Home Blog Page 1854

დღეს ყველა უკრაინელი ერთადაა, შობას ყველა ერთად ვხვდებით, როგორც ერთი დიდი ოჯახი – ვლოცულობთ გამარჯვებისთვის -ზელენსკი

შობა არის დღესასწაული, რომელიც ავსებს გულებს სინათლით, რომელიც ყოველთვის გვაძლევს იმედს. უკვე მეორე წელია, ვსწავლობთ მის სხვა ფორმას, სხვა განზომილებას. ეს არის შობა სრულმასშტაბიანი ომის დროს. შობა განსხვავებული განწყობით, კონტექსტით და არომატით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელებს შობის დღესასწაული მიულოცა.

„ოჯახური ვახშამი სახლში არ არის ისეთივე, როგორიც ჩვეულებრივ იყო. იმიტომ რომ ყველა არ ვართ სახლში და ყველას არ აქვს სახლი. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა არა ის, თუ რა კერძები დევს მაგიდაზე, არამედ ის, თუ ვინ ზის მაგიდასთან და რა ძვირფასია მათი გვერდით ყოფნა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ყველას, ვინც ომში იმყოფება, შინ მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

„ყოველდღე ვლოცულობთ თითოეული მათგანისთვის. ჩვენ ვლოცულობთ ომის დასრულებისთვის. ვლოცულობთ გამარჯვებისთვის. დღესაც ასე მოვიქცევით. სადაც არ უნდა ვიყოთ. სადაც არ უნდა გავატაროთ შობა. დღეს ყველა უკრაინელი ერთადაა. შობას ყველა ერთად ვხვდებით, როგორც ერთი დიდი ოჯახი, როგორც ერთი ერი, როგორც ერთიანი ქვეყანა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ბოროტება დამარცხდება და სიკეთე გაიმარჯვებს.

„შობის ღამე არის წელიწადის ყველაზე გრძელი ღამეების დრო, მაგრამ ხვალიდან დღე გახანგრძლივდება, სინათლე გაბატონებას დაიწყებს. შუქი გაძლიერდება და ნაბიჯ-ნაბიჯ, დღითი დღე, სიბნელე უკან დაიხევს. სიბნელე წააგებს. ბოროტება დამარცხდება. დღეს ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, ჩვენი საერთო ოცნება და ეს არის რისთვისაც ყველა ვლოცულობთ : ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი გამარჯვებისთვის, ჩვენი უკრაინისთვის. იმ დღისთვის, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ სახლში მისვლას, მშვიდობიან შობას, მშვიდობიან წელს და ვეტყვით ერთმანეთს: “ქრისტე იშვა!”“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, უკრაინა შობას წელს პირველად 25 დეკემბერს აღნიშნავს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ივლისში ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შობის დღესასწაულის 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღნიშვნას ითვალისწინებს.

ჩვენი გულები ბეთლემშია, სადაც მშვიდობის პრინცი კიდევ ერთხელ არის უარყოფილი ომის ამაო ლოგიკით -რომის პაპი

ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო მესას რომის პაპი ფრანცისკე უძღვებოდა, რომელმაც ქადაგებისას ყურადღება გაამახვილა წმინდა მიწაზე არსებულ ვითარებაზე, სადაც ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტი მიმდინარეობს.

პაპმა მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ომის გამო ქრისტე კიდევ ერთხელ არის უარყოფილი, ხოლო მშვიდობის გზავნილი ომის ამაო ლოგიკამ უარყო.

„ამაღამ ჩვენი გულები ბეთლემშია, იქ, სადაც მშვიდობის პრინცი კიდევ ერთხელ არის უარყოფილი ომის ამაო ლოგიკით, სამხედროების შეჯახებით, რომელიც დღესაც ხელს უშლის მას სამყაროში ადგილის პოვნაში. მსოფლიოს მამა, რომელმაც სამყაროში ჭეშმარიტი მშვიდობის მომტანი გამოგზავნა, ბოლოს მოუღებს დამღუპველი იარაღის ხმებს, აღავლენს სიხარულის ახალ სიმღერას ადამიანთა გულებში და მისცემს ყველას ჰარმონიასა და სამართლიანობას“, – განაცხადა პაპმა.

რომის პაპი ფრანცისკე დღეს, ტრადიციულად, წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან მორწმუნეებს ქადაგებით მიმართავს და შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცავს.

ამ გახარიას თავი კიტრი ხომ არ ჰგონია, ეს თავხედი ესა – გუბაზ სანიკიძე

„გახარია ისე მოსრიალდა, რომ ვეღარ გამოსწორდება, მოკვეთილია უკვე ქართული პოლიტიკიდან“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

გუბაზ სანიკიძე გახარიას თავხედს  და პროვოკატორს უწოდებს.

„როგორ შეიძლება დაბადების დღე აქვს კაცს, გამოხვიდე და თქვა – ციხეში გადავიყვანოთო. ამ გახარიას თავი კიტრი ხომ არ გგონია. მოსამართლეების მიერ დაკავებული, მისჯილი ციხეში უნდა გადავიდეს და თავად შარდს აბარებს ევროპაში. რანაირი სამართალია ეს გიორგი ბატონო! ამხანაგო გახარია?! რაღაცა შარში არ გაეხვე გახარია რა შენ! მოლიპულზე ხარ შესული გიორგი ბატონო და აუცილებლად კისერს მოიტეხ. ის ნანატრი 5% უკან არ  დაგრჩეს გიორგი გახარია რა! პაპზე მეტი კათოლიკობა მოითხოვა. გახარია ისე მოსრიალდა, რომ ვეღარ გამოსწორდება, მოკვეთილია უკვე ქართული პოლიტიკიდან. გახარიას მოუწევს პასუხისგება. საიდან მოვიდა, საიდან ჩამოვიდა ეს თავხედი. პროვოკატორი ხარ სუფთა“, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ბევრი შეხვედრა და ურთიერთობა გელით. ლამაზ სიტყვებს არ უნდა დაუჯეროთ. ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს თქვენით მანიპულირების საშუალებას, მაგრამ თუ დახმარება შეგიძლიათ, უნდა დაეხმაროთ.

კურო

საყვარელი ადამიანი ამ დღეს თქვენ მიმართ უფრო თბილი და მზრუნველია, ვიდრე ოდესმე და შესაძლოა, რომანტიკული საჩუქარიც მიიღოთ. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებასა და დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა პროდუქტების მომარაგებისთვის.

ტყუპები

მშვენიერი დღეა საკუთარ თავზე და სურვილებზე ფიქრისთვის – შეგიძლიათ, იყიდოთ ნივთი, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ. სამსახურში ნებისმიერი ინფორმაცია კარგად გადაამოწმეთ – ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს და შეცდომაში არ შეგიყვანოთ.

კირჩხიბი

პლანეტების განლაგება და ოპტიმიზმი დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში გეხმარებათ. ამის მიუხედავად, დღის მეორე ნახევარში შეიძლება გარემოებები თქვენს წინააღმდეგ შემობრუნდეს. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რათა დაპირისპირება თავიდან აიცილოთ.

ლომი

შესანიშნავი დღეა მეგობრებთან და თანამოაზრეებთან შესახვედრად. შესაძლოა, უახლოესი მომავლისთვის საერთო გეგმებიც დასახოთ. ზოგიერთ ლომს სახლსა და ოჯახთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები ელის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სასურველი ნივთის შესაძენად სესხის აღებას მოერიდოთ და ფულის დაგროვება დაიწყოთ.

ქალწული

შეიძლება ერთ-ერთი მეგობრის საიდუმლო შეიტყოთ, რაც საგონებელში ჩაგაგდებთ და მუშაობის ხალისს დაგიკარგავთ, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ უნდა გადადოთ. ისედაც, რთული დღეების გამოვლის შემდეგ სრული უფლება გაქვთ, რომ დაისვენოთ ან მეგობრებთან ერთად გაერთოთ.

სასწორი

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, პროფესიულ მოვალეობებს სწრაფად გაუმკლავდეთ და თქვენთვის სასიამოვნო საქმეებისთვის საკმარისი დრო დაგრჩეთ. ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ.

მორიელი

ცვლილებებისთვის მოემზადეთ. პირველ რიგში, ცვლილებები თქვენს მსოფლმხედველობას, შეხედულებებს და დამოკიდებულებებს შეეხება. რომანტიკული შეხვედრებისთვის მშვენიერი დღეა. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა ამ დღეს შეხვდეთ მას, ვისზეც დიდი ხანია ოცნებობთ. მთავარია, რომ სახლიდან გარეთ გახვიდეთ და ხალხში გაერიოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში აქტიური ურთიერთობები გელით. ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ შეგიძლიათ, ეს ენერგია სასარგებლო საქმეებისკენ მიმართოთ. მაგალითად, სახლი დაალაგოთ, პროდუქტები მოიმარაგოთ და საერთოდ, დღესასწაულისთვის მოემზადოთ.

თხის რქა

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. ეცადეთ, ახალ წლამდე ყველაფერი მოასწროთ. სავარაუდოდ, მეგობრებისგან საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე – სასურველია, დღის განრიგში ფიზიკური ვარჯიში ან ფეხით სიარული შეიტანოთ.

მერწყული

დაუთმეთ ეს დღე ოჯახს და ახლობლებს. სავარაუდოდ, უფროს ნათესავებს თქვენთან ბევრი სალაპარაკო აქვთ და ყურადღება უნდა მიაქციოთ. მოსალოდნელია სამსახურებრივი ინტრიგა – სავარაუდოდ, თქვენი პერსონით თანამდებობით თქვენზე მაღლა მდგომი პირი დაინტერესდება.

თევზები

ამ დღეს საოჯახო საქმეები დიდ დროს მოითხოვს, თუმცა მათთან გამკლავებას ადვილად შეძლებთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება ოჯახში ვითარება დაიძაბოს – მოემზადეთ იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანები ძველ წყენას გაიხსენებენ და საყვედურებით აგავსებენ. დამშვიდდით, მეორე დღეს ეს კამათი არავის ემახსოვრება.

25 დეკემბერს კათოლიკური, პროტესტანტული და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას ზეიმობს

25 დეკემბერი ქრისტეს შობის (შობა) დღესასწაულია. ქრისტიანული რელიგიური დღესასწაული, აღინიშნება 25 დეკემბერს. ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული, აღნიშნავს იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს (რაც გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა). 377 წლამდე საქრისტიანოს აღმოსავლეთ ნაწილში შობა იდღესასწაულებდა 6 იანვარს, ნათლისღებასთან ერთად, სწორედ ისე როგორც ის დარჩა შეერთებული სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში. იოანე ოქროპირის ინიციატივით და მეცადინეობით, შობის დღესასწაული გამოყოფილ იქნა და გადატანილ იქნა დეკემბრის 25-ზე. იმ დროინდელ სწავლულთა (გრიგოლ ნოსელისა, აგვისტინე იპპონელისა და სხვ.) გამოკვლევით, ქრისტეს შობა მოხდა ზამთრის მზის მოქცევის დღეს — 25 დეკემბერს, სწორედ იმ დღეს, როდესაც მზე და დედამიწა იწყებენ ერთმანეთთან დაახლოებას. 1923 წელს საქართველოს ეკლესიამ, ქრისტეფორე III-ის (ციცქიშვილი) მამამთავრებისას, პირველად სცადა ახალი კალენდრის შემოღება, რის შედეგადაც ახალი სტილის კალენდარი 1923-1925 წლების განმავლობაში მოქმედებდა ჩვენს ეკლესიაში, თუმცა მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამო ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. 1927 წლის 24 ივნისის კათოლიკოს-პატრიარქთა წმინდა ამბროსის (ხელაია) მამამთავრებისას საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განაჩინა შობის დღის ახალი სტილით, 25 დეკემბრის აღნიშვნის შესახებ. საეკლესიო კრების გადაწყვეტილება მხოლოდ შეჩერებულია. 1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა განაჩინა ახალი სტილის დროებით შეჩერებაზე. განჩინება მღვდელმთავრებს ავალებდა, მომავალში მაინც გაეწიათ პროპაგანდა ახალი სტილის სასარგებლოდ.

 

25 დეკემბერს ქრისტესშობას 10 ავტოკეფალიური, მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტიანების უმრავლესობასთან ერთად იზეიმებს: კონსტანტინოპოლის ალექსანდრიის ანტიოქიის საბერძნეთის კვიპროსის რუმინეთის ბულგარეთის ალბანეთის ჩეხეთ-სლოვაკეთისა ამერიკის 7 იანვარს ქრისტესშობას 6 ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია შეხვდება: იერუსალიმის რუსეთის საქართველოს სერბეთის პოლონეთის

,,ზვიადი დააკლდა საქართველოს და თავისთავად, დაგვაკლდა ჩვენ”- გიორგი გამსახურდია

ყველა არის მისი სახელის ხსენების ღირსივინც მის საქმეს არ უღალატა და მის ფასეულობებს იზიარებდა და იზიარებს. ბოლოში კიდევ ვიტყოდიეს მხოლოდ ჩემი აზრიაზვიადი დააკლდა საქართველოს და თავისთავადროგორც ზემოთ ვახსენედაგვაკლდა ჩვენ“, – ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

 

30 წელი სრულდება, რაც ზვიადი ამ ქვეყანაზე აღარ არისთავისთავად, 31 დეკემბერს არ გადაწყვეტილა მისი ფიზიკური განადგურებაგაცილებით ადრე გადაწყდა ეს ყოველივემანამდე წინ უძღოდა 91-92 წლების სამხედროკრიმინალური გადატრიალებასადაც რუსეთის იმპერიამმაშინდელი მსოფლიო პოლიტისტაბლიშმენტის კვერის დაკვრითყელი გამოჭრა ქართულ სახელმწიფოს და მისი დინამიური განვითარების პერსპექტივასამან მოიტანა უამრავი რამსამოქალაქო დაპირისპირებამახინჯი პოლიტიკური დღის წესრიგიდაუსჯელობის სინდრომიკრიმინალიკორუფცია და .დეკემბრის მოვლენების შედეგებსმოკავშირის მემკვიდრეების სახითვიმკით დღესაცრომელიც პუტჩისტური სულისკვეთებით გაჯერებული ნაცმოძისა და .წ. ვითომ ლიბერალების სახითაა წარმოდგენილიეს უკანასკნელნიდღემდე სდებენ ბრალს ზვიადსრაიმე სახის შუღლისა და ეთნიკური დაპირისპირების გაღვივებაშირაც შეეხება თვითონ ზვიადსთავისთავად, დაგვაკლდა ოჯახსკერძოდ ჩვენს ბიჭებს, მაგრამ ცხოვრება ისე თავბრუდამხვევად წარგვემართა იმ წლებში (ცუდი გაგებით), რომ გლოვის თავი კი არა, გააზრების საშუალებაც არ გვქონდა. მე და ცოტნე, ჩეჩნეთის ომს, სადამდეც ძალა გვეყო შემოვრჩით (არც გაგვიაზრებია ჩვენზე ლუკმის გამყოფი ძმები გასაჭირში დაგვეტოვებინა), კოკოს ცოტა ადრე მოუწია ქვეყნის დატოვება და მიუხედავად მისი ძალისხმევისა, ვერ მოახერხა, რომ ჩვენთან ყოფილიყო იმ წლებშიმერე იყო საქართველოში დაბრუნება ამ ყველაფრის მერე, გააზრება იმისა, რა დავტოვეთ და რა დაგვხვდა. რა ნაბიჯებიც გადავდგი და ჩავდექი ქვეყნის სამსახურშიდრო რომ დაბრუნდესზუსტად იმავეს ვიზამდი. ცოტნეს ცოტა სხვარიგად მოუწია მისი ცხოვრების წარმართვა და ასევე მასაც და კოკოსაც არ ვამტყუნებ და წლების მერეც მათ იმ პერიოდის ნაბიჯებს ვამართლებ ბოლომდერა მინდა ვთქვადაიწყება ზვიადის გარდაცვალების 30 წლისთავისათვისმისი სახელის ათას ბრუნვაში ხსენებაარიქა და იქნებ ვინმე უღირსმარაიმე ქულა წაცინცლოს მის სახელს, მაგრამ ერთს ვიტყვიყველა არის მისი სახელის ხსენების ღირსივინც მის საქმეს არ უღალატა და მის ფასეულობებს იზიარებდა და იზიარებს. ბოლოში კიდევ ვიტყოდიეს მხოლოდ ჩემი აზრიაზვიადი დააკლდა საქართველოს და თავისთავადროგორც ზემოთ ვახსენედაგვაკლდა ჩვენ“, – წერს გიორგი გამსახურდია.

მიუსაფარი ძაღლის ასაფეთქებელი ნივთიერებით მძიმედ დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

სოციალურ ქსელში დღეს ძალიან მძიმე კადრები გავრცელდა – სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა მიუსაფარ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუდეს. შემთხვევა წყალტუბოში მოხდა. ცხოველს პირის ღრუ დამწვარი აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა.

მიუსაფარი ძაღლი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს.

 

 

46 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან – საინტერესო ამბები ილია II-ს საერო ცხოვრებიდან (ფოტო)

25 დე­კემ­ბე­რი სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის აღ­საყ­დრე­ბის დღეა.

 

ვახ­ტანგ გორ­გას­ლის დროს ბრძო­ლა­ში თავი გა­მო­უ­ჩე­ნია ვინ­მე სნოს. მე­ფეს მისი ვაჟი მო­უ­ნათ­ლავს და ღუ­დუ­შა­უ­რი და­ურ­ქმე­ვია, მის სა­ხელ­ზე კი ციხე აუ­შე­ნე­ბია.

ღუ­დუ­შა­უ­რე­ბი ხევ­ში ცხოვ­რობ­დნენ და ცნო­ბი­ლი მებ­რძო­ლე­ბი ყო­ფი­ლან, მათ შო­რის სი­მა­მა­ცით გა­მორ­ჩე­უ­ლი ში­ო­ლა ღუ­დუ­შა­უ­რი გახ­ლდათ და რო­გორც ამ­ბო­ბენ, სწო­რედ მისი შთა­მო­მა­ვა­ლია სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II.

ში­ო­ლა ღუ­დუ­შა­უ­რი VII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ცხოვ­რობ­და. ფლობ­და ღუ­დუ­შა­ურ­თა ხე­ო­ბას, რო­მელ­შიც შე­დი­ო­და აჩხო­ტი და რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი: სნო, ახალ­ცი­ხე, კარ­კუ­ჩა და მთე­ლი ხე­ო­ბა. ში­ო­ლას სა­ხე­ლი რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მისი პირ­და­პი­რი შთა­მო­მავ­ლო­ბი­დან ზო­გი­ერ­თმა ში­ო­ლაშ­ვი­ლე­ბის გვა­რი მი­ი­ღო.

უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის მამა, გი­ორ­გი ღუ­დუ­შა­უ­რი, და­ი­ბა­და და ცხოვ­რობ­და სნო­ში. დედა – ნა­ტა­ლია კო­ბა­ი­ძე კი სო­ფელ სი­ო­ნი­დან გახ­ლდათ. 1927 წელს ვლა­დი­კავ­კაზ­ში დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რებ­ლად სახ­ლი შე­უ­ძე­ნი­ათ და იქ გა­და­სუ­ლან. გი­ორ­გი ღუ­დუ­შა­უ­რის ოჯახ­თან ბევრ სა­სუ­ლი­ე­რო პირს ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, მათ შო­რის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძეს. პატ­რი­არ­ქი ვლა­დი­კავ­კაზ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­თან სწო­რედ მათი ოჯა­ხის სა­შუ­ა­ლე­ბით ამ­ყა­რებ­და ურ­თი­ერ­თო­ბას.

ძა­უ­გის (ვლა­დი­კავ­კა­ზი) ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში შე­დი­ო­და, სა­დაც ქრის­ტე­შო­ბის დღეს სამი დღის ახალ­შო­ბი­ლი მო­ნათ­ლეს და მეფე ერეკ­ლეს პა­ტივ­სა­ცე­მად ირაკ­ლი და­არ­ქვეს. სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი პატ­რი­არ­ქი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ კი­რი­ო­ნის ყო­ფილ­მა მდი­ვან­მა, არ­ქი­მან­დრიტ­მა ტა­რას­მა (კან­დე­ლა­კი) მო­ნათ­ლა. ბავ­შვის ნათ­ლია იყო მო­ნა­ზო­ნი ზო­ი­ლე (დვა­ლიშ­ვი­ლი).

არ­ქი­მან­დრი­ტი ტა­რა­სი შემ­დეგ­ში ხელ­დას­ხმულ იქნა წილკ­ნის ეპის­კო­პო­სად და დაკ­რძა­ლუ­ლია სვე­ტი­ცხოვ­ლის ტაძ­რის ეზო­ში, მო­ნა­ზო­ნი ზო­ი­ლე კი ჯერ ბე­დი­ის, ხოლო შემ­დეგ მცხე­თის სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი გახ­ლდათ. ნათ­ლი­ას ნათ­ლუ­ლი ხში­რად დაჰ­ყავ­და სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში, სა­დაც ჯერ კი­დევ სამი წლის ირაკ­ლი ში­ო­ლაშ­ვი­ლი-ღუ­დუ­შა­უ­რი ერთხე­ლაც კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძეს შეხ­ვდა. პატ­რი­არ­ქის­გან პა­ტა­რას ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მი­უ­ღია.

გი­ორ­გი ში­ო­ლაშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი თა­ვი­დან­ვე ეკ­ლე­სი­ურ გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბოდ­ნენ. ოჯა­ხი სა­ლო­ცა­ვად წმი­და ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში და­დი­ო­და. გი­ორ­გის შინ ღვთის­მშობ­ლის სა­ხელ­ზე მე­ო­რე ეკ­ლე­სია მო­უ­წყვია. “მინ­და, ჩემი ბავ­შვო­ბა გა­ვიხ­სე­ნო. ყო­ველ სა­ღა­მოს, ძი­ლის წინ, მა­მა­ჩე­მი და-ძმებს ხა­ტე­ბის წინ დაგ­ვა­ყე­ნებ­და და ლოც­ვებს წაგ­ვი­კი­თხავ­და, ზოგ ლოც­ვას ჩვენც გვა­კი­თხებ­და, მა­გა­ლი­თად, 90-ე ფსალ­მუნს აუ­ცი­ლებ­ლად რო­მე­ლი­მე ჩვენ­განს გვათ­ქმე­ვი­ნებ­და, შემ­დეგ ნა­კურთხ წყალს გვას­ხუ­რებ­და და და­სა­ძი­ნებ­ლად გაგ­ვიშ­ვებ­და, თვი­თონ კი ლოც­ვას აგ­რძე­ლებ­და და იმით ამ­თავ­რებ­და, რომ ყო­ველ­თა წმი­და­თა ქარ­თველ­თა ხა­ტის წინ მუხლს იმ­დენ­ჯერ მო­იყ­რი­და, რამ­დე­ნი წმინ­და­ნი­ცაა გა­მო­ხა­ტუ­ლი ამ ხატ­ზე და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნის­გან ლოც­ვა-კურ­თხე­ვას ითხოვ­და”, – იხ­სე­ნებს პატ­რი­არ­ქი ილია II.

1952 წელს ირაკ­ლი ში­ო­ლაშ­ვი­ლი-ღუ­დუ­შა­ურ­მა ვლა­დი­კავ­კა­ზის 22-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ამ­თავ­რა და სწავ­ლა მოს­კო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში გა­ნაგ­რძო, რო­მე­ლიც ზა­გორსკში მდე­ბა­რე­ობს. სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რია პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის დიპ­ლო­მით და­ამ­თავ­რა და, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტი, სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის პირ­ველ კურ­სზე ჩა­ი­რი­ცხა.

იმ დროს წმი­და სა­მე­ბის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი იყო მო­მა­ვალ­ში მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი პი­მე­ნი. “მე სიყ­ვა­რუ­ლით ვიხ­სე­ნებ მოს­კო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში სწავ­ლის წლებს, როცა სტუ­დენ­ტე­ბი­ცა და მას­წავ­ლებ­ლე­ბიც სი­ხა­რუ­ლით დავ­დი­ო­დით მა­შინ ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდა, ძალ­ღო­ნით აღ­სავ­სე წი­ნამ­ძღვრის მჭევ­რმე­ტყვე­ლუ­რი და ღრმა ში­ნა­არ­სის მქო­ნე ქა­და­გე­ბე­ბის მო­სას­მე­ნად…

… გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვენ ბე­რად აღ­კვე­ცის წეს­ზე დას­წრე­ბა გვიყ­ვარ­და”, – იხ­სე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლო­კოს-პატ­რი­არ­ქი.

აკა­დე­მი­ის ახალ­გაზ­რდა სტუ­დენტს სწო­რედ ამან გა­და­ა­წყვე­ტი­ნა ბე­რად შედ­გო­მა.

 

 

1957 წლის 16 აპ­რილს, 24 წლის ასაკ­ში კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ მელ­ქი­სე­დეკ III-ეს ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, თბი­ლი­სის ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის ტა­ძარ­ში სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ი­ის II კურ­სის სტუ­დენ­ტი ბე­რად აღ­კვე­ცეს. ბე­რად აღ­კვე­ცის სა­ი­დუმ­ლო ეპის­კო­პოს­მა ზი­ნო­ბიმ (მა­ჟუ­გა) შე­ას­რუ­ლა და ბერს სა­ხე­ლად ილია უწო­და.

“ეს ტა­ძა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია პი­რა­დად ჩემ­თვის იმი­ტომ, რომ აქ, 1957 წელს, ღვთის გან­გე­ბი­თა და უწ­მი­დე­სის და უნე­ტა­რე­სის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მელ­ქი­სე­დეკ მე­სა­მის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, მე­უ­ფე ზი­ნო­ბიმ ბე­რად აღ­მკვე­ცა. ამ პე­რი­ო­დის ახალ­გაზ­რდებს შო­რის მე ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლი ბერი. ასე რომ, ამ ტაძ­რი­სა და წმი­და ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის, მღვდელ­მო­წა­მე გრი­გო­ლის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მუ­დამ მი­ფა­რავს”, – ასე იხ­სე­ნებს პატ­რი­არ­ქი ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის ეკ­ლე­სი­ას.

იმა­ვე წლის 18 აპ­რილს სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში ბერი ილია ხელ­დას­ხმულ იქნა იე­რო­დი­აკ­ვნად, 1959 წლის 10 მა­ისს კი წმი­და სერ­გის მო­ნას­ტრის ლავ­რა­ში იე­რო­დი­ა­კო­ნი ილია მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის, უწ­მი­დეს ალექ­სი 1-ელის მიერ ხელ­დას­ხმულ იქნა მღვდელ­მო­ნაზვნად.

ჯერ კი­დევ აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის დროს, მღვდელ­მო­ნა­ზონ­მა ილი­ამ სა­კან­დი­და­ტო შრო­მა: “ათო­ნის ივე­რი­ის მო­ნას­ტრის ის­ტო­რია” და­წე­რა, რის­თვი­საც ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბის კან­დი­და­ტის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი მი­ე­ნი­ჭა. იმა­ვე 1960 წელს და­ამ­თავ­რა მოს­კო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მია პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის დიპ­ლო­მით, რის შემ­დე­გაც აკა­დე­მი­ის საბ­ჭომ, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სოს, საპრო­ფე­სო­რო სტი­პენ­დი­ან­ტად დარ­ჩე­ნა შეს­თა­ვა­ზა. სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ო­და, ლექ­ცი­ე­ბი წა­ე­კი­თხა სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­სა და აკა­დე­მი­ა­ში, მაგ­რამ უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ეფ­რემ II-ის კურ­თხე­ვა სხვაგ­ვა­რი იყო: მღვდელ­მო­ნა­ზონ ილი­ას სამ­შობ­ლო­ში უნდა და­ე­წყო მოღ­ვა­წე­ო­ბა. ამი­ტომ მან უარი თქვა სა­პა­ტიო კა­რი­ე­რა­ზე, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და ბა­თუ­მის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მღვდელმსა­ხუ­რად გამ­წეს­და.

და იღ­ვა­წა თით­ქმის ყვე­ლა ხა­რისხში, ხოლო აჭა­რა­ში შვი­დი წლის მან­ძილ­ზე მოღ­ვა­წე­ო­ბის შემ­დეგ, პარ­ტი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, 1967 წელს ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპის­კო­პო­სად გა­და­იყ­ვა­ნეს. 1969 წელს აღყ­ვა­ნილ იქნა მიტ­რო­პო­ლი­ტის ხა­რისხში და მიტ­რო­პო­ლიტ­მა ილი­ამ სო­ხუმ­ში 11 წელი დაჰ­ყო.იყო მცხე­თის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის პირ­ვე­ლი რექ­ტო­რი – (1963-1972 წლე­ბი).

1977 წელს გარ­და­იც­ვა­ლა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და­ვით V (დევ­და­რი­ა­ნი). 1977 წლის 9 ნო­ემ­ბერს, წმი­და სი­ნო­დის გან­ჩი­ნე­ბით, პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრე გახ­და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი ილია.

1977 წლის 23 დე­კემ­ბერს თბი­ლი­სის სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში გა­მარ­თულ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის XII ად­გი­ლობ­რივ­მა კრე­ბამ გა­ნი­ხი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ახა­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის არ­ჩე­ვის სა­კი­თხი და მიტ­რო­პო­ლი­ტი ილია ერ­თხმად იქნა არ­ჩე­უ­ლი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქად და ეწო­და ილია II. ილია I სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას მარ­თავ­და 390-400 წლებ­ში.

“ვიდ­რე ვცო­ცხლობ, მუ­დამ ჩემს თვალ­წინ იქ­ნე­ბა ის უხი­ლა­ვი და მა­ინც ხი­ლუ­ლი ტახ­ტი, რო­მელ­ზეც მე­უ­ფის ძლი­ერ­მა მარ­ჯვე­ნამ ამიყ­ვა­ნა. ჩემს გულ­ზე წა­რუშ­ლე­ლად წე­რია ის მო­ვა­ლე­ო­ბა­ნი, რო­მელ­ნიც მის­მა უსა­ზღვრო მო­წყა­ლე­ბამ და­მა­კის­რა”, – ბრძა­ნა სა­ქარ­თვე­ლო კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

უწ­მინ­დე­სის აღ­საყ­დრე­ბა 1977 წლის 25 დე­კემ­ბერს მოხ­და. ამ დღეს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია წმინ­და მღვდელმთავ­რის სპი­რი­დონ ტრი­მი­ფუნ­ტე­ლის ხსე­ნე­ბას აღ­ნიშ­ნავს.

 

ილია I სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას მარ­თავ­და 1600 წლის წინ 390-400 წლებ­ში.

 

 

რომის პაპმა მორწმუნეებს მიმართა

რომის პაპმა ფრანცისკემ ომში დაშვებული ადამიანებისთვის ილოცა და რეკომენდაცია გასცა, რომ მორწმუნეებმა შობის ღამე წელს მოკრძალებულად აღნიშნონ.

„ჩვენ ვფიქრობთ პალესტინაზე, ისრაელზე, უკრაინაზე. ჩვენ ასევე ვფიქრობთ მათზე, ვინც განიცდის უბედურებას, შიმშილს. გილოცავთ ყველას ბედნიერ კვირასა და შობის ღამეს ლოცვითა და სითბოთი. ნება მომეცით, მოგცეთ ერთი რეკომენდაცია, როგორც ქრისტიანებმა, ეს დღესასწაული უნდა აღნიშნოთ მოკრძალებულად, ხარჯის გარეშე და მათთვის გაზიარებით, ვისაც აკლია მეგობრობა“, – აღნიშნა რომის პაპმა.

გვიან საღამოს რომის პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შობის დღესასწაულთან დაკაშირებით საშობაო მსახურებას აღავლენს.

აშშ-ში, სავაჭრო ცენტრში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ფლორიდის შტატში, ქალაქ ოკალას სავაჭრო ცენტრში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.

უცხოური მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ, 23 დეკემბერს გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. დაშავებულებს შორის არის ქალი, რომელიც ფეხში დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ სავაჭრო ცენტრს ალყა შემოარტყა და შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა, ახლა მას პოლიცია ეძებს.

სპორტის სამინისტრომ აფროსნობის ფედერაციას ოლიმპიური კლასის ხუთი ახალი ნავი გადასცა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს აფროსნობის ფედერაციას ოლიმპიური კლასის (ILCA) ხუთი ახალი ნავი გადასცა.

თბილისის ზღვის კლუბში ნავების გადაცემას სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს აფროსნობის ფედერაციის პრეზიდენტი დევი ქიტუაშვილი, ვეტერანი აფროსნები გურამ ბიგანიშვილი და
ჯუმბერ ცომაია და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

ახალი ოლიმპიური ნავებით სპორტსმენები იასპარეზებენ საერთაშორისო ტურნირებზე, მათ შორის მოემზადებიან 2028 ოლიმპიური წლისთვის. აფროსნობის ფედერაციას მსგავსი ტიპის ოლიმპიური კლასის ნავები აქამდე არ ჰქონია. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ბრიტანული კომპანიისგან (OVINGTON) ხუთი ნავის შესაძენად, მათი ტრანსპორტირებისა და განბაჟებისთვის ფედერაციას 2023 წელს გამოუყო 93234,42 ლარი.

ევროინტეგრაციის გზაზე, ჩვენთვის ძალიან ფასეულია ირლანდიის ხელისუფლების მხარდაჭერა – ბექა ოდიშარია

ირლანდიის რესპუბლიკაში გრძელდება საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრების ვიზიტი.

კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის წევრებმა: ნოდარ ტურძელაძემ, რესან კონცელიძემ, ფრიდონ ინჯიამ შეხვედრა გამართეს ირლანდიის პარლამენტის – ოირეხტასის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან სენატორ დიარმუდ უილსონთან.

სენატორმა დიარმუდ უილსონმა ქართველ კოლეგებს მიულოცა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ევროინტეგრაციის მიმართულებით შემდგომი წარმატებები უსურვა.

დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ კოლეგას მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის სენატორ დიარმუდ უილსონის და სენატორი გერარდ კრაუგველის წვლილზე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ბექა ოდიშარიას თქმით, სწორედ მათი ინიციატივით 2022 წლის ივნისში ირლანდიის სენატმა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, რომლითაც იგი მოუწოდებდა ევროკავშირს საქართველოსთვის მიენიჭებინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ბექა ოდიშარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ძალიან ფასეულია ამ პროცესში ირლანდიის ხელისუფლების მხარდაჭერა.

სენატორ დიარმუდ უილსონის თქმით, როგორც საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, მოხარულია, რომ საქართველოსა და ირლანდიის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობა უფრო ინტენსიური ხდება, რასაც მიმდინარე ვიზიტიც ადასტურებს.

შეხვედრის დასასრულს, ბექა ოდიშარიამ მეგობრობის ჯგუფის წევრებს აცნობა, რომ მომავალი წლის მაისში, თბილისში, იგეგმება დიასპორის დიდი ეკონომიკური ფორუმი და მოხარული იქნება თუ მოახერხებენ ფორუმზე დასწრებას და ირლანდიის გამოცდილების გაზიარებას.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი, საელჩოს წარმომადგენლები და ირლანდიის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.