Home Blog Page 1825

“გვარამიას შეწყალება კარგი ნაბიჯია ჩვენი ევროპული მომავლისთვის”- გიგი წერეთელი

“ნიკა გვარამიას შეწყალება კარგი ნაბიჯია ჩვენი ევროპული მომავლისთვის, თუმცა მთავარი ამოცანა ხელისუფლების ცვლილება უნდა იყოს – ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ნიკა გვარამიას შეწყალებას.

გიგი წერეთელმა  ნიკა გვარამიას, მის ოჯახსა და ახლობლებს მიულოცა ნიკას გათავისუფლება და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა გვარამიას შეწყალებით ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

წერეთელის თქმით, ეს ქმედება ყველასთვის მისაღები და სასიხარულო უნდა იყოს, რადგან ის ემსახურება უნივერსალურ ღირებულებას, რომ არ შეიძლება განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები, პოლიტიკოსები, ოპონენტები, ჟურნალისტები ისხდნენ საპატიმროში და უნდა არსებობდეს მექანიზმები, რომლებიც ამას ანეიტრალებს და მათ თავისუფლებას გარანტიას აძლევს.

„ამ კონკრეტულ მომენტში ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ნაბიჯია იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული მომავლისთვის ნაბიჯებს უფრო შეეწყოს ხელი, თუმცა მთავარი ამოცანა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი ამოცანა ხელისუფლების ცვლილება უნდა იყოს, რადგან არანაირი განარტია არ გვაქვს, რომ ქართული ოცნება რაიმე ტიპის რეკომენდაციების შესრულებას გააგრძელებს“ – განაცხადა გიგი წერეთელმა

„პომპეზური და სანახაობრივი მიღება თეთრ სახლში: რა სურს ამერიკას ინდოეთისაგან?“

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია „ამერიკის ხმა“ (Voice of America) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „პომპეზური და სანახაობრივი მიღება თეთრ სახლში: რა სურს ამერიკას ინდოეთისაგან?“ (ავტორები – ანიტა პაუელი და პეტი ვიდაკუსვარა).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშშ-ის პრეზიდენტმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ თეთრ სახლში გამართული საზეიმო მიღების დროს ხაზი გაუსვეს ამერიკელი და ინდოელი ხალხების პარტნიორობას და მაღალ დონეზე შეაფასეს მათი დემოკრატიული ღირსებები. „ვადღეგრძელებ ორი დიდ ერს, ორ დიდ მეგობარს სახელმწიფოს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა ჯანჯაფილის ელით (შუშხუნა სასმელით) სავსე ბოკალით ხელში ინდოეთის პრემიერ-მინისტრის წინაშე, რომელიც, მასპინძლის მსგავსად, ალკოჰოლიან სასმელებს არ სვამს.

ნადიმის წინ: ერთობლივი პრეს-კონფერენცია

ვიზიტის მიზანია ამერიკის ადმინისტრაციის განზრახვა, რომ მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულმა ქვეყანამ ისეთი პოლიტიკა გაატაროს რუსეთ-უკრაინის ომისა და ჩინეთის მიმართ, როგორიც ვაშინგტონს აწყობს.

„აშშ და ინდოეთი თითქმის ყველა სფეროში თანამშრომლობენ“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რაც საკმაოდ იშვიათია ნარენდრა მოდისათვის, რომელმაც, თავის მხრივ, ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა მაღალი დონის სახელმწიფო მიღებისათვის და გულუხვი მდიდრულ ვახშმისათვის – მაგიდები 400 სტუმრისთვის იყო გაწყობილი. „თქვენ ენით რბილად საუბრობთ, მაგრამ როცა საქმე პრაქტიკულ ნაბიჯებს ეხება, მტკიცედ და ძლიერად მოქმედებთ“, – თქვა ინდოელმა ლიდერმა.

ჯო ბაიდენმა ჩამოთვალა ის დარგები, რომლებშიც აშშ და ინდოეთი თანამშრომლობენ: ჯანდაცვა, კოსმოსის ათვისება, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიები, კლიმატის ცვლილებები…
ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნარენდრა მოდისთან ერთად განიხილა ერთობლივი ძალისხმევის მიმართულება იმ ჰუმანიტალური ტრაგედიის შესასუსტებლად, რაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა გამოიწვია და რომელიც საერთაშორისო სამართლისა და გაერო პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

თავის მხრივ, ინდოეთის ლიდერმა, რომელიც რუსული წარმოების იარაღისა და რუსული ნავთობის მსხვილი იმპორტიორს წარმოადგენს, თავი შეიკავა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის კრიტიკისაგან უკრაინაზე თავდასხმასთან დაკავშირებით და აქცენტი იმ ზარალზე გადაიტანა, რასაც „გლობალური სამხრეთის“ (ლათინური ამერიკის, აზიის, აფრიკისა და ოკეანეთის) ქვეყნებს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები აყენებს: „ჩვენ გვინდა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალისხმევა ყველა ქვეყანამ გააერთიანოს“, – თქვა ნარენდრა მოდიმ და ხაზი გაუსვა, რომ ინდოეთი კონფლიქტის მოგვარებაში დიპლომატიური მეთოდების მომხრეა.

რატომ ირღვევა ინდოეთში ადამიანის უფლებები?

ერთ-ერთი ამერიკელი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რატომ ირღვევა ინდოეთში ადამიანის უფლებები და რატომ ხდება რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია, ნარენდრა მოდიმ გაკვირვება გამოხატა: „მე ნამდვილად მიკვირს, რომ ხალხი ასე ამბობს”, – თქვა პრემიერმა და ხატოვნად აღნიშნა – „ინდოეთში დემოკრატია ბატონობს. დემოკრატია ჩვენი სული და ჩვენს ძარღვებში გამდინარე სისხლია… ჩვენთან დისკრიმინაციისთვის არანაირი სივრცე არ არსებობს… ჩვენი ქვეყანა ეფუძნება ოთხ პრინციპს: „საბკა სათ, საბკა ვიკა, საბკა ვიშვა და საბკა პრაია”, რაც საერთო ჯამში ნიშნავს „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისთვის, ყველა სიკეთის ზრდისათვის და ყველა ერთმანეთის ნდობით“.

ნარენდრა მოდის მიერ ინდოეთის „ვარდისფერი“ შეფასების კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ ქვეყნის მმართველი პარტია ბევრს სცოდავს და დემოკრატიიდან უკან იხევს. ვიზიტამდე 70-მა ამერიკელმა კანონმდებელმა ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნა და მოსთხოვა, რომ ნარენდრა მოდისთან მოლაპარაკების დროს ყურადღება ადამიანის უფლებების დარღვევებზე გაემახვილებინა.

„ინდოეთს ამერიკასთან მნიშვნელოვანი ურთიერთობა აკავშირებს“, – განაცხადა სენატორმა ბენ კარდინმა, წერილზე ერთ-ერთმა ხელმომწერმა პოლიტიკოსმა, – „მაგრამ ჩვენ დემოკრატიული ფასეულობები უნდა დავიცვათ – პრემიერ-მინისტრს უნდა მოვთხოვოთ, რომ საკუთარი მოქალაქეებზე მეტად იზრუნოს“.

ნადიმის დრო: წარსულის ფურცლების გახსენება

თეთრ სახლში მიწვეული ინდური წარმომავლობის მქონე ამერიკელებს შორის იყო ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის დედა, რომელმაც ინდოეთი 1958 წელს დატოვა, რათა სწავლა ამერიკაში გაეგრძელებინა და დოქტორის ხარისხი მიეღო.

ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას ჯო ბაიდენმა გაიხსენა თავისი პირველი ვიზიტი ინდოეთში ათი წლის წინ, როცა იგი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო. „იმ დროს ჩვენ წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით, დღეს კი ჩვენი ურთიერთობა მასშტაბური გახდა“, – თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

ნარენდრა მოდი აშშ-კონგრესში ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, რაც, აშშ-ის ოფიციალური ტრადიციით, ძალიან დიდ და მაღალ პატივისცემას ნიშნავს უცხოელი სტუმრის მიმართ. რა თქმა უნდა, კონგრესში სიტყვით მისი წინაპრებიც – ჯავაჰარლალ ნერუ, ინდირა განდი და მანმოჰან სიგჰიც გამოვიდნენ, მაგრამ ნარენდრა მოდი პირველია იმ ინდოელ ლიდერებს შორის, რომელიც ამას მეორედ აკეთებს.

არადა, ნარენდრა მოდის ასეთი მდიდრული მიღების ფონზე, გასახსენებელია ის დროც, როცა მას 2005 წელს აშშ-ის ვიზის მიცემაზე უარი განუცხადეს, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ შეტაკებასთან მისი საეჭვო კავშირების გამო.

აშშ და ინდოეთი ჩინეთ-რუსეთის წინააღმდეგ?

ჯო ბაიდენს სულ მცირე ორი მიზეზი აქვს იმისთვის, თუ რატომ უფენს ხალიჩას ნარენდრა მოდის. ორივე მიზეზი აშშ-ის გეოსტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარეობს: პირველი – გააძლიეროს ინდოეთის როლი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის საპირწონედ და დასაბალანსებლად და მეორე – „გადააჩვიოს“ ინდოეთი რუსული იარაღის ყიდვისაგან.

ინდოეთი ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელსაც ბოლო ათწლეულში ჩინეთთან ღია კონფლიქტი აქვს სასაზღვრო დავების გამო: ჰიმალაებში, 3400 კილომეტრის საზღვრის გასწვრივ ორივე მხარე მილიტარიზებას აფართოებს.

აშშ-ის ადმინისტრაცია მხარს უჭერს ინდოეთის არმიის მოდერნიზებას და ნიუ-დელის თანამედროვე იარაღს სთავაზობს, ასევე ცდილობს ინდურ კომპანიებთან ერთობლივი სამხედრო პროექტების განხორციელებას.

„ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უფრო მეტად განპირობებულია აშშ-სა და ინდოეთის სამხედრო პარტნიორობის განმტკიცების სურვილით“, – უთხრა „ამერიკის ხმას“ ირფან ნორუდინმა, ატლანტიკური კავშირის სამხრეთ აზიის კვლევების ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა.

„ინდოეთის გადასვლა ამერიკულ ტექნოლოგიებზე იმას ნიშნავს, რომ ჩინეთი ახლა ინდოეთის სახით ამერიკული სამხედრო სისტემების წინაშე დადგება. ეს ნიშნავს, რომ ახლა პეკინს საქმე ექნება არამარტო სამხრეთ კორეასთან და იაპონიასთან (აშშ-ის პარტნიორებთან), არამედ მათ რიცხვს ემატება ინდოეთიც. ჩინეთისათვის მათთვის „წინააღმდეგობის გაწევა“ საკმაოდ რთული ხდება და ამიტომ პეკინს მთელი თავისი თავდაცვითი პოზიციის შეცვლა მოუწევს, ახალი რეალობის გამო“, – ამბობს ირფან ნორუდინი.

წყარო

“ნიკა გვარამიას შეწყალებით ორპოლუსიანობა გამძაფრდება”- ანა დოლიძე

“ნიკა გვარამიას შეწყალებით ორპოლუსიანობა გამძაფრდება”-ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „ტვ პირველის” ეთერში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საუბრისას განაცხადა.

“იმით, რასაც ხვალ ამას მოჰყვება აუცილებლად გამძაფრდება ორპოლუსიანობა. “ოცნება“  ნიკა გვარამიას შეწყალებას გამოიყენებს იმისთვის, რომ ამოიღოს მიზანში ისევ გვარამია, ისევ “მთავარი არხი”, სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“.

ორპოლუსიანობამ ძალიან დააზიანა წინა არჩევნები და ამომრჩევლები. ორი პოლუსი აუცილებლად იქნება გამოყენებული. უნდა გავახასენოთ ხალხს, რომ ჩვენი მოსახლეობის 50%-ს არცერთი პოლუსი არ უნდა, მათ უნდათ სიახლე, ნუ აჰყვებით იმ თამაშს, რაც ამ ყველაფერს მოჰყვება“, – განაცხადა დოლიძემ.

ბადრი ესებუამ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდება კიდევ ერთხელ უარყო

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებულმა ბადრი ესებუამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ჩვენება მისცა.

მან 2021 წლის 21 ოქტომბერი დეტალურად გაიხსენა. ესებუამ თქვა, რომ მას ბანკის თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

როგორც მან აღნიშნა, 21 ოქტომბერს მთელი დღე საკუთარ სახლსა და სოფელში გაატარა.

ესებუას თქმით, 23 ოქტომბერს მეგობარი პოლიციელისგან შეიტყო, რომ პოლიციაში მისივე თანასოფლელი მივიდა და უთხრა, რომ თავდამსხმელის ვინაობა იცოდა და ის დაასახელა.

ბრალდებულმა თქვა, რომ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ გადაწყვიტა სახლი დაეტოვებინა და მიმალვაში ყოფილიყო.

როგორც ესებუამ სასამართლოს უთხრა, ის პოლიციელების მხრიდან საფრთხეს სულ გრძნობდა, რადგან ამ შემთხვევამდე ქალაქში გადაადგილებისას ხშირად აჩერებდნენ და ასევე, სოციალურ ქსელში ბევრჯერ ისინი არაკორექტულად ჰყავს მოხსენიებული.

„კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მე არაფერი ვიცი, ვიცი ის მხოლოდ რაც ტელევიზიით და აქ სასამართლო პროცესებზე მოვისმინე. 21 ოქტომბერს მთელი დღე სახლში ვიყავი, ერთი ორი საათით ვიყავი გასული, მაგრამ სოფლიდან არ გავსულვარ. 23 ოქტომბერს ჩემმა პოლიციელმა მეგობარმა მითხრა, რომ შენი თანასოფლელი მოვიდა პოლიციაში და თქვა, რომ ვიცი ვინც არის თავდამსხმელიო და შენ დაგასახელაო. გამაფრთხილა ფრთხილად ვყოფილიყავი. ჩემი თანასოფლელი, ვინც პოლიციელების ინფორმატორია ნათქვამი აქვს, რომ მე დაგაჭერინებთ თავდამსხმელს და თანამდებობაზე დამნიშნეთო. ისედაც სულ ფრთხილად ვიყავი, რადგან ადრეც ქალაქში, როცა გადავადგილდებოდი პოლიციელები სულ მაჩერებდნენ. ზოგადად, ქალაქში გასვლას სულ თავს ვარიდებდი. 23-ში ეს რომ მითხრეს მივხვდი, კარგად არ იყო საქმე. 23 ოქტომბერს საღამოს დედაჩემს ვუთხარი, რომ თბილისში, ექიმთან მივდიოდი. საღამოს, დაახლოებით, 6 საათზე გავედი და მას შემდეგ ვიყავი ხან მეგობართან და ხან ნათესავთან. 25 ოქტომბერს ჩემს დეიდაშვილთან ვიყავი, ტელევიზორს ვუყურებდი, რა დროსაც ჩემს დეიდაშვილს ჩემთვის სურათი გადაუღია, რომელიც ჩემი ძმისთვის გაუგზავნია. ვიცოდი, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების “ფეისბუქი“ გვერდი გატეხილი იყო და პოლიციელები აკონტროლებდნენ. ალბათ, ცდილობდნენ ჩემი ადგილსამყოფლის დადგენას. ჩემი ძმა როცა მოვიდა ჩემთან, მივხვდი, ეს ამბავი უკვე პოლიციასაც ეცოდინებოდა და იმ სახლიდან იმ საღამოსვე წავედი. მას მერე მიმალვაში ვიყავი. საფრთხეს სულ ვგრძნობდი და თავს ვარიდებდი პოლიციელებს, მიზეზი არ ვიცი, მაგრამ სოციალურ ქსელში ბევრჯერ არაკორექტულად მოვიხსენიე ეს პოლიციელები და მას შემდეგ დაიწყეს ჩემი დევნა”, – განაცხადა ბადრი ესებუამ.

ბადრი ესებუას კითხვები საქმის პროკურორებმაც დაუსვეს.

ჩვენების მიცემის შემდეგ საქმის პროკურორმა ესებუას მიმართა, ესებუასგან დაესახელებინა იმ პოლიციელის ვინაობა, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა, რომ ბანკზე თავდასხმას მას აბრალებდნენ, თუმცა ბრალდებულმა მისი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით კი, ესებუამ თქვა, რომ მძარცველის ხმის ნიმუში და მისი ხმა იდენტური არ არის, პროკურატურა კი ექსპერტზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

ამ წუთებში სასამართლო ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას უსმენს.

დაზღვეულზე მჯდარხარ? – თიბისი დაზღვევის ახალი კამპანია

დაზღვეულზე მჯდარხარ? – დაზღვეული მძღოლებისთვის კარგად ნაცნობ განცდაზე ყვება.

ვისაც მანქანა ერთხელ მაინც დაუზღვევია შენიშნავდა როგორ იცლება და მსუბუქდება მგზავრობა არასაჭირო სანერვიულოებისგან.

VIDEO: https://fb.watch/ll1X9XjFGU/

დაზღვეულზე მჯდარხარ? მაშინ სანერვიულო არაფერია რადგან თიბისი დაზღვევას ყველაზე სწრაფი და მარტივი მომსახურება აქვს: არასასურველი ზარალის ანაზღაურება ადგილიდან აპის მეშვეობით შეგიძლია; თუ საბურავი დაგეშვა ან საწვავი მოულოდნელად გამოგელია, ავტოასისტანსი 24/7 დაგეხმარება; აღარც იმის შეგეშინდება ავტოსადგომზე დატოვებული მანქანა დაზიანებული რომ დაგხვდეს.

არ აქვს მნიშვნელობა რა მანქანას მართავ, შენს პრიუსსაც შეიძლება ისეთი ღირსება ჰქონდეს, როგორიც რომელიმე ძვირადღირებული ბრენდის სუპერქარს, მთავარია რამდენად ხედავ მას. დაზღვევად ყველა მანქანა ღირს, რადგან მათ იმაზე მეტი შეუძლია ვიდრე შენ წარმოგიდგენია.

Client: TBC Insurance

Agency: HOLMES&WATSON

Creative Director: Nikusha Antadze

Senior Copywriter: Jumber Gamarjobashvili

Senior Art Director: Sandro Tsitskishvili

Strategy: Ucha Urushadze

Typography: Vano Saginashvili

Account Executive: Kote Chatidi

Production Company: Enkeny Films

Executive Producer: Bacho Meburishvili

Line Producer: Sophio Bendiashvili

Production Managers: Beqa Kirtava, Keta Lomsadze, Sophio Orjonikidze, Tekla Basishvili

Production Office Manager: Mariam Khidirbegishvili

Production Accountant: Lela Altunashvili

Production Lawyer: Nanuka Chkuaseli

Director: Nikusha Kukusha Motsonelidze

1st AD: Katie Isakadze

Director of Photography: Omar Gelashvili

Focus Puller: Mariam Tsikarishvili

Camera Assistants: Guram Mosikashvili, Koba Pirtskhalava

Playback Operator: Ilia Asitashvili

Gaffer: Vazha Aprasidze

Light & Grip: Robert Arakelian, Giorgi Chubinidze, Tsotne Chkheidze

U-crane Driver: Erekle Tsintsadze

U-crane Grips: Giorgi Nadirashvili, Vakhtang Elizarashvili

Production Designers: Elene Rukhadze, Tatia Modebadze

Assistants to Production Designers: Iva Merlani, Tornike Darakhvelidze

Costume Designer: Ika Bobokhidze

Assistant to Costume Designer: Elene Zvanbaia

Location Manager: Lasha Loria

Assistant to Location Manager: Lasha Eloshvili

Location Assistants: Temur Ozmanian, Davit Papavadze, Giorgi Abramishvili, Ucha Sturua, Valeri Kukhaleishvili, Giorgi Bibiluri

SFX Coordinator: Ioseb Gvasalia

Picture Vehicles Mechanic: Goga Chubinidze

Drivers: Robert Shaverdashvili, Lasha Kiladze, Koba Mgebrishvili, Kakha Vashakidze, Kakha Chkareuli, Giorgi Burduli, Giorgi Areshidze, Giorgi Torchinava, Nika Areshidze, Shota Otarashvili, Roma Papikian, Ana Maisuradze

Casting Manager: Misha Apkhazava

Assistant to Casting Manager: Sopo Qobachishvili

Cast: Nini Iashvili, Nana Gotsiridze

Stunt Coordinator: Levan Svianadze

Stunt Driver: Megi Sawako

Make-up Artist: Teona Glonti

Post-production Supervisor: Beqa Kirtava

Editor: Nikusha Kukusha Motsonelidze

Associate Editor: Oti Kharebashvili

VFX: Highway VFX

Motion Graphics: Gigi Meburishvili

Color Correction: Nikusha Kukusha Motsonelidze

Music: Beqa Japaridze Shukvani

Sound Design: Gvaji (Leno Records)

V.O. Recording: Artur Stepanian (voices.ge)

V.O. Artist: Giorgi Kachakhidze

Special thanks to Margo Zubashvili, Catastrophe Center, Rustavi City Hall, Rustavi City Patrol Police

R

“პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებით დიდი დარტყმა მიაყენა საკუთარ იმიჯსა და ღირსებას”

ვფიქრობ, ის, რაც პრეზიდენტმა თავის გადაწყვეტილებით გამოხატა, პირველ რიგში, დიდ დარტყმას აყენებს საკუთარ იმიჯს და ღირსებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„ფაქტია, რომ თვითონ თუ არ ზრუნავს პრეზიდენტი თავის იმიჯზე, ჩვენ ამ შემთხვევაში ვერ ვიქნებით მისი იმიჯის დამცველები და ეს მისი გადასაწყვეტია. თუმცა, საზოგადოებას აქვს სრული და ლეგიტიმური უფლება იმის, რასაც ბატონი გვარამია საუბრობდა მასზე, ეს ყველაფერი ჩავთვალოთ, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა საკუთარ გადაწყვეტილებით დაადასტურა და აღიარა. აქედან გამომდინარე, საზოგადოების შეფასებაც ვფიქრობ, უნდა იყოს ანალოგიური, რასაც თავის შეფასებებში პრეზიდენტის მისამართით იყენებდა გვარამია.  არ მეგულება არცერთი ადამიანი, ვისაც შეიძლება, არ მოსწონდა ქალბატონი პრეზიდენტი, მაგრამ ასეთი სიტყვებით მოეხსენიებინა ზურაბიშვილი. როდესაც ადამიანს უწოდებ „რეზიდენტს,“ ვფიქრობ, დადასტურებულად უკვე შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ ქალბატონი პრეზიდენტიც მიიჩნევს, რომ არის იმ ეპითეტების ღირსი, რითიც ამკობდა გვარამია. პროცესს რაც შეეხება, ეს მისი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის არაერთი გაუგებარი გადაწყვეტილება ახსოვს.

„ქალბატონი პრეზიდენტის არაერთი გაუგებარი და ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება ახსოვს ბოლო პერიოდში ქართველ ხალხს, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილებაა, ამით არაფერი ეშველება იმას, რომ ბატონი გვარამია არის კრიმინალი და მას აქვს ეს დანაშაული დადასტურებული სამი ინსტანციის მიერ. ეს არის ფაქტი. თუ რა დანაშაულზეა, ეს წერია სასამართლოს გადაწყვეტილებებში. სასამართლო იყო ღია და ყველას შეეძლო, თვალი ედევნებინა პროცესისთვის. დარწმუნებული ვარ, ყველა ადევნებდით თვალს. ეს ჩვენი ხელისუფლების დროს იყო გახსნილი და ღია, ხოლო იმ ხელისუფლების დროს, როდესაც ბატონო გვარამია იყო ხელისუფლებაში, სასამართლოს კარი იყო დახშული და არათუ რომელიმე არხის კამერა ვერ იქნებოდა იქ, არამედ პროკურორებსა და ადვოკატებს ტელეფონებს ატოვებინებდნენ და ეკრძალებოდათ პროცესზე შეტანა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

„აშშ-ისრაელის კავშირები ისე მტკიცეა, როგორც არასდროს“ – უცხოური პრესა

ისრაელის გაზეთ „The Jerusalem Post”-ში სათაურით „აშშ-ისრაელის კავშირები მტკიცეა როგორც არასდროს“ გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან (ესაუბრებიან ჟურნალისტები ლაჰავ ხარკოვი და ევი მაიერი).

„ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ისრაელში, ტრადიციული საზოგადოებრივი სიმშვიდის ქვეყანაშიც კი, ძალიან დაძაბული სიტუაციაა შექმნილი. მოსახლეობა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს ატარებს – ადამიანები ეწინააღმდეგებიან ისრაელი ნეორთოდოქსული მთავრობის მიერ განზრახული იმ სასამართლო რეფორმის განხორციელებას, რომელიც ხელისუფლების სისტემის გარდაქმნას ითვალისწინებს. მთავრობას ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც, მთავრობიდან მიდიან უკმაყოფილო მინისტრები, მათ ადგილს კი კმაყოფილები იკავებენ. საგარეო ფრონტზეც არასტაბილურობა იგრძნობა: ტერორიზმი იორდანის დასავლეთ ნაპირზე, კიდევ ერთი მოსალოდნელი მინი-ომი ღაზას სექტორში… როგორი იქნება ურთიერთობა აშშ-სთან, რუსეთთან, ირანთან?

პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც თანამდებობას გასული წლის ბოლოს დაუბრუნდა, ქვეყანას თითქმის 16 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს – ყველაზე ხანგრძლივად სხვა პრემიერებთან შედარებით. ჩვენ მას კანცელარიაში შევხვდით, პრემიერის ოფისში. ბენიამინ ნეთანიაჰუს გამომეტყველებას და ნათქვამს თუ დავუჯერებთ, შეგვექმნება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი ნორმალურადაა. ყოველ შემთხვევაში, უნდა გვჯეროდეს, რომ არსებობს ძლიერი ხელი, რომელიც მტკიცედ მართავს ისრაელის ხომალდის საჭეს მღელვარე ოკეანეში.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

კითხვაზე, რომელიც ისრაელ-ამერიკის ურთიერთობას ეხება, პრემიერ-მინისტრი პასუხობს: „ჩვენ ამერიკასთან დღეს ისეთი მტკიცე ურთიერთობები გვაქვს, როგორც არასოდეს გვქონია. ჩვენი კავშირები დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროებში უმაღლეს დონეზე იმყოფება. ჩვენს შორის ურთიერთობებში სრული გამჭვირვალობა არსებობს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც უთანხმოებები არ არსებობს. დიახ, გარკვეული უთანხმოება ნამდვილად არის, მაგრამ ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ოჯახის შიგნით არსებული მდგომარეობაა, რომელიც მალე გაუმჯობესდება“.

უკრაინისადმი იარაღის მიწოდების თაობაზე დასმულ კითხვას ბენიამინ ნეთანიაჰუ ასეთ კომენტარს უკეთებს: „ჩვენ გვაქვს შეშფოთების მიზეზი, რომ ჩვენგან უკრაინისადმი გადაცემული ყოველი სახის იარაღი შესაძლოა ირანის ხელში მოხვდეს და ჩვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. სხვათა შორის, ეს მხოლოდ თეორიული ვარაუდი არ არის. ასე ნამდვილად მოხდა დასავლურ იარაღთან დაკავშირებით – ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, რომელიც უკრაინამ დასავლეთისაგან მიიღო, დღეს უკვე ჩვენს საზღვრებთან ახლოს ვხედავთ… უკრაინას იარაღს ვერ მივაწვდით კიდევ იმიტომ , რომ რუსული თვითმფრინავები ჩვენთან ახლოს დაფრინავენ [იგულისხმება სირია].

წყარო

“ჩვენ არ გვითქვამს მაღარო გადმოგვეცითო“ – მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაზე

გაფიცული მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ კომპანიის შეთავაზება – ჭიათურის მაღაროების მაღაროელების მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით, მათი მოთხოვნა არ ყოფილა, შესაბამისად, მათი პროტესტი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება იქამდე, სანამ ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„ჩვენ არ გვითქვამს, ჩვენ გადმოგვეცით მაღაროები. ჩვენ ვთქვით მაღაროების ნაციონალიზაცია და ეს ნიშნავს, რომ მოგების ნახევარი დარჩეს ქალაქში და მოხმარდეს ქალაქს. ჩვენ არ მოგვითხოვია, რომ ჩვენ გადმოგვეცეს პირადად. ეს უბრალოდ შეურაცხყოფაა. თუ 3 500 ლარი მაქვს და 2 700 ლარი, რა მინდა ამ წვიმაში გარეთ? გაგვიკეთონ ხელშეკრულება, რომ ეს ხელფასი გვექნება და დღესვე ავდგებით და მივდივართ. ოღონდ, სხვა პრობლემებიც უნდა მოაგვარონ მაგასთან ერთად“, – ამბობს ერთ-ერთი გაფიცული მაღაროელი tv პირველთან.

შეგახსენებთ, მაღაროელების ნაწილი თბილისში, პარლამენტის შენობასთან არის შეკრებილი, ნაწილი კი ჭიათურაში არის გაფიცული. ისინი ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

კომპანიამ „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია”,  თიბისი კაპიტალის დახმარებით, 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

კასკადური ელექტროსადგურების მმართველმა კომპანიამ – “ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია”, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 10  მილიონი აშშ დოლარის ოდენობის, არაუზრუნველყოფილი და არასუბორდინირებული, 2 წლიანი ობლიგაციები გამოუშვა. შედეგად, „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია” საქართველოს საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია გახდება.

ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.50%-ით განისაზღვრა.

აღნიშნული ტრანზაქცია კომპანიისა და თიბისი კაპიტალისთვის პირველი ერთობლივი განთავსებაა.

კომპანიის მიერ, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული ფინანსური რესურსი საბანკო სესხის ნაწილობრივ რეფინანსირებას მოხმარდება. შესაბამისად, კომპანიის დაფინანსების სტრუქტურა უფრო მეტად დივერსიფიცირებული გახდება.

გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე საშუალაზე, „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას” ჰესების კასკადი – ჯამური დადგმული სიმძლავრით 15.25 მგვტ,  თიბისის მხარდაჭერით, სამ ჰესს აერთიანებს. რიგით მესამე ჰესი – საშუალა 0, ჯამური დადგმული სიმძლავრით 2.25 მგვტ – 2023 წლის იანვარში, საშუალა 1 და საშუალა 2 კი 2019-2020 წლებში გაეშვა.

„პირველ რიგში, ვულოცავ „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას” ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ განთავსებით ფინანსური რესურსების დივერსიფიკაციასა და განვითარებაში დავეხმარეთ კომპანიას, რომელიც ქვეყანაში – განახლებადი რესურსის ეფექტურად ათვისებას, შედეგად კი, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებასა და იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას უწყობს ხელს”,  – მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

R

“ნიკა გვარამიას შეწყალება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე”- დავით არახამია

“ნიკა გვარამიას შეწყალება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე”- ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის მიერ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას უკრაინის რადას ფრაქციის, “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია

“მინდა მადლობა გადავუხადო ქ-ონ პრეზიდენტს სწორი და გადამწყვეტი რეაგირებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის საქმეში.
ნიკა გვარამიას შეწყალება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე.
ვულოცავ ნიკას თავისუფლებას. ვულოცავ მის ოჯახს ამ დიდ სიხარულს და ვულოცავ თავისუფალ მედიას დიდ გამარჯვებას,” – აცხადებს უკრაინის პარლამენტში მმართველი პარტიის – ხალხის მსახურის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია.

“შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს სააკაშვილის გათავისუფლება” – გიორგი ვაშაძე

კარგია და მივესალმები ნიკა გვარამიას გათავისუფლებას. აქამდე რომ ყოფილიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ასევე შეწყალების მექანიზმით.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, ევროკავშირის შეფასებით, მხოლოდ სამი პუნქტია შესრულებული. ოლივერ ვარჰეი, რომელსაც აქებდა, ადიდებდა და ყველაზე მეტად ენდობოდა „ქართული ოცნება“, ამბობს, რომ მხოლოდ სამია შესრულებული, დანარჩენი – შესასრულებელი. ჩვენ უნდა მივაღწიოთ საქართველოს დერუსიფიკაციას, „ქართული ოცნების“  მხრიდან მოხდეს დეოკუპაცია და წინ წავიდეთ ევროპული განვითარებისკენ. პოლიტიკური პატიმრები ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩავაბაროთ საბჭოთა წარსულს, რომელსაც ასევე უნდა გავაყოლოთ „ქართული ოცნება“ თავისი კომუნისტური პარტიის მენტალობით, რომლითაც ის მართავს საქართველოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

17 თვეში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 9504 ბინა იყიდეს

ბოლო 17 თვეში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 9504 ბინა იყიდეს.

როგორც სადეპუტატო კითხვის პასუხად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული პასუხიდან ირკვევა, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის რუსეთის 5 000 ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება 6 135 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე დარეგისტრირდა.

2023 წლის 1-ელი იანვრიდან 5 ივნისამდე პერიოდისთვის,  რუსეთის 2 780 ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 3 369 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე.

businessinsider.ge