“როგორც ჩანს, „ლელოს“ ლიდერებმა იციან ფულის შოვნა, მაგრამ პოლიტიკასა და ხელოვნებაში მაგრები ვერ არიან”

21
spot_img

პოლიტიკოსები მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას აფასებენ, რომელმაც „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ დააფუძნა. „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „ლელოს“ დამფუძნებელს ძველ პროფესიაში დაბრუნებას ურჩევს.

„როგორც ჩანს, „ლელოს“ ლიდერებმა იციან ფულის შოვნა, მაგრამ პოლიტიკასა და ხელოვნებაში ეგეთი მაგრები ვერ არიან. ყოფილ პროფესიაში დაბრუნებას ვურჩევდი ამ ხალხს და პოლიტიკაში თუ მაინცდამაინც რამე აინტერესებთ, სხვაზე ფსონის დადებას.

ის რასაც „ლელო“ აკეთებს იმას მაგონებს, ბიზნესმენები ფულს რომ იშოვიან, ფეხბურთი რომ უყვართ თან. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ საფეხბურთო კლუბი იყიდონ და ფეხბურთელად სხვა ათამაშონ, თვითონვე ჩაიცვან „ტრუსიკები“ და დაიწყონ მოედანზე სირბილი“, – მიიჩნევს ხვიჩია.