ჩვენი გულები ბეთლემშია, სადაც მშვიდობის პრინცი კიდევ ერთხელ არის უარყოფილი ომის ამაო ლოგიკით -რომის პაპი

56
spot_img

ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო მესას რომის პაპი ფრანცისკე უძღვებოდა, რომელმაც ქადაგებისას ყურადღება გაამახვილა წმინდა მიწაზე არსებულ ვითარებაზე, სადაც ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტი მიმდინარეობს.

პაპმა მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ომის გამო ქრისტე კიდევ ერთხელ არის უარყოფილი, ხოლო მშვიდობის გზავნილი ომის ამაო ლოგიკამ უარყო.

„ამაღამ ჩვენი გულები ბეთლემშია, იქ, სადაც მშვიდობის პრინცი კიდევ ერთხელ არის უარყოფილი ომის ამაო ლოგიკით, სამხედროების შეჯახებით, რომელიც დღესაც ხელს უშლის მას სამყაროში ადგილის პოვნაში. მსოფლიოს მამა, რომელმაც სამყაროში ჭეშმარიტი მშვიდობის მომტანი გამოგზავნა, ბოლოს მოუღებს დამღუპველი იარაღის ხმებს, აღავლენს სიხარულის ახალ სიმღერას ადამიანთა გულებში და მისცემს ყველას ჰარმონიასა და სამართლიანობას“, – განაცხადა პაპმა.

რომის პაპი ფრანცისკე დღეს, ტრადიციულად, წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან მორწმუნეებს ქადაგებით მიმართავს და შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცავს.