გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის დარგში არსებული ყველა პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება.
„წელს ჩვენ გვქონდა ახალი პროგრამები და ყველა მოქმედი პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ სადაც ვხედავთ მხარდაჭერის მეტი საჭიროებაა იქ განვახორციელოთ. ყველაფერს ფერმერებთან და ასოციაციებთან ერთად განვიხილავთ, ასევე ვისმენთ მათ მოსაზრებებს და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომ იყოს სიახლეები. არსებული ყველა პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.