Home Blog Page 1842

თიბისის ქეშბექების აქცია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ქეშბექების აქციას იწყებს, რომლის პარტნიორებიც არიან: სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი  „ნოვა“,   საყიდლების ციფრული პლატფორმა Veli.store,  გარე რეკლამის კომპანია Pixel Outdoor და სარეკლამო კომპანია Allprint.

აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში,  თიბისი ბიზნეს ნაკრების გამომწერს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს განსაკუთრებული შეთავაზებით და ყოველი გადახდისას მომენტალურად დაიბრუნო თანხა შემდეგ სერვისებზე:

  • ნოვა: სამშენებლო და სარემონტო მასალები – 20%, მაქსიმუმ 200 ლარი
  • Pixel Outdoor: გარე რეკლამის განთავსება ბათუმში – 30%
  • Allprint: სარეკლამო კომპანია – 20%, მაქსიმუმ 200 ლარი
  • Veli.store: ონლაინ მაღაზია – 30%, მაქსიმუმ 200 ლარი

ქეშბექების აქცია ბიზნეს ნაკრების მფლობელებისათვის უკვე შედგა  Veli.store-ისთან, რომელთან წარმატებულმა პარტნიორობამ აჩვენა,  რომ მსგავსი ტიპის აქციების მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარეობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

შეგახსენებთ, რომ აქციებით სარგებლობისათვის, საჭიროა, თქვენ გახდეთ საბანკო პროდუქტების ნაკრების მფლობელი. გამოწერის სერვისი ბიზნეს საბანკო მომსახურების ინოვაციური მოდელია, რომელიც სამი განსხვავებული ნაკრებისგან შედგება. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მისთვის სასურველი ნაკრები,  გადაიხადოს ყოველთვიური ან ყოველწლიური ფიქსირებული ტარიფი  და მიიღოს ნაკრებში შემავალი ყველა პროდუქტი და სერვისი ერთობლივად, დამატებითი დანახარჯების გარეშე.

 

R

“ყველა დარწმუნდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პრობლემა არ იყო” – კახა კალაძე

თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა რამეში და ფიქრობდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლა პრობლემა იყო, დღეს ყველა რწმუნდება იმაში, რომ ეს იყო ძალიან დიდი სიცრუე და ბინძური კამპანია ქვეყნისა და მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რეალურად ამ ადამიანს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა თუნდაც მკურნალობის თვალსაზრისით, ყველანაირი ხელშეწყობა იყო იმიტომ, რომ ჩვენთვის ყველა ადამიანის, არ აქვს მნიშვნელობა ეს პატიმარია თუ არა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი. სააკაშვილს დანაშაულები დამტკიცებული აქვს კონკრეტულ საქმეებზე, თუმცა როგორც ვისმენთ კეთდება განცხადებები, რომ სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება და ვნახოთ. დაველოდოთ რა გადაწყვეტილება იქნება იქნება მიღებული. პროკურატურა ბრალს სდებს სხვადასხვა დანაშაულებში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“სად იყო და სად არა, უცბად ზეციდან გაისმა პატიმარ სააკაშვილის ხმა და მეხად დაეცა ხაბეიშვილს” – გურამ მაჭარაშვილი

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ჯოჯოხეთი, ხოლო დანარჩენები – პოლიტიკური ჭინკები“, – ამის შესახებ მედიასთან “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ამ ჯოჯოხეთის ირგვლივ პოლიტიკური ჭინკები გაერთიანდებიან, რაც კარგი პროცესია.

„სად იყო და სად არა, უცბად ზეციდან გაისმა პატიმარ სააკაშვილის ხმა და მეხად დაეცა ხაბეიშვილს, რომ პოლიტიკაში აპირებდა მოსვლას უკრაინის მოქალაქე. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ჯოჯოხეთი, ხოლო დანარჩენები – პოლიტიკური ჭინკები. ახლა ჩვენ ვიხილავთ, როგორც ხაბეიშვილმა თქვა, ამ ჯოჯოხეთის ირგვლივ გაერთიანებულ ჭინკებს. სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა, რაც ძალიან კარგია,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„სინამდვილეში მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია არის „ნაცმოძრაობა“ – ირაკლი კობახიძე

სინამდვილეში მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია – თვითონ „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარიას პარტია, ვაშაძის პარტია, „გირჩი“ და ა.შ. არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მათ აქვთ ერთი საფუძველი, ერთი საწყისი და საერთო მომავალი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძე დარწმუნებულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს და „რადიკალური ოპოზიცია“ კიდევ ერთხელ დამარცხდება.

„სინამდვილეში მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია არის „ნაცმოძრაობა“. მართალია, ფორმალურად არიან დაყოფილი თითქოს პარტიებად, მაგრამ მთლიანობაში ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. თვითონ პარტია „ნაცმოძრაობა“, იგივე „ლელო“, გახარიას პარტია, ვაშაძის პარტია, „გირჩი“ და ა.შ. ყველა არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მათ აქვთ ერთი საფუძველი, ერთი საწყისი და საერთო მომავალი. აქედან გამომდინარე, სინამდვილეში ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და დანარჩენი არის უკვე მათემატიკის ამბავი. ამ მათემატიკით ბევრი არაფერი შეიცვლება.

ჩვენ დღეისათვის გვაქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა საზოგადოებაში. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს მხარდაჭერა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ, რისი ყველანაირი რესურსიც არსებობს. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს მომავალი წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, რადიკალური ოპოზიცია კი კიდევ ერთხელ დამარცხდება,“ – განაცხადა კობახიძემ.

“ამოცანა, რომელიც გვაქვს ყველას ერთად, არის საქართველოს რუსული რეჟიმისგან გათავისუფლება”- გიორგი ვაშაძე

ამოცანა, რომელიც გვაქვს ყველას ერთად არის საქართველოს რუსული რეჟიმისგან გათავისუფლება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი ჩვენს პარტნიორებსაც ესმოდეთ. საქართველოში ქართველი ხალხი არასდროს რუსეთს არ დაუშვებს და რუსულ რეჟიმს არ დაუშვებს, ეს ცალსახაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ აშშ-ში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მათ შეხვედრები ექნებათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატში, კონგრესში და თითქმის ყველა ექსპერტულ ორგანიზაციაში.

„ამერიკა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და როცა ხელისუფლებაში მყოფი პრორუსული ძალა მიზანმიმართულად ცდილობს გააფუჭოს ურთიერთობა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოსთან, რომლისთვისაც საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში, ჩვენი ამოცანაა, რომ პირიქით, გავაღრმაოთ ეს თანამშრომლობა და ჩავიტანოთ ქართველი ხალხის გზავნილი, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროკავშირი, ნატო, ჩვენ ამერიკასთან გვინდა მეტი ეკონომიკური ურთიერთობები და მეტი მხარდაჭერა უსაფრთხოების კუთხით და მეტი და მეტი ღრმა ურთიერთობები, როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობა. საუბარი გვექნება სავიზო რეჟიმებთან დაკავშირებით და რაც მთავარია საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამოცანა, რომელიც გვაქვს ყველას ერთად არის საქართველოს რუსული რეჟიმისგან გათავისუფლება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი ჩვენს პარტნიორებსაც ესმოდეთ. საქართველოში ქართველი ხალხი არასდროს რუსეთს არ დაუშვებს და რუსულ რეჟიმს არ დაუშვებს, ეს ცალსახაა. იქნება შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, სენატში და თითქმის ყველა ექსპერტულ ორგანიზაციაში, რომელიც საქართველოზე მუშაობს და იქნება სპეციალურად მოწყობილი მრგვალი მაგიდა ატლანტიკურ საბჭოში საქართველოს საკითხებზე, რასაც ექსპერტული წრეების წარმომადგენლები საქართველოდან დაესწრებიან და მათთან ერთად ჩამოვაყალიბებთ სამოქმედო გეგმას რა უნდა გაკეთდეს მომდევნო პერიოდის მანძილზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“არ მგონია, ოპოზიციური აზრი სწორი მიმართულებით ვითარდებოდეს, როცა ისევ პრიმიტიულ კონფიგურაციაზე ფიქრით არიან დაკავებული”

ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციამ საკმაოდ მძიმე და ბევრი შეცდომა დაუშვა, ახლა კი, ბევრი დილემის წინაშე დგას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ოპოზიცია ახლა მთავარი პრობლემის წინაშეა, რაც არის მოსახლეობის მხარდაჭერის დეფიციტი.

„ამის გათვალისწინებით, მათი მიზანია, არჩევნებისთვის რაღაცნაირად ამომრჩეველს თავი მოუყარონ. დილემის ერთი მხარეა მათი გამსხვილება, მეორე ტოქსიკურობის დიდი ხარისხი, რაც ბევრ პარტიას გააჩნია და ამომრჩევლის მოძიების დამაბრკოლებელი ფაქტორი შეიძლება იყოს. „ნაცმოძრაობის“ ელექტორატის გაზიარება მცირე პარტიებისთვის შეიძლება კარგი გამოსავალი იყოს, მაგრამ კარგად ხვდებიან, რომ ეს შეიძლება მათი ელექტორატისთვის წინაღობა აღმოჩნდეს მხარდაჭერის გაგრძელებისთვის, რადგან არიან ადამიანები, ვისთვისაც შეიძლება ოპოზიციური აზრი საინტერესოა, მაგრამ მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში აღმოჩენა.

არ მგონია, რომ ოპოზიციური აზრი სწორი მიმართულებით ვითარდებოდეს, როცა ისევ პრიმიტიულ კონფიგურაციაზე ფიქრით არიან დაკავებული და ძალისხმევას ამაზე მიმართავენ. მათი პრობლემაა არასწორად აგებული სტრატეგია, რომელიც საზოგადოების მცდარი ნარატივების შეთავაზებაში ვლინდება. მცდარი ნარატივია ის, რომ ხელი შეუშალონ ქვეყნის ევროინტეგრაციას და 12 რეკომენდაციის შესრულებას“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, დღეს აღარ გაიმართება.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთის არ ყოფნა გახდა.

უცნობია, თუ როდის ჩატარდება შემდეგი სხდომა.

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრების სურვილი სოციალურ ქსელში გუშინ გამოთქვა. „აბა ვნახოთ თუ გაბედავენ ხვალ “სასამართლოზე” ჩემს ჩართვას”,- დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუკზე“.

“დღეს მთელი უბედურება ის არის, რომ „ოცნებაშიც“ და „ოცნების“ გარეთაც ძველი „ნაციონალები“ არიან ჩაბუდებული”- დავით ჭიჭინაძე

დღეს მთელი უბედურება ის არის, რომ „ოცნებაშიც“ და „ოცნების“ გარეთაც ძველი „ნაციონალები“ არიან ჩაბუდებული, – აცხადებს  პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

„ერთი გუნდი ხელისუფლებაა, მეორე ოპოზიცია. ჯერ სააკაშვილის მონები იყვნენ, ახლა ივანიშვილის მონები არიან, ზოგმა საერთოდ შევარდნაძის მონობაც მოასწრო და ამ მონობაში ერთად მართავენ, ერთად ძარცვავენ ამ ქვეყანას და აბითურებენ ხალხს. ხოლო ის კომბინაციები, რომ მათ გარდა, სხვა არავინ განიხილებოდეს ოპოზიციად, ეს სწორედ „ქართული ოცნების“ ნარატივია და ძალიან გონებადახშული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, რომ მარტო „ნაცმოძრაობა“ და მასთან ასოცირებული პარტიებია ოპოზიცია, რაც, რა თქმა უნდა, ისევ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აძლევს მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნის გარანტიებს.

რა ქნას ამ დროს ამომრჩევლის იმ 60%-მა, რომელსაც არც „ნაცი“ უნდა, არც სხვა არსებული ოპოზიციური ძალა და არც „ქოცი“?! საერთოდ არ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა? ან იქნებ სულაც გადაშენდნენ?!

იმ 60%–ის სასურველი პოლიტიკური ძალა რომ არ იყოს, სწორედ ამას ცდილობენ და წვალობენ ყველანაირად, რომ ეს გადაკეტონ, პოლიტიკურ ასპარეზზე არ გააჭაჭანონ ისეთი პოლიტიკური ძალა, რომლის მიმართაც იმ 60%–ს სიმპათია მაინც გაუჩნდება. ეს არის დანაშაული! მაგრამ ის რეალობაა, რომელშიც იმყოფება ქართული პოლიტიკა და აქედან გამოსავალი უნდა ვნახოთ ერთად“,- აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ, რომლის კომენტარსაც პარტია „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

სამხრეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება – ომის 481-ე დღე

უკრაინაში ომის 481-ე დღეს, აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტის, ავდეევკის, ლიმანისა და მარიინკის მიმართულებები რჩება.

უკრაინა შეტევით ოპერაციებს ატარებს ზაპოროჟიეშიც, თუმცა როგორც რუსული მხარე ირწმუნება, უკრაინელების ყველა იერიში მოგერიებულია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას ზაპოროჟიეში სოფელ პიატიხატკიზე კონტროლის დაკარგვის შესახებაც.

პარალელურად, საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ. სუმის ოლქში სარაკეტო დარტყმას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა.

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე – დღის განმავლობაში 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, 59 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და მშვიდობიან დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 100-ზე მეტჯერ გაუხსნეს.

„ღამით, რუსეთის ფედერაციამ რაკეტებითა და Shahed-ის ტიპის ირანული უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი იერიში მიიტანა. გასული დღის განმავლობაში მტერმა 59 საჰაერო დარტყმა განახორციელა და ჩვენი ჯარების პოზიციებსა და მშვიდობიან დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 100-ზე მეტჯერ გაუხსნა. მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები, კერძოდ, ბავშვები, დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, დანგრეულია და დაზიანებულია 20-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და სკოლა“, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, რუსეთის პირადი შემადგენლობის დისლოცირების ადგილებს 10 დარტყმა მიაყენა. ამასთან, განადგურებულია 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.

„ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის Ka-52 ტიპის ვერტმფრენი, 3 ირანული უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-ი და 7 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი. გასული დღის განმავლობაში, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მართვის 2 პუნქტს, 4 საზენიტო-სარაკეტო სისტემას, პირადი შემადგენლობის დისლოცირებისა და სამხედრო ტექნიკის განლაგების 2 ადგილსა და საბრძოლო მასალის 2 საწყობს დაარტყეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

“საბედისწერო დიფუზიურ ომში ვართ და ეს არის ომი ადამიანებისა ტრანს-ადამიანებთან” – დავით ზარდიაშვილი

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

რუსული “ველიკოძერჟავული ამბიციები”, ისევე როგორც ანტი-რუსულიც, ოდენ ბავშვური ახირებაა მსოფლიო კორპოროკრატიის რეალურ და საფუძვლიან ამბიციებთან შედარებით.

საუბედუროდ, უდიდესი საფრთხე, რაც ადამიანებს, საზოგადოებებსა თუ სახელმწიფოებს გვემუქრება საერთოდაც კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე სწორედ ეს არის: ანთროპოლოგიური განხეთქილება, რასაც აღარც მალავენ მსოფლიო კორპოროკრატიის ელიტები. 2018 წელს მათ სანტა-ფეში გამართულ ნახევრად ლეგალურ და მაინც კონსპირაციულ შეხვედრაზე ეს ღიად დააანონსეს. ზოგადად, სცენარი ეგაა:

განსაცვიფრებელი სოციალური უთანასწორობა, რაც არსებობს გლობალური კორპორაკრატიის ელიტასა და ადამიანთა დანარჩენ მასას შორის, ბიოლოგიური უნდა გახდეს: ისინი მიიჩნევენ, რომ ტექნოლოგიურად სავსებით შესაძლებელია “ჰომო საპიენსისგან” ევოლუციურად მივიღოთ ახალი ბიო ანდა სულაც ბიო-კიბერნეტიკული სახეობა – ზე-ადამიანი, ანუ ტრანს-ადამიანი. ჩვენ დავრჩებით “ჰომო საპიენსებად”, მაგრამ დიდ საკონცენტრაციო ბანაკში. ჩვენი უფლებები მხოლოდ და მხოლოდ “თანასწორობა” იქნება – გენდერული, ეროვნული, სოციალური, რელიგიური, პოლიტიკური, კულტურული, სახელმწიფოებრივი, ცივილიზაციური და ა.შ. იდენტობების სრული განურჩევლობა, რაც ბიო-მასად, “ჰომო-საკერების” ჯოგად გვაქცევს. “ჰომო-საკერი” ძველი რომის სამართალში იყო ადამიანი, რომელსაც საქონლის, პირუტყვის სტატუსი და უფლებრივი მდგომარეობა ჰქონდა, ე.ი. არანაირი ადამიანური უფლება არ გაჩნდა. ამ არაადამიანური პროექტის განხორციელება უკვე მიმდინარეობს. მას სამი სტრატეგიული მიმართულება აქვს: ბიო, ეკო და ტექნო. ამიტომაც მას “ბიო-ეკო-ტექნო ფაშიზმი” ეწოდება. ცხადია, ოფიციალურად – ეს “ლიბერალური დემოკრატიაა”. მისი ციტადელია აშშ, რომელიც უკვე აღარ არის ერი-სახელმწიფო, არამედ მსოფლიო კორპოროკრატიის მეტროპოლიაა (მართალია, ტრამპი ჯერ კიდევ მაინც იბრძვის, რათა დიდ ამერიკელ ხალხს ეს სახელმწიფო დაუბრუნოს);
ამ მიმართულებებს ღიად პროპაგანდირების მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, დავოსის ფორუმის სულისჩამდგმელი შვაბი და მისი შვაბოიდების გვარდია; სამივე ერთი მიზნისკენაა მიმართული: ტრანს-ადამიანის შექმნა, მისი ჯერ ტექნოლოგიური კონსტრუირება და ბოლოს რეალიზაცია, ხოლო დანარჩენი ბიო-მასის სრული იზოლირება. ეს რომ მოხდეს, ხორციელდება არნახული დიფუზია, ე.ი. გამაოგნებელი არეულ-დარეულობაა საჭირო, როცა მასისათვის შეუძლებელი ხდება ობიექტური რეალობის, სინამდვილის შეცნობა. ობიექტური სინამდვილე იცვლება ინტერ-სუბიექტურ რეალობათა დიფუზიით. ობიექტური სინამდვილის ფაქტები ქრება და მათ ადგილს იჭერს აღქმები. აღქმებით მანიპულირებისა და “საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელური ტოტალიტარიზმის” (გაჯეტიზაცია+ინტერნეტ-ქსელიზაცია+დეზინფორმიაცია) მეშვეობით მყარდება ტოტალური კონტროლი ადამიანთა დიდი სოციალური ჯგუფების ქცევაზე;

ქსელური ტოტალიტარიზმის პირობებში ობიექტური სინამდვილის მოხელთება აბსოლუტურად შეუძლებელია; ასეა მაგ. რუსეთ-უკრაინის ე.წ. დიფუზიური ომის შემთხვევაშიც, სადაც სიმართლე არ არსებობს, რადგან ქსელში მისი გარჩევა სიცრუისგან წარმოუდგენელი ხდება, და მის ნაცვლად არის ის ინტერ-სუბიექტური ილუზია, ერთგვარი მონაცემების ურთიერთსაპირისპირო მატრიცების მატრიცა, რასაც ქსელი მომხმარებელს, ინტელექტის, გემოვნებისა თუ ტემპერამენტის შესაბამისად, საკუთარი არჩევანის სახით, რაც თავს მოხვეული ნებაა, სთავაზობს; ასევე იყო კოვიდ-პანდემიის დროსაც. ეს ომი გადაიზრდება ტოტალურ დიფუზიაში, სადაც დაიწყება მესამე ტალღა უკვე ტექნო-ფაშიზმის, ანუ ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურობაში შემოჭრისა და შეუკავებელი ექსპანსიის სახით.

ასე რომ, დიახ, საბედისწერო დიფუზიურ ომში ვართ და ეს არის ომი ადამიანებისა ტრანს-ადამიანებთან, ანუ არაადამიანებთან. არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ ეს რეალურად ხდება. აქ და ახლა. ამიტომაც:

ადამიანებო, იყავით ფხიზლად!

19 ივნისის ამინდის პროგნოზი

19 ივნისს ქუთაისში +31 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. +27 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში დღისით, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ამბროლაურში ჰაერი დღისით +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაშიც დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით +39 ღამის ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გუდაურშიც წვიმას ვარაუდობენ. დღისით +18 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +18, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. სიღნაღში დღისით +31 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +32 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია პერიოდული წვიმა.

“სტრატეგიულ პოზიციებს იბრუნებენ ჩვენები, საიდანაც უტევდა ურდო” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“ჩვენებს წინსვლა აქვთ ზაპოროჟიეში ვასილივკას მიმართულებაზე! სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი პიატიხატკა დადასტურებულად ჩვენების კონტროლის ქვეშ არის! ამ პიატიხატკის გათავისუფლებისას ჩვენებს შემოესიკვტილათ “შტორმ ოსეტია”-ს ბატალიონის 300 ოსი, თავის მეთაურის მოადგილე აივენგო ტეხოვიანად და სავარაუდოდ მეთაურიანადაც!

პიატიხატკაში ხო არ გაჩერდებოდნენ! წყაროზე ამბობენ, რომ როვნოპოლიც დატოვეს ურდოსებმა! ასევე ჩვენები მიადგნენ უროჟაინეს შემოგარენს და უტევენ ლუჰოვეს; დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენებმა შეძლეს ჟერებიანკას დასახლებასთან სტრატეგიული სიმაღლის დაკავება; ასევე, დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში ჩვენებმა გაათავისუფლეს ვესიოლოეს დასახლება და ახალ პოზიციებზე გამაგრდნენ!

წინსვლა გვაქვს ავდეევკაშიც! სტრატეგიულ პოზიციებს იბრუნებენ ჩვენები, საიდანაც უტევდა ურდო ავდეევკას;

მარიინკაში ისევ პოზიციურში გადავიდა ბრძოლები;

ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე ისევ კარგად წაიწიეს წინ ჩვენებმა; ცოტაც და ბახმუტის ტომარაზე ყულფიც მოეჭირება;

თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალერის განცხადებით, საერთო ჯამში ბოლო დღეების განმავლობაში გათავისუფლებულია 113 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია!

იზრდება ამასობაში ურდოს გაცვლითი მარაგი; ოფიცრები გარბიან, ჩმობიკები ბარდებიან და ყვებიან, აღარავის უნდა ომი და სიკტილი! სიცოცხლე ტკბილიაო!

ახლა ხერსონის ოკუპირებულ ნაწილს არ იკითხავთ? 5 საათს გრძელდებოდა დეტონაცია რიკოვეს საბრძოლო მასალების საწყობზე; ბრიტანული შტორმ შედოუ ინ ექშნ. სკადოვსკშიც დაშხოშიანად დაუბაბანეს ჩვენებმა! მარტო საწყობებზე ხომ დაიხარჯებოდნენ ჩვენები? ჰოდა 80-ე მოტორიზებული ბრიგადის სამეთაურო შტაბი აიწია ცაშიო, თვითონ ურდოსები სწერამენ;

ცაშიც დიდი ამბებია; ურდოს ალიგატორების შავი კვირეული გუშინაც გაგრძელდა; კიდევ ერთი კა-52 ვეღარასდროს იფრენს! 5 ცალი 6 დღეში! კარქიააა!

გუშინ ღამე ოდესის მიმართულებით რაშკების მიერ ნასროლი 4-ვე კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს ჩვენებმა! რა მაგის პასუხია და ეს პუტლერი რომ ბოდავს, პატრიოტები გავანადგურეთო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რაც მივიღეთ, ყველა პატრიოტი გამართულად (შეიძლება ითქვას იდეალურად) მუშაობსო!

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩავიდა. მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაა;

ნატოს გენმდივანმა სტოლტენბერგმა, ომის დასრულება ყველას გვინდა, მაგრამ პირობების განსაზღვრის პრეროგატივა მხოლოდ და მხოლოდ უკრაინას აქვსო;

დიდი ბრიტანეთი კიბერ თავდასხმებისგან თავის დასაცავად უკრაინას 20 მილიონ ფუნტს გამოუყოფს, ხოლო პორტუგალიური წარმოების დრონებს რამდენიმე ევროპული ქვეყანა ერთად შეისყიდის უკრაინისთვის;

ახალი განვითარებები მედიაში ისრაელის ტანკებთან დაკავშირებით. ახლა ვრცელდება ცნობები, რომ პირდაპირ პოლონეთი და უკრაინა შეისყიდიან ისრაელურ მერკავებს. არ ვიცი რამდენად ასე მოხდება ზუსტად, თუმცა, გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ს თავდაცვის მდივნის ხელშეწყობით ისრაელის და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს შორის გაიმართება სატელეფონო საუბარი! ცხადია, როიალების შეძენაზე არ ექნება 2 თავდაცვის მინისტრს ბაასი.
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში!

საქართველო, რა გითხრა აღარ ვიცი 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია განადგურდება 2023-ში!
დიდება უკრაინას!
გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.