სპორტის სამინისტრომ აფროსნობის ფედერაციას ოლიმპიური კლასის ხუთი ახალი ნავი გადასცა

49
spot_img

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს აფროსნობის ფედერაციას ოლიმპიური კლასის (ILCA) ხუთი ახალი ნავი გადასცა.

თბილისის ზღვის კლუბში ნავების გადაცემას სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს აფროსნობის ფედერაციის პრეზიდენტი დევი ქიტუაშვილი, ვეტერანი აფროსნები გურამ ბიგანიშვილი და
ჯუმბერ ცომაია და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

ახალი ოლიმპიური ნავებით სპორტსმენები იასპარეზებენ საერთაშორისო ტურნირებზე, მათ შორის მოემზადებიან 2028 ოლიმპიური წლისთვის. აფროსნობის ფედერაციას მსგავსი ტიპის ოლიმპიური კლასის ნავები აქამდე არ ჰქონია. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ბრიტანული კომპანიისგან (OVINGTON) ხუთი ნავის შესაძენად, მათი ტრანსპორტირებისა და განბაჟებისთვის ფედერაციას 2023 წელს გამოუყო 93234,42 ლარი.