

ესტონეთი მზად არის, კიევს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცები გადასცეს – ლაური ლიაენმეტს

ესტონეთი მზად არის, გადასცეს კიევს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცები. ამის შესახებ განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლაური ლიაენმეტსმა გააკეთა.

„ეს თუ სჭირდება უკრაინას, ესტონეთს შეუძლია ამ ადამიანების პოვნა და მათი უკრაინისთვის გადაცემა. ზოგადად, ჩვენ ვიცით, სად არიან და რითი არიან დაკავებულები, უმრავლესობა დადის სამსახურებში. მათ აქვთ ესტონეთში ბინადრობის უფლება“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლიანემეტსმა აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში ესტონეთი შესთავაზებს უკრაინას შეთანხმების გაფორმებას, რომელიც გაწვევის ასაკის მქონე უკრაინელების კიევისთვის გადაცემას ითვალისწინებს. ამჟამად, ესტონეთის კანონმდებლობა მხოლოდ იმ მოქალაქეთა ექსტრადიციის საშუალებას იძლევა, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2023 წლის მაისის მონაცემებით, ქვეყანაში 36 ათასი უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება.

ცნობისთვის, 2024 წელს უკრაინა აპირებს, ჯარში გაიწვიოს 25-დან 60 წლამდე უკრაინელი მამაკაცები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ამის შესახებ განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტამ უმეროვმა მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში გაკეთდა განცხადება, რომ საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელების გაწვევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა შესაბამის კანონპროექტს უმაღლეს რადაში ამზადებენ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისი მხარს უჭერს საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელების მობილიზაციის იდეას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე კლდის მასის ჩამოშლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია სოფ.ქვაბღაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის გზით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

ქართული დიასპორა ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია – ბექა ოდიშარია

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის წევრებმა: ნოდარ ტურძელაძემ, რესან კონცელიძემ და ფრიდონ ინჯიამ, ირლანდიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს ირლანდიაში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

საპარლამენტო დელეგაცია შეხვდა ცნობილ სპორტსმენს და მწვრთნელს, ზაურ ანთიას, ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, ლელა შურუპოვას და ქართული სოციალური პლატფორმის ხელმძღვანელს, თამარ ბერიშვილს.

შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ევროპის ქართული დიასპორები, მათ შორის ირლანდიის ქართული დიასპორა დგას.

ისაუბრეს დიასპორის როლზე, არა მარტო უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაციის, არამედ ქვეყნის აღმშენებლობაში დიასპორული პოტენციალის გამოყენების მიმართულებით.

„უკანასკნელ პერიოდში, სახელმწიფოს პოლიტიკა დიასპორის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. ადრე არსებობდა სამწუხარო ნარატივი, რომ დიასპორა არის მხოლოდ დიდი გამოწვევა და ხალხის, ადამიანური რესურსის გადინება. ბოლო პერიოდში ეს დამოკიდებულება შეიცვალა. დღეს, სახელმწიფო დიასპორას უყურებს არა მხოლოდ როგორც გამოწვევას, არამედ, როგორც უდიდესი პოტენციალის მქონე შესაძლებლობას, რომელსაც აქვს უნარი საკუთარი განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის მკვეთრად გაძლიერებასა და განვითარებაში“ – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ბექა ოდიშარიამ დიასპორის წარმომადგენლები დიასპორის დიდ ეკონომიკურ ფორუმზე მოიწვია, რომელიც მომავალი წლის მაისში, თბილისში იგეგმება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი და საელჩოს წარმომადგენლები.

,,რეგულაციების აღსრულებისთვის აუცილებელია ფერმერებისა და ბიზნესის დახმარება” – ოთარ შამუგია

ჩვენ, წლების მიხედვით გვაქვს გაწერილი რეგულაციების შესრულება. წელსაც გარკვეული რეგულაციები შემოვიღეთ, არსებობს კონკრეტული გეგმა და ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ, რომ დათქმულ ვადებში შესრულდეს ყველა ვალდებულება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, რეგულაციების აღსრულებისთვის აუცილებელია ფერმერებისა და ბიზნესის დახმარება.

„თვითონ სახელმწიფო უწყებებსაც, ვინც აღსრულება უნდა განახორციელოს, სჭირდება შემდგომი განვითარება, ცოდნის გაძლიერება და ა.შ. ჩვენ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით ვახორციელებთ ამ ყველაფერს და ამიტომაც გვაქვს დღეს 15-ამდე მოქმედი პროგრამა, რომლის ფარგლებში ღირებულებათა ჯაჭვის მთელ სპექტრში ვეხმარებით ფერმერებს დაწყებული პირველადი წარმოებიდან, გადამუშავება, შემნახველი რგოლი. თანადაფინანსებით ჩვენ ვეხმარებით ჩვენს მეწარმეებს, რომ მათ შეძლონ ახალი სტანდარტების დანერგვა.

ერთ-ერთი გამოწვევაა ის, რომ ჩვენი ჩვენი ფერმერები უფრო პროდუქტიულები გავხადოთ. თითოეულ რეგულაციას, რასაც ვიღებთ, მათთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად ვყალიბდებით როდიდან იყოს თითოეული მუხლი, კონკრეტული დეტალები ამოქმედებული, რათა გონივრული ვადები ჰქონდეს ბიზნესს, რომ ეს არის იყოს მათთვის შემაფერხებელი“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

ზურაბ გურიელიძე საზოგადოებას თხოვნით მიმართავს

„პიროტექნიკის გამოყენება ცხოველებისთვის საკმაოდ რთულ შედეგებს იწვევს. ასეთი მოულოდნელი, უცაბედი ხმაური, რომელსაც თან მოჰყვება განათება, ცხოველებისთვის გაუგებარი, აუხსნელი და დიდი საფრთხის შემცველია“, – ამის შესახებ მან მედიასთან განაცხადა. ზურაბ გურიელიძის თქმით, პიროტექნიკისგან გამოწვეული შიშისა და ინფარქტის შედეგად ზოოპარკში ბოლო 5 წლის განმავლობაში, ორი ცხოველი დაიღუპა. „ზოგ შემთხვევაში, ცხოველები განაბულები და დამალულები არიან, ზოგი ვოლიერში სირბილს იწყებს, რაც ძალიან სახიფათოა, განსაკუთრებით ჩლიქოსანი, დიდი წონის ცხოველებისთვის, მათ რაც გზად დახვდებათ, შეიძლება ყველაფერი გადაჯეგონ, ხშირ შემთხვევაში, ასეთ დროს ხდება ზოგი ცხოველის დაზიანება, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება დაიღუპოს კიდეც. ეს პრობლემის ერთი გზაა. მეორე კი ეს არის სტრესი, რომელსაც ცხოველები შეიძლება, სხვადასხვანაირად გამოხატავდნენ. ზოგ შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა მძიმე დაავადება განვითარდეს, მათ შორის ინსულტი და ინფარქტი. ეს დაავადებები შესაძლოა არა მყისიერად, არამედ რამდენიმე დღეში გამოვლინდეს და ნებისმიერი ჩარევა ასეთ დროს უკვე გვიანი იყოს. ცხოველების დაღუპვის 2 შემთხვევა გვქონდა – ორივე მათგანი იყო ახალგაზრდა გნუ [ანტილოპის სახეობა], ერთი ინფარქტით დაიღუპა, მეორე კი შიშის დროს სხვა ცხოველებმა გადათელეს“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

საავტორო უფლებების დაცვის მრავალთვიანი განხილვა გრძელდება

საავტორო უფლებების დაცვის მრავალთვიანი განხილვა გრძელდება.

ავტორ-შემსრულებლები და მათი მემკვიდრეები, იურისტების ჩართულობით, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციისგან (GCA) დარღვეული უფლებების აღდგენასა და ზარალის შეჩერებას ითხოვენ.

ისინი აკრედიტაციის კომისიას, რომელმაც გადაწყვეტილება ახალი წარმომადგენლობითი ორგანიზაციის შესახებ 27 დეკემბერს უნდა გამოაცხადოს, სთხოვენ, გაითვალისწინოს ხელოვანთა პოზიცია. ფიქრობენ, რომ GCA საწესდებო მოთხოვნათა უხეში დარღვევით ცდილობს, შექმნას ასოციაციის საერთო კრების ჩატარების იმიტაცია.

საავტორო უფლებების მფლობელები კი სინამდვილეში ნდობას ახალ გაერთიანება, იპოს უცხადებენ, რომელიც ავტორების შექმნილია.

საავტორო უფლებების დაცვის კანონში ცვლილებები რამდენიმე თვის წინ შევიდა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში საავტორო უფლებების დაცვისა და ანაზღაურების საკითხის უფლება მხოლოდ ერთ ასოციაციას უნდა მიენიჭოს.

ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს! რეალური ალტერნატივა ვართ ჩვენ – პარტია „ლელო“- ხაზარაძე

ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში! ამის რეალური ალტერნატივა ვართ ჩვენ! ეს არის პარტია „ლელო“ – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, პასუხისმგებლობა პარტია „ლელომ“ უნდა აიღოს.

„არ დაგვავიწყდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმ პოლიტიკოსების მოშვება ხელისუფლებაში, რომლებმაც უხეშად დაარღვია ქართველი ადამიანის, მოქალაქეების უფლებები უახლოეს წარსულში. ყველა ხვდებით ვისზეა საუბარი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი მოიშვება ხელისუფლებაში! ამიტომ ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ამის რეალური ალტერნატივა ვართ ჩვენ! ეს არის პარტია „ლელო“. დიახ, ჩვენ უნდა ავიღოთ ხელში პასუხისმგებლობა, რომ დავამთავროთ ძველი პოლიტიკა და ის, რაც აქამდე ხდებოდა ამ ქვეყანაში. ეს არის უცილობლად გასაკეთებელი საქმე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძემ განმარტა, რა ნაბიჯებს გადადგამს პარტია საქართველოში რუსეთის ქმედებების შესაჩერებლად.

„მინდა გითხრათ რას ნიშნავს იყო ალტერნატივა და რას ნიშნავს ემსახურო შენს ხალხს. ჩვენ 3 წლის წინ დავწერეთ მარშალის გეგმა. ძალიან დეტალური, ძალიან გასაგები და ისეთი, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჰაერივით სჭირდება. მის განახლებულ ვერსიას შემოგთავაზებთ მომავალ წელს, მაგრამ გამოვყოფ 4 ძირითად საკითხს, რომელიც უმნიშვნელოვანესია და უნდა განვახორციელოთ ამ ქვეყნისთვის. ეს კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა. პირველი პუნქტია, რომ კანონი ხელახლა უწესებს მკაცრ ვიზებს რუსებს, რათა მათ არ წალეკონ საქართველო. 2. საქართველოში რუსებს უნდა შეეზღუდოთ მუშაობის უფლება, ჩვენ გვჭირდება მეტი სამუშაო ადგილი ქართველებისთვის. 3. ვერცერთი რუსი ვერ იყიდის ჩვენ მიწას, სანამ რუსეთი ოკუპანტია. 4. საქართველოში რუსულნომრიანი მანქანების შემოყვანა და რეგისტრაცია უნდა აიკრძალოს. 5. ჩვენ ავკრძალავთ რუსული კომპანიების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას. „ქართული ოცნება“ ჩვენი გადასახადების გადამხდელებისგან მოსკოვში მილიონებს აგზავნის და ეს უნდა შევაჩეროთ. 6. ჩვენ დავაწესებთ დამატებით გადასახადებს რუსული ბიზნესისთვის. და შევუერთდებით ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა რუსეთმა გადაიხადოს ფასი სხვა ქვეყნებში შეჭრისთვის. 7. ჩვენ ავკრძალავთ საქართველოში რუსული ფონდების მუშაობას, რომელიც რუსეთის დეზინფორმაციისა და ოკუპაციის გეგმის ნაწილია. 8. ჩვენ ავკრძალავთ საქართველოში რუსული ტელეარხების მაუწყებლობას. 9. ჩვენ დაუყოვნებლივ შევწყვეტთ პირდაპირ ფრენებს რუსეთთან“, – განაცხადა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ ინიციატივას „ლელო“ კანონის ძალას აუცილებლად მისცემს.

,,პოლიტიკური პროცესიც არის მიტაცებული”- ანა ნაცვლიშვილი

დღეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესიც არის მიტაცებული. თუ პოლიტიკური პროცესი არ არის ხალხთან, ის ვერ იმუშავებს ადამიანისთვის და ქვეყანას წინ ვერ წაიყვანს. ამიტომ უნდა დავიბრუნოთ პოლიტიკური პროცესი, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, „პოლიტიკური პროცესი უნდა დაბრუნდეს ადამიანებთან და არა ცალკეულ ერთ, ორ ან თუნდაც სამ ლიდერთან“.

„დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა! რას ნიშნავს ეს? – ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ დღეს, ისევე, როგორც ბევრი რამ, ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესიც არის მიტაცებული. თუ პოლიტიკური პროცესი არ არის ხალხთან, ის ვერ იმუშავებს ადამიანისთვის და ქვეყანას წინ ვერ წაიყვანს. ამიტომ ჩვენ ბევრ რამესთან ერთად უნდა დავიბრუნოთ პოლიტიკური პროცესი. არ შეიძლება პოლიტიკურ პროცესს მართავდეს და დომინირებდეს ერთი ორი ან თუნდაც 10 ადამიანი. თქვენია პოლიტიკა, თქვენია ეს ქვეყანა, რაც ხდება პოლიტიკაში, პირდაპირ აისახება, რაც ხდება თქვენს სახლში, ქუჩაში, სკოლაში, უნივერსიტეტში, სამუშაო ადგილას, თუ ის არსებობს და რა ხდება საქართველოს აეროპორტებში. როდესაც საქართველოდან ადამიანები გარბიან, ყველა არგუმენტი იმის შესახებ, რომ ქვეყანა თურმე ვითარდება, უძლურია. თუ ქვეყანა ვითარდება, ამას აქვს რამდენიმე მკაფიო მაჩვენებელი – შობადობის მაჩვენებელი მათ შორის და ის, რომ ადამიანები კი არ გარბიან ქვეყნიდან, არამედ ბრუნდებიან. ჩვენ ასეთი ქვეყანა გვინდა, ამიტომ უნდა დავიბრუნოთ პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური პროცესი უნდა დაბრუნდეს ადამიანებთან და არა ცალკეულ ერთ, ორ ან თუნდაც სამ ლიდერთან. ეს არის „ლელოს“ მთავარი შეთავაზება.

ბევრს ვშრომობ“ლელოს“ გუნდთან ერთად იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკაში დაბრუნდეს ახალგაზრდების ხმა, დაბრუნდეს მარტოხელა ადამიანების ხმა, დაბრუნდეს ხანდაზმული ადამიანების ხმა, დაბრუნდეს შშმ პირების ხმა, დაბრუნდეს მშობლების ხმა, დაბრუნდეს პენსიონერების ხმა, ვეტერანების ხმა და ყველა იმ ადამიანის ხმა, ვინც არის საქართველო. თქვენ ხართ საქართველო, თქვენია პოლიტიკური პროცესი. ვიაროთ ერთად გამარჯვებისკენ და ეს გამარჯვება აუცილებლად იქნება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.