,,რეგულაციების აღსრულებისთვის აუცილებელია ფერმერებისა და ბიზნესის დახმარება” – ოთარ შამუგია

31
spot_img

ჩვენ, წლების მიხედვით გვაქვს გაწერილი რეგულაციების შესრულება. წელსაც გარკვეული რეგულაციები შემოვიღეთ, არსებობს კონკრეტული გეგმა და ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ, რომ დათქმულ ვადებში შესრულდეს ყველა ვალდებულება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, რეგულაციების აღსრულებისთვის აუცილებელია ფერმერებისა და ბიზნესის დახმარება.

„თვითონ სახელმწიფო უწყებებსაც, ვინც აღსრულება უნდა განახორციელოს, სჭირდება შემდგომი განვითარება, ცოდნის გაძლიერება და ა.შ. ჩვენ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით ვახორციელებთ ამ ყველაფერს და ამიტომაც გვაქვს დღეს 15-ამდე მოქმედი პროგრამა, რომლის ფარგლებში ღირებულებათა ჯაჭვის მთელ სპექტრში ვეხმარებით ფერმერებს დაწყებული პირველადი წარმოებიდან, გადამუშავება, შემნახველი რგოლი. თანადაფინანსებით ჩვენ ვეხმარებით ჩვენს მეწარმეებს, რომ მათ შეძლონ ახალი სტანდარტების დანერგვა.

ერთ-ერთი გამოწვევაა ის, რომ ჩვენი ჩვენი ფერმერები უფრო პროდუქტიულები გავხადოთ. თითოეულ რეგულაციას, რასაც ვიღებთ, მათთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად ვყალიბდებით როდიდან იყოს თითოეული მუხლი, კონკრეტული დეტალები ამოქმედებული, რათა გონივრული ვადები ჰქონდეს ბიზნესს, რომ ეს არის იყოს მათთვის შემაფერხებელი“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.