საავტორო უფლებების დაცვის მრავალთვიანი განხილვა გრძელდება

23
spot_img

საავტორო უფლებების დაცვის მრავალთვიანი განხილვა გრძელდება.

ავტორ-შემსრულებლები და მათი მემკვიდრეები, იურისტების ჩართულობით, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციისგან (GCA) დარღვეული უფლებების აღდგენასა და ზარალის შეჩერებას ითხოვენ.

ისინი აკრედიტაციის კომისიას, რომელმაც გადაწყვეტილება ახალი წარმომადგენლობითი ორგანიზაციის შესახებ 27 დეკემბერს უნდა გამოაცხადოს, სთხოვენ, გაითვალისწინოს ხელოვანთა პოზიცია. ფიქრობენ, რომ GCA საწესდებო მოთხოვნათა უხეში დარღვევით ცდილობს, შექმნას ასოციაციის საერთო კრების ჩატარების იმიტაცია.

საავტორო უფლებების მფლობელები კი სინამდვილეში ნდობას ახალ გაერთიანება, იპოს უცხადებენ, რომელიც ავტორების შექმნილია.

საავტორო უფლებების დაცვის კანონში ცვლილებები რამდენიმე თვის წინ შევიდა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში საავტორო უფლებების დაცვისა და ანაზღაურების საკითხის უფლება მხოლოდ ერთ ასოციაციას უნდა მიენიჭოს.