Home Blog Page 1837

“დიდი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ წარუმატებელი პოლიტიკის შედეგად სეგმენტირებულია” – ირაკლი ქადაგიშვილი

„ლელოც“ და ნიკა მელიაც „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული დინებაა, „ლელოზე“, როგორც სერიოზულ ალტერნატიულ ძალაზე საუბარი ვერ იქნება, საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რამენაირად ისე დალაგდნენ, 5%-იანი ბარიერი მაინც გადალახონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ არჩეულმა გზამ ფიასკო განიცადა და ყველა რევოლუციური სცენარი ჩავარდა, წინასაარჩევნოდ სხვადასხვა ფლანგებმა გამოყოფა, სეპარირება და იმის უარყოფა დაიწყეს, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ოდესმე რაიმე კავშირი ჰქონდათ.

„ბუნებრივია, რომ ახლა ისინი ერთმანეთთან ავტონომიურ რეჟიმში დალაგებას ცდილობენ. ამავდროულად, ალბათ მათ შორისაც მიმდინარეობს პოლიტიკურ და ფინანსურ საკითხებზე ვაჭრობა, მოახერხებენ თუ არა ერთ სიაში გაერთიანებას. დიდი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ წარუმატებელი პოლიტიკის შედეგად სეგმენტირებულია, მაგრამ გარკვეულ ნაწილებს ერთმანეთთან კავშირის ქონის სურვილი აქვთ“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

“ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა” – ალან გაგლოევი

სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, არ არის საჭირო ხალხის მოტყუება, რადგან დღევანდელ ვითარებაში საკითხის გადაწყვეტის გზა არ არსებობს.

„ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ჩვენს რუს კოლეგებთან. საკითხი დღის წესრიგიდან ამოღებული არ არის“, – აღნიშნა გაგლოევმა.

მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთმა მოლაპარაკებები გამართა რუსულ მხარესთან საბაჟო გადასახადების მოხსნის საკითხზე და „საკითხი პოზიტიურად გადაწყდება“.

გარდა ამისა, მისი მტკიცებით, ე.წ. „რესპუბლიკა“ დრონების საკუთარ წარმოებას დაიწყებს.

„დავამყარეთ თანამშრომლობა რუს კოლეგებთან და სპეციალისტების პირველი ჯგუფი გადის კურსებს რუსეთში დრონების მართვისა და აწყობის შესახებ. სამხრეთ ოსეთში ჩამოსვლისთანავე, მათ საშუალება ექნებათ ჩაატარონ სწავლება დრონების მართვასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გაგლოევმა.

აბაშაში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანთან, თბილისი-სენაკი ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

არსებული ინფორმაციით,   ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მინივენი შეეჯახნენ. მინივენს უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა.

სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს ავტომობილების მგ

ავრებმა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

საქართველო საქმიანი ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ფორუმის m&i მასპინძელი ქვეყანაა

2024 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თბილისში  საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო პრესტიჟული ფორუმი „m&i Tbilisi  2024“ გაიმართება.  მასშტაბურ ღონისძიებას 250-ზე მეტი საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.

 2023 წელს თბილისმა “discover Georgia powered by m&i” ფორუმს უმასპინძლა, სადაც საერთაშორისო გაყიდვების 60-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი.  მიზნობრივ ქვეყნებში, საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართულების პოპულარიზაციისათვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო 20-მდე საერთაშორისო გამოფენაში, კონფერენციასა და საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობდა.

გერმანიაში, საფრანგეთში, ნორვეგიაში, დანიაში, შვედეთში, კვიპროსში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ტაილანდში გაიმართა პრეზენტაციები და საქმიანი შეხვედრები საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების, კონფერენციებისა და ფორუმების გამართვის მიზნით.  საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში  საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიები B2B ფორმატის ფარგლებში შეხვედრებს მართავდნენ საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან.

2023 წელს ოსლოში, გამართულ m&i ფორუმზე, საქართველო სერვისების მიმწოდებელ 180 კომპანიას შორის საუკეთესოდ დასახელდა.

„გილოცავთ! თაობათა ოცნება ახდა!” – გიორგი კეკელიძე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში მდებარე ივანე მაჩაბლის სახელობის დარბაზში იანვრიდან სარემონტო სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით, სარემონტო სამუშაოები სამშენებლო კომპანია „ანაგის“ მხარდაჭერით განხორციელდება.

„გილოცავთ! თაობათა ოცნება ახდა! დიდი და ისტორიული საქმე – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლეგენდარული პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაცია იწყება და იწყება მაჩაბლის ბრწყინვალე დარბაზის აღდგენით. პროცესი “სამშენებლო კომპანია ანაგი“-ს მხარდაჭერით განხორციელდება”, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენს გვერდით დგომა. ჩვენი კომპანიისთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. ვეცდებით, სამუშაოები ყველა წესის დაცვით ჩავატაროთ“, – განაცხადა კომპნია „ანაგის“ დირექტორმა ზაზა გოგოტიშვილმა.

არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გავერთიანდებით და არჩევნებზე გავალთ, როგორც დამოუკიდებელი ძალა – მიხეილ დაუშვილი

არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გავერთიანდებით და არჩევნებზე გავალთ, როგორც დამოუკიდებელი ძალა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დაუშვილის თქმით, მისი პარტიის მიზანია, ყველაფერი გააკეთოს „ოცნების“ ოპოზიციაში გადასაყვანად.

„ხაზარაძე მელიასთან თანამშრომლობას როგორ გეგმავს, არ ვიცი, მაგრამ ეს თანამშრომლობა გუშინ არ დაწყებულა და არც ხვალ დაიწყება. ფაქტია, რომ ხაზარაძე იყო ის, ვინც მელიას მოადგილეობას სთავაზობდა თვითმმართველობის არჩევნებზე. მათი საქმეა, ითანამშრომლონ, ვინ უშლით? რა შედეგზე გავლენ, ვნახავთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მზად იყო, მელიას მოადგილე ყოფილიყო. ჩვენ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გავერთიანდებით და არჩევნებზე გავალთ, როგორც დამოუკიდებელი ძალა. ვის მეორე, ვის მესამე და მეხუთე ადგილი უნდა, ეს არ გვაინტერესებს. ჩვენი მიზანია, ჩვენს ქვეყანასა და ხალხს დავეხმაროთ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდეთ. ჩვენი მიზანია, ყველაფერი გავაკეთოთ „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასაყვანად“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

“როგორც ჩანს, „ლელოს“ ლიდერებმა იციან ფულის შოვნა, მაგრამ პოლიტიკასა და ხელოვნებაში მაგრები ვერ არიან”

პოლიტიკოსები მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას აფასებენ, რომელმაც „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ დააფუძნა. „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „ლელოს“ დამფუძნებელს ძველ პროფესიაში დაბრუნებას ურჩევს.

„როგორც ჩანს, „ლელოს“ ლიდერებმა იციან ფულის შოვნა, მაგრამ პოლიტიკასა და ხელოვნებაში ეგეთი მაგრები ვერ არიან. ყოფილ პროფესიაში დაბრუნებას ვურჩევდი ამ ხალხს და პოლიტიკაში თუ მაინცდამაინც რამე აინტერესებთ, სხვაზე ფსონის დადებას.

ის რასაც „ლელო“ აკეთებს იმას მაგონებს, ბიზნესმენები ფულს რომ იშოვიან, ფეხბურთი რომ უყვართ თან. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ საფეხბურთო კლუბი იყიდონ და ფეხბურთელად სხვა ათამაშონ, თვითონვე ჩაიცვან „ტრუსიკები“ და დაიწყონ მოედანზე სირბილი“, – მიიჩნევს ხვიჩია.

თბილისის საკრებულომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა.

პროექტს მხარი 23 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი იყო 5.

ოპოზიცია თბილისის ცენტრში, 40 და 52 სართულიანი შენობების აგებას ეწინააღმდეგება. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პროექტი გენერალურ გეგმასთან სრულ შესაბამისობაშია.

პოლონეთმა ევროკავშირის გაყინული ფონდებიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო

პოლონეთმა ევროკავშირის გაყინული ფონდებიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის ფინანსთა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრი, კატაჟინა პელჩინსკა-ნალეჩი ავრცელებს.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ პოლონეთმა ახლახან RePowerEU პროგრამიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო, რომელიც აღდგენის ეროვნული გეგმის ნაწილია. ეს არის თანხა იაფი მწვანე ენერგიისთვის“, – განაცხადა პოლონეთის ფინანსთა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, პოლონეთს დემოკრატიული პროცესების უკან დახევის გამო ევროკავშირის ფონდებზე წვდომა დაბლოკილი ჰქონდა. ხელისუფლებაში დონალდ ტუსკის მთავრობის მოსვლის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კომისია ფინანსური დახმარების მიწოდების გზებს მოძებნიდა, როგორც კი პოლონეთი დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას აღადგენდა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 დეკემბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6930 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6930 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9960 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9763 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0197 ლარი შეადგინა.

“წინასაახალწლოდ კალაძემ და „ქართულმა ოცნებამ“ ამ ქალაქს მოუწყვეს უმძიმესი დღე” – საბა ბუაძე

ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი პროექტი ამ ქალაქის ბოლო წლების ისტორიაში. „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ ორი 50-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა იქნება ჩვენი ქალაქის ისტორიულ იერსახეში წარუშლელი, უდიდესი ზიანი, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და საკრებულოს წევრმა, საბა ბუაძემ ჟურნალისტებთან საკრებულოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს პროექტი ყველა არგუმენტის მიუხედავად დამტკიცდა, რაც ნიშნავს იმას, რომ „პარტიული და კორუფციული ინტერესი უპირატესია ამ ხელისუფლებისთვის“.

„წინასაახალწლოდ კალაძემ და „ქართულმა ოცნებამ“ ამ ქალაქს მოუწყვეს უმძიმესი დღე. ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი პროექტი ამ ქალაქის ბოლო წლების ისტორიაში და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ ორი 50-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა იქნება ჩვენი ქალაქის ისტორიულ იერსახეში წარუშლელი, უდიდესი ზიანი. ეს არის პროექტი, რომელიც მთლიანობაში შეიცავს ძალიან ბევრ რისკს. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებას და თბილისის მერს ეს არ აინტერესებს, ვინაიდან ამ ტრანზაქციიდან შემოსავალი მიიღო ივანიშვილმა. ამ ტრანზაქციიდან, დიდი ალბათობით, იხეირეს ასევე თავად მერიის წარმომადგენლებმა, ვინაიდან, სწორედ კორუფციაა, რაც ამ ქალაქში იწვევს ამ დამანგრეველ გადაწყვეტილებებს და ეს უნდა დასრულდეს, მაგრამ ვერ დასრულდება ამ ხელისუფლების არჩევნების გზით ჩამოშორების გარეშე. ეს არის მართლაც შავი დღე ჩვენი ქალაქის ისტორიაში, როდესაც ჩვენი ქალაქის ისტორიულ ნაწილში მოხდა ამ სავალალო პროექტის დამტკიცება, რომელსაც თან ახლავს უდიდესი რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით, სატრანსპორტო თვალსაზრისით და ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით. ეს პროექტი ყველა არგუმენტის მიუხედავად დამტკიცდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პარტიული და კორუფციული ინტერესი უპირატესია ამ ხელისუფლებისთვის“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.

“ლელოც” და მელიაც „ნაცმოძრაობის“ სტრატეგიული დინებაა”-ირაკლი ქადაგიშვილი

ლელოც“ და ნიკა მელიაც „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული დინებაა, „ლელოზე“, როგორც სერიოზულ ალტერნატიულ ძალაზე საუბარი ვერ იქნება, საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რამენაირად ისე დალაგდნენ, 5%-იანი ბარიერი მაინც გადალახონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ არჩეულმა გზამ ფიასკო განიცადა და ყველა რევოლუციური სცენარი ჩავარდა, წინასაარჩევნოდ სხვადასხვა ფლანგებმა გამოყოფა, სეპარირება და იმის უარყოფა დაიწყეს, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ოდესმე რაიმე კავშირი ჰქონდათ.

„ბუნებრივია, რომ ახლა ისინი ერთმანეთთან ავტონომიურ რეჟიმში დალაგებას ცდილობენ. ამავდროულად, ალბათ მათ შორისაც მიმდინარეობს პოლიტიკურ და ფინანსურ საკითხებზე ვაჭრობა, მოახერხებენ თუ არა ერთ სიაში გაერთიანებას. დიდი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ წარუმატებელი პოლიტიკის შედეგად სეგმენტირებულია, მაგრამ გარკვეულ ნაწილებს ერთმანეთთან კავშირის ქონის სურვილი აქვთ“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.