“შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს სააკაშვილის გათავისუფლება” – გიორგი ვაშაძე

70
spot_img

კარგია და მივესალმები ნიკა გვარამიას გათავისუფლებას. აქამდე რომ ყოფილიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ასევე შეწყალების მექანიზმით.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, ევროკავშირის შეფასებით, მხოლოდ სამი პუნქტია შესრულებული. ოლივერ ვარჰეი, რომელსაც აქებდა, ადიდებდა და ყველაზე მეტად ენდობოდა „ქართული ოცნება“, ამბობს, რომ მხოლოდ სამია შესრულებული, დანარჩენი – შესასრულებელი. ჩვენ უნდა მივაღწიოთ საქართველოს დერუსიფიკაციას, „ქართული ოცნების“  მხრიდან მოხდეს დეოკუპაცია და წინ წავიდეთ ევროპული განვითარებისკენ. პოლიტიკური პატიმრები ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩავაბაროთ საბჭოთა წარსულს, რომელსაც ასევე უნდა გავაყოლოთ „ქართული ოცნება“ თავისი კომუნისტური პარტიის მენტალობით, რომლითაც ის მართავს საქართველოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.