Home Blog Page 1820

მდინარეში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო

ქუთაისში მდინარეში მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა მდინარე წყალწითელაზე მოხდა.

ბიჭი მდინარეზე მეგობრებრთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ტრაგიკული ფაქტი მოხდა.

15 წლის მათე ლაღაძე ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ქუთაისის” 15 წლამდე ასაკობრივი გუნდის წევრი იყო.

“ნებისმიერი ადამიანი, ვინც მოუწოდებს საქართველოს, დააწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მოგვიწოდებს, შევიდეთ შესაძლო სამხედრო დაპირისპირების რისკში”-პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს გამოყენებით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც კი არ დადასტურებულა.

მისივე თქმით, ის, ვინც მოუწოდებს საქართველოს, დააწესოს ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, მოუწოდებს საქართველოს, გარისკოს ესკალაცია რუსეთის წინააღმდეგ.

„არცერთი კითხვის ნიშანი საქართველოს მიმართ არ არსებობს. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან ვთქვით, რა არის ჩვენი პოლიტიკა და ამ პოლიტიკას მივყვებით კეთილსინდისიერად. ჩვენი პოლიტიკაა, რომ საქართველო არ იქნას გამოყენებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის და არც ერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც არ დადასტურებულა. 1 300-მდე საზღვრის კვეთა შეჩერდა, გადაზიდვა შეჩერდა, ვინაიდან იყო ან სანქცირებულ კომპანიასთან დაკავშირებული ან ისეთი საგნები, რაც სანქციის ქვეშ იყო. გამომგზავნები იყვნენ, მათ შორის ევროკავშირის წევრები, მათ შორის აშშ. ამიტომ პრობლემები უნდა ვეძებოთ იქ, საიდანაც იგზავნება სანქცირებული ტვირთები და იქ, სადაც იგზავნება საბოლოო ჯამში. რაც შეეხება საქართველოს, რომელსაც შეიძლება, მხოლოდ ერთადერთი ფუნქცია ჰქონდეს, შუალედური გადაზიდვის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

საქართველო თავად არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინაამღდეგ. ამასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთანაც ხშირად გვქონდა საუბარი და აბსოლუტურად არის გაგება ამ მიმართულებით პარტნიორებისგან. ის, ვინც მოუწოდებს საქართველოს, დააწესოს ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, მოუწოდებს საქართველოს, გარისკოს ესკალაცია რუსეთის წინააღმდეგ, ანუ გარისკოს ომი რუსეთთან. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც მოუწოდებს საქართველოს, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მოგვიწოდებს, რომ შევიდეთ შესაძლო სამხედრო დაპირისპირების რისკში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, დევიდ ო’სალივანის თბილისში ვიზიტს, პაპუაშვილის თქმით, დევიდ ო’სალივანს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს, რამდენად მომზადებული არიან საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორც ტექნიკური აღჭურვილობის, ისე რისკების გამოვლინების კუთხით, რათა არ იყოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენების და სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა.

„სხვათაშორის, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო ინსიტუტების მცდელობა, ჩვენ დიდი დახმარება გვქონდა როგორც ევროკავშირის მხრიდან, ასევე შეერთებულო შტატების მხრიდან, რომ გვქონოდა იმ ბაზებთან წვდომა. ჩვენს საბაჟო სამსახურებს ჰყავთ უკვე სპეციალისტები, რომლებიც ამა თუ იმ ბაზაში მუშაობენ. ერთი მხრივ, შეუძლიათ მოკვლევა და ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც ტვირთის დეტალური შემოწმების შესაძლებლობას იძლევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სპექტაკლით “რაც არ გერგება“ – რუსთავის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

27 ივნისს, 20:00 სთ-ზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი, მცირე სცენაზე, მაყურებელს ახალ, აბსურდულ ერთ მოქმედებიან სპექტაკლს სახელწოდებით: ,,რაც არ გერგება“ შესთავაზებს, რომლის რეჟისორიც – გეგა ქურციკიძეა.

სპექტაკლის ინსცენირება – ედუარდ უგულავასა და მაია მიქავას ეკუთვნის. მხატვარი – ლომგულ მურუსიძეა, კოსტიუმების მხატვარი – ანა დვალი, მუსიკალური გაფორმება კი – იმედა მურადაშვილს ეკუთვნის.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: თეონა ხვედელიძე, გიორგი ბუაძე, მარიამ კვიტაიშვილი, ზურა ფიროსმანაშვილი, ალეკო ილარიონი, რეზო კოღოშვილი, სოფო ჩხიტუნიძე და თეა შარვაშიძე.
“აბსურდამდე მისული სიტუაციაა, როდესაც უბრალო ბუღალტრის ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელად ჩნდება დიდი ფული, რომელსაც მოჰყვებიან უცნობი თუ ნაცნობი ადამიანები, რომლებიც ყველა გზით ცდილობენ, როგორმე მსუყე ნაჭერი მიისაკუთრონ იმ ტორტიდან, ფული რომ ჰქვია. ახალ-ახალი პერსონაჟების გამოჩენა და ჩახლართული მდგომარეობიდან ბუღალტრის მიერ გამოსავლის პოვნის მცდელობები სახალისო მომენტებს ქმნის პიესაში და მოულოდნელ ფინალს სთავაზობს მაყურებელს”, – აცნობეს “ჯორჯიან თაიმსს” თეატრის პრესცენტრიდან.

მათივე ცნობით, სპექტაკლის ხანგრძლივობა 100 წუთია.

“ეს პოლიტიკის დიამეტრიული ცვლილებაა და ეს არ არის ნებაყოფლობითი, – იძულებითია” – დემურ გიორხელიძე

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დემურ გიორხელიძე

ამ პოლიტიკურ “შაპიტოში”, რაც საქართველოშია, არავის მიუქცევია ყურადღება იმაზე, რაც სულ ახლახან აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტისას, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან
შეხვედრისას განაცხადა:
“… რომ მისი ქვეყანა მზად არის ტაივანი ჩათვალოს
ე.წ. “დიდი ჩინეთის” ნაწილად.”

p.s.
ეს არის პოლიტიკის დიამეტრული ცვლილება და ეს არ არის ნებაყოფლობითი, – იძულებითია!

რა განაპირობებს აშშ-ს იძულებას: (ა) უდიდესი პრობლემები, რომელსაც აშშ საერთაშორისო არენაზე აწყდება: პრაქტიკულად, გარდა ე.წ. :’კოლექტიური დასავლეთისა”, რომელშიც მოიაზრება დაავადებული ევროკავშირი, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია და ნაწილობრივ, სამხრეთ კორეა, – აშშ-ს პოლიტიკას არავინ იზიარებს და არც მხარს უჭერს: ბოლო მოვლენები მიუთითებს, რომ “გლობალური სამხრეთი” ხდება ის დომინირებული ძალა, რომელიც მსოფლიოს მთავარ მოთამაშეებს კონფლიქტისა და დაპირისპირების დასრულებისკენ მიუთითებს და აიძულებს მათ მსოფლიო პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლისაკენ! და ეს ლანდშაფტი მალე შეიცვლება! გლობალური სამხრეთის მზარდ როლზე პირველად სადღაც 5 წლის წინ დავწერე, – არ იქნა აღქმული!

ასეა! მიუმხრობლობის აქტიურმა პოლიტიკამ და საკუთარი სახელმწიფოების ინტერესების ფარგლებში მოქმედებამ ამ სახელმწიფოებს წარმატება მოუტანა: მთლიანად აზია, აფრიკა, სამხრეთ ამერიკა, ცენტრალური ამერიკა და მექსიკა, არ უჭერენ მხარს აშშ-ს, თუმცა, თანამშრომლობენ მასთან! ისინი საკმარისად მჭიდროდ თანამშრომლობენ რუსეთთან საკუთარი ინტერესების ფარგლებში, მაგრამ მხარს არ უჭერენ კონფლიქტში (ლოკალურსა თუ გლობალურში) მხოლოდ უტვინო ქართველი ორიენტირებული და სიყალბეში ჩამხრჩვალი თითქოს “დასავლური ორიენტაციის” ეს არაფრისმაქნისი ხალხი, დიდიან- პატარიანად, – იდიოტებივით, იდეოლოგიური შტამპების ტყვეობაში არიან და ყველაფერს გასწირავენ, ოღონდ, საკუთარი წარმოდგენები არ დაენგრეთ! ამ ნაგავს არაფერი უშველის, – სრული კრახის წინაშე დგანან!

(ბ) შენიღბული პოლიტიკა: ჩინეთი, როგორც პრაგმატული ქვეყანა, შეიძლება, ტაივანის სანაცვლოდ დათანხმდეს რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობისგან დისტანცირებაზე! ჩემი აზრით, ეს ნაკლებსავარაუდოა, რადგან დღეს, ჩინეთი, მისი დამოუკიდებლობა და განვითარება დამოკიდებულია რუსეთის სამხედრო პოტენციალზე: მხოლოდ რუსეთია, ვისაც შეუძლია აშშ-თან სამხედრო დაპირისპირებაში თანაბარი წინააღმდეგობის გაწევა, სტრატეგიულ იარაღში კი უპირატესობაც აქვს. ჩინეთის ბირთვული პოტენციალი დღეს ახლოსაც ვერ მივა აშშ-სა და რუსეთის პოტენციალთან, და სხვა მხრივაც, – ჩინეთს ჯერ დრო სჭირდება! სწორედ ამ დროის გახანგრძლივების მცდელობაა ახლა. ვნახოთ! ჩინეთსაც აქვს სერიოზული შიდა პრობლემები! არ არის საქმე “ჰარიჰარალედ”, როგორც საქართველოში ჰგონიათ!

უსაშველოდ ცუდი ისაა, რომ ჩინეთის სპეციალისტი არ გვყავს, ისევე, როგორც არაფრის სპეციალისტი არ გვყავს: გქონდეს სახელმწიფო და სერიოზულ სამეცნიერო ცენტრებში არ ისწავლებოდეს (მეცნიერულად, და არა იდეოლოგიური გამოთაყვანებული აზროვნების დონეზე, როგორც ახლაა), დანაშაულია: რუსეთი, აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი, აფრიკა, აზია შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები – არ ისწავლებოდეს, – ეს არის დილეტანტიზმის, იდეოლოგიური გამოყეყეჩებისა და დამპალი ნეო-ლიბერალური შეხედულებებით ინტელექტუალურად განადგურებული “მორწმუნე-დასავლური ორიენტაციის” მანქურთების პოზიცია! მათ იციან წინასწარ, – სად მარხია ძაღლის თავი.

“შაბათ-კვირის მოვლენები არის რუსეთის შიდა საქმე და კიდევ ერთხელ დიდი სტრატეგიული შეცდომის დემონსტრირება”- სტოლტენბერგი

რუსეთში „ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფის მიერ შეწყვეტილი აჯანყება მეტყველებს იმაზე, რომ მოსკოვმა დაუშვა სტრატეგიული შეცდომა უკრაინის წინააღმდეგ ომის წამოწყებით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„შაბათ-კვირის მოვლენები არის რუსეთის შიდა საქმე და კიდევ ერთხელ დიდი სტრატეგიული შეცდომის დემონსტრირება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაუშვა ყირიმის უკანონო ანექსიით და უკრაინის წინააღმდეგ ომით“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას და ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინისადმი მხარდაჭერა.

“ვაგნერის“ აჯანყება აჩენს ბზარებს მოსკოვის სამხედრო ძალაში”- ჯოზეფ ბორელი

„ვაგნერის“ აჯანყება აჩენს ბზარებს მოსკოვის სამხედრო ძალაში, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს.

რუსეთში „ვაგნერის“ დაჯგუფების მიერ შეწყვეტილი აჯანყება მიუთითებს ბზარებზე მოსკოვის სამხედრო ძალაში, რაც, ბორელის თქმით, გამოწვეულია უკრაინასთან ომით.

„პოლიტიკური სისტემა აჩვენებს სისუსტეებს და სამხედრო ძალა იშლება. არ არის კარგი იმის დანახვა, რომ ისეთი ბირთვული ძალა, როგორიც რუსეთია, შეიძლება, გადავიდეს პოლიტიკური არასტაბილურობის ფაზაში“, – განაცხადა ბორელმა და აღნიშნა, რომ ეს არის მომენტი, როცა ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა „ისე, როგორც არასდროს“.

მთავრობის გამჭვირვალობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში მე-17 ადგილზე დაწინაურდა

ვროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) გლობალური გამჭვირვალობის 2023 წლის ანგარიში – „გამჭვირვალობა ომის დროს“ – გამოაქვეყნა. 2023 წლის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით საქართველო მკვეთრად, 54-ე ადგილიდან მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში, მე- 17 ადგილზე დაწინაურდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველო მსოფლიოს გამჭვირვალობის რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის წევრ 15 და დიდი შვიდეულის წევრ 4 სახელმწიფოს, ამასთან უთანაბრდება ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.

საქართველო რეიტინგში უსწრებს კანადას, გერმანიას, იაპონიას, იტალიას, შვეიცარიას, ირლანდიას, ისლანდიას, დანიას, ჩეხეთს, პორტუგალიას, მალტას, ავსტრიას, პოლონეთს, უნგრეთს, ისრაელს, საბერძნეთს, ბელგიას, ლუქსემბურგს, ნიდერლანდებს, ავსტრალიას, კვიპროსს, სამხრეთ კორეას.

ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის განმარტებით, „ანგარიში იკვლევს მთავრობის გამჭვირვალობის ამჟამინდელ მდგომარეობას მთელ მსოფლიოში, სთავაზობს რეალურ გამჭვირვალობის ზომას 143 ქვეყნისთვის. ინდექსის შეფასების ქულა ზომავს ფაქტებით და არა აღქმით მანძილს, თუ სად არის ქვეყანა და სად უნდა იყოს ის რეალურ გამჭვირვალობაზე ანგარიშვალდებულებისთვის მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის და გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის კრიტერიუმების გამოყენებით.“

რაც შეეხება ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ „სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსს“, ის უცვლელი დარჩა და საქართველო 6,72 ქულით მსოფლიოში 32-ე ადგილზეა. კვლევის მიხედვით, საქართველო სახელმწიფო სექტორის კეთილსინდისიერებით აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება და ყველა დანარჩენს უსწრებს.

ინდექსი აფასებს კორუფციის კონტროლის დონეს ქვეყანაში, უმაღლესი ქულა შეესაბამება კორუფციის კონტროლის მაღალ დონეს, დაბალი ქულა კი კორუფციის სუსტ კონტროლს. ინდექსი იკვლევს სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას, ადმინისტრაციული ტვირთის დონეს, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალეობის მაჩვენებლებს.

ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის კვლევისა და განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამის მიერ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ვაგნერის“ ამბოხი ხაზს უსვამს უთანხმოებას, რომელიც რუსეთის ძალოვან წრეებში არსებობს” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ამბოხი, რომელსაც ევგენი პრიგოჟინი ხელმძღვანელობს, ხაზს უსვამს უთანხმოებას, რომელიც რუსეთის ძალოვან წრეებში არსებობს.

„სიტუაცია ჯერ კიდევ ვითარდება, მაგრამ ეს გვიჩვენებს უთანხმოებებს, რომლებიც არსებობს რუსეთში, სისუსტეს როგორც მის არმიაში, ასევე დამხმარე ძალებში, როგორიცაა „ვაგნერის“ ჯგუფი“, – აღნიშნა მაკრონმა La Provence-თან ინტერვიუში.

ამასთან, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებდა თვალს.

„ამან უნდა გვაიძულოს, ვიყოთ უკიდურესად ფხიზლად და სრულად გაამართლოს მხარდაჭერა, რომელსაც ვუწევთ უკრაინელებს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

“პრიგოჟინი, ბუზალაძე და „პატრიოტიზმი“ ქართულად!”- ზაურ ნაჭყებია

“საქართველოს პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილი საჩქაროდ ლარსის გამშვები პუნქტის ჩაკეტვას და უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვდა. დაახლოებით იგივე ინიციატივით გამოვიდა ექსპრემიერი, პოლიტიკურად გაძარცვული გიორგი გახარია.” – წერს  სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და პუბლიცისტი, ზაურ ნაჭყებია.
“პრიგოჟინი, ბუზალაძე და „პატრიოტიზმი“ ქართულად!
სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით მიღებული შოკი არ მოგვინელებია (მსგავსი `შოკები` მისგან მომავალშიც გამორიცხული არ არის!), პრიგოჟინის „ამბოხმა“ და კრემლისკენ გეზის აღებამ უფრო მეტად დაგვშოკა:
მიუხედავად იმისა, დასავლეთი შედარებით მშვიდად (ფრთხილად)ადევნებდა თვალყურს რუსეთში დაწყებულ „რევოლუციურ პროცესებს“. ქართველმა ლიბერასტებმა და თითქმის მათთან გათანაბრებულმა ექსპერტ-პოლიტოლოგებმა სიხარულისგან ლამის ვენები გადაიჭრეს – ისეთი კაკაფონია გამართეს, ლამის საათები გვაშორებდა კრემლის დამხობას, რომელსაც, მათი აზრით, რუსეთის დაშლა უნდა მოჰყოლოდა.
ზოგიერთები უფრო შორსაც წავიდნენ და ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გამოეყენებინა ეს შანსი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად!
საქართველოს პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილი საჩქაროდ ლარსის გამშვები პუნქტის ჩაკეტვას და უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვდა. დაახლოებით იგივე ინიციატივით გამოვიდა ექსპრემიერი, პოლიტიკურად გაძარცვული გიორგი გახარია.
ტვინამღვრეულ თანამოქალაქეთა „ხბოს აღტაცებას“ ვინ ჩივის, ისეთ პროგნოზებს დებდნენ ქართველი ე.წ. პოლიტოლოგები და სამხედრო ექსპერტები. ბევრს მეორე დღეს სოციალური ქსელიდან თავიანთი სტატიებისა და სტატუსების აღებამ მოუწია, ზოგიერთმა ბოდიშიც კი მოიხადა არასწორი პროგნოზების გამო.
განსაკუთრებით გამოირჩეოდა გია ხუხაშვილის ფეისბუქსტატუსი, რომელმაც „უტყუარად“ აღწერა, თუ რა შედეგით დამთავრდებოდა პრიგოჟინის „ამბოხება“ და როგორ განვითარდებოდა რუსეთში მოვლენები- რა გავლენას მოახდენდა ეს პროცესები დანარჩენ მსოფლიოზე და საქართველოზე.
არ ვდებ თავს დიდ პროგნოზისტობაზე, მაგრამ, როცა პრიგოჟინი მოსკოვს უახლოვდებოდა და მედიასაშუალებები პუტინის გაუჩინარებასაც ახმოვანებდნენ, გავბედე და დავდე პატარა ფეისბუქსტატუსი, სადაც გარკვევით ვწერდი, რომ შესაძლოა ეს „ამბოხება“ შეთანხმებული ყოფილიყო თავად პუტინთან და რაღაც სხვა მიზანს ემსახურებოდა.
ასეც რომ არა, გადაჭრით ვამბობდი, რომ რუსეთში არანაირი სამხედრო გადატრიალება არ იყო მოსალოდნელი, რადგან ხელისუფლებას გააჩნდა სათანადო ბერკეტი „ამბოხებულთა“ 25 ათასიანი ჯგუფის გასანეიტრალებლად.
საბოლოოდ დადგინდა, რომ ეს ყველაფერი იყო ფარსი და კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც რუსეთის დაშლას წინასწარ ზეიმობდა, პირში ჩალაგამოვლებული აღმოჩნდა. ასე იცის ხოლმე „ხბოს აღტაცებამ“ და სურვილის რეალობად წარმოჩენამ.
უახლოესი დღეები გვიჩვენებს, რა მიზნით დაიდგა ეს სპექტაკლი და რა ცვლილებებია მოსალოდნელი რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, რა „ჩისტკას“ განახორციელებს, „გასაქცევად გამზადებული პუტინი“ რუსეთის სამხედრო და ფინანსურ ელიტაში.
რუსეთზე ვსაუბრობთ და ბარემ აქვე ვიტყვი: სამწუხაროდ, ტვინგამორეცხილთა და ერთუჯრედიანთა არმია დღითიდღე მატულობს საქართველოში. ამის დასტურია ქართველი ახალგაზრდა მომღერლის, ნუცა ბუზალაძისადმი მათი ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული დამოკიდებულება- როგორ გაბედა მომღერალმა მოსკოვში ჩასვლა და მეგობრის დაბადების დღეზე იმღერა?! – ამაზე დიდი დაცემა ვერ წარმომიდგენია.
სად ხელოვნება და სად ბინძური პოლიტიკა?!
ასეთი აკვიატებული ზიზღითა და მოწამლული მენტალობით, საერთოდ გავედით ასტრალიდან და მეშინია დავუბრუნდებით თუ არა ბუნებრივ მდგომარეობას.
ეს არ არის ადვილად გასატარებელი – ეს სასჯელია!”- წერს სოციალურ ქსელში  ზაურ ნაჭყებია.

“კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია გვყავს”

ხელისუფლება სწორ რეაგირებას ახდენს ქვეყნის გარეთ არსებულ რისკებზე – რადიკალური ოპოზიცია რომ საზოგადოებას პრიგოჟინის გარშემო სთავაზობს გაერთიანებას, მიუთითებს, რომ ზედაპირული წარმოდგენა აქვთ ეროვნულ ინტერესებზე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ ოპოზიციას “პრიგოჟინის იმედად” მყოფი უწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას და “ქართული ოცნების” ლიდერებს სწორი რეაგირება ჰქონდათ.

“როგორც ხედავთ, საქართველოს ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობას და ყოველთვის სწორ რეაგირებას ახდენს ქვეყნის გარეთ არსებულ რისკებთან დაკავშირებით. ეს ამ დღეებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როცა პრიგოჟინის იმედად მყოფმა რადიკალურმა ოპოზიციამ ხმამაღალი განცხადებები გააკეთა და ჩათვალა, რომ ხელისუფლების ნაცვლად მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, თითქოს მათ აქვთ პასუხისმგებლობა ქვეყანასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე. საბოლოო ჯამში, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ქვეყანას ჰყავს პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აკეთებს დაუფიქრებელ, გაუთვლელ განცხადებებს და ითხოვს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც გაუთვლელია. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია გვყავს, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე აქვთ ზედაპირული წარმოდგენა და არ ესმით, სინამდვილეში რას ნიშნავს ეროვნული ინტერესის და უსაფრთხოების დაცვა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის თითოეულმა ლიდერმა აბსოლუტურად სწორი, ადეკვატური და პასუხისმგებლიანი რეაგირება მოახდინა ამ საკითხთან დაკავშირებით,” – განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, “უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას აქვს კანონით დადგენილი თავის წესი და პროცედურა და ამ შემთხვევაშიც, საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ამ წესების სრული დაცვით, საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.”

“რადიკალური ოპოზიცია რომ პრიგოჟინის გარშემო სთავაზობს გაერთიანებას საზოგადოებას, მიუთითებს, რომ ზედაპირული წარმოდგენა აქვთ ეროვნულ ინტერესებზე, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე. ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყნის შიგნით უსაფრთხოებას და ადეკვატურად მოქმედებს საგარეო რისკებთან, საერთაშორისო რისკებთან მიმართებით, რომელიც ახლა ამ რთული ომის და რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში არის ჩვენს რეგიონში,” – განაცხადა თალაკვაძემ.

გალში რუსული პროპაგანდა ძალას იკრებს – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადრეც წერდა, რომ რუსული პროპაგანდა და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის იდეოლოგიური გადაბირება აფხაზეთში ახალ ფაზაშია შესული. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები გალის მოსახლეობას გეგმაზომიერად და ეტაპობრივად, ახალ-ახალ პროექტებს და ღონისძიებებს სთავაზობენ. მაგალითად:

ივნისის დასაწყისში, რუსეთის საელჩოს ინიციატივით, გალის რაიონში მცხოვრები ბავშვები ექსკურსიებზე წაიყვანეს; რიწის ტბაზე, ბიჭვინთაში, ბედიაში და ახალ ათონში. ტრანსპორტირების, კვებისა და ექსკურსიასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, როგორც „მეგობარი რუსეთის საჩუქარი“კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის, მთლიანად რუსულმა მხარემ დაფარა. მეორე ეტაპზე, რუსეთის საელჩოს მიერ, კვლვავ ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლები შეირჩა; ამჯერად ბავშვები იმ 15 სოფლიდან წაიყვანეს ექსკურსიაზე, რომელიც ახალი დაყოფის მიხედვით, ოჩამჩირესა და ტყვარჩელს ეკუთვნის.

რუსეთის განათლების სამინისტროს ინიციატივით, გალის ჰუმანიტარულ კოლეჯში, რომელთანაც „თანამშრომლობის“ ექსკლუზიური მემორანდუმია გაფორმებული, „ღია სასწავლო ცენტრი“ გაიხსნა. ცენტრში ფილოლოგებისათვის რუსულ ენასა და ლიტერატურაში ტრენინგები და გადამზადების კურსები ჩატარდება. სამომავლოდ, გადამზადება დაგეგმილია ყველა საგანში. სპეციალისტთა ჩამოყვანას მთლიანად რუსეთის განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს. ამავე დროს, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რუსეთის განათლების სამინისტრო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, გაზარდოს გალის ჰუმანიტარული კოლეჯის თანამშრომელთა ხელფასები.

6 ივნისს სოხუმში ალექსანდრე პუშკინის დაბადების დღე აღნიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მათ შორის, გალის რაიონიდან. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, შეკრების ძირითადი მიზანი სავარაუდოდ იყო არასრულწლოვანებზე იდეოლოგიური ზემოქმედება, რამდენადაც ღონისძიების მიმდინარეობისას ძირითადად სჭარბობდა განცხადებები რუსეთის იმპერიაში და სსრკ-ში ცხოვრების დადებითი მხარეების შესახებ.

გალში მიწის დამუშავებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემის მოსაგვარებლად, რუსებმა კრასნოდარის ოლქიდან ჩამოიყვანეს 120 ტრაქტორი და გალის მოსახლეობას მიწის დამუშავებაში უსასყიდლოდ დაეხმარნენ: „ეს არის რუსეთის საჩუქარი მოძმე ქართველების მიმართ, არ უღალატოთ რუსეთს და ყველაფრის მოგვარება შეიძლება, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, გადაეცით.”

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აშკარაა, რომ რუსეთი მუშაობს აფხაზეთის მაცხოვრებლების იდეოლოგიურ გადაბირებაზე. ამ ფონზე, უცნობია, რას უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გაძლიერებულ გავლენებს გალის რეგიონში. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, ხელისუფლებამ უნდა შექმნას მექანიზმები გალში გამძაფრებული იდეოლოგიური კამპანიის შესაკავებლად და ასევე, შეიმუშაოს დამატებითი სოციალური პაკეტები გალის მოსახლეობისთვის.

“ნიკა გვარამიას შეწყალებამ არა მგონია დეპოლარიზაციას ხელი შეუწყოს”- გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟის, გიორგი გამსახურდიას განცხადებით,  “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების ფაქტი ქვეყანაში არსებულ დეპოლარიზაციას ხელს არ შეუწყობს.

„არა მგონია, რომ ამან დეპოლარიზაციას ხელი შეუწყოს. მე მგონია, რომ პირიქით. რა თქმა უნდა, ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა და არანაირად არ გვაქვს უფლება, რომ ამაში ჩავერიოთ. მაგრამ ხანდახან საზოგადოებრივი დაკვეთაც უნდა გაითვალისწინოს. მით უმეტეს, როდესაც ბევრი ადამიანი უყურებს“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ  გადაცემაში “იმედი LIVE”.

2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყლა