„გილოცავთ! თაობათა ოცნება ახდა!” – გიორგი კეკელიძე

44
spot_img

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში მდებარე ივანე მაჩაბლის სახელობის დარბაზში იანვრიდან სარემონტო სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით, სარემონტო სამუშაოები სამშენებლო კომპანია „ანაგის“ მხარდაჭერით განხორციელდება.

„გილოცავთ! თაობათა ოცნება ახდა! დიდი და ისტორიული საქმე – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლეგენდარული პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაცია იწყება და იწყება მაჩაბლის ბრწყინვალე დარბაზის აღდგენით. პროცესი “სამშენებლო კომპანია ანაგი“-ს მხარდაჭერით განხორციელდება”, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენს გვერდით დგომა. ჩვენი კომპანიისთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. ვეცდებით, სამუშაოები ყველა წესის დაცვით ჩავატაროთ“, – განაცხადა კომპნია „ანაგის“ დირექტორმა ზაზა გოგოტიშვილმა.